სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა
"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა

ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი მტკი­ცე იყოს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იყოს, მორ­წმუ­ნე იყოს, სა­დაც სარ­წმუ­ნო­ე­ბაა ჭეშ­მა­რი­ტი, იქ სი­ხა­რუ­ლია, იქ სიყ­ვა­რუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შევ­თხოვ­დით ღვთის­მშო­ბელ დე­დას რომ წყა­ლო­ბა მო­ე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

„ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბო­და დღე­სას­წა­უ­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლო წილ­ხვედ­რია ღვთის­მშობ­ლი­სა და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შევ­თხოვ­დით ღვთის­მშო­ბელ დე­დას რომ წყა­ლო­ბა მო­ე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. დღეს არის ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცის დღე­სას­წა­უ­ლი. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი მტკი­ცე იყოს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იყოს, მორ­წმუ­ნე იყოს, სა­დაც სარ­წმუ­ნო­ე­ბაა ჭეშ­მა­რი­ტი, იქ სი­ხა­რუ­ლია, იქ სიყ­ვა­რუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ვე­რა­ვი­თა­რი უარ­ყო­ფი­თი ძალა ვერ სძლევს სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­სა და სი­ხა­რულს.

„დღეს შე­მოვ­ლა იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში ხა­ტის­თან ერ­თად და იქ­ნე­ბა სხუ­რე­ბა ნა­კურ­თხი წყლი­სა, ეს გა­ნამ­ტკი­ცებს ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს. მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ეს და­ლოც­ვი­ლი დღე. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ვე­რა­ვი­თა­რი უარ­ყო­ფი­თი ძალა ვერ სძლევს სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­სა და სი­ხა­რულს. სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ იდ­გე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში. ეს ჩვე­ნი ბე­დია, ეს ჩვე­ნი ჯილ­დოა, ღვთის ჯილ­დოა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით, გა­ი­ხა­რეთ. ჩვენ­თან არს ღმერ­თი“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

ასე­ვე, ილია მე­ო­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს არის წმინ­და მო­ნი­კას ხსე­ნე­ბა. პატ­რი­არ­ქმა მრევლს წმინ­და მო­ნი­კას და მისი შვი­ლის, ავ­გუს­ტი­ნეს ცხოვ­რე­ბა გა­ახ­სე­ნა.

„მო­ნი­კა ვინ იყო თქვენ იცით, მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ. მო­ნი­კა იყო დედა ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე­სი. ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე ცხოვ­რობ­და მე-4-მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში. და იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან. დედა იყო ღრმად მორ­წმუ­ნე, მაგ­რამ მამა იყო წარ­მარ­თი. არ იყო ქრის­ტი­ა­ნი. ჰყავ­და ეს შვი­ლი ავ­გუს­ტი­ნე. დიდ­ხანს ეს ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე იყო სექ­ტან­ტი, მა­ნი­ქე­ვე­ლი, მაგ­რამ დედა მო­ნი­კა ლო­ცუ­ლობ­და და ტი­რო­და, ევედ­რე­ბო­და უფალს, რომ ჭეშ­მა­რიტ გზა­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ერთხელ მო­ეს­მა ნე­ტარ ავ­გუს­ტი­ნეს ბავ­შვის ხმა „აიღე და იკი­თხე“. აიღო სა­მო­ცი­ქუ­ლო და და­ი­წყო ეპის­ტო­ლეს კი­თხვა. ამ დროს, მად­ლი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა გარ­და­მო­ვი­და მას­ზე­და და ის გახ­და უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნი, ის გახ­და ეპის­კო­პო­სი ჰი­პო­ნი­ი­სა. ნე­ტარ ავ­გუს­ტი­ნეს აქვს და­წე­რი­ლი აღ­სა­რე­ბა. თუ გექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა წა­ი­კი­თხეთ. სა­ოც­რად აღი­ა­რებს თა­ვის ცოდ­ვებს და არ ერი­დე­ბა არა­ვის. მო­ნი­კას ლოც­ვით, დე­დის ლოც­ვით მე­უღ­ლეც გახ­და ქრის­ტი­ა­ნი. მე ეს მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნე იმი­სათ­ვის, რომ დღეს ურ­თუ­ლე­სი დროა. სა­ერ­თოდ უნდა ით­ქვას, რომ ოჯა­ხი მუ­დამ დიდი პრობ­ლე­მა იყო ადა­მი­ა­ნის­თვის. ოჯა­ხი შეს­დგე­ბა ცო­ლი­სა, ქმრი­სა და შვი­ლე­ბი­სა­გან. თა­ვი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბით, მაგ­რამ იმათ უნდა ამ­თლი­ა­ნებ­დეს რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი. ეს რწმე­ნა იმ­დე­ნად დი­დია, სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად დი­დია და ძლი­ე­რი, რომ ჩვენ მოგ­ვიყ­ვა­ნა ამ წმინ­და ტა­ძარ­ში და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. ხალ­ხმა გა­ამ­თლი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლო გახ­და ერ­თი­ა­ნი. თქვენ გახ­სოვთ, როცა მე მა­კურ­თხეს პატ­რი­არ­ქად, 5-6 ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და სი­ო­ნის ტა­ძარ­ში და მე ვფიქ­რობ­დი, რა გვეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი. იქაც არ იცოდ­ნენ სე­ფის­კვე­რი რის­თვი­საც იყო. მე ადრე მოვ­დი­ო­დი ჟამ­ნო­ბა­ზე, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წირ­ვის წინ და უფა­სოდ, სა­ჩუქ­რად ვუ­რი­გებ­დი სე­ფის­კვერს და ხალ­ხს უკ­ვირ­და. მერე და­ინ­ტე­რეს­დნენ და გა­ი­გეს მისი ში­ნა­არ­სი, მისი ძალა. დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ა­ნია, ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, ვმად­ლობთ წმინ­და სა­მე­ბას. წმინ­და სა­მე­ბამ აგ­ვი­შე­ნა ეს წმინ­და ტა­ძა­რი, წმინ­და სა­მე­ბამ გა­ნამ­ტკი­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგი
179

