მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მოყვანილს სინჯავ" - სტუდენტი ბიომეურნის რჩევები, რომელსაც ბებიასთან ერთად ნატურალური პროდუქტები მოჰყავს
"კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მოყვანილს სინჯავ" - სტუდენტი ბიომეურნის რჩევები, რომელსაც ბებიასთან ერთად ნატურალური პროდუქტები მოჰყავს

ანი ცი­ციშ­ვი­ლი აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ვე­ტე­რი­ნა­რი­ას სწავ­ლობს, მაგ­რამ უნი­ჭი­ე­რე­სი გო­გო­ნას საქ­მე მხო­ლოდ სწავ­ლა რო­დია - ის ინდმე­წარ­მეც გახ­ლავთ და ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნის კომ­პა­ნი­ა­შიც მუ­შა­ობს. თა­ვის სათ­ბურ­ში უამ­რავ მცე­ნა­რეს უვ­ლის, ჰყავს ჩი­ტე­ბი, თევ­ზე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ხა­ტავს, უკ­რავს - ერთი სი­ტყვით, მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნია. მის სა­ო­ცარ სათ­ბურ­ზე ადრე ვწერ­დით, ახლა კი ანის ბი­ო­ბოს­ტან­ზე უნდა მო­გი­თხროთ, რო­მელ­საც თბი­ლის­ში, თა­ვის ეზო­ში, ბე­ბი­ას­თან ერ­თად უვ­ლის.

- საქ­მე ყო­ველ­თვის უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო და იო­ლია, როცა სხვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჩი­თი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნის პრინ­ცი­პე­ბიც ბე­ბი­ის­გან ვის­წავ­ლე. ის რომ არა, მცე­ნა­რე­ე­ბის, ქათ­მე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის, ბოსტნის მოვ­ლა­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას ვერ მო­ვას­წრებ­დი.

- რო­დის ჩა­უ­ყა­რე სა­ფუძ­ვე­ლი ამ ბაღ-ბოს­ტანს?

- ბაღი ამ ად­გი­ლას ჩემს და­ბა­დე­ბამ­დეც იყო. 10 წე­ლია, კარ­გი მო­სა­ვა­ლი აღარ მო­სუ­ლა, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იმა­ვე ბოსტნე­უ­ლი­სა თუ ბა­ღჩე­უ­ლის ერ­თსა და იმა­ვე ნი­ა­დაგ­ზე დიდ­ხანს მოყ­ვა­ნა. ეს ნი­ა­დაგს ფი­ტავს. სწო­რედ ამი­ტომ წლე­ულს, ასე ვთქვათ, გად­მო­ვი­ბა­რე ბაღი და ახ­ლე­ბუ­რად დავკვა­ლე, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა დავ­თე­სეთ, კომ­პოს­ტი შე­ვი­ტა­ნეთ და მო­სა­ვალ­საც კარ­გი პირი უჩანს.

ძა­ლი­ან კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც სა­კუ­თარ მოყ­ვა­ნილს სინ­ჯავ, თა­ნაც და­მი­ჯე­რეთ - ჩვე­ნი კომ­პოს­ტით გაზ­რდილ სი­მინდს სულ სხვა გემო აქვს. ამ მე­თო­დე­ბით ვუვ­ლით და ვი­ღებთ კარ­ტო­ფილს, მარ­წყვს, კიტრს, პო­მი­დორს, გოგ­რას, მწვა­ნილს, ბო­ლოკს, ჭარ­ხალს, სტა­ფი­ლოს, წი­თელ და შავ მო­ცხარს, ყვე­ლა­ნა­ირ ხილს.

- რო­გორ კეთ­დე­ბა კომ­პოს­ტი?

- კომ­პოს­ტის მი­ღე­ბის ბევ­რი მე­თო­დი არ­სე­ბობს. მათ შო­რის ზოგი შე­და­რე­ბით სწრა­ფია, ზოგი - ხან­გრძლი­ვი. ჩვე­ნი კომ­პოს­ტი შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი, მაგ­რამ მარ­ტი­ვი გზით მი­ი­ღე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა, გა­ა­კე­თოთ ორმო, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 კვმ "ყუთი", მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლი­სა, სა­დაც ვყრით ყვე­ლა­ნა­ირ ბა­ლახს, ფო­თოლს, ბი­ო­ლო­გი­უ­რად შლად ნარ­ჩე­ნებს და ა.შ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ვაყ­რით ცოტა მი­წას და თუ ძა­ლი­ან გა­მოშ­რე­ბა, ვას­ვე­ლებთ.

ორ­მო­ში ჩნდე­ბი­ან ჭი­ა­ყე­ლე­ბი, ხო­ჭო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს და ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფენ გა­მა­ნოყი­ე­რე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს. კომ­პოს­ტის ამ მე­თო­დით მი­ღე­ბას 3-5 წელი სჭირ­დე­ბა. ეს მასა მი­წი­სებ­რი ხდე­ბა, შემ­დგომ უნდა გა­იც­რას და მზად არის. რაკი ეს მე­თო­დი ხან­გრძლი­ვია, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ 2-3 ასე­თი ორმო გექ­ნე­ბათ. შე­გიძ­ლი­ათ უფრო პა­ტა­რაც გა­ა­კე­თოთ... სა­კომ­პოს­ტე ორ­მო­ებ­შიც შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­გოთ გოგ­რა, კარ­ტო­ფი­ლი, ყა­ბა­ყი და სხვა­დას­ხვა ბოსტნე­უ­ლი. ჩი­თი­ლის­თვის ამო­თხრილ ორ­მო­ში 2-3 მუჭა საკ­მა­რი­სია.

- ეფექ­ტი­ა­ნია თუ არა ამ სა­სუ­ქით პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნა და რით გან­სხვავ­დე­ბა ის არა­ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­სუ­ქის­გან?

- გა­აჩ­ნია, რას ვგუ­ლის­ხმობთ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში. წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბით ეფექ­ტი­ა­ნი არ არის. ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქით მცე­ნა­რე უფრო მეტი და დიდი ზო­მის გა­იზ­რდე­ბა. ამ მხრივ კომ­პოს­ტი­რე­ბა წამ­გე­ბი­ა­ნია, ამი­ტო­მაც ღირს ბი­ოპ­რო­დუქ­ტი ძვი­რი, თუმ­ცა კერ­ძო სახ­ლებ­ში, სოფ­ლის ეზო­ებ­ში და ა.შ. ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნია.

კომ­პოსტს რამ­დე­ნი­მე კარ­გი თვი­სე­ბა აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბუ­ნე­ბა­ში მცე­ნა­რე რომ იზ­რდე­ბა, ის იძ­ლე­ვა ნა­ყოფს, შემ­დეგ ხმე­ბა და მი­წას უბ­რუნ­დე­ბა, ჩვენ­თან კი როცა ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავთ, ხმე­ლი მცე­ნა­რე, ნა­ყო­ფი - ყვე­ლა­ფე­რი გაგ­ვაქვს მი­წი­დან და უკან არა­ფერს ვუბ­რუ­ნებთ. მი­წაც იფი­ტე­ბა. მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ნი­ა­დაგ­ში უსას­რუ­ლო რა­ო­დე­ნო­ბით არ არის, კომ­პოს­ტით კი ნი­ა­დაგს ბუ­ნებ­რი­ვი ორ­გა­ნუ­ლი და არა­ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი უბ­რუნ­დე­ბა და არამ­ხო­ლოდ აზო­ტი, ფოს­ფო­რი და კა­ლი­უ­მი, რო­გორც ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ნი­ა­და­გი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, მას­ში უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რია, სოკო, ჭი­ა­ყე­ლა და სხვა მწე­რი ბი­ნად­რობს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნი­ა­და­გის სი­ჯან­სა­ღი­სათ­ვის. გარ­და ამი­სა, კომ­პოს­ტი­რე­ბა არის ფოთ­ლე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნის მო­ცი­ლე­ბის ჯან­სა­ღი გზაც...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
3

მიხარია ასეთი მშრომელი გოგონას შესახებ რომ წავიკითხე. ძალიან გაზარმაცებულია ხალხი, მიწა ვისაც აქვს მას მოსავალი უნდა ჰქონდეს. ყველა შეჰყურებს სხვის მოყვანილს და ქიმიით გაჯერებულ პროდუქტს. ასე როგორ შეიძლება? 

morduxai
4

ყოცჰაგ, მაგარი გოგო ხარ,,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მოყვანილს სინჯავ" - სტუდენტი ბიომეურნის რჩევები, რომელსაც ბებიასთან ერთად ნატურალური პროდუქტები მოჰყავს

"კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მოყვანილს სინჯავ" - სტუდენტი ბიომეურნის რჩევები, რომელსაც ბებიასთან ერთად ნატურალური პროდუქტები მოჰყავს

ანი ციციშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგისტრატურაში ვეტერინარიას სწავლობს, მაგრამ უნიჭიერესი გოგონას საქმე მხოლოდ სწავლა როდია - ის ინდმეწარმეც გახლავთ და ლანდშაფტის დიზაინის კომპანიაშიც მუშაობს. თავის სათბურში უამრავ მცენარეს უვლის, ჰყავს ჩიტები, თევზები, ცხოველები, ხატავს, უკრავს - ერთი სიტყვით, მრავალმხრივი ინტერესებისა და შესაძლებლობების ადამიანია. მის საოცარ სათბურზე ადრე ვწერდით, ახლა კი ანის ბიობოსტანზე უნდა მოგითხროთ, რომელსაც თბილისში, თავის ეზოში, ბებიასთან ერთად უვლის.

- საქმე ყოველთვის უფრო სასიამოვნო და იოლია, როცა სხვებიც მონაწილეობენ, განსაკუთრებით - ოჯახის წევრები. ჩითილების გამოყვანის პრინციპებიც ბებიისგან ვისწავლე. ის რომ არა, მცენარეების, ქათმების, ცხოველების, ბოსტნის მოვლასა და უნივერსიტეტში სწავლას ვერ მოვასწრებდი.

- როდის ჩაუყარე საფუძველი ამ ბაღ-ბოსტანს?

- ბაღი ამ ადგილას ჩემს დაბადებამდეც იყო. 10 წელია, კარგი მოსავალი აღარ მოსულა, რადგან არ შეიძლება ერთი და იმავე ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის ერთსა და იმავე ნიადაგზე დიდხანს მოყვანა. ეს ნიადაგს ფიტავს. სწორედ ამიტომ წლეულს, ასე ვთქვათ, გადმოვიბარე ბაღი და ახლებურად დავკვალე, სხვადასხვა კულტურა დავთესეთ, კომპოსტი შევიტანეთ და მოსავალსაც კარგი პირი უჩანს.

ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ მოყვანილს სინჯავ, თანაც დამიჯერეთ - ჩვენი კომპოსტით გაზრდილ სიმინდს სულ სხვა გემო აქვს. ამ მეთოდებით ვუვლით და ვიღებთ კარტოფილს, მარწყვს, კიტრს, პომიდორს, გოგრას, მწვანილს, ბოლოკს, ჭარხალს, სტაფილოს, წითელ და შავ მოცხარს, ყველანაირ ხილს.

- როგორ კეთდება კომპოსტი?

- კომპოსტის მიღების ბევრი მეთოდი არსებობს. მათ შორის ზოგი შედარებით სწრაფია, ზოგი - ხანგრძლივი. ჩვენი კომპოსტი შედარებით ხანგრძლივი, მაგრამ მარტივი გზით მიიღება. ამისთვის საჭიროა, გააკეთოთ ორმო, ანუ დაახლოებით 3-4 კვმ "ყუთი", მეტრამდე სიმაღლისა, სადაც ვყრით ყველანაირ ბალახს, ფოთოლს, ბიოლოგიურად შლად ნარჩენებს და ა.შ. დროთა განმავლობაში ვაყრით ცოტა მიწას და თუ ძალიან გამოშრება, ვასველებთ.

ორმოში ჩნდებიან ჭიაყელები, ხოჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ გადამუშავების პროცესს და ცხოველმოქმედების შედეგად გამოყოფენ გამანოყიერებელ ნივთიერებებს. კომპოსტის ამ მეთოდით მიღებას 3-5 წელი სჭირდება. ეს მასა მიწისებრი ხდება, შემდგომ უნდა გაიცრას და მზად არის. რაკი ეს მეთოდი ხანგრძლივია, კარგი იქნება, თუ 2-3 ასეთი ორმო გექნებათ. შეგიძლიათ უფრო პატარაც გააკეთოთ... საკომპოსტე ორმოებშიც შეგიძლიათ ჩარგოთ გოგრა, კარტოფილი, ყაბაყი და სხვადასხვა ბოსტნეული. ჩითილისთვის ამოთხრილ ორმოში 2-3 მუჭა საკმარისია.

- ეფექტიანია თუ არა ამ სასუქით პროდუქტის მოყვანა და რით განსხვავდება ის არაბიოლოგიური სასუქისგან?

- გააჩნია, რას ვგულისხმობთ ეფექტიანობაში. წარმოების მასშტაბით ეფექტიანი არ არის. ქიმიური სასუქით მცენარე უფრო მეტი და დიდი ზომის გაიზრდება. ამ მხრივ კომპოსტირება წამგებიანია, ამიტომაც ღირს ბიოპროდუქტი ძვირი, თუმცა კერძო სახლებში, სოფლის ეზოებში და ა.შ. ძალიან ეფექტიანია.

კომპოსტს რამდენიმე კარგი თვისება აქვს. წარმოიდგინეთ, ბუნებაში მცენარე რომ იზრდება, ის იძლევა ნაყოფს, შემდეგ ხმება და მიწას უბრუნდება, ჩვენთან კი როცა ბოსტნეული მოჰყავთ, ხმელი მცენარე, ნაყოფი - ყველაფერი გაგვაქვს მიწიდან და უკან არაფერს ვუბრუნებთ. მიწაც იფიტება. მინერალური ნივთიერებები ნიადაგში უსასრულო რაოდენობით არ არის, კომპოსტით კი ნიადაგს ბუნებრივი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები უბრუნდება და არამხოლოდ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, როგორც ქიმიური სასუქების შემთხვევაში.

ნიადაგი ცოცხალი ორგანიზმია, მასში უამრავი სასარგებლო ბაქტერია, სოკო, ჭიაყელა და სხვა მწერი ბინადრობს, რომლებიც აუცილებელია ნიადაგის სიჯანსაღისათვის. გარდა ამისა, კომპოსტირება არის ფოთლებისა და ნარჩენის მოცილების ჯანსაღი გზაც...წაიკითხეთ სრულად

ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა

საჩხერეში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბიზნესმენს ბრალი წარედგინა

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