სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

„თბი­ლი­სი პრა­ი­დის” ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა­ვენ და მო­უ­წო­დე­ბენ, 17 მა­ისს თბი­ლი­სის ანძა ლგბტ დრო­შის ფე­რებ­ში გა­ა­ნა­თოს.

რო­გორც „თბი­ლი­სი პრა­ი­დის” ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, თა­მაზ სო­ზაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, ამ ჟეს­ტით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თე­მის წევ­რებს აჩ­ვე­ნებს, რომ მზად არის, მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იზ­რუ­ნოს.

„ან­ძის გა­ნა­თე­ბა იქ­ნე­ბა პირ­ველ რიგ­ში სო­ლი­და­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი და იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ სა­ხელ­მწი­ფო ხე­დავს ლგბტ ადა­მი­ა­ნებს, აღი­ა­რებს მათ არ­სე­ბო­ბას და გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას, რომ მათი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ ეს არის ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა ერ­თად უნდა მი­ი­ღოს, კა­ლა­ძე ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ვერ მი­ი­ღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და სო­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 17 მა­ისს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს გეგ­მა­ვენ, მათ შო­რის აპი­რე­ბენ, სახ­ლის აივ­ნე­ბი­დან და ოფი­სე­ბი­დან ლგბტ დრო­შე­ბი გად­მო­ფი­ნონ. ასე­ვე მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, შე­უ­ერ­თდნენ აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ას და ასე გა­მო­ხა­ტონ მხარ­და­ჭე­რა თე­მის წევ­რე­ბი­სა და ზო­გა­დად, თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ის მი­მართ.

„17 მა­ისს ვა­პი­რებთ, სახ­ლე­ბი­დან, აივ­ნე­ბი­დან, ბა­რე­ბი­დან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, ოფი­სე­ბი­დან და ა.შ. გად­მოვ­კი­დოთ ლგბტ დრო­შე­ბი. ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის თუნ­დაც ეს უბ­რა­ლოდ დრო­შის გად­მო­ფე­ნაც კი, იმი­ტომ, რომ შარ­შან მა­გა­ლი­თად „თბი­ლი­სი პრა­ი­დის” პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა, მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და­ი­წყეს კამ­პა­ნია და სახ­ლი­დან გად­მო­კი­დეს დრო­შე­ბი და ძა­ლა­დობ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მა რამ­დე­ნი­მეს ჩა­მო­ახ­სნე­ვი­ნეს აივ­ნე­ბი­დან, ზო­გან სა­ერ­თოდ პო­ლი­ცი­ამ ჩა­მო­ახ­სნე­ვი­ნა. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მთლი­ა­ნი ქა­ლა­ქი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ფე­რად­დეს 17 მა­ისს“, - აღ­ნიშ­ნა სო­ზაშ­ვილ­მა.

რო­გორც ის აცხა­დებს, გარ­და ამი­სა, 17 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა საპ­რო­ტეს­ტო ონ­ლა­ინ აქ­ცია-კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე თე­მის წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
8

დაგვანებეთ, რა, ბიძია, თავი, გერჩით ვინმე რამეს? სადაც გინდათ და როგორც გინდათ, იბაბანეთ, ოღონდ ამ პრაიდებით მოგვეშვით, არ გვინდა ეს ლიფჩიკიანი კაცები...

მერიას
0

ანძას თავი დაანებეთ ეგ ნორმალური ხალხისაა. მაგათთვის შეგიძლიათ ის ტრუბა გაანათოთ ცირკის წინ რომ ააყუდა მიხომ. ფორმაც შეეფერებათ და ადგილიც!

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს.

როგორც „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ჟესტით ხელისუფლება თემის წევრებს აჩვენებს, რომ მზად არის, მათ საჭიროებებზე იზრუნოს.

„ანძის განათება იქნება პირველ რიგში სოლიდარობის გამომხატველი და იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო ხედავს ლგბტ ადამიანებს, აღიარებს მათ არსებობას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურმა გუნდმა ერთად უნდა მიიღოს, კალაძე ერთპიროვნულად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სოზაშვილმა.

მისივე თქმით, 17 მაისს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, მათ შორის აპირებენ, სახლის აივნებიდან და ოფისებიდან ლგბტ დროშები გადმოფინონ. ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას და ასე გამოხატონ მხარდაჭერა თემის წევრებისა და ზოგადად, თანასწორობის იდეის მიმართ.

„17 მაისს ვაპირებთ, სახლებიდან, აივნებიდან, ბარებიდან, ორგანიზაციებიდან, ოფისებიდან და ა.შ. გადმოვკიდოთ ლგბტ დროშები. ძალიან პოლიტიკური მნიშვნელობის არის თუნდაც ეს უბრალოდ დროშის გადმოფენაც კი, იმიტომ, რომ შარშან მაგალითად „თბილისი პრაიდის” პერიოდში ადამიანებმა, მხარდამჭერებმა დაიწყეს კამპანია და სახლიდან გადმოკიდეს დროშები და ძალადობრივმა ჯგუფებმა რამდენიმეს ჩამოახსნევინეს აივნებიდან, ზოგან საერთოდ პოლიციამ ჩამოახსნევინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთლიანი ქალაქი მაქსიმალურად გაფერადდეს 17 მაისს“, - აღნიშნა სოზაშვილმა.

როგორც ის აცხადებს, გარდა ამისა, 17 მაისს გაიმართება საპროტესტო ონლაინ აქცია-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე თემის წევრები და მხარდამჭერები.

"გუშინ მეუბნებოდა: - მირანდა, მე რომ მირტყამდნენ მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო" - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული" - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

"მომხდარზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, ჰკითხეთ ხელისუფლებას" - მეუფე იოანე 5 ივლისის მოვლენებზე