პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?
როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია მსოფ­ლი­ოს ჯერ არ და­უ­მარ­ცხე­ბია და სულ უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბა მო­საზ­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მე­ო­რე ტალ­ღის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი იყო­ფა - ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მე­ო­რე ტალ­ღა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იქ­ნე­ბა, ნა­წი­ლი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს. პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, ამა­ზე ყვე­ლა თან­ხმდე­ბა.

აშშ-ის ნო­მერ პირ­ველ­მა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ას­თან შე­და­რე­ბით, მე­ო­რე ტალ­ღა გა­ცი­ლე­ბით სუს­ტი იქ­ნე­ბა. სა­პი­რის­პი­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (CDC) დი­რექ­ტორ­მა რო­ბერტ რე­დფილდმა. მან Washington Post-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ის სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ეპი­დე­მი­ას და­ემ­თხვე­ვა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ო­დის­თვის და­ი­წყე­ბა და იგი გა­ცი­ლე­ბით "უწყი­ნა­რი" იქ­ნე­ბა.

- ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­სად წა­სუ­ლა და ჩვე­უ­ლებ­რივ მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­აა, ამი­ტომ მე­ო­რე ტალ­ღა­ზე ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი. რო­დე­საც პან­დე­მი­ას დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს ჯან­მო, რო­გორც ეს ხდე­ბა ხოლ­მე პან­დე­მი­ე­ბის დროს, შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მე­ო­რე ტალ­ღა. ეს ვირუ­სი დე­და­მი­წი­დან არ გაქ­რე­ბა და იგი პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა.

თუ წი­ნა­მორ­ბე­დი პან­დე­მი­ე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, ვირუ­სე­ბი, რომ­ლებ­მაც შექ­მნა ეს პან­დე­მი­ე­ბი, ყო­ველ­თვის გვევ­ლი­ნე­ბო­და სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის სა­ხით, მაგ­რამ ბევ­რად უფრო და­სუს­ტე­ბუ­ლი. თან მე­ო­რე ტალ­ღას ყო­ველ­თვის უს­წრებ­და ვაქ­ცი­ნე­ბი. ახ­ლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღის­თვის ვაქ­ცი­ნა იყოს მზად.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ ვირუ­სის შემ­დე­გი გა­მოვ­ლე­ნა ბევ­რად უფრო მსუ­ბუ­ქი და მარ­ტი­ვად გა­და­სა­ტა­ნი იქ­ნე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სი იმ­დე­ნად ახა­ლი და იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა ვირუ­სე­ბის­გან, რომ რა­ი­მე გათ­ვლე­ბის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, თან­და­თა­ნო­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი ვირუ­სი მცირ­დე­ბა და მი­ი­ლე­ვა. ასე რომ, მომ­დევ­ნო ტალ­ღა კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა, ვერ იქ­ნე­ბა ისე­თი მძი­მე, რო­გორც ამ­ჟა­მინ­დე­ლი.

ბევ­რი რამე ვის­წავ­ლეთ ყვე­ლამ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მაც და მთლი­ა­ნად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა, ამი­ტომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დიდი ია­რა­ღია და ასე­თი პა­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტალ­ღი­სას" - გვე­უბ­ნე­ბა მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის ვა­რა­უ­დით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რუ­ლის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში იმ არ­გუ­მენ­ტებს ასა­ხე­ლებს, რის გა­მოც, პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა უფრო მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა.

- რა­ტომ არ იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტალ­ღა უფრო ძლი­ე­რი? პირ­ვე­ლი: ეს არის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მიერ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც უდი­დე­სი ია­რა­ღია. მე­ო­რე: ეს არის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ფაქ­ტო­რი - ბევრ ადა­მი­ანს უკვე გა­და­ტა­ნი­ლი ექ­ნე­ბა ეს ვირუ­სი, გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ეს და­ი­ცავს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. თუმ­ცა, გა­სარ­კვე­ვია, რა ხან­გრძლი­ვო­ბის ეფექ­ტი აქვს ამ ან­ტის­ხე­უ­ლებს - რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი თუ რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი. ამას ვერ გა­ვი­გებთ, სა­ნამ დრო არ გავა.

მე­სა­მე: ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი - თუ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის დიდი რი­ცხვი იქნა, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა გვექ­ნე­ბა, რად­გან დიდი ტალ­ღის­თვის ჩვენ შე­ზღუ­დუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კად­რე­ბი გვაქვს. სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა სა­კონ­ტრო­ლო. ისე­თი მცი­რე შემ­თხვე­ვე­ბი­სას, რო­გო­რიც ახლა გვაქვს, არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას - თუ მე­ო­რე ტალ­ღა ზამ­თარ­ში იქ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნა ალ­ბათ ვერ მო­უს­წრებს. მა­გა­ლი­თად შიდსის ვაქ­ცი­ნის შექ­მნას 30 წე­ლია ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ჯერ ვერ შეძ­ლეს, ამი­ტომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა სა­ერ­თოდ ვერ შე­იქ­მნას, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნე­ბი პო­ზი­ტი­უ­რია

სა­ერ­თო ჯამ­ში, მე­ო­რე ტალ­ღას ვერ დავ­ხა­ტავ­დი ისე ტრა­გი­კუ­ლად, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი აღ­წერს. არც სხვა რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მოხ­ში­რე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ. სტრე­სუ­ლი ფონი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას, თუმ­ცა ეს ვერ იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. პოსტსტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი ამ­წვა­ვებს ზო­გა­დად ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს, თუმ­ცა ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რა­ტომ უნდა წარ­მო­იქ­მნას?!" - ამ­ბობს სერ­გო ჩიხ­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თუმ­ცა, პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი ყუ­რა­დღე­ბას ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვა­ზე ამახ­ვი­ლებს. ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ეპი­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა სე­ზო­ნურ ვირუ­სებს და­ემ­თხვე­ვა, რაც სი­ტუ­ა­ცი­ას რამ­დე­ნად­მე გა­არ­თუ­ლებს.

- ჩემი ვა­რა­უ­დით, მე­ო­რე ტალ­ღა შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა, რად­გან ბევ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლო­გი­კუ­რად ასე უნდა მოხ­დეს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკან და­ი­ხია ვირუს­მა. თუ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში გან­მე­ორ­დე­ბა, და­ამ­ძი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბას იმ მხრივ, რომ და­ემ­თხვე­ვა სე­ზო­ნუ­რი გრი­პის პე­რი­ოდს. შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სი აღარ იყოს ისე ძლი­ე­რი, მაგ­რამ გარ­ჩე­ვა გარ­თულ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, სიმპტო­მე­ბი მსგავ­სია და გარ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო, ამ მხრივ მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა შეხ­ვდეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა რო­გორც გრი­პის, ისე კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია გრი­პის ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის მზად­ყოფ­ნა. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­მო­ი­ტა­ნოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი ოდე­ნო­ბით ვაქ­ცი­ნე­ბი და არა 40 000 და 90 000 რო­გორც წელს და შარ­შან იყო. სა­ჭი­როა მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აიც­რას, რათა ორ­მა­გი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი შემ­ცირ­დეს! გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ რო­დე­საც შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა, ინ­ფი­ცი­რე­ბის ოდე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია" - გან­მარ­ტავს ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში.

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ე­ღო პა­სუ­ხი, არის თუ არა უწყე­ბა და ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­სა­ლოდ­ნე­ლი მე­ო­რე ტალ­ღის­თვის, თუმ­ცა უწყე­ბა­ში ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
19

პირველი ტალღა რა გაქრა ? ვერ ხედავთ რა ხდება ამერიკასა და ევროპაში ?! 

mai
2

მომბეზრდა უკვე ვარაუდები და მკითხაობები 

ავტორი:

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ჯერ არ დაუმარცხებია და სულ უფრო აქტიურდება მოსაზრება მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებები იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ტალღა გაცილებით მძიმე იქნება, ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს. პანდემიის მეორე ტალღა რომ აუცილებლად იქნება, ამაზე ყველა თანხმდება.

აშშ-ის ნომერ პირველმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ მიმდინარე პანდემიასთან შედარებით, მეორე ტალღა გაცილებით სუსტი იქნება. საპირისპირო განცხადება გააკეთა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორმა რობერტ რედფილდმა. მან Washington Post-ს განუცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა გაცილებით უფრო საშინელი იქნება, რადგან ის სეზონური გრიპის ეპიდემიას დაემთხვევა.

AMBEBI.GE დაინტერესდა ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებით ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის დაიწყება და იგი გაცილებით "უწყინარი" იქნება.

- ჯერჯერობით კორონავირუსი არსად წასულა და ჩვეულებრივ მიმდინარე პანდემიაა, ამიტომ მეორე ტალღაზე ნაადრევია საუბარი. როდესაც პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს ჯანმო, როგორც ეს ხდება ხოლმე პანდემიების დროს, შემდეგ მოსალოდნელია, მეორე ტალღა. ეს ვირუსი დედამიწიდან არ გაქრება და იგი პერიოდულად გამოჩნდება.

თუ წინამორბედი პანდემიებით ვიხელმძღვანელებთ, ვირუსები, რომლებმაც შექმნა ეს პანდემიები, ყოველთვის გვევლინებოდა სეზონური ვირუსების სახით, მაგრამ ბევრად უფრო დასუსტებული. თან მეორე ტალღას ყოველთვის უსწრებდა ვაქცინები. ახლაც მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ვაქცინა იყოს მზად.

