პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას
გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

იუ­მო­რისტსა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს გიგა ნა­სა­რი­ძეს სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ზუ­რაბ ჭიღ­ლა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ნა­სა­რი­ძე მის სა­კუთ­რე­ბა­ში უკვე ათი წე­ლია ცხოვ­რობს, ამ­ტკი­ცებს, რომ ცნო­ბი­ლი იუ­მო­რის­ტი ქო­ნე­ბას 2009 წელს უკა­ნო­ნოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­შე­წყო­ბით და­ე­უფ­ლა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჭიღ­ლა­ძე იხ­სე­ნებს, რომ 2001 წელს ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის 37 ბ ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში, 108 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი ამ­ხა­ნა­გო­ბის­გან შე­ი­ძი­ნა. ნას­ყი­დო­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ბა­ზა­ში აი­სა­ხა, სა­დაც ბი­ნის მე­სა­კუთ­რედ სწო­რედ ზუ­რაბ ჭიღ­ლა­ძე ფიქ­სირ­დე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე იხ­სე­ნებს, რო­გორ და­კარ­გა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა:

- და­რა­ჯად ხომ არ და­ვუდ­გე­ბო­დი მშე­ნე­ბა­რე ბი­ნას?! რო­გორ­ღაც მოხ­და ისე, რომ გიგა ნა­სა­რი­ძე შე­სახ­ლდა ჩემს ბი­ნა­ში. იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცნო­ბი­ლი აქ­ტი­ვის­ტია და სწო­რედ მათი მმარ­თვე­ლო­ბის დროს მოხ­და შე­სახ­ლე­ბა შავ-ბნე­ლი მე­თო­დე­ბით, რო­გორც მათ­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

რო­გორც კი გა­ვი­გე, რომ ჩემ ბი­ნა­ში იყო შეჭ­რი­ლი, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვდა­ვობ სა­სა­მარ­თლო­ში. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლა, თუმ­ცა მისი გა­მო­სახ­ლე­ბა ჯერ მა­ინც ვერ შევ­ძე­ლით, რად­გან სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. ეს პრო­ცე­სე­ბი ისე­დაც დრო­შია გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი და ნა­სა­რი­ძე ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს კი­დევ უფრო გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს - გა­ა­სა­ჩივ­რებს მე­სა­მე ინ­სტან­ცი­ა­შიც და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­დის იქ­ნე­ბა, ვინ იცის... ამა­სო­ბა­ში კი გა­დის წლე­ბი, ცხოვ­რე­ბა და მე ჩემს სახ­ლში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

მო­ვი­თხოვ, დრო­უ­ლად მოხ­დეს ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა და ჩემს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლით სარ­გებ­ლო­ბა შევ­ძლო" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ზურა ჭიღ­ლა­ძე.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი კი­ღუ­რა­ძე 2014 წლი­დან იცავს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ გიგა ნა­სა­რი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ვერ წა­რად­გი­ნა ვე­რა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რის გა­მოც მან პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში ბრძო­ლა წა­ა­გო.

- ჩვენ გა­ვაქვს პრე­ტენ­ზია მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ. სა­ჯა­რო რე­ესტრთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზია ვერ გვექ­ნე­ბა, რად­გან ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, რომ ეს ფარ­თი ჭიღ­ლა­ძის სა­კუთ­რე­ბაა და არ­სე­ბობ­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც ნა­სა­რი­ძემ ვი­თომ "შე­ი­ძი­ნა". იგი ან შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­ეც­ნო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მებს, ან გა­ეც­ნო და უგუ­ლე­ბელ­ყო, რად­გან ასე აწყობ­და.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, 5 წელი გი­წევ­დეს ადა­მი­ა­ნის გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე დავა. უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა ის, რომ ვე­რა­ნა­ი­რი ვა­დე­ბის დათ­ქმა და კონ­ტრო­ლი ვერ ხერ­ხდე­ბა სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის გან­ხილ­ვი­სას და უსას­რუ­ლოდ ჭი­ა­ნურ­დე­ბა პრო­ცე­სი. მა­შინ, რო­დე­საც ამა თუ იმ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი ამ­ბობს, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით უნდა მოხ­დეს გან­ხილ­ვა, მაგ­რამ გა­მო­დის, რომ ეს ნორ­მა არის მკვდრად­შო­ბი­ლი.

ჩვენ მო­ვი­გეთ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო, წე­სით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გიგა ნა­სა­რი­ძე უნდა გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას არა­ვინ იყე­ნებს - ძა­ლი­ან მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კაა, რაც გა­მო­სახ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს. როცა ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნოდ არის შე­სახ­ლე­ბუ­ლი სხვის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, რა­ტომ არ ასახ­ლე­ბენ მას პირ­ვე­ლი­ვე ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით?!" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

AMBEBI.GE გიგა ნა­სა­რი­ძის პო­ზი­ცი­ი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. მისი თქმით, ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა, რად­გან თა­ვის დრო­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კა­ნო­ნი­ე­რად შე­ის­ყი­და და მას­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხაც გა­და­ი­ხა­და.

- გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხე გა­ზეთ­ში და მი­ვე­დი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად. 2009 წელს შე­ვი­ძი­ნე ეს ბინა ამ­ხა­ნა­გო­ბის მე­სა­კუთ­რის­გან და გა­და­ვი­ხი­დე 72 000 დო­ლა­რი. რე­ესტრში ვე­ცა­დე გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი არ იძებ­ნე­ბო­და. ვკი­თხე, რა­ტომ არ ფიქ­სირ­დე­ბო­და ამო­ნა­წე­რი. ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ მი­თხრა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა და გა­და­მი­ფორმ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­ესტრი­თო.

მე ფული უკვე მი­ცე­მუ­ლი მქონ­და და გა­ვა­ფორ­მე ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბის მე­პატ­რო­ნეს­თან. რო­გორც მერე გა­ირ­კვა, ჭიღ­ლა­ძე აცხა­დებ­და პრე­ტენ­ზი­ას ამ ბი­ნა­ზე, რო­მელ­შიც მას არ­ცერ­თი თეთ­რი არ აქვს გა­დახ­დი­ლი. არა­ნა­ი­რად არ ვარ უკა­ნო­ნოდ შე­სახ­ლე­ბუ­ლი, ამა­ში მე ფული მაქვს გა­დახ­დი­ლი და ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს სა­სა­მარ­თლო.

ჭიღ­ლა­ძე მი­რე­კავს, მე­მუქ­რე­ბა, შე­მა­ში­ნე­ბელ წე­რი­ლებს ტო­ვებს და უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვა. მარ­თა­ლია პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ გა­მამ­ტყუ­ნა, მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ო­რე და მე­სა­მე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­და­წყდეს ცი­ვი­ლუ­რად. ის, რომ პრო­ცე­სე­ბი ჭი­ა­ნურ­დე­ბა, ჩემი ბრა­ლი არ არის. მეც მირ­ჩევ­ნია სწრა­ფად დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ნა­სა­რი­ძემ.

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლო­ბი­დან ან/და სარ­გებ­ლო­ბი­დან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­მო­თხო­ვა ხდე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შემ­ძე­ნის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვი­სი უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლო­ბი­დან ან/და სარ­გებ­ლო­ბი­დან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­მო­თხო­ვის საქ­მე­ზე და მო­ვა­ლე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არ გა­მო­დის პი­რის კუთ­ვნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­დან, ამ უკა­ნას­კნელს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­მო­სახ­ლე­ბას და ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლის­თვის გა­და­ცე­მას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, Covid-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, 23 მარტს, მთავ­რო­ბამ გა­მოს­ცა დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შე­ა­ჩე­რა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
3

არ გვივარგა სასამართლო მოუქნელია და წლობით იწელება საქმეები. რა გვეშველება. ეს ნასარიძე კიდე ამის გამო დაააჭერია

გიორგი
10

ჩემი აზრით, ტრადიციული თაღლითური სქემაა, როცა ერთი ბინა ორჯერ გაიყიდა. რას ქვია, რეესტრში არ ჩანს, ამხანაგობის თავმჯდომარე რა შუაშია საერთოდ აქ...

ავტორი:

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

იუმორისტსა და სამოქალაქო აქტივისტს გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ზურაბ ჭიღლაძე, რომელიც ამბობს, რომ ნასარიძე მის საკუთრებაში უკვე ათი წელია ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ ცნობილი იუმორისტი ქონებას 2009 წელს უკანონოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობით დაეუფლა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ჭიღლაძე იხსენებს, რომ 2001 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის 37 ბ ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში, 108 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ამხანაგობისგან შეიძინა. ნასყიდობა საჯარო რეესტრის ბაზაში აისახა, სადაც ბინის მესაკუთრედ სწორედ ზურაბ ჭიღლაძე ფიქსირდება.

მოქალაქე იხსენებს, როგორ დაკარგა საკუთარი ქონება:

- დარაჯად ხომ არ დავუდგებოდი მშენებარე ბინას?! როგორღაც მოხდა ისე, რომ გიგა ნასარიძე შესახლდა ჩემს ბინაში. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი აქტივისტია და სწორედ მათი მმართველობის დროს მოხდა შესახლება შავ-ბნელი მეთოდებით, როგორც მათთვის იყო დამახასიათებელი.

როგორც კი გავიგე, რომ ჩემ ბინაში იყო შეჭრილი, იმ დღიდან მოყოლებული ვდავობ სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლა, თუმცა მისი გამოსახლება ჯერ მაინც ვერ შევძელით, რადგან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს პროცესები ისედაც დროშია გაჭიანურებული და ნასარიძე ყველანაირად ცდილობს კიდევ უფრო გააჭიანუროს - გაასაჩივრებს მესამე ინსტანციაშიც და საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება, ვინ იცის... ამასობაში კი გადის წლები, ცხოვრება და მე ჩემს სახლში შესვლის უფლება არ მაქვს.

მოვითხოვ, დროულად მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩემს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლით სარგებლობა შევძლო" - უყვება AMBEBI.GE-ს ზურა ჭიღლაძე.

დაზარალებულის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი კიღურაძე 2014 წლიდან იცავს. უფლებადამცველი გვიყვება, რომ გიგა ნასარიძემ სასამართლო პროცესებზე ვერ წარადგინა ვერანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რის გამოც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრძოლა წააგო.

- ჩვენ გავაქვს პრეტენზია მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ. საჯარო რეესტრთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ გვექნება, რადგან ჩანაწერი არსებობს, რომ ეს ფართი ჭიღლაძის საკუთრებაა და არსებობდა მაშინაც, როდესაც ნასარიძემ ვითომ "შეიძინა". იგი ან შეგნებულად არ გაეცნო რეესტრის მონაცემებს, ან გაეცნო და უგულებელყო, რადგან ასე აწყობდა.

წარმოუდგენელია, 5 წელი გიწევდეს ადამიანის გამოსახლებაზე დავა. უდიდესი პრობლემაა ის, რომ ვერანაირი ვადების დათქმა და კონტროლი ვერ ხერხდება სასამართლო დავების განხილვისას და უსასრულოდ ჭიანურდება პროცესი. მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ასეთი კატეგორიის საქმეებზე სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს განხილვა, მაგრამ გამოდის, რომ ეს ნორმა არის მკვდრადშობილი.

ჩვენ მოვიგეთ პირველი ინსტანციის სასამართლო, წესით ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგა ნასარიძე უნდა გამოსახლებულიყო. ეს კანონით არის გათვალისწინებული, მაგრამ მას არავინ იყენებს - ძალიან მანკიერი პრაქტიკაა, რაც გამოსახლებებთან დაკავშირებით არსებობს. როცა ადამიანი უკანონოდ არის შესახლებული სხვის საცხოვრებელში, რატომ არ ასახლებენ მას პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილებით?!" - ამბობს ადვოკატი.

AMBEBI.GE გიგა ნასარიძის პოზიციითაც დაინტერესდა. მისი თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან თავის დროზე საცხოვრებელი კანონიერად შეისყიდა და მასში სოლიდური თანხაც გადაიხადა.

- განცხადება ვნახე გაზეთში და მივედი ბინის შესაძენად. 2009 წელს შევიძინე ეს ბინა ამხანაგობის მესაკუთრისგან და გადავიხიდე 72 000 დოლარი. რეესტრში ვეცადე გადამემოწმებინა, მაგრამ არანაირი მონაცემი არ იძებნებოდა. ვკითხე, რატომ არ ფიქსირდებოდა ამონაწერი. ამხანაგობის თავმჯდომარემ მითხრა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება და გადამიფორმდება ოფიციალურად რეესტრითო.

მე ფული უკვე მიცემული მქონდა და გავაფორმე ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ამხანაგობის მეპატრონესთან. როგორც მერე გაირკვა, ჭიღლაძე აცხადებდა პრეტენზიას ამ ბინაზე, რომელშიც მას არცერთი თეთრი არ აქვს გადახდილი. არანაირად არ ვარ უკანონოდ შესახლებული, ამაში მე ფული მაქვს გადახდილი და ყველაფერს გაარკვევს სასამართლო.

ჭიღლაძე მირეკავს, მემუქრება, შემაშინებელ წერილებს ტოვებს და უცნაურად იქცევა. მართალია პირველმა ინსტანციამ გამამტყუნა, მაგრამ არსებობს მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოები და ყველაფერი უნდა გადაწყდეს ცივილურად. ის, რომ პროცესები ჭიანურდება, ჩემი ბრალი არ არის. მეც მირჩევნია სწრაფად დასრულდეს ყველაფერი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნასარიძემ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სხვისი უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე და მოვალე ნებაყოფლობით არ გამოდის პირის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახლებას და ქონების მფლობელისთვის გადაცემას.

აღსანიშნავია რომ, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, 23 მარტს, მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც შეაჩერა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ნაწილი, მათ შორის, ადამიანების გამოსახლების პროცესი.