საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს - My.gov.ge-ს ახალი მომსახურება დაემატა
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს - My.gov.ge-ს ახალი მომსახურება დაემატა

ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ერ­თი­ან პორ­ტალ­ზე - My.gov.ge - ხა­ზობ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­სა (სე­მე­კი) და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა გაც­ვლის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ერ­თი­ან პორ­ტალს ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და­ე­მა­ტა. სე­მე­კი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სერ­ვი­სით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ლი­ცენ­ზი­ა­ტე­ბი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სფე­როს კომ­პა­ნი­ე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ.

კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­როს კომ­პა­ნი­ებს სერ­ვი­სი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ელექტრო­ნუ­ლად შე­ა­თან­ხმონ ქსე­ლის ხა­ზობ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბის პრო­ექ­ტი რო­გორც ერ­თმა­ნეთ­თან, ისე სხვა უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებ­თან, შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ კი მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს სა­ბო­ლოო თან­ხმო­ბის­თვის.

ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს ენერ­გე­ტი­კი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სექ­ტო­რებ­ში და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცესს. ამას­თა­ნა­ვე, ამ­ცი­რებს თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის ვა­დებს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ქვეყ­ნის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­თა და სას­მე­ლი წყლით უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი მო­მა­რა­გე­ბის­თვის, ისე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბის­თვის.

ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ერ­თი­ან პორ­ტალ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი 500-ზე მეტი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ელექტრო­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც დის­ტან­ცი­უ­რად, სახ­ლი­დან ან ოფი­სი­დან გა­უს­ვლე­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მათ შო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბის კო­რეს­პონ­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს - My.gov.ge-ს ახალი მომსახურება დაემატა

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს - My.gov.ge-ს ახალი მომსახურება დაემატა

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - My.gov.ge - ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება უკვე შესაძლებელია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს ახალი მომსახურება დაემატა. სემეკისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სერვისით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ლიცენზიატები და საკომუნიკაციო სფეროს კომპანიები ისარგებლებენ.

კომუნალური მომსახურებისა და კომუნიკაციის სფეროს კომპანიებს სერვისი საშუალებას აძლევს, ელექტრონულად შეათანხმონ ქსელის ხაზობრივი ნაგებობის პროექტი როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა უფლებამოსილ პირებთან, შეთანხმების მიღწევის შემდეგ კი მიმართონ შესაბამის მუნიციპალიტეტს საბოლოო თანხმობისთვის.

ახალი მომსახურება მნიშვნელოვნად ამარტივებს ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესს. ამასთანავე, ამცირებს თანხმობის მიღების ვადებს, რაც აუცილებელია როგორც ქვეყნის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით უსაფრთხო და სტაბილური მომარაგებისთვის, ისე კომუნიკაციის სფეროში ხარისხიანი სერვისების მიღებისთვის.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ხელმისაწვდომია საჯარო სექტორში არსებული 500-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ელექტრონული მომსახურება, რომელთა მიღებაც დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. მათ შორის ოფიციალური წერილების კორესპონდენციასთან დაკავშირებული მომსახურებები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 32-ით გაიზარდა

ქართველი მიკრობიოლოგი, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა - "ის არის მიზეზი, რის გამოც მჯერა, რომ დავამარცხებთ კოვიდს"

დღეს ანდრია პირველწოდებულისა და იმედის დღე აღინიშნება - მახათას მთაზე წირვას პატრიარქი აღავლენს