მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისტემა 165 800-ზე მეტმა დასაქმებულმა დატოვა" - რამდენი ლარია დაგროვილი საპენსიო სისტემაში და სად ინახება თანხა
"სისტემა 165 800-ზე მეტმა დასაქმებულმა დატოვა" - რამდენი ლარია დაგროვილი საპენსიო სისტემაში და სად ინახება თანხა

2020 წლის ბო­ლოს­თვის სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, - ამის შე­სა­ხებ „სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს“ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნებ­ზე არ ასა­ხუ­ლა და 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი გა­ი­ზარ­და.

„მინ­და დარ­წმუ­ნე­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ 2020 წლის ბო­ლოს­თვის სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. სა­ა­გენ­ტო­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვა­კე­თებთ კონ­ტრი­ბუ­ცი­ე­ბის ანა­ლიზს და ამ ეტაპ­ზე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა არა­ნა­ი­რი კლე­ბა შე­ნა­ტა­ნე­ბის მხრივ, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ შარ­შან­დელ პირ­ველ კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით, 2020 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის კონ­ტრი­ბუ­ცი­ე­ბი გაზ­რდი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 51 მლნ ლა­რით“, - აცხა­დებს გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძე.

გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პენ­სიო სის­ტე­მა 165 866-მა და­საქ­მე­ბულ­მა და­ტო­ვა. მისი თქმით, გას­ვლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

„სა­პენ­სიო სის­ტე­მა­ში 2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან დღემ­დე, გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1 014 000-მდე მო­ნა­წი­ლე და ყო­ველ­თვი­უ­რად 10 000-მდე ახა­ლი მო­ნა­წი­ლე გვე­მა­ტე­ბა, ხოლო გას­ვლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სის­ტე­მა­ში გას­ვლის უფ­ლე­ბის მქო­ნე მო­ნა­წი­ლე­თა 60%-ი დარ­ჩა, ხოლო სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლია 165 866 და­საქ­მე­ბუ­ლი. უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ასე­თი შე­დე­გის მო­ლო­დი­ნი, რე­ფორ­მის და­წყე­ბი­სას, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც არ ჰქონ­დათ. რო­გორც სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­პენ­სიო რე­ფორ­მა სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­აა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნავს ჭი­ჭი­ნა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბი შე­ად­გენს 741 მი­ლი­ონ ლარს, აქე­დან 82%, ანუ 606 მი­ლი­ო­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის სა­დე­პო­ზი­ტო სერ­ტი­ფი­კა­ტებ­ში (CD-ებში), ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 18%, ანუ 133 მი­ლი­ო­ნი, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში და ეროვ­ნულ ბან­კში სარ­გებ­ლი­ან ან­გა­რი­შებ­ზე. ჯამ­ში მთელ სა­პენ­სიო აქ­ტი­ვებს, ანუ 741 მი­ლი­ონ ლარს, და­რი­ცხუ­ლი აქვს 44 მი­ლი­ო­ნი ლარი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
1

როგორ ატყუებთ ხალხს

SS
3

სიცრუეზე აგებული ყველაფერი დროებითია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სისტემა 165 800-ზე მეტმა დასაქმებულმა დატოვა" - რამდენი ლარია დაგროვილი საპენსიო სისტემაში და სად ინახება თანხა

"სისტემა 165 800-ზე მეტმა დასაქმებულმა დატოვა" - რამდენი ლარია დაგროვილი საპენსიო სისტემაში და სად ინახება თანხა

2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ვითარება საპენსიო შენატანებზე არ ასახულა და 2020 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საპენსიო დანაზოგები გაიზარდა.

„მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ 2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სააგენტოში ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ კონტრიბუციების ანალიზს და ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არანაირი კლება შენატანების მხრივ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წლის პირველი კვარტლის კონტრიბუციები გაზრდილია დაახლოებით 51 მლნ ლარით“, - აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.

გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, საპენსიო სისტემა 165 866-მა დასაქმებულმა დატოვა. მისი თქმით, გასვლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„საპენსიო სისტემაში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, გაწევრიანებულია დაახლოებით 1 014 000-მდე მონაწილე და ყოველთვიურად 10 000-მდე ახალი მონაწილე გვემატება, ხოლო გასვლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დღევანდელი მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გასვლის უფლების მქონე მონაწილეთა 60%-ი დარჩა, ხოლო სისტემიდან გასულია 165 866 დასაქმებული. უნდა ვაღიარო, რომ ასეთი შედეგის მოლოდინი, რეფორმის დაწყებისას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსაც არ ჰქონდათ. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, მივიჩნევ, რომ საპენსიო რეფორმა სტაბილურობის გარანტიაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.

რაც შეეხება საპენსიო დანაზოგების მდგომარეობას, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, საპენსიო აქტივები შეადგენს 741 მილიონ ლარს, აქედან 82%, ანუ 606 მილიონი განთავსებულია კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში (CD-ებში), ხოლო დანარჩენი 18%, ანუ 133 მილიონი, კომერციულ ბანკებში და ეროვნულ ბანკში სარგებლიან ანგარიშებზე. ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს, ანუ 741 მილიონ ლარს, დარიცხული აქვს 44 მილიონი ლარი.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

როდის განაახლებენ მუშაობას სავალუტო ჯიხურები

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

რომელი სალონები ვერ გაიხსნება დღეიდან