სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება" - შრომის კოდექსში შესაძლოა ახალი ჩანაწერი გაჩნდეს
"ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება" - შრომის კოდექსში შესაძლოა ახალი ჩანაწერი გაჩნდეს

შრო­მის კო­დექსში შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა არამ­ხო­ლოდ დე­დას, არა­მედ მა­მა­საც შე­ეძ­ლე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში "შრო­მის კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი და­რე­გის­ტრირ­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბა შე­უძ­ლია მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ გა­მო­ი­ყე­ნოს ბავ­შვის დე­დამ ან მა­მამ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, და­საქ­მე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია 2 კვი­რით ადრე გა­აფრ­თხი­ლოს შე­სა­ბა­მი­სი დამ­საქ­მე­ბე­ლი შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბის შე­სა­ხებ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, 604 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ოდე­ნო­ბით. ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა 57 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე.

ამას­თან, გარ­და ბავ­შვის მოვ­ლის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საშ­ვე­ბუ­ლე­ბო დღე­ე­ბი­სა, ქალს შე­ეძ­ლე­ბა ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო 126 დღი­ა­ნი, ხოლო მშო­ბი­ა­რო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 143 დღი­ა­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღოს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, და­საქ­მე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო შვე­ბუ­ლე­ბის, ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბის, ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დაბ­რუნ­დეს იმა­ვე სა­მუ­შა­ო­ზე იმა­ვე შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბით, ასე­ვე, ისარ­გებ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბით იმ ფარ­გლებ­ში, რისი მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაც მას ექ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი შვე­ბუ­ლე­ბით რომ არ ესარ­გებ­ლა.

გარ­და ამი­სა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო შვე­ბუ­ლე­ბის, ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბის, ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­საქ­მე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბუ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად და არ იწ­ვევს დამ­საქ­მებ­ლი­სათ­ვის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის წარ­მო­შო­ბას.

შრო­მის კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, სო­ფიო კი­ლა­ძე, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი და თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა.

!!!
0

მიხვდით, როგორც იქნა, ხომ? რამდენი საუკუნე დაგჭირდათ? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება" - შრომის კოდექსში შესაძლოა ახალი ჩანაწერი გაჩნდეს

"ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება" - შრომის კოდექსში შესაძლოა ახალი ჩანაწერი გაჩნდეს

შრომის კოდექსში შესაძლოა გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება.

პარლამენტში "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ.

კანონპროექტით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება შესაძლებელი იქნება, 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 57 კალენდარული დღე.

ამასთან, გარდა ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული საშვებულებო დღეებისა, ქალს შეეძლება ორსულობისა და მშობიარობის გამო 126 დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში 143 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აიღოს.

კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომითი პირობებით, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომითი პირობებით იმ ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, რამდენადაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და არ იწვევს დამსაქმებლისათვის არაპროპორციული ფინანსური ხარჯების წარმოშობას.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე

"პლაჟებზე დაცული უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირება" - ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაციები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით