პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება
რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბულ აკ­რძალ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

"როცა იწყე­ბენ ხოლ­მე ლა­პა­რაკს რა­ტომ არის შე­ზღუდ­ვე­ბი, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სამი კაცი მან­ქა­ნა­ში, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი რა­ტომ არის, რა ვირუ­სი ღა­მით და­დის? ამით ამ­ცი­რებ მო­ბი­ლო­ბას შორ მან­ძილ­ზე, თო­რემ, მე­ზო­ბელ­თან და მე­გო­ბარ­თად გა­დას­ვლა და "ჩაჯ­დო­მა", ამის შემ­თხვე­ვე­ბიც არის, ყვე­ლას შე­უძ­ლია...

...ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი რით გან­სხვავ­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბის­გა­ნო? თუ ეს ვი­ღა­ცას არ ეს­მის, იმას მინ­და გა­ვა­გე­ბი­ნო, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან რა­ტო­მაც არის ეს გან­სხვა­ვე­ბა და მა­ინც ამას „აწ­ვე­ბი­ან“, რომ რა გან­სხვა­ვე­ბაა , ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში წავა თუ სამ­შე­ნებ­ლო მა­ღა­ზი­ა­ში. ცე­მენ­ტის ტო­მა­რას ხომ არ ვი­ზო­მავთ არა, მივ­დი­ვართ და ვყი­დუ­ლობთ, პი­ჯაკს რომ ვყი­დუ­ლობთ, მა­ი­სურს ან ფეხ­საც­მელს, უნდა მო­ი­ზო­მო და ხომ არის რის­კებ­ში გან­სხვა­ვე­ბა?!“ - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ჩემი მე­გობ­რე­ბიც კი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან მან­ქა­ნა­ში წინ დაჯ­დო­მის აკ­რძალ­ვა­ზე... რა­ტომ მო­ი­გო­ნე­თო. ეს ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი არ არის, არა­ფე­რია ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი. ეს არის "ანა­ბა­ნა", რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ და­სავ­ლეთ­ში", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 11 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბა გა­იხ­სნა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ეხე­ბა მხო­ლოდ ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ებს.

"11 მა­ი­სი­დან ჩვენ გავ­ხსნით ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბას. თუ აქამ­დე სა­უ­ბა­რი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე, მიმ­დი­ნა­რე კვი­რი­დან გავ­ხსნით ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბას.

გარ­და ამი­სა, ჩვენ გავ­ხსნით ყვე­ლა სა­ხის სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზი­ას, რო­მელ­საც აქვს შე­სას­ვლე­ლი ქუ­ჩი­დან და რო­მე­ლიც არ ვაჭ­რობს ტან­საც­მლით და ფეხ­საც­მლით. ეს არ ეხე­ბა მო­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, კვლავ ძა­ლა­ში რჩე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას სამ ადა­მი­ან­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა და 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ აკ­რძალ­ვა.

მკითხველის კომენტარები / 155 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
17

მანქანაში წინ დაჯდომაზე გავიგე ლოგიკა. 

მაგრამ ვერ გავიგე მშობლებმა 2 მცირეწლივანი ბავშვი რომ გადაიყვანონ მანქანით, მძღოლი წინ და 3 უკანა სავარძელზე დაჯდება. აქ რა საფრთხეა? ვინმემ ამიმიხსენით...იქნება გავიგო...

mdaaa!
11

და იმ მოლებში არ იზომავენ ტანსაცმელს?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილისთვის რამდენიმე განმარტება გააკეთა:

"როცა იწყებენ ხოლმე ლაპარაკს რატომ არის შეზღუდვები, რატომ შეიძლება მხოლოდ სამი კაცი მანქანაში, კომენდანტის საათი რატომ არის, რა ვირუსი ღამით დადის? ამით ამცირებ მობილობას შორ მანძილზე, თორემ, მეზობელთან და მეგობართად გადასვლა და "ჩაჯდომა", ამის შემთხვევებიც არის, ყველას შეუძლია...

...ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? თუ ეს ვიღაცას არ ესმის, იმას მინდა გავაგებინო, თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა , ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში. ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, მაისურს ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჩემი მეგობრებიც კი მეჩხუბებიან მანქანაში წინ დაჯდომის აკრძალვაზე... რატომ მოიგონეთო. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, არაფერია ჩვენი მოგონილი. ეს არის "ანაბანა", რომელსაც იყენებენ დასავლეთში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

"11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მიმდინარე კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას.

გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა.

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან

"მესმის საუბარი "დაჩიპვა" ვაქცინა... ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც აცრის დიდი სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს" - პაატა იმნაძე