პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“
 ”რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“

letemps.ch

აფხა­ზეთ­ში "ყვე­ლა სა­ზე­ი­მო სუფ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო­თი იწყე­ბა", - გვიხ­სნის ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით ვი­ა­ჩეს­ლავ ჩი­ლი­კბა, კავ­კა­სი­ის ამ პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი. "რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გი­ჟურ ომში ჩაბ­მით, სა­ქარ­თვე­ლო დაგ­ვეხ­მა­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის მიგ­ვეღ­წია".

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის თე­ატ­რი სამ­ხრეთ ოსე­თი იყო. ომი მე­ო­რე რე­გი­ონს, აფხა­ზეთს არ შე­ხე­ბია. მაგ­რამ ბრძო­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­კოვ­მა ორი­ვე "სა­ხელ­მწი­ფოს" და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში რუ­სე­თის ნა­ბიჯს ვე­ნე­სუ­ე­ლამ და ნი­კა­რა­გუ­ამ მი­ბა­ძა, შემ­დეგ ნა­უ­რუმ, წყნა­რი ოკე­ა­ნის პა­ტა­რა კუნ­ძულ­მა, რო­მელ­მაც რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა­ში ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო.

დე­და­ქა­ლაქ სო­ხუმ­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან 1992–93 წლე­ბის სას­ტი­კი ომის კვა­ლი დღე­საც ეტყო­ბა, ცხოვ­რე­ბა შე­სა­ნიშ­ნავ სა­ნა­პი­რო ზოლ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­დაც რუსი ტუ­რის­ტე­ბი, ჯერ კი­დევ რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ცეს­ში მყოფ სას­ტუმ­რო­ებ­ში ჩერ­დე­ბი­ან. პა­ტა­რა რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ნე­ოკ­ლა­სი­კურ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის ბედს 2005 წლი­დან სერ­გეი ბა­ღაფ­ში წარ­მარ­თავს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში კრემ­ლის კან­დი­და­ტუ­რას უპი­რის­პირ­დე­ბო­და. 2008 წლი­დან აფხა­ზე­თი ორ რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზას მას­პინ­ძლობს, სა­დაც 10 000-მდე ჯა­რის­კა­ცია. ბა­ზე­ბი მთლი­ა­ნად რუ­სე­თი­დან მა­რაგ­დე­ბა. სერ­გეი ბა­ღაფ­შის­თვის აფხა­ზეთს "არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს", მთა­ვა­რია მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­უ­კე­თე­სოდ დაც­ვა მძლავრ მფარ­ველ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. პრე­ზი­დენ­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ რუ­სუ­ლი ჯა­რის იქ ყოფ­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­აა. "პირ­ვე­ლად ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად იძი­ნონ, ისე რომ არ შე­ე­შინ­დეთ ქარ­თვე­ლე­ბის შე­მო­ტე­ვის".

პრე­ზი­დენ­ტი არ გა­ურ­ბის კი­თხვებს, მაგ­რამ "უკ­ვირს", რომ ჩა­მო­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კვლავ რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან: "თუ აფხა­ზე­თი რუ­სე­თის პრო­ტექ­ტო­რა­ტია, განა სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის პრო­ტექ­ტო­რა­ტი არ არის? რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მან აღი­ა­როს კო­სო­ვო და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ და აფხა­ზე­თი არა?"

"სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და რე­ა­ლუ­რო­ბა"

სო­ხუ­მის მი­სად­გო­მებ­თან ცხოვ­რე­ბა ნელ-ნელა ჩვე­ულ რიტმს უბ­რუნ­დე­ბა: შე­ნო­ბე­ბი ავა­რი­უ­ლია, მაგ­რამ ხალ­ხი იქ მა­ინც ცხოვ­რობს. კა­ფე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მცი­რე ბიზ­ნე­სი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად 1992-93 წლე­ბის ომის კვა­ლი­სა, რო­დე­საც აფხა­ზე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის ბრძო­ლამ 8 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა, სა­დაც 10 000-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს ზღვის ყუ­რეს გა­დაჰ­ყუ­რებს. გი­დი­ზა ცკა­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს სწავ­ლობს. ის უცხო­ეთ­ში სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს.

"ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აფხა­ზე­თი სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ა­რებს", - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც მა­შინ და­ი­ბა­და, რო­დე­საც აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ე­ყო და უკან დაბ­რუ­ნე­ბის შანსს არ გა­ნი­ხი­ლავს.

იმავდრო­უ­ლად, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მად მათი ქვეყ­ნის იზო­ლა­ცია რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფხა­ზე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი აქვს, მათ­თვის უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა ფაქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ვი­ზე­ბის გა­ცე­მა­ზე თით­ქმის ყო­ველ­თვის უარს ამ­ბო­ბენ.

პრე­ზი­დენ­ტი ბა­ღაფ­ში აღი­ა­რებს, რომ ის "ოდ­ნავ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია" იმით, რომ ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მა, რო­გო­რიც ბე­ლო­რუ­სია და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია აფხა­ზე­თი ჯერ არ აღი­ა­რეს. "სწო­რედ ევ­რო­კავ­ში­რის ზე­წო­ლის შე­დე­გია ის, რომ ამ ეტაპ­ზე მათ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გეს", – ამ­ტკი­ცებს იგი. "თუმ­ცა, ჩვენ­თვის ამ­ჟა­მად არ­სე­ბი­თი ის არის, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს, რე­ა­ლუ­რო­ბა და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და­ა­დას­ტუ­როს, ამა­სო­ბა­ში კი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის დროც მოვა".

აფხა­ზე­ბი დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ ივ­ლი­სის ბო­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­მაც კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცია "კა­ნო­ნი­ე­რად" ცნო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ დრო მათ სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს.

ჟან არნო დე­რე­ნი

ForeignPress

”რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“

 ”რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“

letemps.ch

აფხაზეთში „ყველა საზეიმო სუფრა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოთი იწყება“, - გვიხსნის ეშმაკური ღიმილით ვიაჩესლავ ჩილიკბა, კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტის მრჩეველი. „რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“.

2008 წლის აგვისტოს ომის საბრძოლო მოქმედებების თეატრი სამხრეთ ოსეთი იყო. ომი მეორე რეგიონს, აფხაზეთს არ შეხებია. მაგრამ ბრძოლების დასრულების შემდეგ, მოსკოვმა ორივე „სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე კვირაში რუსეთის ნაბიჯს ვენესუელამ და ნიკარაგუამ მიბაძა, შემდეგ ნაურუმ, წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა, რომელმაც როგორც ცნობილია, ამ საერთაშორისო აღიარებაში ფინანსური დახმარება მიიღო.

დედაქალაქ სოხუმში, რომელსაც საქართველოსთან 1992–93 წლების სასტიკი ომის კვალი დღესაც ეტყობა, ცხოვრება შესანიშნავ სანაპირო ზოლზეა კონცენტრირებული, სადაც რუსი ტურისტები, ჯერ კიდევ რეკონსტრუქციის პროცესში მყოფ სასტუმროებში ჩერდებიან. პატარა რესპუბლიკის პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნეოკლასიკურ შენობაშია განთავსებული.

ამ პატარა ქვეყნის ბედს 2005 წლიდან სერგეი ბაღაფში წარმართავს, რომელიც არჩევნებში კრემლის კანდიდატურას უპირისპირდებოდა. 2008 წლიდან აფხაზეთი ორ რუსულ სამხედრო ბაზას მასპინძლობს, სადაც 10 000-მდე ჯარისკაცია. ბაზები მთლიანად რუსეთიდან მარაგდება. სერგეი ბაღაფშისთვის აფხაზეთს „არჩევანი არ აქვს“, მთავარია მისი ინტერესების საუკეთესოდ დაცვა მძლავრ მფარველთან ურთიერთობაში. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარის იქ ყოფნა უსაფრთხოების გარანტიაა. „პირველად ომის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, ისე რომ არ შეეშინდეთ ქართველების შემოტევის“.

პრეზიდენტი არ გაურბის კითხვებს, მაგრამ „უკვირს“, რომ ჩამოსული ჟურნალისტები კვლავ რუსეთთან დამოკიდებულებით ინტერესდებიან: „თუ აფხაზეთი რუსეთის პროტექტორატია, განა საქართველო ამერიკის პროტექტორატი არ არის? რატომ შეიძლება მან აღიაროს კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და აფხაზეთი არა?“

„სიცოცხლისუნარიანობა და რეალურობა“

სოხუმის მისადგომებთან ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება: შენობები ავარიულია, მაგრამ ხალხი იქ მაინც ცხოვრობს. კაფეების რაოდენობა და მცირე ბიზნესი დღითიდღე იზრდება, მიუხედავად 1992-93 წლების ომის კვალისა, როდესაც აფხაზებისა და ქართველების ბრძოლამ 8 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, სადაც 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს ზღვის ყურეს გადაჰყურებს. გიდიზა ცკალია საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის უცხოეთში საკუთარი ქვეყნის დიპლომატობაზე ოცნებობს.

„ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი სხვა ქვეყნების მსგავსი სახელმწიფო გახდება, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს“, - დარწმუნებულია ახალგაზრდა, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც აფხაზეთი საქართველოს გამოეყო და უკან დაბრუნების შანსს არ განიხილავს.

იმავდროულად, სტუდენტებისთვის მთავარ პრობლემად მათი ქვეყნის იზოლაცია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს, მათთვის უცხოეთში გამგზავრება ფაქტიურად შეუძლებელია. მაგალითად ევროპის ქვეყნები აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვიზების გაცემაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობენ.

პრეზიდენტი ბაღაფში აღიარებს, რომ ის „ოდნავ იმედგაცრუებულია“ იმით, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც ბელორუსია და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებია აფხაზეთი ჯერ არ აღიარეს. „სწორედ ევროკავშირის ზეწოლის შედეგია ის, რომ ამ ეტაპზე მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს“, – ამტკიცებს იგი. „თუმცა, ჩვენთვის ამჟამად არსებითი ის არის, რომ ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებდეს, რეალურობა და სიცოცხლისუნარიანობა დაადასტუროს, ამასობაში კი საერთაშორისო აღიარების დროც მოვა“.

აფხაზები დიდი სიხარულით შეხვდნენ ივლისის ბოლოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია „კანონიერად“ ცნო და დარწმუნებულები არიან, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს.

ჟან არნო დერენი

ForeignPress

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?