ღმერთმა გვიდღეგრძელოს ჩვენი პატრიარქი მრავალჟამიერ!

IN GOD WE TRUST!
520

რა კარგი და მართლაც მადლიანი ქადაგებაა. ამ ასაკში ხალხი საკუთარ სახელს ძლივსღა იხსენებს. ღმერთმა აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის.

„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, - აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს.

„დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატისთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

ასევე, ილია მეორემ განაცხადა, რომ დღეს არის წმინდა მონიკას ხსენება. პატრიარქმა მრევლს წმინდა მონიკას და მისი შვილის, ავგუსტინეს ცხოვრება გაახსენა.

„მონიკა ვინ იყო თქვენ იცით, მაგრამ შეგახსენებთ. მონიკა იყო დედა ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ცხოვრობდა მე-4-მე-5 საუკუნეში. და იყო განათლებული ოჯახიდან. დედა იყო ღრმად მორწმუნე, მაგრამ მამა იყო წარმართი. არ იყო ქრისტიანი. ჰყავდა ეს შვილი ავგუსტინე. დიდხანს ეს ნეტარი ავგუსტინე იყო სექტანტი, მანიქეველი, მაგრამ დედა მონიკა ლოცულობდა და ტიროდა, ევედრებოდა უფალს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. ერთხელ მოესმა ნეტარ ავგუსტინეს ბავშვის ხმა „აიღე და იკითხე“. აიღო სამოციქულო და დაიწყო ეპისტოლეს კითხვა. ამ დროს, მადლი სულისა წმინდისა გარდამოვიდა მასზედა და ის გახდა უდიდესი ქრისტიანი, ის გახდა ეპისკოპოსი ჰიპონიისა. ნეტარ ავგუსტინეს აქვს დაწერილი აღსარება. თუ გექნებათ საშუალება წაიკითხეთ. საოცრად აღიარებს თავის ცოდვებს და არ ერიდება არავის. მონიკას ლოცვით, დედის ლოცვით მეუღლეც გახდა ქრისტიანი. მე ეს მაგალითი მოვიყვანე იმისათვის, რომ დღეს ურთულესი დროა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისა, ქმრისა და შვილებისაგან. თავისი განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერი, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხმა გაამთლიანა საქართველო. საქართველო გახდა ერთიანი. თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. იქაც არ იცოდნენ სეფისკვერი რისთვისაც იყო. მე ადრე მოვდიოდი ჟამნობაზე, რომ ვყოფილიყავი წირვის წინ და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს და ხალხს უკვირდა. მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია, ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი“, - განაცხადა პატრიარქმა.

როგორი ამინდი იქნება რეგიონებსა და დედაქალაქში უახლოესი 4 დღე

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

თბილისში, ისანში ხანძარია