საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და სტა­ტის­ტი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით კო­რო­ნა­ვირუს­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა იგეგ­მე­ბა.

"ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამ­ჟა­მად ახა­ლი შემ­თხვე­ვა ორ სო­ფელ­ში და­ფიქ­სირ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლ­ნი­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია და ამი­ტომ, სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა - ჩა­კე­ტი­ლია ბოლ­ნი­სი, კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე შეს­ვლა-გა­მოს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია. ბოლ­ნის­ში მარ­ნე­უ­ლის შემ­დეგ, გეგ­მუ­რი, ე.წ. გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. გუ­შინ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ სო­ფელ­ში ჩა­ტარ­და ასე­თი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვა ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

15 ახა­ლი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი - 7 ერთ სო­ფელ­ში და 8 - მე­ო­რე­ში. მთლი­ა­ნად, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ისე­თი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა გვინ­და, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვი­თო­ბის პრინ­ციპ­ზე არის დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ანუ, ბოლ­ნი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მით-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი­თა და სტა­ტის­ტი­კუ­რით. ვფიქ­რობთ, არ გა­დავ­დებთ და მომ­დევ­ნო კვი­რა­ში ამ კვლე­ვას ჩა­ვა­ტა­რებთ. ახლა სწო­რედ შერ­ჩე­ვა სრულ­დე­ბა. ანუ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით გა­მოკ­ვლე­უ­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს იმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა ხდე­ბა მთლი­ა­ნად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 10-15-ით გაზ­რდა დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის.

"ეს არ არის შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ზრდა. ჩვენ სულ ვამ­ბობ­დით, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გარ­კვე­უ­ლი ზრდა იქ­ნე­ბო­და. 10-15 რი­ცხვით გაზ­რდა დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის. ამ სოფ­ლებ­ში ვე­ლო­დით, რომ შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა იქ­ნე­ბო­და, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­სას პო­ზი­ტი­ურ შემ­თხვე­ვა­თა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გვქონ­და. ამი­ტო­მაც, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ კი­დევ უფრო მეტი დამ­ყო­ლო­ბა იყოს. მოგ­ვცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ორი­ვე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლად გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ. ჩვე­ნი ორი ჯგუ­ფი მი­დის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხოლო მე­ო­რე სხვა სო­ფელ­ში იმუ­შა­ვებს. გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვიც­ვათ ეს სივ­რცე, რომ ამ სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყოს, რათა ვი­საც ვირუ­სი და­უდ­გინ­დე­ბა, ვუმ­კურ­ნა­ლოთ, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებს ვურ­ჩი­ოთ, რომ ორი კვი­რა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 15 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, და­ვით შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბის 15 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 8 ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­ტა­ში და­ფიქ­სირ­და, ხოლო 7 სო­ფელ მუ­შე­ვან­ში. მისი თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის პირ­ველ­წყა­რო დად­გე­ნი­ლია და კონ­ტაქ­ტე­ბიც მო­ძი­ე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აგერ
119

ცავიდა უხარისხო ტესტების გასაღება... 20.დღით ხო უნდა გადაწიონ საგანგებო და საბაბი ხო უნდა ქონდეთ(

კ ო მ ბ ლ ე
5

ველოდითო.... საიდან ელოდით? იცცოდით და ჩაუსაფრდით?

გეტოში ცხოვრობს ერთი ნაცია, მამალი ნაცი, ის გადასდებდა ყველას, გველივით შხამავს არე-მარეს.... უუუხ ნაცებოოოო!!!! თქვენ კორონიან სისხლს დავლევ მალე...

ავტორი:

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირება მოსალოდნელი იყო.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური კრიტერიუმების საფუძველზე, შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე მოსახლეობის შემოწმება იგეგმება.

"ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო. ამჟამად ახალი შემთხვევა ორ სოფელში დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია და ამიტომ, სერიოზული ღონისძიებები ტარდება - ჩაკეტილია ბოლნისი, კარანტინია გამოცხადებული, ასევე შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. ბოლნისში მარნეულის შემდეგ, გეგმური, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ჩავატარეთ. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ჩატარდა ასეთი გაფართოებული ტესტირება, ზოგიერთი კვლევა ახლაც მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა.

15 ახალი შემთხვევაა დადასტურებული - 7 ერთ სოფელში და 8 - მეორეში. მთლიანად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ანუ, ბოლნისის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმით-ეპიდემიოლოგიურითა და სტატისტიკურით. ვფიქრობთ, არ გადავდებთ და მომდევნო კვირაში ამ კვლევას ჩავატარებთ. ახლა სწორედ შერჩევა სრულდება. ანუ, რამდენი ადამიანი იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული, რომელიც მოგვცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა ხდება მთლიანად მუნიციპალიტეტში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსით ინფიცირების 10-15-ით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის.

"ეს არ არის შემთხვევების დიდი ზრდა. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ინფიცირების შემთხვევების გარკვეული ზრდა იქნებოდა. 10-15 რიცხვით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის. ამ სოფლებში ველოდით, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისას პოზიტიურ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა გვქონდა. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტი დამყოლობა იყოს. მოგვცენ საშუალება, რომ ორივე სოფლის მოსახლეობა სრულად გამოვიკვლიოთ. ჩვენი ორი ჯგუფი მიდის ერთ-ერთ სოფელში, ხოლო მეორე სხვა სოფელში იმუშავებს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სივრცე, რომ ამ სოფლების მოსახლეობა მაქსიმალურად გამოკვლეული იყოს, რათა ვისაც ვირუსი დაუდგინდება, ვუმკურნალოთ, ხოლო დანარჩენებს ვურჩიოთ, რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში იყვნენ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განუცხადა, ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დაფიქსირდა, ხოლო 7 სოფელ მუშევანში. მისი თქმით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია.

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე

"არ იქნება იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე" - ხათუნა ზახაშვილი მიმტანების ჩაცმულობასა და მოქცევის წესებზე

"ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია" - ამირან გამყრელიძე