ლიტერატურულ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა დაიწყო. ახლა უკვე მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, 11 ივნისის ჩათვლით, წაიკითხოს და შეაფასოს პირველ ეტაპზე გასული, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეული ნაშრომები.
ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე
ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - “SMS კოდის მიღება”. ამის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში - „SMS კოდი“.
ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ, კონკურსის თითოეულ ტურში.
ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.
I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.