მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები..." - რა წერილს ავრცელებენ სენატორები და კონგრესმენები
"საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები..." - რა წერილს ავრცელებენ სენატორები და კონგრესმენები

აშშ-ის სე­ნა­ტო­რე­ბი, ტედ კრუ­ზი და ჯონ კორ­ნი­ნი, კონ­გრეს­მე­ნე­ბი, ჯუდი არინგტი­ნი და მარ­ქვე­ინ მუ­ლი­ნი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მაიკ პომ­პე­ოს და ხა­ზი­ნის მდი­ვან სტივ მნუ­ჩინს წე­რი­ლით მი­მარ­თა­ვენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის კომ­პა­ნი­ე­ბის და ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

ისი­ნი ასე­ვე მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კის მტრებ­თან კავ­ში­რე­ბის გამო, რაც მათი თქმით, აშშ-ის "გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა". ამ კონ­ტექტსში ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი "ფრონ­ტე­რას" სა­კი­თხზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში 500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა ემუქ­რე­ბა.

იგი­ვე ეხე­ბა "კონ­ტი ჯგუფ­საც", რო­მე­ლიც "ანაკ­ლი­ის პორ­ტის კონ­სორ­ცი­უ­მი­დან გა­ა­ძე­ვეს".

"სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“, ცდი­ლობს გა­ა­ძე­ვოს ლე­გი­ტი­მუ­რი ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი, რო­მელ­თაც ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­სა და მო­მა­ვალ­ში ჩა­დეს. ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა მარ­თუ­ლია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გათ­ვლე­ბით, მათ შო­რის ცნო­ბე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­ზე რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შავი ზღვის პორ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა, საფრ­თეს უქ­მნის ამე­რი­კის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს, მათ შო­რი­საა პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბი­დან ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ძე­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მცი­რე ძა­ლის­ხმე­ვა, შეს­რულ­დეს ვა­შინგტო­ნის მიერ ირა­ნის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, გა­სა­კუთ­რე­ბით პორ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა და სე­ნა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
545

მთავრობამ გასცეს ადეკვატური პასუხი ამ შემოსეულ ბოროტების მანქანას. დროზე და მაღალ დონე ზე უპასუხეთ, რამდენს ბედავენ ეს მოსყიდული და არა კეთილისმსურველი ადამიანები. ეს ენატანია ოპოზიცი მხოლოდ თავის გაძლიერებაზე ფიქრობს და დანარჩენი არ აინტერესებს. გაუტყდათ , კორონამ ვერ დახოცა ნახევარი საქართველო, ახლა თვითონ აკეთებენ იმ ხაზიზღრობებს რასაც სამშობლოს სიძულვილი ჰქვია, ვაი თქვენს პატრონი და ვაი მას ვინც თქვენ ტაშს გიკრავთ.

ალექს
25

ჰოო, ფოთის პორტში მარსელებია ? რა ვი, აბა , ამერიკელებიაო ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები..." - რა წერილს ავრცელებენ სენატორები და კონგრესმენები

"საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები..." - რა წერილს ავრცელებენ სენატორები და კონგრესმენები

აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო, რაც მათი თქმით, აშშ-ის "გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება". ამ კონტექტსში ამერიკელი პოლიტიკოსები "ფრონტერას" საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება.

იგივე ეხება "კონტი ჯგუფსაც", რომელიც "ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

"საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც „ქართული ოცნებაა“, ცდილობს გააძევოს ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესები, რომელთაც ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს. ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მართულია გეოპოლიტიკური გათვლებით, მათ შორის ცნობებით ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის მთავრობასთან.

აქტივობები, რომელიც საქართველოში შავი ზღვის პორტებს უკავშირდება, საფრთეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორისაა პორტის მშენებლობიდან ამერიკული კომპანიების გაძევება და საქართველოს მიერ მცირე ძალისხმევა, შესრულდეს ვაშინგტონის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, გასაკუთრებით პორტებთან მიმართებაში", - ნათქვამია კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებაში.

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო" - რას წერს ენტონი ბლინკენი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი