5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი, რომელიც დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა, დაზარალებულის ბაბუის ძმაა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
სააგენტოსთან საუბარში წყარო აცხადებს, რომ ბრალდებული მამაკაცისა და მისი ძმის ოჯახი გვერდიგვერდ ცხოვრობენ.
როგორც ირკვევა, შემთხვევა გასული წლის 5 ივნისს მოხდა, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, რის შემდეგაც მათ სამართალდამცავებს მიმართეს.
შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილიც, 6 წლის ბავშვიც.
არსებული ინფორმაციით, ძმის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულს მოკვლით დაემუქრა თუკი, ის მომხდართან დაკავშირებით, რამეს იტყოდა.
როგორც ირკვევა, დაზარალებულისა და მისი ბიძაშვილის ჩვენებები სასამართლოში ერთმანეთის იდენტური იყო და ისინი მომხდართან დაკავშირებით, ერთი და იმავეს ჰყვებოდნენ.
ცნობისთვის, დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. უფრო ადრე, ერთი თვის წინ, ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
განაჩენის გამოცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
პირადად ჩემთვის ფაქტი უბრალოდ შემზარავია და ვთვლი მეტი რეგგულაციეებია საჭირო ასეთ საკითხებთან მიმართებით, რომ დაზარალეებულებს არ უწევდეთ ბრალდებულთან „თანაცხოვრება“ ვინაიდან ეს ზრდის დანაშაულის ჩადენის რისკეებს ორივე მხარის მხრიდან. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდება ძალიან მძიმეა მსოფლიო პრაქტიკაში ესეთი პროცესსები ხშირად იწელება ხოლმე ვადებში.
რაც შეეხება სასამართლო მართლმსაჯულების სისტემას, ზოგადად რაც მესმის, უდიდესი პრობლემაა საქართველოს სასამართლო სისტემაში ვადები და გაჭიანურებული პროცესები (არაფერს ვამბობ სხვა თანმდევ ხარჯებზე რაც ქართულ რეალობაში საკმაოდ დიდია). უმეტეს შემთხვეევაში სწორედ ვადები იწვევს უნდობლობას სასამართლო სისტემის მიმართ. ვადები ზოგადად მხოლოდ საქართვეელოს შემთხვევაში არ არის პრობლემა, თუმცა მთელი რიგი საკითხები შეიძლება, რომ უფრო მარტივად და მოკლე ვადებში განიხილებოდეს. მაგალითად, თუ დავა არ არის სისხლის სამართლის და არ ეხეება ქონებრივ საკითხებს ალბათ შესაძლებელია, რომ უფრო ოპერატიულად ხდებოდეს განხილვები. მაგალითად თუ ადამიანი ჩივის იმიტომ, რომ რომელიმე უწყებამ ან სამსახურმა ან ორგანიზაციამ არასათანადო გადაწყვეტილება მიიღო, ზომები გაატარა, მოთხოვნები წამოაყენა და ა.შ. მის მიმართ, ალბათ უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს, ვინაიდან დღევანდელ რეალობაში ფაქტიურად ყოველ გვარ აზრს არის მოკლებული ასეთ სიტუაციებში სასამართლოსთვის მიმართვა ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში ბევრად იოლი და მომგებიანია, რომ უბრალოდ დაემორჩილო თუნდაც უსამართლო მოთხოვნებს ვიდრე სასამართლოს მიმართო. სასამართლოსთვის მიმართვა უფლებაა, თუმცა ეს უფლება ხშირად „ არ არის ხელმისაწვდომი“ ვინაიდან პროცედურულად იმდენ „პრობლემასთან“ არის დაკავშირებული, რომ ხშირად ბევრად მარტივია უსამართლობასთან შეგუება, რაც დამეთანხმეთ, რომ ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყის სამართლეებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მაგალითად როდესაც ადამიანმა იცის, რომ მიუხედავად იმისა რომ უსამართლო და სამართლეებრივად აბსოლიტურად დაუსაბუთეებელი მოთხოვნაა და ა.შ. წამოყენებული მის მიმართ ეს რათქმაუნდა უსამართლობაა, მაგრრამ ეს მას საშუალებას მაინც აძლევს, რომ ასეთი თუნდაც უსამართლო მოთხოვნის შესრულების შემთხვევაშიც მისთვის საჭირო საკითხი (საშალოდ) ავად თუ კარგად რამდდენიმე კვირაში გადაწყდეს ხოლო სასამართლოსთან მიმართვისსას ეს პროცესი შეიძლება (რამდდენადდაც ვიცი) წლებიცკი გაიწელოს (მაშინაც კი თუ დავა ეხება სუფთა პროცედურულ საკითხებს რომელსაც პირდაპირ არეგულირებს კანონი) თავისთავად ასეთ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა აბსოლიტურად კარგავს ყოველგვარ არსს, ვინაიდან გამარჯვეების შემთხვევაშიც მომჩივანს აბსოლიტურად წამგებიან პოზიციაში აყენებს უმეტეს შემთხვევაში.
რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს, შორიდან მსჯელობა ამ საკითხზე შეუძლებელია. თუმცა ბრალდების მხარე სავარაუდოდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე რაკი პროცესი 9 თვე გაიწელა. რეფორმმა სასამართლო სისტეემაში აუცილებეელია ისევე როგორც საგამოძიებო სამსახურების მუშაობაც დასახვეწია და გასაფართოვებელი არამხოლოდ ტექნოლოგიებით და ლაბორატორიებით არამედ პროცედურულად უპირველეს ყოვლისა. ხშირია შემთხვევები, რომ საგამოძიებო ორგანოებს უჭირთ ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება და ხშირად ამას საეჭვო გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს სასამართლო მართლმსაჯულება.