ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში იწყებს ფუნქცონირებას

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში იწყებს ფუნქცონირებას

გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოში იქმნება, მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე ოფიციალურად ამოქმედდება. MIT და Harvard-ის მიერ შექმნილ Open Edx-ზე, რომელსაც Stanford, Berckley და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები იყენებენ, ახლა უკვე საქართველოში შექმნილი, გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა დაშენდება. Edx-ს ანვითარებენ Google, IBM, Microsoft და სხვა მეგაკორპორაციები და მას მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Open Edx-ის ახალი ქართული პლატფორმა ქართულენოვანი მასალით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მალე გახდება.Edx-ისგან განსხვავებით, ქართული პლატფორმა უფრო ფართო ფორმატისაა და მასზე განთავსებული მასალა წარმოდგენილი იქნება ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების და მონოგრაფიების, სტატიების, პოდკასტების და სხვა სახით. მასალაზე იქნება ღია წვდომა და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მისთვის სასურველ სფეროში გაიაროს ონლაინ პროგრამები, ჰიბრიდული პროგრამები, თვითგანვითარების პროგრამები, ინსტუქტორის მიერ გამართული პროგრამები ან/და სასერტიფიკატო პროგრამები. საგანმანათლებლო მასალა შექმნილი იქნება როგორც კლასიკური სწავლების, ასევე თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების შესაძლებლობლების სრული გამოყენებით.

პლატფორმაზე მასალას წარადგენენ როგორც ქართველი, ასვე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მაღალი, საერთაშორისო დონის კველევებში. ამ მიზნით, პორტალთან აქტიურად ითანამშრომლებენ უცხოეთში მომუშავე ქართველი მეცნიერები.პლატფორმა აგრეთვე გამოიყენებს პარტნიორების მიერ ქართულ ენაზე უკვე თარგმნილ და ადაპტირებული პროდუქტებს (ფილმებს, გადაცემებს, საჯარო ლექციებს და ა.შ), და სხვადასხვა დარგის სამეცნიერო პოპულარულ და შემეცნებით ლიტერატურას, ასევე შეიქმნება ახალი მიზნობრივი პროდუქტები, მიმართული სხვადსხვა მოთხოვნილების და დონის აუდიტორიისთვის.

Open Edx-ის ქართული პლატფორმის სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდება საერთაშორისო უმაღლესი დონის მეცნიერებისგან,რომელიც განსაზღვრას პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს.

პროექტის პარტნიორები არიან: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და BTU AI, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პალიტრა ჯგუფი და გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია სილქნეტი და სილქ TV, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა.

,,Covid-19-ს პანდემიის გავრცელებამ, ხაზგასმით გამოკვეთა ელექტრონული სწავლების ინდუსტრიის სწრაფი განვითარების საჭიროება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პროექტის მიზანია, ინტერნეტ სივცეში ერთიანი ქართული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც გააერთიანებს მაღალი ხარსხის საგანმანათლებლო კონტენტს და იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.’’ - მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება