პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტ ჩოხა-ახალუხს - უწყება განცხადებას ავრცელებს
რისთვის ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტ ჩოხა-ახალუხს - უწყება განცხადებას ავრცელებს

ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­სას­ყი­დი 80 (ოთხმო­ცი) კომ­პლექ­ტი ჩოხა-ახა­ლუ­ხი გან­კუთ­ვნი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის­თვის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რომ­ლი­თაც მე­დი­ა­ში გა­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უპა­სუ­ხეს.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩოხა-ახა­ლუ­ხი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­პა­ტიო ყა­რა­ულს აც­ვია 7 წელ­ზე მე­ტია არ შეც­ვლი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მოხ­მა­რე­ბის ვადა 5 წე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად ზო­გი­ერ­თი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ,რომ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში არ­სე­ბობს და­ნა­ყო­ფე­ბი, რო­მელ­თაც ესა­ჭი­რო­ე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ერთ-ერთ ასეთ და­ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლი, რომ­ლის ფუნ­ქცი­ებ­შიც შე­დის, უმაღ­ლე­სი რან­გის სტუმ­რე­ბი­სა და დე­ლე­გა­ცი­ე­ბის დახ­ვედ­რა-გა­ცი­ლე­ბი­სას და სხვა­დას­ხვა სა­ხის დღე­სას­წა­ულ­ზე, სა­ზე­ი­მო და სამ­ხედ­რო ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის და მა­ღა­ლი რან­გის სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ გმირ­თა მე­მო­რი­ალ­ზე სა­პა­ტიო გან­წე­სის შეს­რუ­ლე­ბა და გვირ­გვი­ნით შემ­კო­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტენ­დე­რის ვა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვა და­გეგ­მი­ლი იყო ჯერ კი­დევ გა­სულ წელს. 2019 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ცხად­და ტენ­დე­რი, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე პრე­ტენ­დენ­ტებ­მა ვერ შეძ­ლეს სა­ტენ­დერო მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქონ­ლის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი გაგ­რძელ­და 2020 წელს, რა­ზე­დაც გა­მო­ცხად­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი ტენ­დე­რი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უწყე­ბა 116 ათას ლა­რად 80 ჩო­ხას და 80 ხან­ჯალს ლე­ვან ვა­სა­ძის­გან ყი­დუ­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
68

ჯერ ნაცისტ ვასაძისგან რამეს რო იყიდი ე.ი. რა დონე ხარ

კ ო მ ბ ლ ე
63

ჩოხის ყიდვას, გვირგვინი გეყიდათ ხიხოსთვის, იმპერატორის გვირგვინი ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რისთვის ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტ ჩოხა-ახალუხს - უწყება განცხადებას ავრცელებს

რისთვის ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტ ჩოხა-ახალუხს - უწყება განცხადებას ავრცელებს

ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მედიაში გასულ ინფორმაციას უპასუხეს.

"მოგახსენებთ, რომ ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია 7 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების ვადა 5 წელია. შესაბამისად ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ამ თემით სპეკულირება არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მოგეხსენებათ,რომ თავდაცვის უწყებაში არსებობს დანაყოფები, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალური ფორმა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს წარმოადგენს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, რომლის ფუნქციებშიც შედის, უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე, საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება, საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ტენდერის ვადებს, აღნიშნული შესყიდვა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს. 2019 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი, თუმცა მონაწილე პრეტენდენტებმა ვერ შეძლეს სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საპატიო ყარაულის საჭიროებიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვის პროცედურები გაგრძელდა 2020 წელს, რაზედაც გამოცხადდა აღნიშნული განმეორებითი ტენდერი" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყება 116 ათას ლარად 80 ჩოხას და 80 ხანჯალს ლევან ვასაძისგან ყიდულობს.