სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე
200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე

ფერ­მე­რე­ბი 1 ჰექ­ტარ მი­წა­ზე სა­ხელ­მწი­ფოს­გან 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„თი­თო­ე­უ­ლი ფერ­მე­რი, რო­მელ­საც აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მიწა, 1 ჰექ­ტარ­ზე მი­ი­ღებს დახ­მა­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან 200 ლა­რის სუბ­სი­დი­რე­ბით. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი სა­ფერ­მე­რო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ მა­გა­ლი­თად, 10 ჰექ­ტა­რი მიწა და ამუ­შა­ვე­ბენ, მი­ი­ღე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს­გან დახ­მა­რე­ბას 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს რა თქმა უნდა, პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­და­ნა­წილ­დე­ბა იმ ფერ­მე­რებ­ზეც, რომ­ლებ­საც აქვთ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მო­ცუ­ლო­ბის ფარ­თო­ბის მი­წე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ფერ­მე­რებ­მა, დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბის სა­მი­ნის­ტროს ქვე­და­ნა­ყო­ფებს 20 მა­ი­სი­დან უნდა მი­მარ­თონ. რო­გორც გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, დახ­მა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 200 000 ფერ­მერს შე­ე­ხე­ბა და სრუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი 300 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

“ფერ­მე­რებს შე­ეძ­ლე­ბათ, რომ მი­მარ­თონ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის ქვე­და­ნა­ყო­ფებს 20 მა­ი­სი­დან და ესეც არის ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა ეს დახ­მა­რე­ბა შე­ე­ხე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ფერ­მერს და ამ დახ­მა­რე­ბის სრუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა 300 მი­ლი­ო­ნი ლარი”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ფერ­მე­რე­ბი დი­ზე­ლის საწ­ვავს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ფას­თან შე­და­რე­ბით ერთი ლა­რით ია­ფად შე­ი­ძე­ნენ. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს, რომ ფერ­მე­რე­ბის­თვის აგ­რო­დე­ზე­ლის ფასი ნაკ­ლე­ბი იყოს კრი­ზი­სის შემ­დე­გა­დაც, მომ­დევ­ნო წლებ­ში.

„ყო­ვე­ლი ფერ­მე­რი 1 ჰექ­ტარ­ზე მი­ი­ღებს 150 ლიტრ დი­ზე­ლის საწ­ვავს, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა სა­ბაზ­რო ფას­ზე ერთი ლა­რით იაფი. სა­ერ­თოდ, სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, საწ­ვა­ვის ფასი არის კრი­ტი­კუ­ლად, სის­ტე­მუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად არა მხო­ლოდ წელს კრი­ზის­ში, არა­მედ მო­მა­ვა­ლი წლე­ბის­თვი­საც. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ აგ­რო­დი­ზე­ლის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იაფი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დი­ზე­ლის ფასი ბა­ზარ­ზე“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, ის ფერ­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 2020 წლის ბო­ლომ­დე მი­წებს და­ი­რე­გის­ტრი­რე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბე­ბით და შე­ღა­ვა­თე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მიწა სრუ­ლად იქ­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და აღ­რი­ცხუ­ლი.

„ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სის­ტე­მუ­რი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას­თან ერ­თად გან­გვე­ხი­ლა ეს გახ­ლავთ მი­წის სის­ტე­მუ­რი რე­გის­ტრა­ცია, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო. ეს არის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის ღო­ნის­ძე­ბა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ. უკვე გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს და­ფი­ნან­სე­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად იქ­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და აღ­რი­ცხუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მიწა. ყვე­ლა ის დახ­მა­რე­ბა, რაც ჩვენ ჩა­მოვ­თვა­ლეთ პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მი­წას­თან, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ჩვენ ხელი შე­უ­წყოთ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ფერ­მე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე მი­ზე­ზით მიწა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ აქვს, წლის ბო­ლომ­დე რო­მე­ლიც მო­ა­ხერ­ხებს მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ას, ეს შე­ღა­ვა­თე­ბი და დახ­მა­რე­ბა მა­თაც შე­ე­ხე­ბათ. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პროგ­რა­მის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მო­მა­ვა­ლი წლის რა­ღაც პე­რი­ოდსაც მო­ი­ცავს. მოკ­ლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით ფერ­მე­რებს, ვეხ­მა­რე­ბით სო­ფელს. ეს არის ზრუნ­ვა არა მხო­ლოდ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ან­ზე, თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ზე და ეს არის ზრუნ­ვა ქვეყ­ნის აგ­რო­სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, მინ­და, თი­თო­ე­ულ ფერ­მერს მო­ვუ­წო­დო, ყვე­ლა ის მიწა, რო­მე­ლიც სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­აჩ­ნი­ათ და შე­უძ­ლი­ათ რომ იყოს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ა­რე­გის­ტრი­რონ, რომ გახ­სნენ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ყვე­ლა იმ პროგ­რა­მის, რო­მელ­საც დღეს სა­ხელ­მწი­ფო მათ სა­სარ­გებ­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
5

სამი წლის შემდეგ ოცნება აღარ იქნება

ალექს
0

დიდი მადლობა ამხანაგო გიორგი ბოლნის მარნეულისაკენ გზა რომ გაგვიხსენით , თელეთში მივდიოდი ხელსაქმეზე და ვერ მოვაბი თავი , რა საქმე და იქა ზაჯვარედინზე ერთი ქვა აგდია , დიდი პაპიჩემისეული, ესა, აი ხალხი რომ ბნელი იყო, ბატონყმობა რომ ჯერ არ გადავარდნილიყო და სოციალიზმ კომუნიზმი კი არ დამყარებულიყო , არც თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკისა იცოდნენ ინჩიბინჩი , პაპას ზედ იმ ცივ ქვაზე რომელზეც იჯდა, ზედ წაუწერია "აბა ვაჟკაცობა იმან დაიკვეხნოსო, ვინც ახლა არჩენს ოჯახს, როცა ასი კვერცხი შაური გახდაო " ! მივდივარ ორიოდ სიტყვა მეც ამოვთალო პაპიჩემის იმ ცივ ქვაზე " აბა ვაჟკაცობა იმან დაიკვეხნოს, ვინც თავისის გარდა კიდევ ორ ოჯახს არჩენს , ერთი ქოციონალი ჩინოვნიკისა და მეორე მისი მაკონტროლებელ მიმსჯელ დამსჯელი ნაციონალი ცოლისძმისა, ან კიდევ მოქკავშირელი სტატისტიკოსი სიდედრისა, როცა ასი კვერცხი ხუთი თუმანი გახდაო "! ჩავამატებ რა , კონსტიტუცია ხომ არ არის მუხის კოსტუმივით ვერ ჩაიტიოს, ქვაა რა !?იმედია გზად შრომის იარაღებს არ ჩამომართმევენ და იმ ქვას ზედ არ დამადებენ და იქვე დატოვებენ , შთამომავლობამ რომ ნახოს ,ნათელი როცა დაგვადგება და გავბრწყინდებით !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე

200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“ - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებმა, დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან უნდა მიმართონ. როგორც გახარიამ განაცხადა, დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

“ფერმერებს შეეძლებათ, რომ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი”, - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდეზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში.

„ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ წელს კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვისაც. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული.

„ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილი გვაქვს დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული ნებისმიერი სახის მიწა. ყველა ის დახმარება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენ ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვს, წლის ბოლომდე რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რომ გახსნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს“, - განაცხადა გახარიამ.

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა

რისი მოწყობა იგეგმება იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს "ქართუმ" თბილისს უსასყიდლოდ გადასცა

საქართველოში რიგა-ქუთაისის რეისით 108 ადამიანი ჩამოფრინდა - მგზავრები საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს