ავტორი:

"ორჯერადი ტესტირებით კორონა აღარ ჰქონდა, მაგრამ იყო უმძიმესი ქრონიკული დაავადებებით" - რას ყვება ექიმი გარდაცვლილ 81 წლის ქალზე

"ორჯერადი ტესტირებით კორონა აღარ ჰქონდა, მაგრამ იყო უმძიმესი ქრონიკული დაავადებებით" - რას ყვება ექიმი გარდაცვლილ 81 წლის ქალზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ მე-12 პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

როგორც ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პაციენტი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

"81 წლის ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა.

29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”, - განაცხადა ტურძელაძემ.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 667-მდე გაიზარდა