კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება
10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­მარ­ტავს, რომ 3 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლა­ში რჩე­ბა აკ­რძალ­ვა 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კვლავ ძა­ლა­ში რჩე­ბა შე­ზღუდ­ვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით 3-ზე მეტი პი­რის (მძღო­ლის ჩათ­ვლით) გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 18 მა­ი­სი­დან, ორ­შა­ბა­თი­დან, გა­იხ­სნე­ბა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბი, აგ­რეთ­ვე, მო­იხ­სნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა - 3 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­გორც და­ხუ­რულ, ისე ღია სივ­რცე­ებ­ში.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ 3 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლა­ში რჩე­ბა აკ­რძალ­ვა 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, კვლავ ძა­ლა­ში რჩე­ბა შე­ზღუდ­ვა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ, აკ­რძა­ლუ­ლია სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით 3-ზე მეტი პი­რის (მძღო­ლის ჩათ­ვლით) გა­და­ად­გი­ლე­ბა. მგზავ­რე­ბი უნდა გან­თავ­სდნენ მძღო­ლის უკა­ნა მხა­რეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ი­დან, 14 მა­ი­სი­დან, მოხ­სნი­ლია შე­ზღუდ­ვა რუს­თავ­სა და გარ­და­ბან­ში შეს­ვლა-გა­მოს­ვლა­ზე, 18 მა­ი­სი­დან კი აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა მარ­ნე­ულ­შიც მო­იხ­სნე­ბა. აგ­რეთ­ვე, 15 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო გა­იხ­სნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის­თვის, ხოლო 1-ლი ივ­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო მზად იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომედიანტი
3

რა აკრძალვაზეა საუბარი გადით გარებნებში არც სამი კაცის წეს იცავდა ვინმე და არც ამას დაიცავენ წამალ დამოკიდებული ,,პოლუ ბლატნოი" ბიჭობა ყველა მაღაზიის წინა ბირჟაა აქვთ და წამალს ელოდებიან!!! 

ასეა ეს!
11

ნაცებს "პადაჩებს" უკეთებთ, ბემურაზი ვიყო?

 

მანაქანაში ოჯახი ვერ ჩამისვამს, თქვე უტვინოებო!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება

10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილების შესახებ.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 მაისიდან, მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება. აგრეთვე, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე

გომისმთაზე თოვლი მოვიდა - კადრები ადგილიდან