ავტორი:

"წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, პირველი ეტაპია... მას პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად განვიხილავთ" - თენგიზ ცერცვაძე

"წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, პირველი ეტაპია... მას პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად განვიხილავთ" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამინდელი პოზიტიური ტალღა შეინარჩუნოს, მოსახლეობამ მინიმუმ სამი აუცილებელი წესი მაინც უნდა დაიცვას, ესაა ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება.

როგორც ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად ჯერ ვერ განიხილება.

"იმისთვის, რომ ეს პოზიტიური ტალღა შევინარჩუნოთ ერთადერთი ეფექტიანი გზა არსებობს. როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ უგულებელყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რასაც აქამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ვიყენებდით.

საჭიროა იმ ჩვევების შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიმუშავეს არა როგორც სავალდებულო, ან ჯარიმის შიშით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება. ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ.

მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუ მაშინაც შევინარჩუნეთ ეპიდემიის სცენარის ეს დონე და ახალი შემთხვევების ეს რაოდენობა, მხედველობაში მაქვს ერთნიშნა ან ორნიშნა ციფრი, მაგრამ არაუმეტეს 20-ისა, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა პანდემიას გაუმკლავდა, მაგრამ, მუდმივად ფრთხილად უნდა ვიყოთ",-განაცხადა ცერცვაძემ.

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება