გათბობა-კონდიცირების კომპანია „საგა“ მომხმარებლებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში მუშაობით დაუბრუნდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ყველა ფილიალი და მომხმარებლებს კვლავ სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციას და სერვისს.
„საგანგებო სიტუაციის გამო, ჩვენ მოგვიწია დატვირთულ რეჟიმში მუშაობა. ვეცადეთ ფეხი აგვეწყო ახალი გამოწვევებისთვის. ცივი ამინდები, რომელიც თან გასდევდა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას, სრულიად გადავედით ონლაინ რეჯიმში მუშაობაზე. ჩვენ მომხმარებლებს ასეთ დროს ვერ დავტოვებდით ყურადღების გარეშე, რაც გამოწვეული იყო სიცივით და ავარიული სიტუაციებით. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მომხმარებლებთან გადავსულიყავით სრულიად დისტანციურ მომსახურებაზე. შეიქმნა ონლაინ ჯგუფები, სადაც ნებისმიერ (ჩვენს თუ სხვა) მომხმარებელს შეეძლო მათთვის საინტერესო თემებზე მიეღო პასუხები. მუდმივ რეჟიმში ჩვენს ცხელ ხაზზე შემოდიოდა შეტყობინებები.სატელეფონო და ონლაინ ზარებით ვეხმარებოდით მომხმარებლებს კონსულტაციებით და ტექნიკური საკითხების თვითმოგვარებაზე,ძირითადად ინტერესის საგანი იყო შემდეგი თემები: ცენტრალური გათბობის ქვაბი , კონდიციონერი, გათბობა-კონდიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა სასწრაფო და ავარიულ შემთხვევაზე კი, ვცდილობდით ჩვენი სერვისის თანამშრომლები ჯანდაცვის სპეციალური მითითებებით აღგვეჭურვა და გაგვეშვა მომხმარებელთან. ეს პერიოდი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო და სიახლეებით დახუნძლული აღმოჩნდა. რასაც მომხმარებლების მხრიდან დადებითი ემოციები და განწყობაც მოჰყვა. თუმცა, იყო შემთხვევები, რომელზეც სამწუხაროდ, სიტუაციიდან გამომდინარე, რეაგირებას ვერ ვახდენდით. ამ ეტაპზე კი ყველა მომხმარებელს, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად ვემსახურებით.
სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენიმე პროდუქტზე, სააქციო ფასები შევთავაზოთ მომხმარებელს, რადგან ვთვლით, რომ ჯერ კიდევ კრიზისული მდგომარეობაა ქვეყანაში და მომხმარებლებს ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება“- აცხადებს მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფო ახალაია.
კომპანიამ მაღაზიების გახსნასთან ერთად , ონლაინ კონსულტაცია და გაყიდვები კვლავ აქტიური დატოვა. მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა კვლავ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველ ადგილზე კი სრულიად უფასოდ მიიღებენ.
კომპანია საგა 26 წელია გათბობა-კონდიცირების მიმართულებით მუშაობს. თბილისის გარდა, ოთხ დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და თელავი.
ვებ-გვერდი: www.saga.ge
R