სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიმოგზაურებთ COVID-19-ის ეპოქაში - რომელი ქვეყნები ემზადებიან ტურისტების მისაღებად და დაიყოფა თუ არა ევროპა "მწვანე დერეფნებად"
როგორ ვიმოგზაურებთ COVID-19-ის ეპოქაში - რომელი ქვეყნები ემზადებიან ტურისტების მისაღებად და დაიყოფა თუ არა ევროპა "მწვანე დერეფნებად"

მსოფ­ლი­ოს ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, დღეს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

შე­ჩე­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი და სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი ვერ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აღ­დგე­ნას, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ერთი რამ ნა­თე­ლია - მსოფ­ლიო ტუ­რიზმს წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, რომ 2019 წლის ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დეს, ფრე­ნი­სა და აე­რო­პორ­ტებ­ში მგზავ­რე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა კი უფრო რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 90%, და­ახ­ლო­ე­ბით 7.1 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი იმ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც COVID-19-ის გამო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ა­ვი­ა­ციო ინ­დუსტრი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის 2019 წლის დო­ნე­ზე დაბ­რუ­ნე­ბას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

ამას­თან, ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე და­ი­წყეს, ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მოგ­ზა­უ­როდ ე.წ. მწვა­ნე ზო­ნე­ბი შექ­მნან. იდე­ა­ზე მსჯე­ლო­ბა პირ­ვე­ლად ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ და ავ­სტრა­ლი­ამ და­ი­წყეს.

  • 9 ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც "სა­მოგ­ზა­უ­რო მწვა­ნე ზო­ნის" შექ­მნის იდე­ას გა­ნი­ხი­ლავს

მსოფ­ლი­ო­ში ნელ-ნელა იკ­ვე­თე­ბა ახა­ლი სა­მოგ­ზა­უ­რო ალი­ან­სე­ბის შექ­მნის კონ­ტუ­რე­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რია ეს, რად­გა­ნაც ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შექ­მნის იდე­ას ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავს.

სა­მოგ­ზა­უ­როდ მწვა­ნე ზო­ნის შექ­მნის იდე­ას 9 ქვე­ყა­ნა გა­ნი­ხი­ლავს და რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ამ ცხრა ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ტე­ლე­კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უკვე ორ­ჯერ იმ­სჯე­ლეს.

ეს ქვეყ­ნე­ბია - ავ­სტრია, სა­ბერ­ძნე­თი, ის­რა­ე­ლი, ნორ­ვე­გია, და­ნია, ჩე­ხე­თი, სინ­გა­პუ­რი, ავ­სტრა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ამ ეტაპ­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ ისი­ნი და­ი­წყე­ბენ ტუ­რიზ­მის კუ­თხით შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი ამ ქვეყ­ნებ­ში კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა.

  • ის­რა­ე­ლი, სა­ბერ­ძნე­თი და კვიპ­რო­სი

თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლი, სა­ბერ­ძნე­თი და კვიპ­რო­სი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ივ­ლი­სი­დან ტუ­რიზ­მის ამოქ­მე­დე­ბას ნა­წი­ლობ­რივ შეძ­ლე­ბენ და ეს სამი ქვე­ყა­ნა სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კო­მი­სია აპი­რებს წა­რად­გი­ნოს სა­ზღვრე­ბის გახ­სნის 3-ფა­ზი­ა­ნი გეგ­მა, რაც მსგავ­სი რის­კე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს.

  • იტა­ლი­ის პო­ზი­ცია

ე.წ. მწვა­ნე დე­რეფ­ნე­ბის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც ჰყავს და პირ­ვე­ლი იტა­ლი­აა. ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯუ­ზე­პე კონ­ტე ამ­ბობს, რომ თუ ე.წ. მწვა­ნე დე­რეფ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლა­ში შევა, იტა­ლია ევ­რო­კავ­შირს და­ტო­ვებს.

ჩვენ არ მი­ვი­ღებთ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ტუ­რის­ტულ გზებს ქმნის. ამას არას­დროს და­ვუშ­ვებთ, ან ჩვენ გა­ვალთ ევ­რო­კავ­ში­რი­დან, - გა­ნა­ცხა­და კონ­ტემ

იტა­ლი­ის პრე­მი­ე­რის თქმით, მან ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს უკვე უთხრა, რომ ე.წ. დე­რეფ­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თი­ა­ნი ბაზ­რის გა­ნად­გუ­რე­ბას ნიშ­ნავს.

