საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა" - გიგი უგულავა
"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა" - გიგი უგულავა

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­დე­საც ხარ ბევ­რი რა­ღაც გე­პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ორი ვა­დის ბო­ლო­ში ხარ, აღა­რა­ფე­რი აღარ გე­პა­ტი­ე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, მა­შინ რო­დე­საც წამ­და­უ­წუმ იტყუ­ე­ბი და ატყუ­ებ შენს პარტნი­ო­რებს, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მას არც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღარ აპა­ტი­ებს რა­მეს.

ამას­თა­ნა­ვე, უგუ­ლა­ვამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­დე­გად შექ­მნილ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა და მას სა­მო­სა­ნი უწო­და.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმუ­შა­ვა რო­გორც სა­მო­სან­მა და ეს კომ­პლი­მენ­ტია იმი­ტომ, რომ ორო­სა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­მი­ა­ნი კომ­პლი­მენ­ტია. ზო­გა­დად სკო­ლი­დან, ალ­ბათ, გახ­სოვთ რო­გო­რი უტი­ფა­რი თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის მქო­ნე სახე აქვს ორო­სანს, როცა სა­მი­ანს მი­ი­ღებს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი თვითკმა­ყო­ფი­ლი სა­ხე­ე­ბით ვხე­დავ დღეს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, მაგ­რამ ახლა ბურ­თი ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს არის. ჯა­მუ­რად ოპო­ზი­ცია მო­უ­გებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რაც არ უნდა რე­სურ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს.

მთა­ვა­რია ეს ჯამი ანუ ერ­თო­ბა და თან­ხმო­ბა პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე. გან­ვლილ­მა თვე­ებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ამ ერ­თო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი ხა­ნია ცდი­ლობს გა­თიშ­ვას და მერე ბა­ტო­ნო­ბას, მაგ­რამ ეს არ გა­მოს­დის, ეს მან ფუ­ლით სცა­და, შემ­დეგ და­პა­ტიმ­რე­ბე­ბით, მაგ­რამ იღებს სა­პი­რის­პი­როს. ამი­ტომ თუ იქ­ნე­ბა ერ­თო­ბა და ამავდრო­უ­ლად მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა - ერ­თო­ბა მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ნა­წილ­ში, იმი­ტომ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეც­დე­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კი იმას ქვია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლია, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ახა­ლი პარ­ტია უნდა, ამი­ტომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უნდა არ­სე­ბობ­დეს" - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
522

შენ და სააკაშვილს ციხე მაინც არ აგცდებათ გიგი იმიტომ რომ ბიუჯეტის ქურდები ხართ ! მთავარია ოქტომბერში ხალხმა იმარჯვოს და ის თქვენი მფარველები უკან დაგრჩებათ !

morduxai
10

ვერ დაგატანხმები გიგილო, მაგრა იმუცჰავეს. მაქსიმალური, ყოველგვარი პირობების გარეცჰე,,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა" - გიგი უგულავა

"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა" - გიგი უგულავა

ახალი ხელისუფლება როდესაც ხარ ბევრი რაღაც გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ, აღარაფერი აღარ გეპატიება, მითუმეტეს, მაშინ როდესაც წამდაუწუმ იტყუები და ატყუებ შენს პარტნიორებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას არც საერთაშორისო საზოგადოება აღარ აპატიებს რამეს.

ამასთანავე, უგულავამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების გადაწყვეტილებები შეაფასა და მას სამოსანი უწოდა.

"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია იმიტომ, რომ ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია. ზოგადად სკოლიდან, ალბათ, გახსოვთ როგორი უტიფარი თვითკმაყოფილების მქონე სახე აქვს ოროსანს, როცა სამიანს მიიღებს, დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილი სახეებით ვხედავ დღეს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს "ქართულ ოცნებას", რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს.

მთავარია ეს ჯამი ანუ ერთობა და თანხმობა პრინციპულ საკითხებზე. განვლილმა თვეებმა აჩვენა, რომ ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს, სხვა შემთხვევაში ივანიშვილი უკვე რამდენი ხანია ცდილობს გათიშვას და მერე ბატონობას, მაგრამ ეს არ გამოსდის, ეს მან ფულით სცადა, შემდეგ დაპატიმრებებით, მაგრამ იღებს საპირისპიროს. ამიტომ თუ იქნება ერთობა და ამავდროულად მრავალფეროვნება - ერთობა მაჟორიტარების ნაწილში, იმიტომ რომ ხელისუფლების მიტაცებას ივანიშვილი კვლავ მაჟორიტარების საშუალებით ეცდება, მრავალფეროვნება კი იმას ქვია, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ახალი პარტია უნდა, ამიტომ ამის შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს" - განაცხადა გიგი უგულავამ.

"მეგობრებო "ნაცმოძრაობიდან", ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?" - უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენაზე

"მოსკოვი ფსონს ინაშვილზე დებს, შექმნილია რამდენიმე მილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი" - საიდან ფინანსდება "პატრიოტთა ალიანსი"?

“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება