ავტორი:

"პლაჟებზე დაცული უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირება" - ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაციები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით

"პლაჟებზე დაცული უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირება" - ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაციები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უპირატესად რეკომენდირებული იქნება, რომ პლაჟებზე დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტიაა იმისი, რომ უშუალო გადადება ადამიანიდან ადამიანზე იქნება შემცირებული, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს მოსახლეობას საზღვაო სეზონზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ამ საკითხის ირგვლივ აქტიური მსჯელობაა და უცხოური ქვეყნების გამოცდილების ანალიზი მიმდინარეობს.

"საზღვაო სეზონისთვის ჯერ კიდევ ადრეა და ზღვის ტალღების სიამოვნებით მოსახლეობის უმრავლესობა ვერ სარგებლობს, თუმცა ეს სეზონი მალე მოახლოვდება და ჩვენ ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, რაც გამოყენებული შეიძლება იყოს ამ სეზონისთვის.

ასევე, ვადევნებთ თვალყურს იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, რომელთაც საზღვაო კურორტები აქვთ, რა გამოცდილება აქვს მაგალითად სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს, სადაც უკვე გადაიარა საზღვაო კურორტების სეზონმა.

ალბათ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უპირატესად რეკომენდრიებული იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტიაა იმისი, რომ უშუალო გადადება ადამიანიდან ადამიანზე იქნება შემცირებული,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია