პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წერილი ემიგრაციიდან - "მინდა, ჩემს ეზოში საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს საყვარელმა ადამიანმა პლედი გადამაფაროს..."
წერილი ემიგრაციიდან - "მინდა, ჩემს ეზოში საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს საყვარელმა ადამიანმა პლედი გადამაფაროს..."

57 წლის ქე­თე­ვან ხი­და­შე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქა­ლე­ბი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა 2 შვი­ლის დე­დას ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, ცოტა ხნის წინ ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა მო­უხ­და. მისი ემიგ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი იტა­ლი­ა­ში COVID-19-ის აფეთ­ქე­ბას და­ემ­თხვა.

ბლოგ­ში, რო­მე­ლიც "ჰა­ინ­რიჰ ბი­ო­ლის ფონ­დის" თბი­ლი­სის ოფი­სის ფე­მი­ნის­ტურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ქე­თე­ვან ხი­და­შე­ლი ემიგ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ებ­ზე წერს, რო­მელ­საც სამ­შობ­ლო­დან შორს მყო­ფი თით­ქმის ყვე­ლა ქალი ერ­თნა­ი­რად გა­ნიც­დის:

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. არ ვიცი, რამ­დე­ნად სწო­რია, მაგ­რამ მი­ვი­ღე და უკვე მშვი­დად ვარ. ბი­ლე­თი ავი­ღე, ჯი­ბის ფუ­ლიც რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვაგ­რო­ვე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად არ მომ­ხდა­რა, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დაბ­რკო­ლე­ბა მხვდე­ბო­და, მაგ­რამ და­ნე­ბე­ბა არ მჩვე­ვია და იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ის­თვის მო­ვემ­ზა­დე.

ბევ­რჯერ ვარ ნამ­ყო­ფი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა მგზავ­რო­ბი­სას ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ ეს გან­ცდა, როცა ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დი­ხარ, სულ სხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა. არა­ვინ გა­ვი­ყო­ლე აე­რო­პორ­ტში, არ მინ­დო­და ზედ­მე­ტი ემო­ცი­ე­ბი. მარ­ტი­ვად გა­ვი­ა­რე რე­გის­ტრა­ცია, სა­პას­პორ­ტო შე­მოწ­მე­ბა.

თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­ჯე­ქი თუ არა, იქი­დან და­ი­წყო ჩემი, რო­გორც ემიგ­რან­ტის ფიქ­რე­ბი. რამ­დე­ნი ხანი უნდა დავ­რჩე, რამ­დე­ნი მე­ყო­ფა ჩემი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად?

ღა­მის 2 სა­ათ­ზე უკვე ბერ­გა­მო­ში ვარ. ეს ის ქა­ლა­ქია, სა­დაც 1 თვის შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბა ჩOVID-19-ის ვირუ­სით. ტაქ­სის მძღოლ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. შევ­ხვდით. ჩემ გარ­და კი­დევ 5 ქალი იყო, ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში და მი­ლა­ნი­სა­კენ გა­ვე­მარ­თეთ. ტაქ­სის მძღოლ­მა ყვე­ლა და­ა­რი­გა მი­სა­მარ­თებ­ზე. ბო­ლოს მეც მი­მიყ­ვა­ნა.

და­ი­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. სახ­ლი, სა­დაც მი­ვე­დი, ჩემი მე­გობ­რი­საა, ერთი გო­გო­სი, რო­მე­ლიც უკვე 15 წე­ლია მი­ლან­ში ცხოვ­რობს, უკვე აე­წყო და ოჯა­ხიც აქ ჰყავს. ჩემ გარ­და ოთახ­ში კი­დევ 7 ქა­ლია, აქე­დან ნა­წი­ლი მუ­შა­ობს, ნა­წი­ლი კი სამ­სა­ხურს ელო­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ნამ წა­მო­ვი­დო­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ვე­მა­ტე ჯგუ­ფებ­ში "იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლო­ბა", "მი­ლა­ნის ქარ­თვე­ლო­ბა". აქ ქა­ლე­ბი წერ­დნენ. ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ვფიქ­რობ­დი, არც მე გა­მი­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. სახ­ლი­დან ემიგ­რა­ცი­ას და იქ მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლით უყუ­რებს ბევ­რი და არც მე ვყო­ფილ­ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ნეტა რა არის სირ­თუ­ლე? იცი, რის­თვის მი­დი­ხარ, უნდა იმუ­შაო. კარ­გად გა­და­გიხ­დი­ან. ამა­ზე ფიქ­რობ და წარ­მოდ­გე­ნებ­ში ხა­ტავ შენი ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბის სუ­რა­თებს.

პირ­ვე­ლი შიში: ხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არ იც­ნობ. ახა­ლი სო­ცი­უ­მი ცო­ტა­თი გა­ში­ნებს და გთრგუ­ნავს. აქ არა­ვინ გიც­ნობს. უნდა და­ი­ვი­წყო შენი წინა ცხოვ­რე­ბა, ის, რაც კი აქამ­დე გი­კე­თე­ბია და სუფ­თა ფურ­ცლი­დან უნდა და­ი­წყო. ამის გა­აზ­რე­ბი­სას პირ­ვე­ლი ში­შიც და­მე­უფ­ლა. ვი­ყა­ვი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ვა­კე­თებ­დი ჩემ­თვის საყ­ვა­რელ საქ­მეს, დავ­ტო­ვე ყვე­ლა­ფე­რი და იმის­თვის, რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­მეძ­ლია, უნდა და­მე­წყო საქ­მის კე­თე­ბა, რო­მე­ლიც თით­ქოს ძა­ლი­ან ად­ვი­ლი, ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და სა­ჭი­როა, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არც კი იცი, რო­გორ გა­ი­თა­ვი­სო.

მე­ო­რე შიში: გაქვს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­საც არ ეს­მით შენი „ენა“, გინ­და, მათ გა­უ­გო, გა­გი­გონ, მაგ­რამ ამის­თვის დროა სა­ჭი­რო, სურ­ვი­ლიც. აქ თა­ვი­დან გა­ვი­აზ­რე, რო­გო­რი ენით ვსა­უბ­რობთ, რა­ტომ არ ეს­მით ხში­რად ჩვე­ნი მათ, ვი­საც ვე­სა­უბ­რე­ბით.

როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლად მცხოვ­რებ ქა­ლებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ვცდი­ლობ­დი, მათ ტყავ­ში შევმძვრა­ლი­ყა­ვი და იქი­დან მე­სა­უბ­რა მათ­თან. ნა­წი­ლობ­რივ ვა­ხერ­ხებ­დი. ხში­რად კი, ალ­ბათ, თავ­საც ვი­ტყუ­ებ­დი, რომ ჩემი ეს­მო­დათ. აქ, სრუ­ლი­ად უცხო მი­წა­ზე, მივ­ხვდი, რამ­დე­ნად დავ­ცილ­დით ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს, ერ­თმა­ნე­თის არ გვეს­მის. ნე­ტავ რო­გო­რია ის ენა, რომ­ლი­თაც ერ­თმა­ნეთს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით და გა­ვუ­გებთ?

სხვა­დას­ხვა ფე­ნის, სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნებს გვი­წევს ერთ სივ­რცე­ში ცხოვ­რე­ბა. ეს რო­გორც ცი­ხე­ში, ისე ხდე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, შენი ემო­ცი­ე­ბი, შენი აზ­რე­ბი ჩა­ახ­შო. და­ცინ­ვის ობი­ექ­ტად არ იქცე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მა­ნამ­დე მა­ინც, სა­ნამ თავს სხვა ადა­მი­ა­ნებს არ გა­აც­ნობ

ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა გაძ­ლი­ე­რე­ბა­ცაა. მარ­ტო ხარ. მხო­ლოდ თა­ვად შე­გიძ­ლია გა­უმკლავ­დე დაბ­რკო­ლე­ბას, მო­ძებ­ნო ოპ­ტი­მა­ლუ­რი გზე­ბი, თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ტვი­ნი უფრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. თუმ­ცა ეს გაძ­ლი­ე­რე­ბა ჰგავს ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც სწრა­ფად ააქ­ტი­უ­რებს ყვე­ლა რე­სურსს ორ­გა­ნიზ­მში. მერე კი ერ­თბა­შად გფი­ტავს და გა­ნად­გუ­რებს.

სა­ნამ წა­მო­ვი­დო­დი, და­ვი­წყე იმ ტექ­ნი­კე­ბის სწავ­ლა, რაც შე­იძ­ლე­ბა ხან­დაზ­მუ­ლის მოვ­ლის­თვის დამ­ჭირ­ვე­ბო­და. თუმ­ცა, არა­სო­დეს იცი, სად მოხ­ვდე­ბი, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ექ­ნე­ბა შენი ზრუნ­ვის ობი­ექტს - ჩა­წო­ლი­ლი იქ­ნე­ბა თუ არა, გო­ნებ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი ექ­ნე­ბა თუ ფი­ზი­კუ­რი. ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. როცა მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ, მისი ცხოვ­რე­ბით უნდა იცხოვ­რო, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის მხო­ლოდ ის წუ­თე­ბი გრჩე­ბა, როცა ან პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ან სა­დილს ამ­ზა­დებ. ისევ მე­ში­ნია.

ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სა­გან­გა­შო არ იყო, ახალ­გაც­ნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზა, „მე სხვა­გან გა­დავ­დი­ვარ და ჩემს ბე­ბი­ას­თან მი­გიყ­ვა­ნო“. სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი. ფუ­ლიც და­მიმ­თავ­რდა. მა­შინ ეს არ მა­ში­ნებ­და. იტა­ლი­ის წი­თელ ჯვარს ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის ჰქონ­და დახ­მა­რე­ბა, მი­დი­ო­დი და არა­ვინ გე­კი­თხე­ბო­და, ვინ ხარო. არც სა­ბუთს გთხოვ­დნენ, არც პას­პორ­ტს. იღებ­დი დახ­მა­რე­ბას, მად­ლო­ბას აქეთ გიხ­დიდ­ნენ

შვე­ბაა, რომ არა­ვინ შიმ­ში­ლობს. ხან­და­ხან ფიქ­რობ, "საკ­ვე­ბი ხომ იქაც მქონ­და"

ის ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც ტრე­ნინ­გე­ბის (ხში­რად თა­ვად­ვე ვა­ტა­რებ­დი) და სა­კი­თხა­ვი მა­სა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვეც­ნო­ბო­დი არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ა­ზე, თით­ქოს მე არ მე­ხე­ბო­და. ეს ცოდ­ნა სა­დღაც გაქ­რა, დავ­კარ­გე. სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე ისე, რომ არც მი­სა­მარ­თი ჩა­ვი­წე­რე, არც ტე­ლე­ფო­ნი მქონ­და.

74 წლის ბე­ბი­ას­თან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მა­დარ­დებ­და ენის არ­ცოდ­ნა. თან მქონ­და რვე­უ­ლე­ბი, სა­დაც სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბი მე­წე­რა. ოთხი დღე ვი­მუ­შა­ვე, კვი­რას და­ვის­ვე­ნე. ისე გა­ი­წე­ლა დრო, სა­უ­კუ­ნედ მეჩ­ვე­ნა. ბე­ბია, რო­მე­ლიც სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძი­ნე­ბამ­დე მე­ხუ­ტე­ბო­და და მკოც­ნი­და, მე­ო­თხე დღეს სხვა ადა­მი­ა­ნად გარ­და­იქ­მნა. ვერ ვე­რე­ო­დი, ხე­ლით მე­ხე­ბო­და. იქ ვე­ღარ დავ­რჩე­ბო­დი. ღა­მით მარ­ტომ დავ­ტო­ვე მისი სახ­ლი.

მხო­ლოდ გა­გო­ნი­ლი თუ მქონ­და, რას ნიშ­ნავ­და ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა. მე­რე­ღა და­ვი­წყე გაც­ნო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ გა­ვი­გე და ვი­ფიქ­რე, ადრე რომ მცოდ­ნო­და, იქ­ნებ სხვა გზე­ბი მე­ძებ­ნა და მას სხვა­ნა­ი­რად დავ­ხმა­რე­ბო­დი-მეთ­ქი.

მომ­ვლე­ლად მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა კრა­ხით დას­რულ­და. შიში გა­მიძ­ლი­ერ­და. ჩემს თავ­ზე ვბრა­ზობ­დი. რა­ტომ დავ­ტო­ვე საყ­ვა­რე­ლი საქ­მე? ყო­ველ­დღე ვუს­ვამ­დი სა­კუ­თარ თავს ამ კი­თხვას. მერე ვიხ­სე­ნებ­დი, რომ 4-დღი­ან სა­მუ­შა­ო­ში იმ­დე­ნი ავი­ღე, რა­საც თვე­შიც ვერ გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი ხელ­ფა­სის სა­ხით. პა­სუხს სწრა­ფად ვპო­უ­ლობ­დი - პრობ­ლე­მებს მო­ვაგ­ვა­რებ და და­ვუბ­რუნ­დე­ბი ჩემს ოჯახს-მეთ­ქი.

***

დღე­ე­ბი გა­დის. ადა­მი­ა­ნებს ვეც­ნო­ბი. ჩემ გვერ­დით სძი­ნავთ. მიყ­ვე­ბი­ან თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ზე. წლე­ბია, უკვე აქ ცხოვ­რო­ბენ, მიყ­ვე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს და ჩემი მო­ლო­დი­ნე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ორ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებ და შინ დავ­ბრუნ­დე­ბი, ნელ-ნელა ქრე­ბა.

და­ი­წყო ვირუ­სის შე­მო­ტე­ვაც, ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბო­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რი­ცხვი, და ეს ხდე­ბო­და აქვე, მი­ლა­ნი­დან 60 კმ-ში, ბერ­გა­მოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ჩა­მოვფრინ­დი.

ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ვართ, ათას­გვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეც­ნო­ბით ინ­ტერ­ნე­ტით. ჩემი მე­გო­ბა­რი სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­მო­დის და გვიყ­ვე­ბა, თუ რა სა­ში­ში ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა დღე­ში. თავი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმში მგო­ნია. იწყე­ბა კა­რან­ტი­ნი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­რეთ გას­ვლა, გარ­კვე­უ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე, იკ­რძა­ლე­ბა. ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნდნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, კა­რა­ბი­ნე­რე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით ყვე­ლა. და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­ში ვე­ღარ მი­დი­ან, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ვერც მა­ღა­ზი­ებ­ში მივ­დი­ვართ საკ­ვე­ბის და წყლის მო­სა­ტა­ნად. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მე­ში­ნია, რო­მე­ლი­მე ცუ­დად არ გახ­დეს და სა­ა­ვად­მყო­ფო არ დას­ჭირ­დეს, ან წა­მა­ლი, რად­გა­ნაც ექი­მის და რე­ცეპ­ტის გა­რე­შე წა­მალს არა­ვინ მოგ­ცემს აფ­თი­აქ­ში. და­უც­ვე­ლო­ბა მა­ში­ნებს. შე­წყდა წი­თე­ლი ჯვრის დახ­მა­რე­ბე­ბიც. მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე თვით სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის ყვე­ლა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვაც გაქ­რა.

ზოგს წნე­ვა აქვს, ზოგს ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა. ვდარ­დობთ ბი­ნის ქი­რა­ზე. საჭ­მლის ფუ­ლიც ნელ-ნელა გვი­თავ­დე­ბა. არა­სო­დეს გამ­ჭირ­ვე­ბია რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა და ამ­ჯე­რა­დაც მივ­მარ­თეთ ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მოს, მან ჩვენ შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვარს, რო­მელ­მაც ჩვე­ნი კო­მუ­ნა არა­ერ­თხელ უზ­რუნ­ველ­ყო პრო­დუქ­ტით. იცით, რა იყო უც­ნა­უ­რი? ვი­ნა­ი­დან დახ­მა­რე­ბა­ზე ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ზრუ­ნავ­და, არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, რომ უსახ­სროდ დარ­ჩე­ნილ ქა­ლებს შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვჭირ­ვე­ბო­და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: სა­ფე­ნე­ბი, სა­პო­ნი, კბი­ლის პას­ტა.

არა­ვინ იფიქ­როს, რომ უმა­დუ­რე­ბი ვართ. სა­ყიდ­ლებ­ზე ალ­ბათ მა­მა­კა­ცე­ბი გა­უშ­ვეს, რომ­ლებ­მაც, უბ­რა­ლოდ, ვერ მო­ი­ფიქ­რეს, რა სჭირ­დე­ბათ ქა­ლებს. მად­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნავ, რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გვაქვს ქა­ლებს და რამ­დე­ნად უხი­ლა­ვია ეს.

გა­მახ­სენ­და, რომ 2008 წლის ომის დროს, თბი­ლის­ში, 22-ე სკო­ლა­ში დევ­ნი­ლე­ბი შე­ა­სახ­ლეს. იქვე ჩემი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, ის იყო, რომ ქა­ლე­ბი ჯგუფ-ჯგუ­ფად აიყ­ვა­ნა სახ­ლში და და­ბა­ნა შეს­თა­ვა­ზა. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა სკო­ლა­ში არ ჰქონ­დათ. დევ­ნი­ლე­ბის­თვის იძებ­ნე­ბო­და თავ­შე­სა­ფა­რი, საკ­ვე­ბი, საბ­ნე­ბი, ლე­ი­ბე­ბი, მაგ­რამ არა­ვის გა­ახ­სენ­და, თუ რა პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ჰქონ­დათ ქა­ლებს. ჩემი ახ­ლობ­ლის სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და. მას არც არ­სად უხ­სე­ნე­ბია ეს ამ­ბა­ვი, ახლა კი გა­მახ­სენ­და და გული ამი­ჩუყ­და.

ზიმ­ბარ­დოს ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­სა­ხებ მქონ­და წა­კი­თხუ­ლი, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნებს ნერ­ვე­ბი ეძა­ბე­ბათ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბის ცდუ­ნე­ბას კონ­ფლიქ­ტე­ბი მოს­დევს, რის გა­მოც ხში­რია უთან­ხმო­ე­ბა, იზ­რდე­ბა ძა­ლა­დო­ბის რის­კე­ბიო. პა­ტა­რა ოთახ­ში 6-8 ქალს ერ­თად გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას მივ­მარ­თე - ყო­ველ­დღი­უ­რად ვუყ­ვე­ბო­დი მათ კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვა­ზე, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე, ქალ­თა ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებ­ზე, გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე, გენ­დერულ იდენ­ტო­ბა­ზე. გა­ვაგ­რძე­ლე იმა­ზე მუ­შა­ო­ბა, რა­საც ამ­დე­ნი წელი ვა­კე­თებ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხში­რად "პრა­ფეს­ო­რა­საც" მე­ძახ­დნენ ამის გამო, თუმ­ცა ერთი რამ ნათ­ლად ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩვენ, ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა გვქონ­დეს, მაგ­რამ არა­ვინ არის არა­ვის­ზე მეტი ან ნაკ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი ერთ დიდ ნავ­ში ვსხედ­ვართ და უნდა ვის­წავ­ლოთ სინ­ქრო­ნუ­ლად ნიჩ­ბე­ბის მოს­მა, რომ არ და­ვი­ღუ­პოთ აღელ­ვე­ბულ ზღვა­ში. მე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მათ­გან, იმე­დია, ისი­ნიც სწავ­ლო­ბენ ჩემ­გან.

ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რა­ნი­დან დღე­ში ზოგ­ჯერ ათ­ჯერ ვხე­დავ შვი­ლებს. მინ­და, არ გა­მოვ­ტო­ვო, რა­საც ისი­ნი გა­ნიც­დი­ან - სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა თუ სევ­და. რთუ­ლია, როცა შვი­ლი გე­უბ­ნე­ბა, ჩა­მო­დი, ერ­თად დავძლევთ სირ­თუ­ლე­ებ­სო. შენ მა­ინც ჯი­უ­ტად პა­სუ­ხობ, რომ ცო­ტას კი­დევ მო­ით­მენ, იქ­ნებ უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ ბი­ლე­თის ფულ­თან ერ­თად ცოტა და­ნა­ზო­გის ჩა­მო­ტა­ნაც მო­ა­ხერ­ხო. თან გუ­ლის სიღ­რმე­ში იცი, რომ ამას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა

თვალს არი­დებ შვი­ლებს, რო­მელ­თაც ვერ შე­უქ­მე­ნი სწავ­ლის და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი

აქ ერთი პა­ტა­რა ზურგჩან­თით ჩა­მო­ვე­დი. ვე­ლო­დი, რომ სწრა­ფად მო­ვაგ­ვა­რებ­დი ჩემს პრობ­ლე­მებს. ახლა კი ჩემს თავს და ემიგ­რა­ცი­ა­ზე მო­ფიქ­რალ ყვე­ლა ქალს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს არის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გზა. უკან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დე­გაც კი, შე­საძ­ლოა, ვერ გა­წყდეს მარ­ტო­ო­ბის და მო­ნატ­რე­ბის გრძე­ლი ჯაჭ­ვი - შე­საძ­ლოა ვე­ღა­რა­სო­დეს და­იბ­რუ­ნო ის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად შენი იყო. შე­საძ­ლოა, გა­უ­ცხო­ე­ბა იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი იყოს, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბა გა­ფიქ­რე­ბი­ნოს იქ, სა­დაც არა­ვინ გე­ლო­დე­ბა.

ემიგ­რან­ტი ქალი. როცა ამ სი­ტყვა­თა­წყო­ბას გო­ოგ­ლე-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში წერ, ფო­ტო­ებს გიგ­დებს. ძი­რი­თა­დად, ქალს ჩე­მოდ­ნით ხელ­ში. მარ­თა­ლი­ცაა. ერთ ჩე­მო­დან­ში ჩა­ტე­უ­ლი მო­სი­ა­რუ­ლე მარ­ტო­სუ­ლი ქალი ხდე­ბი, რო­მე­ლიც არც მი­წი­სა ხარ და არც ცის.

5 მა­ისს სამი თვე ხდე­ბა, რაც მი­ლან­ში ვარ და ვუ­ყუ­რებ რო­გორ იც­ვლე­ბა მსოფ­ლიო. შე­ვიც­ვა­ლე მეც. შე­იც­ვა­ლა ჩემი ფიქ­რე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი. ჩემი საქ­მის კე­თე­ბა მინ­და. მინ­და, ჩემს ეზო­ში, სა­ღა­მოს, დაღ­ლილს, ჰა­მაკ­ში წა­მო­წო­ლილს ჩა­მე­ძი­ნოს და საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა თბი­ლი პლე­დი გა­და­მა­ფა­როს, განა დიდ რა­მეს ვი­თხოვ.

ასე მარ­ტივ­დე­ბა ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს".

ბლო­გი გა­მოქ­ვეყ­ნდა "ჰა­ინ­რიჰ ბი­ო­ლის ფონ­დის" თბი­ლი­სის ოფი­სის ფე­მი­ნის­ტურ სა­იტ­ზე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
1

90% გაჭირვებისთვის კი არა ფუფუნებისთვის ხართ და ნუ გადაგვაჭამეთ თავი გინდა იქ ყოფნა და იყავი ნუ გვამადლი. ვართ აქ ვამუშავებთ მიწას და გაგვაქვს დრო მაინც ტკბილად ოჯახში, შენ ჯიპი, მერე ბინები და ფუფუნება მოგინდა და ჩვენ რა შუაში ვართ. აქ დარჩენილებს მიხედეთ ვინც არ გაიქცა გროშების გამო და არ დააცარიელა ქვეყანა ის ჯობია ვიდრე ამ უმადურებს.

ლალუკა
2

გული მეტკინა, იმედები რომ უცებ გემსხვრევა. მაგრამ მაინც ქალებო გაიჭირვეთ და შვილებს ნუ მიატოვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

წერილი ემიგრაციიდან - "მინდა, ჩემს ეზოში საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს საყვარელმა ადამიანმა პლედი გადამაფაროს..."

წერილი ემიგრაციიდან - "მინდა, ჩემს ეზოში საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს საყვარელმა ადამიანმა პლედი გადამაფაროს..."

57 წლის ქეთევან ხიდაშელი სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" დამფუძნებელია, თუმცა 2 შვილის დედას ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად, ცოტა ხნის წინ ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. მისი ემიგრაციის პირველი თვეები იტალიაში COVID-19-ის აფეთქებას დაემთხვა.

ბლოგში, რომელიც "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" თბილისის ოფისის ფემინისტურ საიტზე გამოქვეყნდა, ქეთევან ხიდაშელი ემიგრაციის სირთულეებზე წერს, რომელსაც სამშობლოდან შორს მყოფი თითქმის ყველა ქალი ერთნაირად განიცდის:

"გადაწყვეტილება მიღებულია. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ მივიღე და უკვე მშვიდად ვარ. ბილეთი ავიღე, ჯიბის ფულიც რაღაცნაირად მოვაგროვე. ეს ყველაფერი მარტივად არ მომხდარა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლება მხვდებოდა, მაგრამ დანებება არ მჩვევია და იტალიაში ემიგრაციისთვის მოვემზადე.

ბევრჯერ ვარ ნამყოფი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ყველა მგზავრობისას ვღელავდი, მაგრამ ეს განცდა, როცა ემიგრაციაში მიდიხარ, სულ სხვანაირი აღმოჩნდა. არავინ გავიყოლე აეროპორტში, არ მინდოდა ზედმეტი ემოციები. მარტივად გავიარე რეგისტრაცია, საპასპორტო შემოწმება.

თვითმფრინავში ჩავჯექი თუ არა, იქიდან დაიწყო ჩემი, როგორც ემიგრანტის ფიქრები. რამდენი ხანი უნდა დავრჩე, რამდენი მეყოფა ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად?

ღამის 2 საათზე უკვე ბერგამოში ვარ. ეს ის ქალაქია, სადაც 1 თვის შემდეგ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დაიღუპება ჩOVID-19-ის ვირუსით. ტაქსის მძღოლთან შეთანხმებული ვიყავი. შევხვდით. ჩემ გარდა კიდევ 5 ქალი იყო, ჩავსხედით მანქანაში და მილანისაკენ გავემართეთ. ტაქსის მძღოლმა ყველა დაარიგა მისამართებზე. ბოლოს მეც მიმიყვანა.

დაიწყო ახალი ცხოვრება. სახლი, სადაც მივედი, ჩემი მეგობრისაა, ერთი გოგოსი, რომელიც უკვე 15 წელია მილანში ცხოვრობს, უკვე აეწყო და ოჯახიც აქ ჰყავს. ჩემ გარდა ოთახში კიდევ 7 ქალია, აქედან ნაწილი მუშაობს, ნაწილი კი სამსახურს ელოდება.

საქართველოდან სანამ წამოვიდოდი, სოციალურ ქსელში დავემატე ჯგუფებში "იტალიაში მცხოვრები ქართველობა", "მილანის ქართველობა". აქ ქალები წერდნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ვფიქრობდი, არც მე გამიჭირდება-მეთქი. სახლიდან ემიგრაციას და იქ მცხოვრები ქალების ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებს ბევრი და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ნეტა რა არის სირთულე? იცი, რისთვის მიდიხარ, უნდა იმუშაო. კარგად გადაგიხდიან. ამაზე ფიქრობ და წარმოდგენებში ხატავ შენი ემიგრაციაში ცხოვრების სურათებს.

პირველი შიში: ხვდები ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ. ახალი სოციუმი ცოტათი გაშინებს და გთრგუნავს. აქ არავინ გიცნობს. უნდა დაივიწყო შენი წინა ცხოვრება, ის, რაც კი აქამდე გიკეთებია და სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყო. ამის გააზრებისას პირველი შიშიც დამეუფლა. ვიყავი ჩემს ქვეყანაში, ვაკეთებდი ჩემთვის საყვარელ საქმეს, დავტოვე ყველაფერი და იმისთვის, რომ ფინანსური პრობლემები დამეძლია, უნდა დამეწყო საქმის კეთება, რომელიც თითქოს ძალიან ადვილი, ძალიან ადამიანური და საჭიროა, მაგრამ განსხვავებულია და არც კი იცი, როგორ გაითავისო.

მეორე შიში: გაქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც არ ესმით შენი „ენა“, გინდა, მათ გაუგო, გაგიგონ, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო, სურვილიც. აქ თავიდან გავიაზრე, როგორი ენით ვსაუბრობთ, რატომ არ ესმით ხშირად ჩვენი მათ, ვისაც ვესაუბრებით.

როცა საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ვესაუბრებოდი, ვცდილობდი, მათ ტყავში შევმძვრალიყავი და იქიდან მესაუბრა მათთან. ნაწილობრივ ვახერხებდი. ხშირად კი, ალბათ, თავსაც ვიტყუებდი, რომ ჩემი ესმოდათ. აქ, სრულიად უცხო მიწაზე, მივხვდი, რამდენად დავცილდით ადამიანები ერთმანეთს, ერთმანეთის არ გვესმის. ნეტავ როგორია ის ენა, რომლითაც ერთმანეთს დაველაპარაკებით და გავუგებთ?

სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა გამოცდილების ადამიანებს გვიწევს ერთ სივრცეში ცხოვრება. ეს როგორც ციხეში, ისე ხდება. იძულებული ხარ, შენი ემოციები, შენი აზრები ჩაახშო. დაცინვის ობიექტად არ იქცე. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ თავს სხვა ადამიანებს არ გააცნობ

ემიგრაციაში ყოფნა გაძლიერებაცაა. მარტო ხარ. მხოლოდ თავად შეგიძლია გაუმკლავდე დაბრკოლებას, მოძებნო ოპტიმალური გზები, თუ როგორ გააგრძელო ცხოვრება. ტვინი უფრო აქტიურად მუშაობს. თუმცა ეს გაძლიერება ჰგავს ნივთიერების მიღებას, რომელიც სწრაფად ააქტიურებს ყველა რესურსს ორგანიზმში. მერე კი ერთბაშად გფიტავს და განადგურებს.

სანამ წამოვიდოდი, დავიწყე იმ ტექნიკების სწავლა, რაც შეიძლება ხანდაზმულის მოვლისთვის დამჭირვებოდა. თუმცა, არასოდეს იცი, სად მოხვდები, რა საჭიროებები ექნება შენი ზრუნვის ობიექტს - ჩაწოლილი იქნება თუ არა, გონებრივი შეზღუდვები ექნება თუ ფიზიკური. ეს მცირე ჩამონათვალია. როცა მომვლელად მუშაობ, მისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, საკუთარი ცხოვრებისთვის მხოლოდ ის წუთები გრჩება, როცა ან პირადი ჰიგიენით ხარ დაკავებული, ან სადილს ამზადებ. ისევ მეშინია.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშო არ იყო, ახალგაცნობილმა ქართველმა სამსახური შემომთავაზა, „მე სხვაგან გადავდივარ და ჩემს ბებიასთან მიგიყვანო“. სიხარულით დავთანხმდი. ფულიც დამიმთავრდა. მაშინ ეს არ მაშინებდა. იტალიის წითელ ჯვარს ყველა მსურველისთვის ჰქონდა დახმარება, მიდიოდი და არავინ გეკითხებოდა, ვინ ხარო. არც საბუთს გთხოვდნენ, არც პასპორტს. იღებდი დახმარებას, მადლობას აქეთ გიხდიდნენ

შვებაა, რომ არავინ შიმშილობს. ხანდახან ფიქრობ, "საკვები ხომ იქაც მქონდა"

ის ინფორმაცია, რასაც ტრენინგების (ხშირად თავადვე ვატარებდი) და საკითხავი მასალების საშუალებით ვეცნობოდი არალეგალურ მიგრაციაზე, თითქოს მე არ მეხებოდა. ეს ცოდნა სადღაც გაქრა, დავკარგე. სამსახური დავიწყე ისე, რომ არც მისამართი ჩავიწერე, არც ტელეფონი მქონდა.

74 წლის ბებიასთან დავიწყე მუშაობა. მადარდებდა ენის არცოდნა. თან მქონდა რვეულები, სადაც საჭირო სიტყვები მეწერა. ოთხი დღე ვიმუშავე, კვირას დავისვენე. ისე გაიწელა დრო, საუკუნედ მეჩვენა. ბებია, რომელიც სამი დღის განმავლობაში დაძინებამდე მეხუტებოდა და მკოცნიდა, მეოთხე დღეს სხვა ადამიანად გარდაიქმნა. ვერ ვერეოდი, ხელით მეხებოდა. იქ ვეღარ დავრჩებოდი. ღამით მარტომ დავტოვე მისი სახლი.

მხოლოდ გაგონილი თუ მქონდა, რას ნიშნავდა ალცჰაიმერის დაავადება. მერეღა დავიწყე გაცნობა, ინფორმაციის მოძიება. საკმაოდ ბევრი რამ გავიგე და ვიფიქრე, ადრე რომ მცოდნოდა, იქნებ სხვა გზები მეძებნა და მას სხვანაირად დავხმარებოდი-მეთქი.

მომვლელად მუშაობის პირველი გამოცდილება კრახით დასრულდა. შიში გამიძლიერდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი. რატომ დავტოვე საყვარელი საქმე? ყოველდღე ვუსვამდი საკუთარ თავს ამ კითხვას. მერე ვიხსენებდი, რომ 4-დღიან სამუშაოში იმდენი ავიღე, რასაც თვეშიც ვერ გამოვიმუშავებდი ხელფასის სახით. პასუხს სწრაფად ვპოულობდი - პრობლემებს მოვაგვარებ და დავუბრუნდები ჩემს ოჯახს-მეთქი.

***

დღეები გადის. ადამიანებს ვეცნობი. ჩემ გვერდით სძინავთ. მიყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე. წლებია, უკვე აქ ცხოვრობენ, მიყვებიან ყველაფერს და ჩემი მოლოდინები იმის შესახებ, რომ ორ წელიწადში ყველა პრობლემას მოვაგვარებ და შინ დავბრუნდები, ნელ-ნელა ქრება.

დაიწყო ვირუსის შემოტევაც, ყოველდღიურად იზრდებოდა გარდაცვლილების რიცხვი, და ეს ხდებოდა აქვე, მილანიდან 60 კმ-ში, ბერგამოს საავადმყოფოში. იმ ქალაქში, სადაც ჩამოვფრინდი.

ჩაკეტილ სივრცეში ვართ, ათასგვარ ინფორმაციას ვეცნობით ინტერნეტით. ჩემი მეგობარი სამსახურიდან დაბრუნებისთანავე შემოდის და გვიყვება, თუ რა საშიში ვირუსია გავრცელებული და რამდენი ადამიანი კვდება დღეში. თავი საშინელებათა ფილმში მგონია. იწყება კარანტინი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეთ გასვლა, გარკვეული გადაუდებელი საჭიროების გარეშე, იკრძალება. ქუჩებში გამოჩნდნენ პოლიციელები, კარაბინერები და სამხედროები, რომლებიც ადამიანების გადაადგილებას აკონტროლებდნენ.

წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით ყველა. დასაქმებულები სამსახურებში ვეღარ მიდიან, რადგან უმრავლესობას არ აქვს ხელშეკრულება. ვერც მაღაზიებში მივდივართ საკვების და წყლის მოსატანად. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომელიმე ცუდად არ გახდეს და საავადმყოფო არ დასჭირდეს, ან წამალი, რადგანაც ექიმის და რეცეპტის გარეშე წამალს არავინ მოგცემს აფთიაქში. დაუცველობა მაშინებს. შეწყდა წითელი ჯვრის დახმარებებიც. მინიმუმ რამდენიმე თვით სამსახურის შოვნის ყველანაირი პერსპექტივაც გაქრა.

ზოგს წნევა აქვს, ზოგს ნერვებმა უმტყუნა. ვდარდობთ ბინის ქირაზე. საჭმლის ფულიც ნელ-ნელა გვითავდება. არასოდეს გამჭირვებია რესურსების მოძიება და ამჯერადაც მივმართეთ ქართველთა სათვისტომოს, მან ჩვენ შესახებ შეატყობინა ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარს, რომელმაც ჩვენი კომუნა არაერთხელ უზრუნველყო პროდუქტით. იცით, რა იყო უცნაური? ვინაიდან დახმარებაზე ეკლესიის მრევლი ზრუნავდა, არავის გახსენებია, რომ უსახსროდ დარჩენილ ქალებს შეიძლება დაგვჭირვებოდა ჰიგიენური საშუალებები: საფენები, საპონი, კბილის პასტა.

