მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა გიგი უგუ­ლა­ვა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

"ახლა მთა­ვა­რი, ანუ რა­ტომ ვი­ღებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - დღეს ქვე­ყა­ნა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი, წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­და კრი­ზისს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ისე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სტა­ბი­ლუ­რია, რო­გორც არას­დროს ყო­ფი­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, დგას მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის საფრ­თხის წი­ნა­შე.

პირ­და­პირ ვი­ტყვი - მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ში, რო­მელ­საც მეც მი­ვე­სალ­მე, დარ­ჩა გარ­კვე­უ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა, რომ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რე­ზეა, რო­მე­ლიც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა აყე­ნებ­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბებს და საფრ­თხეს უქ­მნი­დეს ჩვენს ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზანს - სა­მარ­თლი­ა­ნი და მშვი­დი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­სა და პი­რად შე­ხე­დუ­ლე­ბებს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა არ და­ა­ყე­ნებს.

"ეს შე­წყა­ლე­ბა არ ეფუძ­ნე­ბა ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ჰუ­მა­ნურ პრინ­ცი­პებს ან ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს, რომ­ლის გა­მოც, ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა, სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­დეს ან სრუ­ლად გა­უ­უქ­მდეს. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ არა რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი და ქვეყ­ნის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლე­ბი, არა­მედ - რო­გორც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი.

რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცია ამის უფ­ლე­ბას მა­ნი­ჭებს, მარ­ტო ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვი­ღებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­მომ­დი­ნა­რე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, მე ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვე­დი არც პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბის, არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან სხვა ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. მე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემი სამ­შობ­ლოს ბედი და მო­მა­ვა­ლი მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მა­ინ­ტე­რე­სებს დღე­საც. ამის გამო მო­ვით­მი­ნე და კი­დევ მო­ვით­მენ შე­უ­რა­ცხყო­ფას. ჩემი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა არ­სად წა­სუ­ლა და ზუს­ტად პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გამო ჩემს ემო­ცი­ებ­სა და ჩემს პი­რად შე­ხე­დუ­ლე­ბებს ვერ და არ და­ვა­ყე­ნებ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვას და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქტი გა­მოს­ცა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
17

მე მთელი შეგნებით და სიყვარულით ვუგებ თქვენ გადაწყვეტილებას პრეზიდენტო,მაგრამ რა დააშავეს იმ ადამიანებმა რომლებსაც 480000 000 კი არა 1000ლარამდეც არ აქვთ ჩადენილი დანაშაუილი,გაანთავისუფლეთ მაშინ ისინიც.უგულავასგან განსხვავებით მათი გვარსახელები არ ვიცი მაგრამ ამის გამო ნუ დასჯით,გაანთავისუფლეთ 100 ჯერ და აოოო-ჯერ მაგაზენაკლებიდამნაშავეები

გიო
14

გააგრცელეტ ისევ კოაბიტაცია და რას მოიმკიტ ნახავტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

"ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას - დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული, წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი - მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის საკუთარ ემოციებსა და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს.

"ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც, ადამიანს შესაძლოა, სასჯელი შეუმსუბუქდეს ან სრულად გაუუქმდეს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და ქვეყნის წინაშე დანაშაულები, არამედ - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.

როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალური ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას. ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

უკავშირდება თუ არა ბოლო დღეებში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნას - მარინა ეზუგბაიას პასუხი

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს