ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის მარლონ ბრანდოს პირველი ცოლი ანა კაშფი ცდილობს, ბრანდოს ვაჟის კრისტიანის მეგობარს დონა ლოპეს გეონს მსახიობის ფერფლი სასამართლოს ძალით ჩამოართვას. დონა ლოპესს ფერფლი 2008 წელს კრისტიანის გარდაცვალების შემდეგ დარჩა.
მარლონ ბრანდო 2004 წელს გარდაიცვალა. მისი ფერფლი კი, როგორც ეს თავად მსახიობს სურდა, ტაიტის თავზე მიმოფანტეს, მისი მცირე ნაწილი მარლონის ვაჟმა სახსოვრად დაიტოვა.
მარლონის პირველმა ცოლმა, კრისტიანის დედამ, ანა კაშფიმ ლოპეს გეონს ლოს ანჟელესის სასამართლოში უჩივლა, რათა მას მეუღლის ფერფლი ჩამოართვას. თავის მხრივ, ლოპესი უარზეა და აცხადებს, რომ კრისტიანს მშობლებისგან, განსაკუთრებით კი დედისგან, თავი შორს ეჭირა და არ სურდა, მისი საკუთრება მას დარჩენოდა.
ამასთან, ლოპეს გეონმა შეიტყო ანა კაფშის განზრახვის შესახებ და მის ხელთ არსებული ბრანდოს ფერფლი ბევერლი-ჰილზში მიმოფანტა. კიდევ მორჩა თუ არა ლოპესს ბრანდოს ფერფლიდან რაიმე, უცნობია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.