სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია
"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ხან­დაზ­მუ­ლი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მცე­ნა­რე ხა­რობს; მათ შო­რის არის ვა­ზიც. ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან დიდი ხნის ვა­ზის შე­სა­ხებ გვინ­და მო­გი­თხროთ, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ნიკო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის ეზო-კარ­ში ხა­რობს. ბა­ტო­ნი ნიკო ამ­ბობს, რომ სახლ-კარი და 300 წლის ვაზი შთა­მო­მავ­ლო­ბით ერგო.

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში, მაგ­რამ სტუ­დენ­ტო­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფერს თავი და­ვა­ნე­ბე და სოფ­ლურ ცხოვ­რე­ბას მივ­ყე­ვი. მა­ნამ­დე აქ მო­ხუ­ცი პაპა-ბე­ბია მყავ­და. 12 წე­ლი­წა­დია, წი­ნან­დლის სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ, ინ­ფო­მე­ნე­ჯე­რი და ინ­ფორ­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, მაქვს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და ჩემს მე­ურ­ნე­ო­ბას ვუვ­ლი.

ჩვე­ნი ვაზი 300 წლი­საა. მას­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა. ზოგი მი­უ­თი­თებს, რომ 100 წლი­საა, ზოგი - 150-ის. უცხო­ე­თი­დან არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ჩა­მო­სუ­ლა მის სა­ნა­ხა­ვად. ბო­ლოს იტა­ლი­ე­ლებ­მა შე­ა­ფა­სეს და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­ად­გი­ნეს, რომ 300 წლი­საა. ასე რომ, ჩვე­ნი ვაზი ევ­რა­ზი­ის სა­მე­ულ­ში მოხ­ვდა; ერთი სლო­ვე­ნი­ა­შია, რო­მე­ლიც 400 წლამ­დეა, ერთი - ინ­გლის­ში და მე­სა­მე ჩვე­ნია.

- რა ჯი­შია?

- ვერ და­ად­გი­ნეს, ვერც ერთ კა­ტა­ლოგს ვერ მი­უ­სა­და­გეს ვერც ქარ­თვე­ლებ­მა და ვერც უცხო­ე­ლებ­მა (იტა­ლი­ე­ლე­ბის გარ­და, კა­ნა­დე­ლე­ბიც იყ­ვნენ, ჩი­ლე­ლე­ბიც, სამ­ხრე­თაფ­რი­კე­ლე­ბიც). მოკ­ლედ, ჩვენს ვაზს და­ვუ­ტო­ვეთ სა­ხე­ლი - ქარ­თუ­ლი ენ­დე­მუ­რი ჯიში.

- თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­გან გად­მო­ცე­მით რა იცით?

- მა­მა­ჩე­მის დიდი პა­პის დრო­ინ­დე­ლია. ის ეზოს ყო­ველ­თვის ამ­შვე­ნებ­და, ამას­თან, მო­სავ­ლი­ა­ნი იყო. ამ ვა­ზის ოჯა­ხის სხვა ორი ძი­რიც იდგა ეზო­ში, რომ­ლებ­საც მეც მო­ვეს­წა­რი. პა­პამ, ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ერთი რომ მოჭ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ო­რე მე მო­მაჭ­რე­ვი­ნა, რად­გან გახ­მა. ვაზს ახლა ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა, ადრე ასე არ იყო - როცა ბერ­დე­ბო­და, კა­ფავ­დნენ, რომ ახა­ლი და­ერ­გოთ და უფრო მო­სავ­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. მოკ­ლედ, ეს შე­მორ­ჩა და ოჯა­ხის სი­ა­მა­ყე, რე­ლიკ­ვი­აა... ვიცი, რომ ამის რქა თე­ლავ­ში, ერეკ­ლეს მუ­ზე­უ­მის ეზო­ში ხა­რობ­და. რომ ვკი­თხე, მი­თხრეს, ეს ვაზი 75 წლის არის, ცნო­ბებ­ში წე­რია, რომ რქა წი­ნან­დლი­დან წა­მო­ი­ღე­სო...

- ანუ არ იცით, თავ­და­პირ­ვე­ლად ვინ დარ­გო...

- წარ­მო­შო­ბით ჩემი გვა­რი რა­ჭი­დან მო­დის. კა­ხეთ­ში ახლა მე­ხუ­თე თა­ო­ბა ვართ. ეს სახლ-კარი ჩემ­მა დიდ­მა პა­პამ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის­გან შე­ი­ძი­ნა. აქა­უ­რო­ბა ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ტე­რი­ტო­რია და პარ­კი ყო­ფი­ლა, უმე­ტე­სად, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი და კვი­პა­რო­სე­ბი ხა­რობ­და. არც და­სახ­ლე­ბა ყო­ფი­ლა და არც ხე­ხი­ლი ან ვაზი. ჩემ­მა დიდ­მა პა­პამ კვი­პა­რო­სე­ბი ამო­ძირ­კვა და მათ ად­გი­ლას ხე­ხი­ლი გა­ა­შე­ნა. მერე კო­მუ­ნის­ტებ­მა მის გარ­შე­მო მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მუ­შებ­სა და გლე­ხებს და­უ­რი­გეს.

- არ გიც­დი­ათ, მის­გან აჭ­რი­ლი რქა გა­გემ­რავ­ლე­ბი­ნათ?

