მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა
"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ნანა პა­პა­ვა ახალ­გაზ­რდა ექთა­ნია, რო­მელ­მაც ერ­თთვი­ა­ნი მძი­მე ბრძო­ლის შე­დეგ კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო. ამის შე­სა­ხებ პა­პა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს და იმ გან­ცდებს აღ­წერს, რაც ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან გან­კურ­ნე­ბამ­დე ჰქონ­და.

ნანა პა­პა­ვა იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის დაა, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. და-ძმის გარ­და ოჯახ­ში კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი - ნანა პა­პა­ვას 2 წლის შვი­ლი ან­დრია და დე­დამ­თი­ლი დას­ნე­ბოვ­დნენ. ან­დრი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­მარ­ცხა კო­რო­ნა­ვირუ­სი და ის ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ზარ­ზე­ი­მით გა­ა­ცი­ლეს სახ­ლში.

პა­პა­ვა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ექთა­ნია, აბობს რომ უსიმპტო­მო იყო და სწო­რედ ამი­ტომ აგ­რძე­ლებ­და სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს და სწო­რედ მის­გან გა­და­ე­დო 6 თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ისი­ნი ახლა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზა­ზე არი­ან.

აი, რას წერს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ექთა­ნი ვრცელ პოს­ტში:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ, დიახ მე ნამ­დვი­ლად ვარ­სე­ბობ...

გა­დავ­წყვი­ტე ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, არ­სე­ბობს მითი რომ კო­ვი­დი არ არ­სე­ბობს. მინ­და იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ, კო­ვიდ-19 ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ის ჩვენს შო­რი­საა, ჩვენ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს...

თა­ვი­დან მო­გიყ­ვე­ბით ჩემს ამ­ბავს, თუ რამ­ხე­ლა სტრე­სი მი­ვი­ღე ამ ვირუ­სით , რო­გორ აფა­თუ­რეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჩემს სულ­ში ხე­ლე­ბი, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და ვარ, რო­მელ­საც და­უდ­გინ­და კო­ვიდ19. სა­სუ­ლი­ე­რო პირი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი ხალხნო, პა­ცი­ენ­ტი რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი არ იქნა და­ცუ­ლი, სა­ხე­ლი-გვა­რი, ფო­ტო­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ფი­ნეს, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მოხ­და მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა!!! როცა სხვა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია, ის ხუთი დღე, რო­დე­საც სუნ­თქვა არ შე­მეძ­ლო, მქონ­და ქო­ში­ნი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, ისი­ნი თავს არ მა­ნე­ბებ­ნენ, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ექ­სკლუ­ზი­ვი მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ!

რომ არა ჩემს მიერ დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქეთ მამ­ხნე­ვე­ბენ ბოლო წუ­თამ­დე, არ ვიცი დღეს სად ვიქ­ნე­ბო­დი, ჩემი კლი­ნი­კა­ში გად­მოს­ვლის დღი­დან, ყო­ველ­დღე მა­ტუ­ლობ­და მათი რა­ო­დე­ნო­ბა, ეს იყო ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი... თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მტკი­ო­და...

ძა­ლი­ან ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამ კუ­თხით ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დამ­ჭირ­დე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან... ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი, ჯერ მისი ხა­სი­ა­თი არ ვი­ცით კარ­გად, არც ის, რას დაგ­ვი­ტო­ვებს მო­მა­ვალ­ში, ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია მას­ზე ვთქვა, რომ ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომი , რო­მელ­შიც არ უნდა და­ნებ­დე, ძა­ლი­ან რთუ­ლია კლი­ნი­კა­ში გა­ა­ტა­რო 30 დღე, გკლავ­დეს შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა, დარ­დი კო­ლე­გებ­ზე.

უსიმპტო­მოდ ვი­ა­რე სამ­სა­ხურ­ში სა­დაც ვმუ­შა­ობ ექთ­ნად, სამი დღის მან­ძილ­ზე ჩემ­გან გა­და­ე­დო ჩემს 6 თა­ნამ­შრო­მელს, ასე­ვე სახ­ლში ჩემს 2 წლის შვილს და დე­დამ­თილს. ჩემს პა­ტა­რა ბი­ჭთან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და მშრო­მე­ლი პერ­სო­ნა­ლი ზრუ­ნავ­და ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

მქონ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ქო­ში­ნი, 37.5 ტემ­პე­რა­ტუ­რა. არ შე­მეძ­ლო ბავ­შვის ხელ­ში აყ­ვა­ნა, მე­წყე­ბო­და ტა­ქი­კარ­დია და სა­ში­ნე­ლი ქო­ში­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე ალაგ­და მე­ხუ­თე დღეს, რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტა­რას, კლი­ნი­კუ­რად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვირუ­სი. მე­თხუტ­მე­ტე დღეს მო­უ­ვი­და ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი, 24 სთ ში გა­უ­კეთ­და მე­ო­რე პსრ ტეს­ტი, ისევ უარ­ყო­ფი­თი! ჩემ­მა პა­ტა­რამ და­ა­მარ­ცხა კო­ვი­დი ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე!

ჩემი PCR ანა­ლი­ზი გა­კე­თე­ბულ იქნა კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მე­თხუტ­მე­ტე დღეს, პა­სუ­ხი იყო და­დე­ბი­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კლი­ნი­კი­რად არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქონ­და, ვირუ­სი ისევ აღ­მოჩ­ნდა ჩემს ანა­ლიზ­ში, ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი და არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. 4 დღის შემ­დეგ ანუ მე-19 დღეს ისევ გა­მი­კე­თეს PCR ტეს­ტი და პა­სუ­ხი კვლავ და­დე­ბი­თი მო­ვი­და, ეს იყო ნამ­დვი­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ვცდი­ლობ არ შე­ვიმ­ჩნიო, მაგ­რამ მე­წყე­ბა ტა­ქი­კარ­დია, ყელ­ში ბურ­თი მე­ჩხი­რე­ბა და მთე­ლი სხე­უ­ლი მი­კან­კა­ლებს, მე­ნატ­რე­ბა ჩემი ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი...

მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში კარ­გი რაც არის ხუთი ჩემი “თა­ნა­კო­ვი­დე­ლი “ წა­ვი­და სახ­ლში, მათ ეს შეძ­ლეს!

დღე 27 - მო­მენ­ტი რო­დე­საც ბოლო ძა­ლებს იკ­რებ რომ კარ­გად იყო, მაგ­რამ თით­ქოს ისევ და­სა­წყის­ში დაბ­რუნ­დი, მაქვს ტა­ქი­ქარ­დია, ჰა­ე­რი არ მყოფ­ნის, ისევ ტემპ.37.4 . კვლე­ვის შემ­დეგ, გა­მო­ი­რი­ცხა პნევ­მო­ნია, სი­თხე პლევ­რა­ში. სის­ხლის ანა­ლიზ­ში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. მქონ­და სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თურ­მე ასე მარ­ტი­ვი არ არის ყვე­ლა­ფე­რი, სტრესს ბევ­რი რა­მის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

დღე 30 - გა­თენ­და. დღეს მზი­ა­ნი ამინ­დია, ვე­პო­ტი­ნე­ბი ამ ამინდს, დღეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მა­ხა­რებს, დი­ლის 11 სა­ა­თი­დან თავი მტკი­ვა სა­შინ­ლად, სულ სა­ათს ვუ­ყუ­რებ, ხან ფილ­მი ჩავ­რთე, ხან წა­მოვ­წე­ქი, იქ­ნებ ჩა­მე­ძი­ნოს და მალე მო­ვი­დეს 18:00. არა­ფე­რი გა­მომ­დის, ემო­ცი­ას ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ. 19:01 ზე მო­ვი­და სმს , რომ მე გა­ვი­მარ­ჯვე!

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ზუკა და ან­დრი­ას­თან შეხ­ვედ­რას! არ ვიცი რა რო­გორ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე აქ, ცოტა აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ მინ­დო­და და­მე­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ამ ვრცე­ლი პოს­ტის მი­ზა­ნი არის პირ­ველ რიგ­ში ჩემი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვერ­დით მედ­გა, მად­ლო­ბა კლი­ნი­კა "თი­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლებს, კო­ლე­გებს, ოჯახს, მე­გობ­რებს, თქვენ მე გა­და­მა­ტა­ნი­ნეთ ეს მწა­რე დღე­ე­ბი მო­რა­ლუ­რად!

მად­ლო­ბა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მედ­პერ­სო­ნალს, ჩემს ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ხა­ტია ხა­ტი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც გარ­და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა არის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ადა­მი­ა­ნი რომ­ლის და­ნახ­ვა მი­ხა­რო­და ყო­ველ­დღე.

მინ­და გა­ვამ­ხნე­ვო ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით, თქვენ ამას შეძ­ლებთ, იმი­ტომ რომ ჩემ­მა 2 წლის ბიჭ­მა შეძ­ლო, მე შევ­ძე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად თქვენც გა­მო­გი­ვათ ყვე­ლა­ფე­რი, თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, ჰუ­მა­ნუ­რი და მშრო­მე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი. ვფიქ­რობ რომ მე და ან­დრი­ამ ბევ­რის შიში და­ვა­მარ­ცხეთ. ჩვენ ვიქ­ნე­ბით სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ არ უნდა და­ნებ­დე.

