Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასთან შეწყალების საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია" - ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგიდან გაიგეს
"მასთან შეწყალების საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია" - ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგიდან გაიგეს

ჩვენ ვერ ვა­კად­რებ­დით პრე­ზი­დენტს ვე­რა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბის მი­ცე­მას და ასე­თი რამ აზ­რად არ გაგ­ვივ­ლია, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, ხომ არ აი­ძუ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გიგი უგუ­ლა­ვა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მათ პრე­ზი­დენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნი­ათ და ამის შე­სა­ხებ ბრი­ფინ­გი­დან გა­ი­გეს.

"თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ ჰყავს და ეს არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რა­საც ხაზი უნდა გა­ეს­ვას. ჩვენ პა­ტივს ვცემთ ინ­სტი­ტუ­ტებს და ეს არის სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან არის გა­მიჯ­ნუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ისე, რო­გორც უნდა იყოს გა­მიჯ­ნუ­ლი.

ჩვენ ამა­ზე ვსა­უბ­რობ­დით ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ პრე­ზი­დენ­ტი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მათ შო­რის შე­წყა­ლე­ბის ნა­წილ­ში და რო­დე­საც ოპო­ზი­ცია მო­ი­თხოვ­და ჩვენ­გან პრე­ზი­დენ­ტის­თვის და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მას, ეს იყო ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი და ეს მი­უ­თი­თებ­და იმა­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ამ დღემ­დე ვერ გა­ი­გო ის, თუ რა არის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა.

რა თქმა უნდა, პრე­ზი­დენ­ტი არის გა­მიჯ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუ­ფე­ბის­გან და ეს ასეც უნდა იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ვერ ვა­კად­რებ­დით პრე­ზი­დენტს ვე­რა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბის მი­ცე­მას და ასე­თი რამ აზ­რად არ გაგ­ვივ­ლია. ჩვენ არ გვქო­ნია პრე­ზი­დენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ამის თა­ო­ბა­ზე შე­ვი­ტყვეთ, როცა ჩა­ტარ­და ბრი­ფინ­გი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვას და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქტი გა­მოს­ცა.

"მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მოვ­ცე უგუ­ლა­ვა­სა და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქტი. სა­ნამ მათი შე­წყა­ლე­ბა ძა­ლა­ში შევა, მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლის­თვი­საც დღე­ვან­დე­ლი ჩემი გა­და­წყვე­ყი­ლე­ბა იო­ლად გა­სა­გე­ბი არ იქ­ნე­ბა და შე­საძ­ლოა, ვერც მა­პა­ტი­ოს",- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
0

მაგ სიმართლით იარეთ

misho
0

კი კი გვჯერა :დდ ორი სიტყვა ვერ გადაუბია ერთმანეთზე და ეხლა გაეხსნა ალბათ გონება ქალბატონ პრეზიდენტს:დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მასთან შეწყალების საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია" - ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგიდან გაიგეს

"მასთან შეწყალების საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია" - ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგიდან გაიგეს

ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერანაირი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აიძულა ხელისუფლებამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეეწყალებინა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეწყალების თაობაზე მათ პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ამის შესახებ ბრიფინგიდან გაიგეს.

"თანაპარტიელები სალომე ზურაბიშვილს არ ჰყავს და ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ხაზი უნდა გაესვას. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში, რომ ერთმანეთისგან არის გამიჯნული კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ისე, როგორც უნდა იყოს გამიჯნული.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ორი თვის განმავლობაში, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის უფლებამოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში და როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას, ეს იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო ის, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერანაირი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია. ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის თაობაზე შევიტყვეთ, როცა ჩატარდა ბრიფინგი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეყილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

იქნება თუ არა საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა - პაატა იმნაძის განცხადება

"ძროხა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, ამ განცხადების ავტორი" - ბესელია კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ძროხას შეადარა  - "მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"