არავინ იფიქროს, რომ უმადურები ვართ. საყიდლებზე ალბათ მამაკაცები გაუშვეს, რომლებმაც, უბრალოდ, ვერ მოიფიქრეს, რა სჭირდებათ ქალებს. მადლიერებასთან ერთად, მოკრძალებულად აღვნიშნავ, რამდენად განსხვავებული საჭიროებები გვაქვს ქალებს და რამდენად უხილავია ეს.

გამახსენდა, რომ 2008 წლის ომის დროს, თბილისში, 22-ე სკოლაში დევნილები შეასახლეს. იქვე ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი ცხოვრობდა. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ქალები ჯგუფ-ჯგუფად აიყვანა სახლში და დაბანა შესთავაზა. ამის საშუალება სკოლაში არ ჰქონდათ. დევნილებისთვის იძებნებოდა თავშესაფარი, საკვები, საბნები, ლეიბები, მაგრამ არავის გაახსენდა, თუ რა პირველადი საჭიროებები ჰქონდათ ქალებს. ჩემი ახლობლის სამოთახიან ბინაში მთელი დღეების განმავლობაში ქალების ნაკადი არ წყდებოდა. მას არც არსად უხსენებია ეს ამბავი, ახლა კი გამახსენდა და გული ამიჩუყდა.

ზიმბარდოს ექსპერიმენტის შესახებ მქონდა წაკითხული, ჩაკეტილ სივრცეში ადამიანებს ნერვები ეძაბებათ, ძალაუფლების ხელში აღების ცდუნებას კონფლიქტები მოსდევს, რის გამოც ხშირია უთანხმოება, იზრდება ძალადობის რისკებიო. პატარა ოთახში 6-8 ქალს ერთად გვიწევს ცხოვრება.

ჩემს გამოცდილებას მივმართე - ყოველდღიურად ვუყვებოდი მათ კონფლიქტების მართვაზე, ოჯახში ძალადობაზე, ქალთა ქონებრივ უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გენდერულ იდენტობაზე. გავაგრძელე იმაზე მუშაობა, რასაც ამდენი წელი ვაკეთებდი საქართველოში. ხშირად "პრაფესორასაც" მეძახდნენ ამის გამო, თუმცა ერთი რამ ნათლად ვიცი, შეიძლება ჩვენ, ადამიანებს განსხვავებული გამოცდილება და ცოდნა გვქონდეს, მაგრამ არავინ არის არავისზე მეტი ან ნაკლები, ყველანი ერთ დიდ ნავში ვსხედვართ და უნდა ვისწავლოთ სინქრონულად ნიჩბების მოსმა, რომ არ დავიღუპოთ აღელვებულ ზღვაში. მე ბევრი რამ ვისწავლე მათგან, იმედია, ისინიც სწავლობენ ჩემგან.

ტელეფონის ეკრანიდან დღეში ზოგჯერ ათჯერ ვხედავ შვილებს. მინდა, არ გამოვტოვო, რასაც ისინი განიცდიან - სიხარული იქნება თუ სევდა. რთულია, როცა შვილი გეუბნება, ჩამოდი, ერთად დავძლევთ სირთულეებსო. შენ მაინც ჯიუტად პასუხობ, რომ ცოტას კიდევ მოითმენ, იქნებ უკან დასაბრუნებელ ბილეთის ფულთან ერთად ცოტა დანაზოგის ჩამოტანაც მოახერხო. თან გულის სიღრმეში იცი, რომ ამას წლები დასჭირდება

თვალს არიდებ შვილებს, რომელთაც ვერ შეუქმენი სწავლის და ნორმალური ცხოვრების პირობები

აქ ერთი პატარა ზურგჩანთით ჩამოვედი. ველოდი, რომ სწრაფად მოვაგვარებდი ჩემს პრობლემებს. ახლა კი ჩემს თავს და ემიგრაციაზე მოფიქრალ ყველა ქალს ვეუბნები, რომ ეს არის, ალბათ, ყველაზე რთული, გაუმართლებელი და დაუსრულებელი გზა. უკან დაბრუნების შემდეგაც კი, შესაძლოა, ვერ გაწყდეს მარტოობის და მონატრების გრძელი ჯაჭვი - შესაძლოა ვეღარასოდეს დაიბრუნო ის ადგილი, რომელიც ნამდვილად შენი იყო. შესაძლოა, გაუცხოება იმდენად ყოვლისმომცველი იყოს, რომ უკან დაბრუნება გაფიქრებინოს იქ, სადაც არავინ გელოდება.

ემიგრანტი ქალი. როცა ამ სიტყვათაწყობას გოოგლე-ის საძიებო სისტემაში წერ, ფოტოებს გიგდებს. ძირითადად, ქალს ჩემოდნით ხელში. მართალიცაა. ერთ ჩემოდანში ჩატეული მოსიარულე მარტოსული ქალი ხდები, რომელიც არც მიწისა ხარ და არც ცის.

5 მაისს სამი თვე ხდება, რაც მილანში ვარ და ვუყურებ როგორ იცვლება მსოფლიო. შევიცვალე მეც. შეიცვალა ჩემი ფიქრები, სურვილები. ჩემი საქმის კეთება მინდა. მინდა, ჩემს ეზოში, საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს ჩამეძინოს და საყვარელმა ადამიანმა თბილი პლედი გადამაფაროს, განა დიდ რამეს ვითხოვ.

ასე მარტივდება ჩვენი ოცნებები ემიგრაციაში ყოფნის დროს".

ბლოგი გამოქვეყნდა "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" თბილისის ოფისის ფემინისტურ საიტზე