"სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
"ის შეცდომა დავუშვი, რომელ შეცდომასაც უშვებდა ივანიშვილი პირობითად გუშინწინ", - აღნიშნა მან.
ოქრუაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რევანშის გრძნობა არავის მიმართ არ აქვს.
"ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ არ მაქვს რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ მშვიდად. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, არამედ ამ ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს და ყველას შვილებისთვის იყოს ნორმალური გარემო. ადრე თუ გვიან დამთავრდეს ეს დავიდარაბა და ვკამათობდეთ, ვდავობდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური სფერო, განათლება, როგრი იქნება უსაფრთხოება და არა იმაზე, ვინ იქნება ხვალ პარლამენტში და როგორი წარმომადგენლობით", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.