ავტორი:

BTU ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ღია ვებინარებს იწყებს

BTU ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ღია ვებინარებს იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალ პროექტს იწყებს. პარტნიორ კომპანიებთან ერთად ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ჩატარდება ვებინარები, რომელთა მთავარი თემა იქნება ტექნოლოგიური ტრენდები.

ვებინარები ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება და სულ 8 ონალინ შეხვედრა გაიმართება. ონლაინ სემინარების დაწყების დრო 19:00 საათია, რომ მასზე დასწრება ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს.

„ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აღარავინ დაობს. თუმცა პანდემიის დროს, ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით და ყოველდღიური პროცესების დიჯიტალიზაცია აქტუალურია, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, BTU-სთან და სხვა კომპანიებთან საერთო კოლაბორაციით, შეგვექმნა ერთიანი ონლაინ პლატფორმა, სადაც LIVE ვებინარების ფორმატში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს გადავცემთ ამომწურავ, საჭირო და დღეისათვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით,” - აცხადებს ანა კაჭიური, კომპანია LAB–ის დირექტორი.

ამ ეტაპზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღია ვებინარების სესიებში LAB ერთვება ძალიან აქტუალური და საინტერესო თემით: „მონაცემთა ფაბრიკა - მოგზაურობა ციფრულ ტრანსფორმაციაში“.

20 მაისს 19 საათზე დაგეგმილ ონლაინ ლექციას გაუძღვებიან კარლო დავიდიანი, კომპანია LAB-ის ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, BTU-ს მოწვეული ლექტორი, იგორ მიხაილოვი, MUK TBILISI-ს კომერციული დირექტორი და NetApp-ის მიმართულების ხელმძღვანელი. სპიკერები ისაუბრებენ მომავლის თემებზე და ტექნოლოგიებზე როგორიცაა:

  • ციფრული ტრანსფორმაცია და მეთოდოლოგია
  • მონაცემთა ცენტრების აპარატურა
  • ღრუბლოვანი რესურსები
  • ვირტუალიზაცია
  • კონტეინერები და მონაცემთა მართვა/მონიტორინგი

გარდა აღნიშნულისა, BTU აქტიურად თანამშრომლობს კომპანია LAB–თან, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მოწინავე კომპანიაა. ის 2005 წლიდან ფუნქციონირებს და უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ნერგავს სხვადასხვა.

აღნიშნული ვებინარის გარდა, ღია ვებინარების ფარგლებში შემდეგი ონლაინ შეხვედრები გაიმართება:

12 მაისი 19:00 საათი - Greennet, ბიზნეს ანალიტიკა მანქანურ სწავლების გამოყენებით.

გიორგი სოფრომაძე, Greennet-ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

13 მაისი 19:00 საათი - Micro Focus, უსაფრთხოება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას.

ივანე შეყლაშვილი, Micro Focus-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი საქართველოში. თემები:

● აპლიკაციების უსაფრთხოება

● დინამიური და სტატიკური ანალიზი

● DevSecOps რეალიზაცია Micro Focus-ისგან

14 მაისი 19:00 საათი - SPECTRE, თანამედროვე დატაცენტრების ინფრასტრუქტურა, დიზაინი და მშენებლობა. კარლო მათითაშვილი, კომპანია Spectre-ს დამფუძნებელი. თემები:

● დატაცენტრების კომპონენტები

● სტანდარტიზაცია

● მშენებლობის პრინციპები მსოფლიოში და საქართველოში

15 მაისი 19:00 საათი - HP Enterprise, სასერვერო ინფრასტრუქტურის მომავალი.დიმიტრი კვინტრაძე - Country Managing Director, HPE Georgia.საბა მელაძე - Solutions Architect, HPE Georgia.

თემები:

● HPE Synergy

● OneView

● პროგრამულად მართვადი და კომპონირებადი ინფრასტრუქტურა

19 მაისი 19:00 საათი - დიჯიტალიზაცია კრიზის დროს.

Syntax, სალომე მახარაძე.

თემები:

● Covid-19 გამოწვევები

● Microsoft Teams

● Project Management

23 მაისი 19:00 საათი - Orient Logic, თანამედროვე WiFi სისტემები და ტექნოლოგიები. თემურ კალანდია, „ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური დირექტორი.

25 მაისი 19:00 საათი - WANDIO, თანამედროვე მიდგომები ვებ პროგრამირებაში.გოგა გოგობერიშვილი, კომპანია Wandio, Frond End მიმართულების ხელმძღვანელი.

თემა:

● Front-end Into

აღსანიშნავია, რომ ვებინარები წარიმართება ღია ფორმატით, შესაბამისად დასწრება შეეძლებათ როგორც აბიტურიენტებს, ნებისმიერი უნივერსიტის სტუდენტებს, დარგის სპეციალისტებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.