საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა
გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს ახა­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა www.rs.ge და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს თა­ვად გა­და­ა­მოწ­მოს კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ­თა რე­ესტრი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში პი­რა­დი ნომ­რის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ მარ­ტი­ვად გა­და­ა­მოწ­მებს, უკვე წარ­მო­ად­გი­ნა თუ არა მო­ნა­ცე­მე­ბი დამ­საქ­მე­ბელ­მა.

„გა­და­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დამ­ქი­რა­ვებ­ლის მიერ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ მო­ბი­ლურ ნო­მერ­ზე, პირს მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით მი­უ­ვა ინ­ფორ­მა­ცია არის თუ არა კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ­თა რე­ესტრში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სით მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეძ­ლებს, იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ამ­ყა­როს კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­საქ­მე­ბელ­თან, თუ და­ად­გენს, რომ მისი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ არ არის წარ­დგე­ნი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით, კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დამ­საქ­მე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, ყო­ვე­ლი თვის 15 რი­ცხვის ჩათ­ვლით, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ იმ და­ქი­რა­ვე­ბულ პირ­თა სია, რომ­ლე­ბიც და­ქი­რა­ვე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ოდ­ნენ 2020 წლის პირ­ვე­ლი სამი თვი­დან (იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი) რო­მე­ლი­მე ერთ თვეს მა­ინც, იღებ­დნენ ხელ­ფასს და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­უ­წყდათ ან შე­უ­ჩერ­დათ შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. დამ­ქი­რა­ვე­ბელს გა­ნა­ცხა­დის წა­რუდ­გენ­ლო­ბის ან არას­წო­რად წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ეძ­ლე­ვა და­მა­ტე­ბით 5 დღე, რათა და­ა­ზუს­ტოს და წარ­მო­ად­გი­ნოს ახა­ლი გა­ნა­ცხა­დი. შე­სა­ბა­მი­სად ეს ვადა 20 რი­ცხვის ჩათ­ვლით ექ­ნე­ბათ.

"დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მის­თვის სა­ჭი­რო ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის ფორ­მა და შევ­სე­ბის წესი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ შემ­დეგ ბმუ­ლებ­ზე: eservices.rs.ge

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, გთხოვთ და­უ­კავ­შირ­დეთ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრს: 2 299 299 ან მოგ­ვწე­როთ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე info@rs.ge

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მიმ­ღე­ბი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი უნდა ეწ­ვი­ონ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერდს, სა­დაც სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტა­ლის compensation.moh.gov.ge მეშ­ვე­ო­ბით 1 ივ­ლი­სამ­დე გა­ივ­ლი­ან რე­გის­ტრა­ცი­ას. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რია 1505. ცნო­ბის­თვის, პორ­ტალ­ზე რე­გის­ტარ­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ მხო­ლოდ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს. და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ" , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მაგ 1505 -ზე 24 საათში ვერცერთ წამს ვერ დარეკავ , ელფოსტით რამეს მიწერ, პასუხს ვერ მიიღებ და ზოგადად ისე იქცევიან საგადასახადოიანად, რომ მიზეზს ეძებენ როგორ არ მოგცენ დახმარება !

ალექს
0

არც ეგ საიტი უქნია ღმერთს, ხარვეზებით მუშაობს უმეტეს დროს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა www.rs.ge დაემატა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

როგორც AMBEBI.GE-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

„გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

"დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: eservices.rs.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

აქვე გაცნობებთ, რომ კომპენსაციების მიმღები თვითდასაქმებული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის compensation.moh.gov.ge მეშვეობით 1 ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505. ცნობისთვის, პორტალზე რეგისტარციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის

"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post-ი საქართველოს შესახებ

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება