საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე
"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე

"ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბა ლა­მა­ზი დღე­ე­ბი სო­ხუ­მის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე" - ასე უპა­სუ­ხა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პოსტ TV"-ის ეთერ­ში კი­თხვას, რა ენატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად.

მისი თქმით, ასე­ვე ენატ­რე­ბა მშობ­ლი­უ­რი რაჭა, სა­დაც პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ჩავა.

"სო­ხუმ­ში ხში­რად ვე­ღარ ჩავ­დი­ვარ და იქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბა. გუ­შინ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, პან­დე­მია რომ დამ­თავ­რდე­ბა, რა­ჭა­ში თუ წაგ­ვიყ­ვა­ნო... უნდა წა­ვიყ­ვა­ნო, რად­გან ასე­ვე მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა. მე­ნატ­რე­ბა მშობ­ლე­ბი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც დღეს ჩემ­თან არ არის. რაც უფრო ასაკ­ში შე­დი­ხარ მო­ნატ­რე­ბა უფრო მე­ტია" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც მი­მარ­თა. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, სო­ხუმ­სა და აფხა­ზეთ­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს.

"დღეს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ვე­ტყო­დი, ვი­ყოთ ისევ ერ­თად, რო­გორც ვი­ყა­ვით 1991 წლამ­დე. ერ­თად უფრო ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს ავა­შე­ნებთ. უფრო ლა­მაზს და კარ­გს. აფხა­ზეთ­ში სახ­ლი მაქვს, მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა ლი­ძა­ვა­სა და სო­ხუმ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ისე­ვე რო­გორც ცხინ­ვალ­ში... რა­ჭა­ში ცხინ­ვა­ლის გავ­ლით მივ­დი­ო­დი და იქ ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. კი­დევ ერთხელ მათ მო­ვუ­წო­დებ და ვე­ტყვი, რომ ვი­ყოთ ისევ ერ­თად" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ავტორი:

"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე

"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე

"ყველაზე მეტად მენატრება ლამაზი დღეები სოხუმის ზღვის სანაპიროზე" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პოსტ TV"-ის ეთერში კითხვას, რა ენატრება ყველაზე მეტად.

მისი თქმით, ასევე ენატრება მშობლიური რაჭა, სადაც პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად ჩავა.

"სოხუმში ხშირად ვეღარ ჩავდივარ და იქაურობა მენატრება. გუშინ შვილიშვილები მეკითხებოდნენ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, რადგან ასევე მენატრება იქაურობა. მენატრება მშობლები, ის ადამიანები ვინც დღეს ჩემთან არ არის. რაც უფრო ასაკში შედიხარ მონატრება უფრო მეტია" - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებსაც მიმართა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სოხუმსა და აფხაზეთში ბევრი მეგობარი ჰყავს.

"დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ვეტყოდი, ვიყოთ ისევ ერთად, როგორც ვიყავით 1991 წლამდე. ერთად უფრო ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ. უფრო ლამაზს და კარგს. აფხაზეთში სახლი მაქვს, მთელი ჩემი ბავშვობა ლიძავასა და სოხუმში მაქვს გატარებული. ისევე როგორც ცხინვალში... რაჭაში ცხინვალის გავლით მივდიოდი და იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. კიდევ ერთხელ მათ მოვუწოდებ და ვეტყვი, რომ ვიყოთ ისევ ერთად" - აღნიშნა გამყრელიძემ.

"ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა 1995 წელს და დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს" - ამირან გამყრელიძე

ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა - ფოტოები საზღვაო კურორტიდან

ნანუკა გუდავაძის ახალი ცხოვრება - როგორ შეიცვალა ყოფილმა მოდელმა ჩაცმის სტილი ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