საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს
"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს

ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე ერთ სივ­რცე­ში მხო­ლოდ 5 პი­რის ყოფ­ნაა და­საშ­ვე­ბი, ყო­ვე­ლი და­მა­ტე­ბი­თი ადა­მი­ა­ნის დაშ­ვე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე და­მა­ტე­ბით 5 კვ.მ-ის ფარ­თის შემ­თხვე­ვა­ში. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­მო­ცე­მულ ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში დღე­ი­დან შე­ვი­და.

ამა­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბამ­დე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რო­მელ­თაც ჰყავთ 50 და მეტი და­საქ­მე­ბუ­ლი, უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი თერ­მოსკრი­ნინ­გი ობი­ექ­ტზე შეს­ვლის წინ.

"მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­მარ­თავს ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ას და შე­ა­თან­ხმებს მომ­სა­ხუ­რე­ბის დროს, რი­გე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად მი­წო­დე­ბის მიზ­ნით. მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: დათ­ქმულ დრო­სა და ად­გი­ლას, მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­ა­ბა­რებს თა­ვის ავ­ტო­მან­ქა­ნას მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს; თავ­და­პირ­ვე­ლად ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­დის ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლი და ტო­ვებს გა­სა­ღებს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში;

ავ­ტო­მან­ქა­ნას უახ­ლოვ­დე­ბა სა­თა­ნა­დო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მომ­სა­ხუ­რე პირი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით წმენ­დს ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს და გა­დაჰ­ყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის; ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­კე­თე­ბის შემ­დეგ, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი უკავ­შირ­დე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბელს და გა­ნუ­სა­ზღვრავს დროს ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­სა­ცე­მად; ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ცე­მა ხდე­ბა იგი­ვე წე­სით, რაც გან­სა­ზღვრუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩა­ბა­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

მთ
0

სულ გააფრინეს

ავტორი:

"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს

"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს

ავტოტექმომსახურების ობიექტებზე ერთ სივრცეში მხოლოდ 5 პირის ყოფნაა დასაშვები, ყოველი დამატებითი ადამიანის დაშვება კი შესაძლებელია თითოეულ ადამიანზე დამატებით 5 კვ.მ-ის ფართის შემთხვევაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის გამოცემულ ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

ამავე რეკომენდაციების თანახმად, სამუშაოს დაწყებამდე ორგანიზაციებში, რომელთაც ჰყავთ 50 და მეტი დასაქმებული, უნდა განხორციელდეს დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ.

"მომსახურების საჭიროების თაობაზე მომხმარებელი მიმართავს ავტოტექნიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიას და შეათანხმებს მომსახურების დროს, რიგების თავიდან აცილებისა და მომსახურების დროულად და ეფექტურად მიწოდების მიზნით. მომსახურების მიღება ხორციელდება შემდეგნაირად: დათქმულ დროსა და ადგილას, მომხმარებელი გადააბარებს თავის ავტომანქანას მომსახურე პერსონალს; თავდაპირველად ავტომანქანიდან გადმოდის ავტომობილის მფლობელი და ტოვებს გასაღებს ავტომანქანაში;

ავტომანქანას უახლოვდება სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი მომსახურე პირი, რომელიც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით წმენდს ავტომობილის საჭეს და გადაჰყავს ავტომობილი ავტოტექმომსახურებისთვის; ავტომობილის შეკეთების შემდეგ, მომსახურე პერსონალი უკავშირდება ავტომანქანის მფლობელს და განუსაზღვრავს დროს ავტომანქანის გადასაცემად; ავტომანქანის გადაცემა ხდება იგივე წესით, რაც განსაზღვრულია ავტომანქანის ჩაბარებისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება ქვევრის ფორმის სასტუმრო თელავში და როდის მიიღებს პირველ სტუმრებს

ფოთის "ცხელების კლინიკაში" მოთავსებულ 1 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მოყვანილს სინჯავ" - სტუდენტი ბიომეურნის რჩევები, რომელსაც ბებიასთან ერთად ნატურალური პროდუქტები მოჰყავს