საერთო ჯამში, ამ ვირუსის შემდეგი გამოვლენა ბევრად უფრო მსუბუქი და მარტივად გადასატანი იქნება. კორონავირუსი იმდენად ახალი და იმდენად განსხვავებულია სხვა ვირუსებისგან, რომ რაიმე გათვლების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თანდათანობით ყველანაირი ვირუსი მცირდება და მიილევა. ასე რომ, მომდევნო ტალღა კორონავირუსისა, ვერ იქნება ისეთი მძიმე, როგორც ამჟამინდელი.

ბევრი რამე ვისწავლეთ ყველამ, ეპიდემიოლოგებმაც და მთლიანად სამედიცინო პერსონალმა, ამიტომ ეს გამოცდილება დიდი იარაღია და ასეთი პანიკური დამოკიდებულებაც არ იქნება მეორე ტალღისას" - გვეუბნება მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტის ვარაუდით, კორონავირუსის პანდემია ზაფხულის მიწურულისთვის დასრულებულად გამოცხადდება.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც, პანდემიის მეორე ტალღა უფრო მსუბუქი იქნება.

- რატომ არ იქნება მეორე ტალღა უფრო ძლიერი? პირველი: ეს არის სამედიცინო სფეროს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც უდიდესი იარაღია. მეორე: ეს არის ანტისხეულების ფაქტორი - ბევრ ადამიანს უკვე გადატანილი ექნება ეს ვირუსი, გამოუმუშავდებათ ანტისხეულები და ეს დაიცავს დაინფიცირებისგან. თუმცა, გასარკვევია, რა ხანგრძლივობის ეფექტი აქვს ამ ანტისხეულებს - რამდენიმეთვიანი თუ რამდენიმეწლიანი. ამას ვერ გავიგებთ, სანამ დრო არ გავა.

მესამე: ჰოსპიტალური სექტორი - თუ დაინფიცირების დიდი რიცხვი იქნა, სერიოზული გამოწვევა გვექნება, რადგან დიდი ტალღისთვის ჩვენ შეზღუდული სამედიცინო კადრები გვაქვს. სწორედ ეს იქნება საკონტროლო. ისეთი მცირე შემთხვევებისას, როგორიც ახლა გვაქვს, არ იქნება პრობლემა.

რაც შეეხება ვაქცინას - თუ მეორე ტალღა ზამთარში იქნება, ვაქცინა ალბათ ვერ მოუსწრებს. მაგალითად შიდსის ვაქცინის შექმნას 30 წელია ცდილობენ, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია

საერთო ჯამში, მეორე ტალღას ვერ დავხატავდი ისე ტრაგიკულად, როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღწერს. არც სხვა რაიმე დაავადებების განსაკუთრებულ მოხშირებას უნდა ველოდოთ. სტრესული ფონი და მისგან გამოწვეული გარკვეული ფსიქიკური პრობლემები შეიძლება შეიქმნას, თუმცა ეს ვერ იქნება განსაკუთრებული და ტრაგიკული გამოწვევა. პოსტსტრესული მდგომარეობები ამწვავებს ზოგადად ქრონიკულ დაავადებებს, თუმცა ახალი დაავადებები რატომ უნდა წარმოიქმნას?!" - ამბობს სერგო ჩიხლაძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

თუმცა, პოზიტიური მოლოდინის პარალელურად, ჯანდაცვის ექსპერტი ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე ამახვილებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღა სეზონურ ვირუსებს დაემთხვევა, რაც სიტუაციას რამდენადმე გაართულებს.

- ჩემი ვარაუდით, მეორე ტალღა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იქნება, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ლოგიკურად ასე უნდა მოხდეს. ბევრ ქვეყანაში უკან დაიხია ვირუსმა. თუ ზამთრის პერიოდში განმეორდება, დაამძიმებს მდგომარეობას იმ მხრივ, რომ დაემთხვევა სეზონური გრიპის პერიოდს. შესაძლოა, კორონავირუსი აღარ იყოს ისე ძლიერი, მაგრამ გარჩევა გართულდება დიაგნოსტიკური საშუალებით, სიმპტომები მსგავსია და გარჩევა იქნება საყურადღებო, ამ მხრივ მომზადებული უნდა შეხვდეს ჯანდაცვის სისტემა როგორც გრიპის, ისე კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიმართულებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გრიპის ვირუსის ვაქცინაციისთვის მზადყოფნა. სახელმწიფომ უნდა შემოიტანოს მაქსიმალურად დიდი ოდენობით ვაქცინები და არა 40 000 და 90 000 როგორც წელს და შარშან იყო. საჭიროა მილიონობით ვაქცინა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრას, რათა ორმაგი დაინფიცირების რისკი შემცირდეს! გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, ინფიცირების ოდენობა გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული შემთხვევები, შენარჩუნდება სტაბილური სიტუაცია" - განმარტავს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში.

AMBEBI.GE რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიეღო პასუხი, არის თუ არა უწყება და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - გიორგი ფხაკაძე

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს