მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური დისტანცირება გსურთ? მაშინ ვოლვო XC90 იდეალური მანქანაა „ქალაქიდან გასასვლელად“
სოციალური დისტანცირება გსურთ? მაშინ ვოლვო XC90 იდეალური მანქანაა „ქალაქიდან გასასვლელად“

მას შემ­დეგ, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში კო­რო­ნა ვირუ­სი გა­მოჩ­ნდა, სურ­ვილ­მა „ქა­ლა­ქი­დან გაქ­ცე­ვა” სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ახ­ლე­ბუ­რი კონ­ტექ­სტი შე­ი­ძი­ნა. თუ ცოტა ხნის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღის ქა­ლაქ­გა­რეთ, აგა­რაკ­ზე გა­ტა­რე­ბა უბ­რა­ლოდ გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, დღეს ეს უკვე მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ­ლის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად. როცა გან­მარ­ტო­ე­ბა ძალ­და­ტა­ნე­ბით ხდე­ბა, ეს შე­საძ­ლოა დიდი ვე­რა­ფე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყოს, მაგ­რამ სახ­ლში დარ­ჩე­ნა ან ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი­დან გა­რი­დე­ბა უკვე სო­ცი­ა­ლუ­რად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბი­ჯად იქცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვენ „მი­უ­ვალ ციხე-კოშკში“ ნე­ბის­მი­ე­რი მან­ქა­ნა წა­გიყ­ვანთ, 2020 წლის ვოლ­ვო XC90 T8 E-AWD მა­ინც თა­ვი­სე­ბუ­რად უნი­კა­ლუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ ქა­ლა­ქი­დან „გაქ­ცე­ვა­ში“ - ამის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა „Forbes”-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ბრა­ი­ენ კემ­პბელ­მა.

2014 წელს კომ­პა­ნია „ვოლ­ვომ“ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი გარ­ღვე­ვა მო­ახ­დი­ნა, რო­დე­საც წარ­მო­ე­ბა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი მო­დე­ლი - XC90 ჩა­უშ­ვა. ეს შვე­დუ­რი ბრენ­დი თით­ქოს თვალ­სა და ხელს შუა გარ­და­იქ­მნა, რო­დე­საც მან უარი თქვა ჯერ კი­დევ ახალ, თუმ­ცა გა­რეგ­ნუ­ლად ოდ­ნავ ძველ­მო­დურ სტილ­ზე და ახ­ლე­ბუ­რი დი­ზა­ი­ნი მო­ირ­გო. დახ­ვე­წი­ლი კონ­ტუ­რე­ბის, ელე­გან­ტუ­რი შტრი­ხე­ბის და კლა­სი­კუ­რი შვე­დუ­რი ფორ­მე­ბის ნა­ზა­ვის შე­დე­გად შე­იქ­მნა უნი­კა­ლუ­რი, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი იმი­ჯი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ვოლ­ვო XC90-ზე გა­მოჩ­ნდა, ხოლო შემ­დე­გი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ნო­ვა­ტო­რუ­ლი დი­ზა­ი­ნი კი­დევ შვიდ ახალ მო­დელ­ზე ვი­ხი­ლეთ, მათ შო­რის ქვებ­რენდ Polestar-ზე. სულ მცი­რე დრო­ში „ვოლ­ვო“ ევ­რო­პუ­ლი ლუქ­სის კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რიგს შე­უ­ერ­თდა და კვლავ და­იბ­რუ­ნა მის­თვის ჩვე­უ­ლი პრეს­ტი­ჟი და აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ექ­ვსწლი­ა­ნი ასა­კი­სა, მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბის და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კომ­პლექ­ტა­ცი­ის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც T8 E-AWD Inscription მო­დელ­ზე ვი­ხი­ლეთ, ვოლ­ვო XC90 კვლავ ინარ­ჩუ­ნებს იშ­ვი­ათ ელე­გან­ტუ­რო­ბას და ეფექ­ტურ დი­ზა­ინს.

რო­დე­საც მსოფ­ლიო ავ­ტო­ბა­ზარ­ზე სა­მო­დე­ლო რიგ­ში პირ­ვე­ლად შე­აღ­წი­ეს ჰიბ­რი­დებ­მა და ელექტრო­მო­ბი­ლებ­მა, მათი გა­მო­ჩე­ნა ავ­ტო­მოყ­ვა­რულ­თათ­ვის თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა, რად­გან მათი აზ­რით, ახალ მო­დე­ლებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნო­ვა­ტო­რუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი აქ­სე­სუ­ა­რი გა­მო­არ­ჩევ­და, ხოლო მათ ფუნ­ქცი­ას ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გა­აჩ­ნდა: შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა საწ­ვა­ვის ხარ­ჯი. ტეს­ლამ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ასე­თი მიდ­გო­მა და პრაქ­ტი­კუ­ლად დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­და­იყ­ვა­ნა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი და ჰიბ­რი­დე­ბი პრეს­ტი­ჟულ, მდიდ­რულ სივ­რცე­ში. აქ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია არა მარ­ტო ვოლ­ვოს XC90 T8 E-AWD მო­დე­ლის მო­დერ­ნი­ზე­ბა ტრან­სმი­სი­უ­ლი (ძა­ლუ­რი გა­და­ცე­მის სის­ტე­მა) ტექ­ნო­ლო­გი­ით, არა­მედ T8 მო­დე­ლის ტურ­ბო­ჩა­ბერ­ვი­ან ბენ­ზი­ნის ძრა­ვას ასე­ვე და­ე­მა­ტა 87 ცხე­ნის ძა­ლის მქო­ნე ელექტროძ­რა­ვა. შე­დე­გად კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე 400 ცხე­ნის ძა­ლას­და 640 ნი­უ­ტონ მეტრს შე­ად­გენს.

გა­და­იყ­ვა­ნეთ ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მის რე­ჟი­მის სე­ლექ­ტო­რი რე­ჟიმ­ში „Pure” („სუფ­თა“) და XC90 გა­და­ერ­თვე­ბა უე­მი­სიო, სრუ­ლად ელექტრო რე­ჟიმ­ზე. რო­დე­საც ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცია ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, თუმ­ცა და­მუხ­ტვის გა­რე­შე თქვენ და­ახ­ლო­ე­ბით 43 კმ-ს გა­ივ­ლით. კრო­სო­ვე­რის (SUV-ის) და­მუხ­ტვა სახ­ლში ან და­სა­მუხტ სად­გურ­ზე სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სა­ტე­ნად, მაგ­რამ ბერკშა­ირ­ში - მა­სა­ჩუ­სე­ტის შტატ­ში, სა­დაც „უი­კენ­დზე“ და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ვე­მარ­თე, თითო-ორო­ლა და­სა­მუხ­ტი სად­გუ­რი თუ შემ­ხვდა. დღეს ეს პრობ­ლე­მა ასე მწვა­ვად აღარ დგას, რად­გან ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და ელექტრო-ჰიბ­რი­დუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ყო­ველ­დღი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა, თუმ­ცა ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მსგავ­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ჯერ კი­დევ სუს­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, რო­დე­საც შენს ავ­ტო­მო­ბილს ში­დაწ­ვის ძრა­ვი აქვს, და­მუხ­ტვის გა­რე­შე გარ­ბე­ნი არა­ვი­თარ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა გე­უფ­ლე­ბა, როცა იცი, რომ შე­გიძ­ლია ჩარ­თო სის­ტე­მა და ორ­ლიტ­რი­ა­ნი, ოთხცი­ლინ­დრი­ა­ნი ძრა­ვა იწყებს აკუ­მუ­ლა­ტო­რის და­მუხ­ტვას, შენ კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აგ­რძე­ლებ ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბას. სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, აკუ­მუ­ლა­ტო­რის ენერ­გი­ის აღ­დგე­ნის კი­დევ ერთ სა­შუ­ა­ლე­ბას გვთა­ვა­ზობს, თან ცოტა გავ­ხა­ლის­დი კი­დეც, როცა ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, თუ რამ­ხე­ლა ძაბ­ვის აკ­რე­ფა შე­მეძ­ლო უსას­რუ­ლო დაღ­მარ­თებ­ზე უკა­ნა მუხ­რუ­ჭის მსუ­ბუ­ქი გა­მო­ყე­ნე­ბით.

მოკ­ლედ, გა­მო­ვი­და ისე, რომ თით­ქმის მთე­ლი გზა ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მით გა­ვი­ა­რე, რომ­ლის დრო­საც ში­დაწ­ვის ძრა­ვა მუ­შა­ობს ან სიჩ­ქა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მა­ტე­ბი­სას, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სიჩ­ქა­რე 60 კმ/სთ-ზე მე­ტია, ან რო­დე­საც აკუ­მუ­ლა­ტო­რი სრუ­ლად „დამ­ჯდა­რია“. სრუ­ლად და­მუხ­ტუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რის ენერ­გი­ი­დან ორ­ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა ძა­ლი­ან რბი­ლად ხდე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰიბ­რი­დულ ელექტრო­მო­ბი­ლებს, მათი ტრან­სმი­სი­ის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ, ვე­რა­ფერ გან­სა­კუთ­რე­ბულს ვერ ვი­ტყვი. „ვოლ­ვო“ ცდი­ლობს სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს მგზავ­რე­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს და სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბის შექ­მნის თვალ­საზ­რი­სით. სა­ლო­ნის მდიდ­რულ და ელე­გან­ტურ ინ­ტე­რი­ერ­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა ბუ­ნებ­რი­ვი ხის ელე­მენ­ტე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შა­ლი­სა და ტყა­ვის გა­და­საკ­რა­ვი, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი დი­ზა­ი­ნი, ერ­გო­ნო­მი­კა და კომ­ფორ­ტი. ტყა­ვი „ვოლ­ვოს“ სტან­დარ­ტულ კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში შე­დის, მაგ­რამ შალი არა მარ­ტო უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო შე­სა­ხე­ბია, შალ­ნა­რე­ვი ქსო­ვი­ლით გა­წყო­ბი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი ტყავ­თან შე­და­რე­ბით უბ­რა­ლოდ უკე­თეს გან­წყო­ბას ქმნის. ვოლ­ვო XC90-ის ინ­ტე­რი­ე­რის ფუ­ფუ­ნე­ბა სა­ერ­თოდ არ იწ­ვევს შე­კი­თხვებს, მაგ­რამ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სხვა მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნე­ლე­ბი, ცდი­ლო­ბენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მხო­ლოდ ფუ­ფუ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბით ან გა­რეგ­ნუ­ლი ხიბ­ლით მო­ახ­დი­ნონ, შვე­დებ­მა მო­ა­ხერ­ხეს სა­სი­ა­მოვ­ნო ოქ­როს შუ­ა­ლე­დის მო­ნახ­ვა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­ფორ­ტის და ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის იდე­ა­ლურ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს.

ამას­თა­ნა­ვე, „ვოლ­ვოს“არ უთ­ქვამს უარი თა­ვის ტრა­დი­ცი­ულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე - შექ­მნას ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მე­ბით და დი­ზა­ი­ნუ­რი უც­ნა­უ­რო­ბე­ბით. რა და­სა­მა­ლია, რომ პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ამო­ცა­ნა ჩემ­თვის იყო „Apple Carplay“-ს აპ­ლი­კა­ცი­ის მო­ძებ­ნა და და­ყე­ნე­ბა. ჩვენს დრო­ში, ისე­თი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის „Apple Carplay“ და „Android Auto“ მძღო­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ეკ­რან­ზე ყვე­ლა­ზე გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას უნდა იყოს. აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის და­მალ­ვა, თუნ­დაც მე­ნი­უს ერთი სა­ფე­ხუ­რის მიღ­მა - სრუ­ლი უაზ­რო­ბაა. ეს იმ ის­ტო­რი­ას მა­გო­ნებს, რო­დე­საც მწარ­მო­ებ­ლებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ჭი­როა CD-ჩე­ინ­ჯე­რის სა­ბარ­გულ­ში გა­და­ტა­ნა. ასე­თი ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი აპ­ლი­კა­ცია იო­ლად გა­სა­გე­ბი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში.

ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მის რე­ჟი­მის სე­ლექ­ტორს და გა­და­ცე­მის გა­დარ­თვის ბერ­კეტ­საც (რო­მე­ლიც Inscription-ში შვე­დუ­რი ბრო­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი) გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა მი­საჩ­ვე­ვად. ჰიბ­რი­დულ, „Pure“ და სპორ­ტულ რე­ჟი­მებს შო­რის გა­დარ­თვის­თვის უნდა და­ატ­რი­ა­ლოთ და ხელი და­ა­ჭი­როთ პა­ტა­რა ზო­მის მე­ტა­ლის პრი­ა­ლა ცი­ლინ­დრს, რო­მე­ლიც ზუს­ტად გა­და­ცე­მის გა­დარ­თვის ბერ­კე­ტის უკან არის მო­თავ­სე­ბუ­ლი. სკრო­ლინ­გის ფუნ­ქცია და უკუ­კავ­ში­რი ვე­რა­სო­დეს მარ­წმუ­ნებ­და, რომ ნამ­დვი­ლად გა­დავ­რთე სა­სურ­ველ რე­ჟიმ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მიხ­დე­ბო­და გზი­დან მზე­რის მო­ცი­ლე­ბა და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ რე­ჟი­მი შე­იც­ვა­ლა. გა­და­ცე­მის გა­დარ­თვის ბერ­კე­ტის შე­მოწ­მე­ბაც საკ­მა­ოდ ხში­რად მიხ­დე­ბო­და, რად­გან სა­ნამ წინსვლის ან უკუს­ვლის რე­ჟიმ­ში გა­დარ­თავ, ბერ­კე­ტი ჯერ ნე­იტ­რა­ლურ გა­და­ცე­მა­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნო. დი­დად არ გა­ვოც­დე­ბი, თუ შემ­დე­გი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი XC90 მო­დე­ლის­თვის „ვოლ­ვო“ ტრან­სმი­სი­ის ან ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მის რე­ჟი­მის სე­ლექ­ტო­რის ღი­ლაკს და­ა­მა­ტებს. გა­სა­გე­ბია, რომ „ვოლ­ვოს“ თა­ვის სა­კუ­თარ, უნი­კა­ლურ სტილ­ში უყ­ვარს საქ­მის კე­თე­ბა, მაგ­რამ ვე­ლო­სი­პე­დის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა ზოგ­ჯერ სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო.

ყვე­ლა ამ მცი­რე ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, XC90 (€ 41,500-დან შიდა წვის ძრა­ვით) მა­ინც ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტია სრულ­გა­ბა­რი­ტი­ან კრო­სო­ვე­რებს (SUV) შო­რის. ამ გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე კრო­სო­ვე­რის­თვის (SUV) „ვოლ­ვომ“ შექ­მნა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის მარ­თვი­საც სა­ერ­თოდ არ იგ­რძნო­ბა მისი მა­სი­უ­რო­ბა. იგი არ იხ­რე­ბა მო­სახ­ვე­ვებ­ში შეს­ვლი­სას, რო­გორც რი­გი­თი კრო­სო­ვე­რი, მას საკ­მა­რი­სი სიმ­ძლავ­რე გა­აჩ­ნია წო­ნის გა­და­სა­ტა­ნად. კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით XC90 გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებს აღ­ძრავს. ასე რომ წი­ნას­წარ გი­ხა­რო­დეთ, თუ ქა­ლა­ქი­დან „გაქ­ცე­ვა“ თქვენ­თვის XC90-ში გა­ტა­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კი­ლო­მეტრს ნიშ­ნავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სოციალური დისტანცირება გსურთ? მაშინ ვოლვო XC90 იდეალური მანქანაა „ქალაქიდან გასასვლელად“

სოციალური დისტანცირება გსურთ? მაშინ ვოლვო XC90 იდეალური მანქანაა „ქალაქიდან გასასვლელად“

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში კორონა ვირუსი გამოჩნდა, სურვილმა „ქალაქიდან გაქცევა” სრულიად განსხვავებული, ახლებური კონტექსტი შეიძინა. თუ ცოტა ხნის წინ, სოციალური დისტანცირება და რამდენიმე დღის ქალაქგარეთ, აგარაკზე გატარება უბრალოდ განტვირთვის საშუალებად განიხილებოდა, დღეს ეს უკვე მკაცრი რეკომენდაციაა, რომლის დაცვა აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. როცა განმარტოება ძალდატანებით ხდება, ეს შესაძლოა დიდი ვერაფერი სიამოვნება იყოს, მაგრამ სახლში დარჩენა ან ხალხმრავალი ადგილებიდან გარიდება უკვე სოციალურად საპასუხისმგებლო ნაბიჯად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ „მიუვალ ციხე-კოშკში“ ნებისმიერი მანქანა წაგიყვანთ, 2020 წლის ვოლვო XC90 T8 E-AWD მაინც თავისებურად უნიკალური, თანამედროვე ავტომობილია, რომელიც ეფექტურად დაგეხმარებათ ქალაქიდან „გაქცევაში“ - ამის შესახებ ისაუბრა „Forbes”-ის ჟურნალისტმა ბრაიენ კემპბელმა.

2014 წელს კომპანია „ვოლვომ“ დაუჯერებელი გარღვევა მოახდინა, როდესაც წარმოებაში სრულიად ახალი მოდელი - XC90 ჩაუშვა. ეს შვედური ბრენდი თითქოს თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა, როდესაც მან უარი თქვა ჯერ კიდევ ახალ, თუმცა გარეგნულად ოდნავ ძველმოდურ სტილზე და ახლებური დიზაინი მოირგო. დახვეწილი კონტურების, ელეგანტური შტრიხების და კლასიკური შვედური ფორმების ნაზავის შედეგად შეიქმნა უნიკალური, ფუნქციონალური იმიჯი, რომელიც პირველად ვოლვო XC90-ზე გამოჩნდა, ხოლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეს ნოვატორული დიზაინი კიდევ შვიდ ახალ მოდელზე ვიხილეთ, მათ შორის ქვებრენდ Polestar-ზე. სულ მცირე დროში „ვოლვო“ ევროპული ლუქსის კლასის ავტომობილების რიგს შეუერთდა და კვლავ დაიბრუნა მისთვის ჩვეული პრესტიჟი და აქტუალურობა. მიუხედავად ექვსწლიანი ასაკისა, მცირე ცვლილებების და განახლებული კომპლექტაციის წყალობით, რომლებიც T8 E-AWD Inscription მოდელზე ვიხილეთ, ვოლვო XC90 კვლავ ინარჩუნებს იშვიათ ელეგანტურობას და ეფექტურ დიზაინს.

როდესაც მსოფლიო ავტობაზარზე სამოდელო რიგში პირველად შეაღწიეს ჰიბრიდებმა და ელექტრომობილებმა, მათი გამოჩენა ავტომოყვარულთათვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან მათი აზრით, ახალ მოდელებს მხოლოდ რამდენიმე ნოვატორული, ორიგინალური აქსესუარი გამოარჩევდა, ხოლო მათ ფუნქციას ერთადერთი დანიშნულება გააჩნდა: შეემცირებინა საწვავის ხარჯი. ტესლამ სრულიად შეცვალა ასეთი მიდგომა და პრაქტიკულად დახმარების გარეშე, საკუთარი ხელით გადაიყვანა ელექტრომობილები და ჰიბრიდები პრესტიჟულ, მდიდრულ სივრცეში. აქ აღსანიშნავია არა მარტო ვოლვოს XC90 T8 E-AWD მოდელის მოდერნიზება ტრანსმისიული (ძალური გადაცემის სისტემა) ტექნოლოგიით, არამედ T8 მოდელის ტურბოჩაბერვიან ბენზინის ძრავას ასევე დაემატა 87 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავა. შედეგად კომბინირებული სიმძლავრე 400 ცხენის ძალასდა 640 ნიუტონ მეტრს შეადგენს.

გადაიყვანეთ ავტომატური გადაცემის რეჟიმის სელექტორი რეჟიმში „Pure” („სუფთა“) და XC90 გადაერთვება უემისიო, სრულად ელექტრო რეჟიმზე. როდესაც ქალაქში გადაადგილდებით, აღნიშნული ფუნქცია ყველაზე გონივრული არჩევანია, თუმცა დამუხტვის გარეშე თქვენ დაახლოებით 43 კმ-ს გაივლით. კროსოვერის (SUV-ის) დამუხტვა სახლში ან დასამუხტ სადგურზე საუკეთესო არჩევანია თქვენი ავტომობილის დასატენად, მაგრამ ბერკშაირში - მასაჩუსეტის შტატში, სადაც „უიკენდზე“ დასასვენებლად გავემართე, თითო-ოროლა დასამუხტი სადგური თუ შემხვდა. დღეს ეს პრობლემა ასე მწვავად აღარ დგას, რადგან ელექტრომობილების და ელექტრო-ჰიბრიდული მანქანების მომსახურების ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ფართოვდება, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მსგავსი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული. ცხადია, როდესაც შენს ავტომობილს შიდაწვის ძრავი აქვს, დამუხტვის გარეშე გარბენი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება, როცა იცი, რომ შეგიძლია ჩართო სისტემა და ორლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავა იწყებს აკუმულატორის დამუხტვას, შენ კი ჩვეულებრივად აგრძელებ ავტომობილით მოძრაობას. სამუხრუჭე სისტემა, აკუმულატორის ენერგიის აღდგენის კიდევ ერთ საშუალებას გვთავაზობს, თან ცოტა გავხალისდი კიდეც, როცა ვაკვირდებოდი, თუ რამხელა ძაბვის აკრეფა შემეძლო უსასრულო დაღმართებზე უკანა მუხრუჭის მსუბუქი გამოყენებით.

მოკლედ, გამოვიდა ისე, რომ თითქმის მთელი გზა ჰიბრიდული რეჟიმით გავიარე, რომლის დროსაც შიდაწვის ძრავა მუშაობს ან სიჩქარის მნიშვნელოვანი მომატებისას, მაგალითად, როდესაც სიჩქარე 60 კმ/სთ-ზე მეტია, ან როდესაც აკუმულატორი სრულად „დამჯდარია“. სრულად დამუხტული აკუმულატორის ენერგიიდან ორლიტრიანი ძრავის რეჟიმზე გადასვლა ძალიან რბილად ხდებოდა.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ელექტრომობილებს, მათი ტრანსმისიის სისტემის მუშაობის შესახებ, ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი. „ვოლვო“ ცდილობს სხვებისგან გამორჩეული იყოს მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს და სასიამოვნო ემოციების შექმნის თვალსაზრისით. სალონის მდიდრულ და ელეგანტურ ინტერიერში გამოირჩევა ბუნებრივი ხის ელემენტები, ინდივიდუალური შალისა და ტყავის გადასაკრავი, სკანდინავიური დიზაინი, ერგონომიკა და კომფორტი. ტყავი „ვოლვოს“ სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის, მაგრამ შალი არა მარტო უფრო სასიამოვნო შესახებია, შალნარევი ქსოვილით გაწყობილი ინტერიერი ტყავთან შედარებით უბრალოდ უკეთეს განწყობას ქმნის. ვოლვო XC90-ის ინტერიერის ფუფუნება საერთოდ არ იწვევს შეკითხვებს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც სხვა მწარმოებლები, ძირითადად გერმანელები, ცდილობენ შთაბეჭდილება მხოლოდ ფუფუნების ელემენტებით ან გარეგნული ხიბლით მოახდინონ, შვედებმა მოახერხეს სასიამოვნო ოქროს შუალედის მონახვა, რომელიც აუცილებელი თანამედროვე კომფორტის და ტრადიციული დიზაინის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს.

ამასთანავე, „ვოლვოს“არ უთქვამს უარი თავის ტრადიციულ პროფესიონალიზმზე - შექმნას ავტომობილები ორიგინალური ფორმებით და დიზაინური უცნაურობებით. რა დასამალია, რომ პირველი, ყველაზე გამაღიზიანებელი ამოცანა ჩემთვის იყო „Apple Carplay“-ს აპლიკაციის მოძებნა და დაყენება. ჩვენს დროში, ისეთი აპლიკაციები, როგორიც არის „Apple Carplay“ და „Android Auto“ მძღოლის მხარდასაჭერი საინფორმაციო სისტემის ეკრანზე ყველაზე გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს. აპლიკაციების დამალვა, თუნდაც მენიუს ერთი საფეხურის მიღმა - სრული უაზრობაა. ეს იმ ისტორიას მაგონებს, როდესაც მწარმოებლებმა ჩათვალეს, რომ საჭიროა CD-ჩეინჯერის საბარგულში გადატანა. ასეთი ხშირად გამოყენებადი აპლიკაცია იოლად გასაგები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში.

ავტომატური გადაცემის რეჟიმის სელექტორს და გადაცემის გადართვის ბერკეტსაც (რომელიც Inscription-ში შვედური ბროლისგან არის დამზადებული) გარკვეული დრო სჭირდება მისაჩვევად. ჰიბრიდულ, „Pure“ და სპორტულ რეჟიმებს შორის გადართვისთვის უნდა დაატრიალოთ და ხელი დააჭიროთ პატარა ზომის მეტალის პრიალა ცილინდრს, რომელიც ზუსტად გადაცემის გადართვის ბერკეტის უკან არის მოთავსებული. სკროლინგის ფუნქცია და უკუკავშირი ვერასოდეს მარწმუნებდა, რომ ნამდვილად გადავრთე სასურველ რეჟიმში. შესაბამისად, მიხდებოდა გზიდან მზერის მოცილება დასარწმუნებლად, რომ რეჟიმი შეიცვალა. გადაცემის გადართვის ბერკეტის შემოწმებაც საკმაოდ ხშირად მიხდებოდა, რადგან სანამ წინსვლის ან უკუსვლის რეჟიმში გადართავ, ბერკეტი ჯერ ნეიტრალურ გადაცემაში უნდა გადაიყვანო. დიდად არ გავოცდები, თუ შემდეგი, გაუმჯობესებული XC90 მოდელისთვის „ვოლვო“ ტრანსმისიის ან ავტომატური გადაცემის რეჟიმის სელექტორის ღილაკს დაამატებს. გასაგებია, რომ „ვოლვოს“ თავის საკუთარ, უნიკალურ სტილში უყვარს საქმის კეთება, მაგრამ ველოსიპედის ხელახალი გამოგონება ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო.

ყველა ამ მცირე ხარვეზების მიუხედავად, XC90 (€ 41,500-დან შიდა წვის ძრავით) მაინც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია სრულგაბარიტიან კროსოვერებს (SUV) შორის. ამ გაბარიტების მქონე კროსოვერისთვის (SUV) „ვოლვომ“ შექმნა ავტომობილი, რომლის მართვისაც საერთოდ არ იგრძნობა მისი მასიურობა. იგი არ იხრება მოსახვევებში შესვლისას, როგორც რიგითი კროსოვერი, მას საკმარისი სიმძლავრე გააჩნია წონის გადასატანად. კონკურენტებთან შედარებით XC90 განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. ასე რომ წინასწარ გიხაროდეთ, თუ ქალაქიდან „გაქცევა“ თქვენთვის XC90-ში გატარებულ რამდენიმე ასეულ კილომეტრს ნიშნავს.

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?

ჰოლანდიური წარმოების სწრაფი ტესტები, რომელიც სინამდვილეში ჩინური აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ აღარ შეიძინა

საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"