- რო­გორ არა. ვი­საც უთხო­ვია, ყვე­ლას­თვის მი­მი­ცია, მაგ­რამ თით­ქმის ვე­რა­ვინ გა­ა­ხა­რა. თა­ვის დრო­ზე ჩვენ­თან მო­მუ­შა­ვე ღვი­ნის ფრან­გულ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც წა­ი­ღო, თა­ვი­ანთ სათ­ბურ­ში სცა­დეს გა­ხა­რე­ბა, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. მე მხო­ლოდ ერთი რქის­გან ვა­ხა­რე ერთი ძირი და ერ­თიც კარ­და­ნახ­ში გა­ა­ხა­რა ნა­თე­სავ­მა. ჩემ­სას ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უს­ხამს, ჩანს, მო­სა­ვალს გვი­ან იძ­ლე­ვა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა ხეჩუაშვილი
3

როგორ მრავლდება? ხომ შეიძლება გამრავლდეს და სხვაგანაც დაირგოს? ალბათ, სანამ ეგ ძირიც არ გამხმარა, უმჯობესია გამრავლდეს.

ლიკა
3

ზუსტად ეგ ვაზი იყო ჩემს ეზოში . სოხუმუ, კელასური 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

მსოფლიოში ბევრი ხანდაზმული, საუკუნოვანი მცენარე ხარობს; მათ შორის არის ვაზიც. ამჯერად ძალიან დიდი ხნის ვაზის შესახებ გვინდა მოგითხროთ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზო-კარში ხარობს. ბატონი ნიკო ამბობს, რომ სახლ-კარი და 300 წლის ვაზი შთამომავლობით ერგო.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ქალაქში ყველაფერს თავი დავანებე და სოფლურ ცხოვრებას მივყევი. მანამდე აქ მოხუცი პაპა-ბებია მყავდა. 12 წელიწადია, წინანდლის სკოლაში ვმუშაობ, ინფომენეჯერი და ინფორმატიკის მასწავლებელი ვარ, მაქვს საოჯახო სასტუმრო და ჩემს მეურნეობას ვუვლი.

ჩვენი ვაზი 300 წლისაა. მასზე ბევრი დაწერილა. ზოგი მიუთითებს, რომ 100 წლისაა, ზოგი - 150-ის. უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად. ბოლოს იტალიელებმა შეაფასეს და ლაბორატორიულად დაადგინეს, რომ 300 წლისაა. ასე რომ, ჩვენი ვაზი ევრაზიის სამეულში მოხვდა; ერთი სლოვენიაშია, რომელიც 400 წლამდეა, ერთი - ინგლისში და მესამე ჩვენია.

- რა ჯიშია?

- ვერ დაადგინეს, ვერც ერთ კატალოგს ვერ მიუსადაგეს ვერც ქართველებმა და ვერც უცხოელებმა (იტალიელების გარდა, კანადელებიც იყვნენ, ჩილელებიც, სამხრეთაფრიკელებიც). მოკლედ, ჩვენს ვაზს დავუტოვეთ სახელი - ქართული ენდემური ჯიში.

- თქვენი წინაპრებისგან გადმოცემით რა იცით?

- მამაჩემის დიდი პაპის დროინდელია. ის ეზოს ყოველთვის ამშვენებდა, ამასთან, მოსავლიანი იყო. ამ ვაზის ოჯახის სხვა ორი ძირიც იდგა ეზოში, რომლებსაც მეც მოვესწარი. პაპამ, ბავშვი ვიყავი, ერთი რომ მოჭრა. მოგვიანებით, მეორე მე მომაჭრევინა, რადგან გახმა. ვაზს ახლა ექცევა ყურადღება, ადრე ასე არ იყო - როცა ბერდებოდა, კაფავდნენ, რომ ახალი დაერგოთ და უფრო მოსავლიანი ყოფილიყო. მოკლედ, ეს შემორჩა და ოჯახის სიამაყე, რელიკვიაა... ვიცი, რომ ამის რქა თელავში, ერეკლეს მუზეუმის ეზოში ხარობდა. რომ ვკითხე, მითხრეს, ეს ვაზი 75 წლის არის, ცნობებში წერია, რომ რქა წინანდლიდან წამოიღესო...

- ანუ არ იცით, თავდაპირველად ვინ დარგო...

- წარმოშობით ჩემი გვარი რაჭიდან მოდის. კახეთში ახლა მეხუთე თაობა ვართ. ეს სახლ-კარი ჩემმა დიდმა პაპამ ჭავჭავაძეებისგან შეიძინა. აქაურობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ტერიტორია და პარკი ყოფილა, უმეტესად, დეკორატიული მცენარეები და კვიპაროსები ხარობდა. არც დასახლება ყოფილა და არც ხეხილი ან ვაზი. ჩემმა დიდმა პაპამ კვიპაროსები ამოძირკვა და მათ ადგილას ხეხილი გააშენა. მერე კომუნისტებმა მის გარშემო მიწის ნაკვეთები მუშებსა და გლეხებს დაურიგეს.

- არ გიცდიათ, მისგან აჭრილი რქა გაგემრავლებინათ?

- როგორ არა. ვისაც უთხოვია, ყველასთვის მიმიცია, მაგრამ თითქმის ვერავინ გაახარა. თავის დროზე ჩვენთან მომუშავე ღვინის ფრანგულმა კომპანიამაც წაიღო, თავიანთ სათბურში სცადეს გახარება, მაგრამ - უშედეგოდ. მე მხოლოდ ერთი რქისგან ვახარე ერთი ძირი და ერთიც კარდანახში გაახარა ნათესავმა. ჩემსას ჯერჯერობით არ დაუსხამს, ჩანს, მოსავალს გვიან იძლევა. წაიკითხეთ სრულად