  • აე­რო­პორ­ტებ­ში მგზავ­რე­ბის მი­ღე­ბის წე­სე­ბი

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა დაც­ვაც აე­რო­პორ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მგზავ­რებს მო­უ­წევთ, თუმ­ცა ცხა­დია, რომ პრო­ცე­დუ­რა აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც ადრე იყო და მგზავ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას გა­ცი­ლე­ბით დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

მგზავ­რო­ბის გარ­თუ­ლე­ბულ და გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ წე­სებს აღ­წერს CNN-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­რეს­პონ­დენ­ტი, უილ რიპ­ლი და ტო­კი­ო­დან ჰონგ კონ­გამ­დე მგზავ­რო­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა. რიპ­ლის თქმით, რო­გორც წესი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნას და აე­რო­პორ­ტის პრო­ცე­დუ­რებს აქამ­დე 5 სა­ა­თი სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა უფრო მეტი დრო დას­ჭირ­და. მისი თქმით, თვითმფრი­ნავ­ში 109 მგზავ­რი იყო, მა­შინ, როცა ის 400-ზე მეტ ადა­მი­ანს იტევს.

რიპ­ლი წერს, რომ ჰონგ-კონ­გში ჩას­ვლი­სას მის­ცეს ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი, რომ­ლი­თაც მის მოძ­რა­ო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ მომ­დევ­ნო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა დარ­წმუნ­დნენ, რომ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდს კა­რან­ტინ­ში გა­ა­ტა­რებს (ჰონგ-კონ­გის აე­რო­პორ­ტში კო­რო­ნა­ვირუს­ზე ყვე­ლას უტარ­დე­ბა ტეს­ტი და კა­რან­ტინ­ში გა­და­დის ისიც, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდე­ბა).

მას და და­ნარ­ჩენ მგზავ­რებს ჩა­უ­ტა­რეს ტეს­ტი­რე­ბა და რად­გა­ნაც ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი მე­ო­რე დღეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა მგზავ­რი გა­და­იყ­ვა­ნეს სას­ტუმ­რო­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბი­დან 20 სა­ა­თის შემ­დეგ, მას ჰქონ­და ტეს­ტის პა­სუ­ხი, აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აქვს, რის შემ­დე­გაც, ნება მის­ცეს წა­სუ­ლი­ყო თა­ვის მიერ შერ­ჩე­ულ ად­გი­ლას, სა­დაც 14 დღე უნდა გა­ა­ტა­როს, და­აკ­ვირ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ყო­ველ­დღე შე­ავ­სოს სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რი და აღ­ნიშ­ნოს კო­რო­ნა­ვირუ­სის ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი სიმპტო­მი.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ შემ­თხვე­ვას ვერ გან­ვა­ზო­გა­დებთ, რად­გა­ნაც თუკი ფრე­ნე­ბი აღ­დგე­ბა, რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მოგ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც ერთი კვი­რით გეგ­მავს კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნას, 14-დღი­ან კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნო, თუმ­ცა აე­რო­პორ­ტში პრო­ცე­დუ­რე­ბი უფრო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო დას­ჭირ­დე­ბა მგზავ­რის შე­მოწ­მე­ბას, რად­გა­ნაც ეს COVID-19-ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო მგზავ­რებს მო­უ­წევთ ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბის გა­გე­ბამ­დე მოც­და.

  • ე.წ. კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბი

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მსჯე­ლო­ბენ ე.წ. კო­ვიდ პას­პორ­ტის შექ­მნის სა­კი­თხზე. ასეთ ქვეყ­ნებს შო­რი­საა ხორ­ვა­ტია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

"ზო­გი­ერ­თი მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ COVID-19-ის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის სხე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, ეწ. იმუ­ნი­ტე­ტის პას­პორ­ტის, ან "რის­კის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის" გა­ცე­მის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს, რაც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ და­უბ­რუნ­დნენ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, ან იმოგ­ზა­უ­რონ.

ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც COVID-19 გა­და­ი­ტა­ნეს და გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ და აქვთ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, და­ცუ­ლე­ბი არი­ან მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან“, - ნათ­ქვა­მია ჯან­მო-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. ამი­ტო­მაც ამ ეტაპ­ზე ასე­თი პას­პორ­ტი ვერ იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი.

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა და სა­ქარ­თვე­ლო

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბას 1-ლი ივ­ლი­სი­დან გეგ­მავს. მისი თქმით, პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო "მწვა­ნე კო­რი­დო­რი" ექ­ნე­ბა, ის­რა­ე­ლია.

"დღეს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს, რომ­ლე­ბიც სულ მალე დას­რულ­დე­ბა ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბი შე­დე­გით. პირ­ვე­ლი ასე­თი ქვე­ყა­ნა, რო­გორც ჩანს, იქ­ნე­ბა ის­რა­ე­ლი და რო­მელ­თა­ნაც ჩვენ გვექ­ნე­ბა უსაფრ­თხო მწვა­ნე კო­რი­დო­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რე­ბი მალე მი­ვი­ღოთ, ტუ­რის­ტე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ვუ­მას­პინ­ძლოთ ისე, რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­ე­ფე­რე­ბა და გა­ვუფრ­თხილ­დეთ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩე­ხეთ­თან, პო­ლო­ნეთ­თან, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­თან, ავ­სტრი­ას­თან, რა თქმა უნდა, ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, COVID-19-ით 4 539 401 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 303 555 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 711 250 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია - აშშ, ეს­პა­ნე­თი, რუ­სე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, ბრა­ზი­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, თურ­ქე­თი, ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sg
8

მოვიდა მონობა ელექტრონული. თითქოს ხალხის სასიკეთოდ.

ა ,პ
6

ახლა უკვე კორონას ეპოქა შექმენით ხომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ ვიმოგზაურებთ COVID-19-ის ეპოქაში - რომელი ქვეყნები ემზადებიან ტურისტების მისაღებად და დაიყოფა თუ არა ევროპა "მწვანე დერეფნებად"

როგორ ვიმოგზაურებთ COVID-19-ის ეპოქაში - რომელი ქვეყნები ემზადებიან ტურისტების მისაღებად და დაიყოფა თუ არა ევროპა "მწვანე დერეფნებად"

მსოფლიოს ტურისტული ქალაქები კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს დამთვალიერებლის გარეშეა დარჩენილი.

შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები და სფეროს ექსპერტები ვერ პროგნოზირებენ უახლოეს მომავალში აღდგენას, მაგრამ ამბობენ, რომ ერთი რამ ნათელია - მსოფლიო ტურიზმს წლები დასჭირდება, რომ 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს, ფრენისა და აეროპორტებში მგზავრების მიღების პროცედურა კი უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

როგორც "გარდიანი“ წერს, აპრილის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 90%, დაახლოებით 7.1 მილიარდი ადამიანი იმ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის გამო მოგზაურობაზე შეზღუდვები დაწესდა. გამოცემის ცნობით, საავიაციო ინდუსტრიის ავტორიტეტული წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მოგზაურობის 2019 წლის დონეზე დაბრუნებას წლები დასჭირდება.

ამასთან, ქვეყნები, რომლებმაც დაავადების გაკონტროლება ადრეულ ეტაპზე დაიწყეს, ცდილობენ თავიანთი მოქალაქეებისთვის სამოგზაუროდ ე.წ. მწვანე ზონები შექმნან. იდეაზე მსჯელობა პირველად ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ დაიწყეს.

  • 9 ქვეყანა, რომელიც "სამოგზაურო მწვანე ზონის" შექმნის იდეას განიხილავს

მსოფლიოში ნელ-ნელა იკვეთება ახალი სამოგზაურო ალიანსების შექმნის კონტურები, თუმცა ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენად რეალისტურია ეს, რადგანაც ახალი გაერთიანებების შექმნის იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

სამოგზაუროდ მწვანე ზონის შექმნის იდეას 9 ქვეყანა განიხილავს და როგორც "გარდიანი" წერს, ამ ცხრა ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნულ საკითხზე ტელეკონფერენციის საშუალებით უკვე ორჯერ იმსჯელეს.

ეს ქვეყნებია - ავსტრია, საბერძნეთი, ისრაელი, ნორვეგია, დანია, ჩეხეთი, სინგაპური, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

აღნიშნული ქვეყნების ლიდერები ამ ეტაპზე შეთანხმდნენ, რომ ისინი დაიწყებენ ტურიზმის კუთხით შეზღუდვების შემსუბუქებას მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევები ამ ქვეყნებში კიდევ უფრო შემცირდება.

  • ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი

თავის მხრივ, ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი იმედოვნებენ, რომ ივლისიდან ტურიზმის ამოქმედებას ნაწილობრივ შეძლებენ და ეს სამი ქვეყანა საკითხზე აქტიურად მსჯელობს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია აპირებს წარადგინოს საზღვრების გახსნის 3-ფაზიანი გეგმა, რაც მსგავსი რისკების მქონე ქვეყნების დაჯგუფებასაც გულისხმობს.

  • იტალიის პოზიცია

ე.წ. მწვანე დერეფნების შექმნის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს და პირველი იტალიაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ამბობს, რომ თუ ე.წ. მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს.

ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის. ამას არასდროს დავუშვებთ, ან ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან, - განაცხადა კონტემ

იტალიის პრემიერის თქმით, მან ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე უთხრა, რომ ე.წ. დერეფნები ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განადგურებას ნიშნავს.

  • აეროპორტებში მგზავრების მიღების წესები

ჯერჯერობით არ არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აეროპორტების თანამშრომლებსა და მგზავრებს მოუწევთ, თუმცა ცხადია, რომ პროცედურა აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო და მგზავრების შემოწმებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

მგზავრობის გართულებულ და გახანგრძლივებულ წესებს აღწერს CNN-ის საერთაშორისო კორესპონდენტი, უილ რიპლი და ტოკიოდან ჰონგ კონგამდე მგზავრობაზე გვიყვება. რიპლის თქმით, როგორც წესი, ამ მიმართულებით ფრენას და აეროპორტის პროცედურებს აქამდე 5 საათი სჭირდებოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტი დრო დასჭირდა. მისი თქმით, თვითმფრინავში 109 მგზავრი იყო, მაშინ, როცა ის 400-ზე მეტ ადამიანს იტევს.

რიპლი წერს, რომ ჰონგ-კონგში ჩასვლისას მისცეს ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მის მოძრაობას გააკონტროლებენ მომდევნო 14 დღის განმავლობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ აღნიშნულ პერიოდს კარანტინში გაატარებს (ჰონგ-კონგის აეროპორტში კორონავირუსზე ყველას უტარდება ტესტი და კარანტინში გადადის ისიც, ვისაც კორონავირუსი არ აღმოაჩნდება).

მას და დანარჩენ მგზავრებს ჩაუტარეს ტესტირება და რადგანაც ტესტის პასუხები მეორე დღეს უნდა ყოფილიყო, ყველა მგზავრი გადაიყვანეს სასტუმროში. მოგზაურობის დაწყებიდან 20 საათის შემდეგ, მას ჰქონდა ტესტის პასუხი, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი არ აქვს, რის შემდეგაც, ნება მისცეს წასულიყო თავის მიერ შერჩეულ ადგილას, სადაც 14 დღე უნდა გაატაროს, დააკვირდეს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყოველდღე შეავსოს სპეციალური კითხვარი და აღნიშნოს კორონავირუსის ნებისმიერი პოტენციური სიმპტომი.

ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევას ვერ განვაზოგადებთ, რადგანაც თუკი ფრენები აღდგება, რთული წარმოსადგენია, მოგზაური, რომელიც ერთი კვირით გეგმავს კონკრეტულ ქვეყანაში ყოფნას, 14-დღიან კარანტინში გადაიყვანო, თუმცა აეროპორტში პროცედურები უფრო გართულებული იქნება და გაცილებით მეტი დრო დასჭირდება მგზავრის შემოწმებას, რადგანაც ეს COVID-19-ზე ტესტის ჩატარებასაც ითვალისწინებს, ხოლო მგზავრებს მოუწევთ ტესტის პასუხების გაგებამდე მოცდა.

  • ე.წ. კოვიდ პასპორტები

ზოგიერთ ქვეყანაში მსჯელობენ ე.წ. კოვიდ პასპორტის შექმნის საკითხზე. ასეთ ქვეყნებს შორისაა ხორვატია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი აღნიშნულ თემაზე ასეთი განცხადება გაავრცელა.

"ზოგიერთი მთავრობა აცხადებს, რომ COVID-19-ის ანტისხეულების სხეულში აღმოჩენა, შესაძლოა, ეწ. იმუნიტეტის პასპორტის, ან "რისკისგან თავისუფალი სერტიფიკატის" გაცემის საფუძველი გახდეს, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემთ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, ან იმოგზაურონ.

ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და გამოჯანმრთელდნენ და აქვთ ანტისხეულები, დაცულები არიან მეორედ დაინფიცირებისგან“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში. ამიტომაც ამ ეტაპზე ასეთი პასპორტი ვერ იქნება უსაფრთხოების მანიშნებელი.

  • საერთაშორისო ფრენების აღდგენა და საქართველო

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს უსაფრთხო "მწვანე კორიდორი" ექნება, ისრაელია.

"დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომლებიც სულ მალე დასრულდება ჩვენთვის მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი და რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის გლობალური მასშტაბით, COVID-19-ით 4 539 401 ადამიანი დაინფიცირდა, პაციენტთა შორის 303 555 გარდაიცვალა, ხოლო 1 711 250 გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია - აშშ, ესპანეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ირანი.

საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

ევროპას იმედი გაუჩნდა - ცხელი წერტილები, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა  და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე იკლებს