აუ­ცი­ლებ­ლად ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რებთ ამა­ზე! მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვით და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით აგავ­სებთ" - წერს ნანა პა­პა­ვა, რო­მელ­მაც ერ­თთ­ვა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და ახლა ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­დის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
16

შენი ძმაც უსიმპტომო იყო სახლში რომ მკურნალობდი? 

?!
28

მაშინ თქვეს რომ ეს ექთანი სახლში მკურნალობდა თავის ძმას სასულიერო პირს, რომელსაც ვირუსი ჰქონდა, მინიმუმ მას უფლება არ ჰქონდა სამსახურში ევლო, "თიმის" თანამშრომლებს მადლობას რისთვის უხდის, თუ თანამშრომელია, ზუსტად მანდ დაინფიცირდა ორი გულზე ოპერაცია ჩატარებული პაციენტი კოვიდ-19-ით და კიდევ ეგ აქეთ ითხოვს თანაგრძნობას?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ნანა პაპავა ახალგაზრდა ექთანია, რომელმაც ერთთვიანი მძიმე ბრძოლის შედეგ კორონავირუსის დამარცხება შეძლო. ამის შესახებ პაპავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და იმ განცდებს აღწერს, რაც ვირუსით ინფიცირებიდან განკურნებამდე ჰქონდა.

ნანა პაპავა იმ სასულიერო პირის დაა, რომელიც ინფიცირებული იყო. და-ძმის გარდა ოჯახში კიდევ ორი ადამიანი - ნანა პაპავას 2 წლის შვილი ანდრია და დედამთილი დასნებოვდნენ. ანდრიამ რამდენიმე დღის წინ დაამარცხა კორონავირუსი და ის ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა ზარზეიმით გააცილეს სახლში.

პაპავა, რომელიც თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექთანია, აბობს რომ უსიმპტომო იყო და სწორედ ამიტომ აგრძელებდა სამსახურში სიარულს და სწორედ მისგან გადაედო 6 თანამშრომელს კორონავირუსი. ისინი ახლა გამოჯანმრთელების გზაზე არიან.

აი, რას წერს გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა ექთანი ვრცელ პოსტში:

"გამარჯობა, მე კოვიდინფიცირებული ვარ, დიახ მე ნამდვილად ვარსებობ...

გადავწყვიტე ხმამაღლა ვისაუბრო საზოგადოების წინაშე, არსებობს მითი რომ კოვიდი არ არსებობს. მინდა იმედი გაგიცრუოთ, კოვიდ-19 ნამდვილად არსებობს და ის ჩვენს შორისაა, ჩვენთან ძალიან ახლოს...

თავიდან მოგიყვებით ჩემს ამბავს, თუ რამხელა სტრესი მივიღე ამ ვირუსით , როგორ აფათურეს ჟურნალისტებმა ჩემს სულში ხელები, მხოლოდ იმიტომ რომ სასულიერო პირის და ვარ, რომელსაც დაუდგინდა კოვიდ19. სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი პაციენტი ხალხნო, პაციენტი რომლის უფლებები არ იქნა დაცული, სახელი-გვარი, ფოტოები, ყველაფერი გამოფინეს, მისი ნებართვის გარეშე მოხდა მისი იდენტიფიცირება!!! როცა სხვა ყველა პაციენტის უფლებები დაცულია, ის ხუთი დღე, როდესაც სუნთქვა არ შემეძლო, მქონდა ქოშინი, ორმხრივი პნევმონია, ისინი თავს არ მანებებნენ, მხოლოდ იმიტომ რომ ექსკლუზივი მოეპოვებინათ!

რომ არა ჩემს მიერ დასნებოვნებული ჩემივე თანამშრომლები, რომლებიც აქეთ მამხნევებენ ბოლო წუთამდე, არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი, ჩემი კლინიკაში გადმოსვლის დღიდან, ყოველდღე მატულობდა მათი რაოდენობა, ეს იყო ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი... თითოეული ადამიანი მტკიოდა...

ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი. ამ კუთხით ბევრი მუშაობა დამჭირდება ფსიქოლოგთან... ნამდვილად არ არის მარტივი ვირუსი, ჯერ მისი ხასიათი არ ვიცით კარგად, არც ის, რას დაგვიტოვებს მომავალში, ერთადერთი რაც შემიძლია მასზე ვთქვა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი , რომელშიც არ უნდა დანებდე, ძალიან რთულია კლინიკაში გაატარო 30 დღე, გკლავდეს შვილების მონატრება, დარდი კოლეგებზე.

უსიმპტომოდ ვიარე სამსახურში სადაც ვმუშაობ ექთნად, სამი დღის მანძილზე ჩემგან გადაედო ჩემს 6 თანამშრომელს, ასევე სახლში ჩემს 2 წლის შვილს და დედამთილს. ჩემს პატარა ბიჭთან ერთად აღმოვჩნდი ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ძალიან გამბედავი, გულისხმიერი და მშრომელი პერსონალი ზრუნავდა ჩვენს კეთილდღეობაზე.

მქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, 37.5 ტემპერატურა. არ შემეძლო ბავშვის ხელში აყვანა, მეწყებოდა ტაქიკარდია და საშინელი ქოშინი. ეს ყველაფერი მკურნალობის ფონზე ალაგდა მეხუთე დღეს, რაც შეეხება პატარას, კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ვირუსი. მეთხუტმეტე დღეს მოუვიდა ნეგატიური პასუხი, 24 სთ ში გაუკეთდა მეორე პსრ ტესტი, ისევ უარყოფითი! ჩემმა პატარამ დაამარცხა კოვიდი ყველანაირი მკურნალობის გარეშე!

ჩემი PCR ანალიზი გაკეთებულ იქნა კლინიკაში შემოსვლიდან მეთხუტმეტე დღეს, პასუხი იყო დადებითი, მიუხედავად იმისა რომ კლინიკირად არანაირი სიმპტომი არ მქონდა, ვირუსი ისევ აღმოჩნდა ჩემს ანალიზში, ამისთვის მზად ვიყავი და არ მინერვიულია. 4 დღის შემდეგ ანუ მე-19 დღეს ისევ გამიკეთეს PCR ტესტი და პასუხი კვლავ დადებითი მოვიდა, ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება. ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ მეწყება ტაქიკარდია, ყელში ბურთი მეჩხირება და მთელი სხეული მიკანკალებს, მენატრება ჩემი ოჯახი, შვილები...

მაგრამ ამასობაში კარგი რაც არის ხუთი ჩემი “თანაკოვიდელი “ წავიდა სახლში, მათ ეს შეძლეს!

დღე 27 - მომენტი როდესაც ბოლო ძალებს იკრებ რომ კარგად იყო, მაგრამ თითქოს ისევ დასაწყისში დაბრუნდი, მაქვს ტაქიქარდია, ჰაერი არ მყოფნის, ისევ ტემპ.37.4 . კვლევის შემდეგ, გამოირიცხა პნევმონია, სითხე პლევრაში. სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგშია. მქონდა სტრესული მდგომარეობა, თურმე ასე მარტივი არ არის ყველაფერი, სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია.

დღე 30 - გათენდა. დღეს მზიანი ამინდია, ვეპოტინები ამ ამინდს, დღეს აუცილებლად გამახარებს, დილის 11 საათიდან თავი მტკივა საშინლად, სულ საათს ვუყურებ, ხან ფილმი ჩავრთე, ხან წამოვწექი, იქნებ ჩამეძინოს და მალე მოვიდეს 18:00. არაფერი გამომდის, ემოციას ვერ ვაკონტროლებ. 19:01 ზე მოვიდა სმს , რომ მე გავიმარჯვე!

მოუთმენლად ველოდები ზუკა და ანდრიასთან შეხვედრას! არ ვიცი რა როგორ ჩამოვაყალიბე აქ, ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ მინდოდა დამეწერა ეს ყველაფერი.

ამ ვრცელი პოსტის მიზანი არის პირველ რიგში ჩემი მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირველივე დღიდან გვერდით მედგა, მადლობა კლინიკა "თიმის" ხელმძღვანელებს, კოლეგებს, ოჯახს, მეგობრებს, თქვენ მე გადამატანინეთ ეს მწარე დღეები მორალურად!

მადლობა ბოჭორიშვილის მედპერსონალს, ჩემს ექიმ ინფექციონისტ ხატია ხატიაშვილს, რომელიც გარდა თავისი პროფესიონალიზმისა არის ძალიან ყურადღებიანი და ძალიან თბილი ადამიანი, ადამიანი რომლის დანახვა მიხაროდა ყოველდღე.

მინდა გავამხნევო ის ადამიანები ვინც ინფიცირებულია კორონავირუსით, თქვენ ამას შეძლებთ, იმიტომ რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო, მე შევძელი, აუცილებლად თქვენც გამოგივათ ყველაფერი, თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი, ჰუმანური და მშრომელი მედპერსონალი. ვფიქრობ რომ მე და ანდრიამ ბევრის შიში დავამარცხეთ. ჩვენ ვიქნებით სხვებისთვის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა დანებდე.

აუცილებლად ხმამაღლა ვისაუბრებთ ამაზე! მხოლოდ პოზიტივით და დადებითი ენერგიით აგავსებთ" - წერს ნანა პაპავა, რომელმაც ერთთვანი ბრძოლის შემდეგ ვირუსი დაამარცხა და ახლა ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადის.

"ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟები შეეძინათ

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა