პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...
გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...

11 მა­ი­სი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე­ცხრე ტომს შე­ი­ძენთ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. ამ ტომ­ში არის გან­მარ­ტე­ბე­ბი წიგ­ნე­ბი­სა: იგავ­ნი სო­ლო­მო­ნი­სა, ეკ­ლე­სი­ას­ტე, ქე­ბა­თა-ქება სო­ლო­მო­ნი­სა, სიბ­რძნე სო­ლო­მო­ნი­სა.

გთა­ვა­ზობთ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის - თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ბლოგს:

არის ასე­თი წიგ­ნი ბიბ­ლი­ა­ში "ეკ­ლე­სი­ას­ტე", რომ­ლის ავ­ტო­რა­დაც მეფე სო­ლო­მო­ნია მიჩ­ნე­უ­ლი. ყვე­ლას გვსმე­ნია ფრა­ზა: "ამა­ო­ე­ბა ამა­ო­ე­ბა­თა ყო­ვე­ლი­ვე ამა­ოა" - ასე იწყებს ეკ­ლე­სი­ას­ტე მსჯე­ლო­ბას წარ­მა­ვა­ლი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ყო­ფის უაზ­რო­ბა­ზე. ავ­ტო­რი ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ანი­ჭებს არც დი­დძა­ლი სიმ­დიდ­რე, არც ხორ­ცი­ე­ლი ვნე­ბე­ბი. და როცა მწიფ­დე­ბა აზრი: მაშ რო­გორ ვი­ცხოვ­როთ, რის­თვის ვიღ­ვა­წოთ? - წიგ­ნის ეპი­ლოგ­ში სო­ლო­მო­ნი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს გვთა­ვა­ზობს:

ნუ და­იმ­ძი­მებთ ყო­ფას დი­დძა­ლი ქო­ნე­ბის მოხ­ვე­ჭის სურ­ვი­ლით და დაკ­მა­ყო­ფილ­დით იმით, რა­საც უფა­ლი გაძ­ლევთ!

აკე­თეთ სი­კე­თე!

დატ­კბით ცხოვ­რე­ბით, მაგ­რამ ჯან­სა­ღად, ღვთის­თვის სათ­ნო საქ­მე­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით!

მი­ენ­დეთ უფალს! მზი­ან, სი­კე­თით გამთბარ, ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას.

***

სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­კუ­თა­რის აგე­ბა რომ არ შე­იძ­ლე­ბა, სხვი­სი სიმ­შვი­დის დარ­ღვე­ვით ჩვენ­სას რომ ვერ მო­ვი­პო­ვებთ, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით. მაგ­რამ არის ეს საკ­მა­რი­სი? სხვას რომ არა­ფერს და­ვუ­შა­ვებ, ვარ კი მე ადა­მი­ა­ნი? ჩემ­თვის რომ ვიქ­ნე­ბი და შენ - შენ­თვის, რა გა­მო­ვა ამით? სხვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, სხვი­სი სიმ­შვი­დის­თვის, სა­კუ­თა­რის დათ­მო­ბა თუ შე­მიძ­ლია, აი მა­შინ მაქვს ცხე­ლი გული, მა­შინ გა­ცო­ცხლე­ბუ­ლა ჩემ­ში სიყ­ვა­რუ­ლი... ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა ყო­ველ­დღი­უ­რი გმი­რო­ბაა, ყო­ველ­დღი­უ­რი კი არა, ყო­ველ­წა­მი­ე­რი...

ჩემი ფიქ­რი და გო­ნე­ბა სა­ჩე­მოდ თუ არ იქ­ნე­ბა მო­მარ­თუ­ლი, შენ­ზე ფიქ­რს თუ შევ­ძლებ, შენი ტკი­ვი­ლის გა­თა­ვი­სე­ბას, შენი თვა­ლე­ბით თუ და­ვი­ნა­ხავ შენ­სა­ვე სა­წუ­ხარს - აი, მა­შინ მერ­ქმე­ვა ადა­მი­ა­ნი...

ჩვენ კი... ეჰ, ჩვენ კი...

მე ასე მინ­და... ჩემ­თვის ასეა უკე­თე­სი... მთა­ვა­რია, მე ვიყო კარ­გად - ეს არის ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის სა­ზო­მი და ათ­ვლის წერ­ტი­ლი... მერე კი გვიკ­ვირს, რა­ტომ ვერ ვპო­უ­ლობთ სიმ­შვი­დეს და ბედ­ნი­ე­რე­ბას...

გული გვაქვს ცივი... უსიყ­ვა­რუ­ლო... უღ­მერ­თოდ ვცხოვ­რობთ...

ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­ცო­ცხლე შეგვძლე­ბო­დეს!

ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის სი­ხა­რუ­ლი ვი­სურ­ვოთ, მე­გობ­რე­ბო.

***

გახ­სოვს?

ბო­ლოს რო­დის დათ­ვა­ლე ცაში ღრუბ­ლე­ბი...

რო­დის აგიფრ­თხი­ალ­და გუ­ლის პეპ­ლე­ბი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ხე­ე­ბის და­ნახ­ვი­სას...

ბო­ლოს რო­დის შე­ამ­ჩნიე, რა სა­ოც­რად გიყ­ვე­ბა სამ­ყა­როს ამ­ბავს გულყვი­თე­ლა ჩიტი შენს ფან­ჯა­რას­თან...

რო­დის გა­გა­ო­ცა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ღი­მილ­მა, ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი რომ აქვთ...

რო­დის და­ფიქ­რდი - რა სას­წა­უ­ლია ეს ფო­თო­ლი, ბა­ლა­ხი, ყვა­ვი­ლი, ცა, მიწა, ყო­ვე­ლი არ­სე­ბა და რა სა­ოც­რე­ბა ხარ შენ, ამ ყვე­ლაფ­რის გვირ­გვი­ნო - ადა­მი­ა­ნო!

ბო­ლოს რო­დის შე­ე­ცა­დე სიყ­ვა­რუ­ლით სამ­ყა­როს გა­ლა­მა­ზე­ბას?

არ გახ­სოვს ხო, შენ, უსუს­რო ჩემო თავო!?

სა­მა­გი­ე­როდ ხომ გახ­სოვს კო­რო­ნა, 5-ჯი, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი, მი­წისძვრა, შიში, დაქ­ცე­ვა და უბე­დუ­რე­ბა?

ნახე, რა ლა­მა­ზია ყვე­ლა­ფე­რი... ერთი მშვე­ნი­ე­რი წა­მის­თვის ღირს ზოგ­ჯერ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა! შენ კი ათა­სო­ბით წამს კარ­გავ უაზ­როდ, უმიზ­ნოდ!

რაც ახლა უმ­ნიშ­ვნე­ლო გგო­ნია, ის არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი! ნუ მიჰ­ყვე­ბი ამ უაზ­რო დი­ნე­ბას! ნუ!

მთა­ვა­რი რა არის - ეს გა­იხ­სე­ნე

***

და­ვი­ღა­ლეთ?!

ძალა მო­ვიკ­რი­ბოთ - სხვა, ჩვენ­ზე დაღ­ლი­ლი, ვა­ნუ­გე­შოთ!

ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბა იმით გა­მოვ­ცა­დოთ - გან­საც­დელ­ში მყო­ფის დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას რომ გვაძ­ლევს უფა­ლი, კი არ და­ვი­ზა­როთ, ჯილ­დოდ და ნუ­გე­შად მი­ვი­ღოთ!

ამ­დენ ჭორ-მარ­თალ­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, ერ­თა­დერთ სი­მარ­თლეს, ერ­თა­დერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მი­ვა­პყროთ მზე­რა!

ვინ რას გეგ­მავს, ვინ რას გვი­პი­რებს, რა მიზ­ნე­ბი აქვთ კა­ცობ­რი­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ეს ნუ დაგვზაფ­რავს!

უფალს მი­ვან­დოთ ყვე­ლა უსა­მარ­თლო­ბა! - ერთი სურ­ვლით: მი­უ­ტე­ვოს, რად­გან არ იცი­ან რას აკე­თე­ბენ!

რწმე­ნა, იმე­დი, სიყ­ვა­რუ­ლია - ჩვე­ნი აბ­ჯა­რი და ია­რა­ღი!

ბრძო­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ...

ნუ გე­ში­ნი­ათ!!!

მე­ცხრე ტომი 11 მა­ი­სი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა სა­გა­ზე­თო ქსელ­სა და „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ბიბ­ლუ­სი“ უკვე გა­იხ­სნა ორ­შა­ბა­თი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...

გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...

11 მაისიდან „ბიბლიის განმარტებების“ მეცხრე ტომს შეიძენთ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. ამ ტომში არის განმარტებები წიგნებისა: იგავნი სოლომონისა, ეკლესიასტე, ქებათა-ქება სოლომონისა, სიბრძნე სოლომონისა.

გთავაზობთ პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის - თამარ მამაცაშვილის ბლოგს:

არის ასეთი წიგნი ბიბლიაში "ეკლესიასტე", რომლის ავტორადაც მეფე სოლომონია მიჩნეული. ყველას გვსმენია ფრაზა: "ამაოება ამაოებათა ყოველივე ამაოა" - ასე იწყებს ეკლესიასტე მსჯელობას წარმავალი ამქვეყნიური ყოფის უაზრობაზე. ავტორი ხაზგასმით ამბობს, რომ ადამიანს ბედნიერებას არ ანიჭებს არც დიდძალი სიმდიდრე, არც ხორციელი ვნებები. და როცა მწიფდება აზრი: მაშ როგორ ვიცხოვროთ, რისთვის ვიღვაწოთ? - წიგნის ეპილოგში სოლომონი ბედნიერად ცხოვრების პირობებს გვთავაზობს:

ნუ დაიმძიმებთ ყოფას დიდძალი ქონების მოხვეჭის სურვილით და დაკმაყოფილდით იმით, რასაც უფალი გაძლევთ!

აკეთეთ სიკეთე!

დატკბით ცხოვრებით, მაგრამ ჯანსაღად, ღვთისთვის სათნო საქმეების აღსრულებით!

მიენდეთ უფალს! მზიან, სიკეთით გამთბარ, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ყველას.

***

სხვის უბედურებაზე საკუთარის აგება რომ არ შეიძლება, სხვისი სიმშვიდის დარღვევით ჩვენსას რომ ვერ მოვიპოვებთ, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არის ეს საკმარისი? სხვას რომ არაფერს დავუშავებ, ვარ კი მე ადამიანი? ჩემთვის რომ ვიქნები და შენ - შენთვის, რა გამოვა ამით? სხვისი ბედნიერებისთვის, სხვისი სიმშვიდისთვის, საკუთარის დათმობა თუ შემიძლია, აი მაშინ მაქვს ცხელი გული, მაშინ გაცოცხლებულა ჩემში სიყვარული... ადამიანად ყოფნა ყოველდღიური გმირობაა, ყოველდღიური კი არა, ყოველწამიერი...

ჩემი ფიქრი და გონება საჩემოდ თუ არ იქნება მომართული, შენზე ფიქრს თუ შევძლებ, შენი ტკივილის გათავისებას, შენი თვალებით თუ დავინახავ შენსავე საწუხარს - აი, მაშინ მერქმევა ადამიანი...

ჩვენ კი... ეჰ, ჩვენ კი...

მე ასე მინდა... ჩემთვის ასეა უკეთესი... მთავარია, მე ვიყო კარგად - ეს არის ჩვენი მოქმედების საზომი და ათვლის წერტილი... მერე კი გვიკვირს, რატომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს და ბედნიერებას...

გული გვაქვს ცივი... უსიყვარულო... უღმერთოდ ვცხოვრობთ...

ერთმანეთისთვის სიცოცხლე შეგვძლებოდეს!

ადამიანად ყოფნის სიხარული ვისურვოთ, მეგობრებო.

***

გახსოვს?

ბოლოს როდის დათვალე ცაში ღრუბლები...

როდის აგიფრთხიალდა გულის პეპლები აყვავებული ხეების დანახვისას...

ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...

როდის გაგაოცა იმ ადამიანების ღიმილმა, ძალიან სევდიანი თვალები რომ აქვთ...

როდის დაფიქრდი - რა სასწაულია ეს ფოთოლი, ბალახი, ყვავილი, ცა, მიწა, ყოველი არსება და რა საოცრება ხარ შენ, ამ ყველაფრის გვირგვინო - ადამიანო!

ბოლოს როდის შეეცადე სიყვარულით სამყაროს გალამაზებას?

არ გახსოვს ხო, შენ, უსუსრო ჩემო თავო!?

სამაგიეროდ ხომ გახსოვს კორონა, 5-ჯი, სამყაროს დასასრული, მიწისძვრა, შიში, დაქცევა და უბედურება?

ნახე, რა ლამაზია ყველაფერი... ერთი მშვენიერი წამისთვის ღირს ზოგჯერ მთელი ცხოვრება! შენ კი ათასობით წამს კარგავ უაზროდ, უმიზნოდ!

რაც ახლა უმნიშვნელო გგონია, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი! ნუ მიჰყვები ამ უაზრო დინებას! ნუ!

მთავარი რა არის - ეს გაიხსენე

***

დავიღალეთ?!

ძალა მოვიკრიბოთ - სხვა, ჩვენზე დაღლილი, ვანუგეშოთ!

ჩვენი ადამიანობა იმით გამოვცადოთ - განსაცდელში მყოფის დახმარების შესაძლებლობას რომ გვაძლევს უფალი, კი არ დავიზაროთ, ჯილდოდ და ნუგეშად მივიღოთ!

ამდენ ჭორ-მართალსა და გაურკვევლობაში, ერთადერთ სიმართლეს, ერთადერთ ჭეშმარიტებას მივაპყროთ მზერა!

ვინ რას გეგმავს, ვინ რას გვიპირებს, რა მიზნები აქვთ კაცობრიობასთან დაკავშირებით - ეს ნუ დაგვზაფრავს!

უფალს მივანდოთ ყველა უსამართლობა! - ერთი სურვლით: მიუტევოს, რადგან არ იციან რას აკეთებენ!

რწმენა, იმედი, სიყვარულია - ჩვენი აბჯარი და იარაღი!

ბრძოლა რთულია, მაგრამ...

ნუ გეშინიათ!!!

მეცხრე ტომი 11 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში იქნება საგაზეთო ქსელსა და „ბიბლუსის“ მაღაზიებში. შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსი“ უკვე გაიხსნა ორშაბათიდან.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეოცე თავი)

#მოუსმინეწიგნებს - თანამედროვე ქართული ბესტსელერების აუდიოვერსიები

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეცხრამეტე თავი)