პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალმა კივილი დაიწყო... დათომ უთხრა: თავი არ მომჭრა და 112-ში არ დარეკო, ყოფას გიტირებო" - რას ყვება ცინარიძის ადვოკატი ინციდენტის ღამის შესახებ
"ქალმა კივილი დაიწყო... დათომ უთხრა: თავი არ მომჭრა და 112-ში არ დარეკო, ყოფას გიტირებო" - რას ყვება ცინარიძის ადვოკატი ინციდენტის ღამის შესახებ

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ცი­ნა­რი­ძე გლ­და­ნის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, 27 აპ­რილს, ღა­მით, ნას­ვამ­მა ცი­ნა­რი­ძემ მე­უღ­ლეს, მა­ნა­ნა ბო­ლო­თაშ­ვილს, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა, რა დრო­საც ერთხელ ის­რო­ლა.

ცი­ნა­რი­ძე თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე­ზე არ უძა­ლა­დია. ადას­ტუ­რებს, რომ მცი­რე კონ­ფლიქ­ტი მოხ­და და ისიც კა­რან­ტი­ნით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გამო...

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი კახა ხვის­ტა­ნი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ინ­ცი­დენ­ტის ღა­მის ეტა­ლებს ყვე­ბა და ამ­ბობს, რომ სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რა ტყუ­ი­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე ნა­ხავს, რომ ცი­ნა­რი­ძე ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლდე­ბა.

"და­თოს ია­რა­ღი შემ­თხვე­ვით რომ გა­უ­ვარ­და, მისი მე­უღ­ლეც ადას­ტუ­რებს. დიახ, ნას­ვა­მი იყო, რამ­დე­ნი­მე ჭიქა ჰქონ­და და­ლე­უ­ლი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. სა­სა­მარ­თლოს ობი­ექ­ტუ­რად რომ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა, თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხავ­და ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბას.

ამ თე­მის ან­გა­ჟი­რე­ბა მოხ­და, მო­სა­მარ­თლემ კი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს ვერ გა­უძ­ლო. დას­ჯის მიზ­ნით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, მას იმის­თვის იყე­ნე­ბენ, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­ი­დი­ნოს, არ მი­ი­მა­ლოს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­ა­ნად­გუ­როს. შემ­თხვე­ვას ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც ორ­ჯერ დაჰ­კი­თხეს, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და მას­რა.

სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გი­რაო და ყვე­ლა უფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შევ­თა­ვა­ზეთ - სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა გარ­და­უ­ვა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­და, ცოლ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის უფ­ლე­ბის აკ­რძალ­ვა, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­სა და პას­პორ­ტის ჩა­მორ­თმე­ვა, ყო­ველ­დღე გა­მო­ცხად­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ა­ში, თუმ­ცა მა­ინც პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, არა­და, ბრა­ლი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

- იქ­ნებ უფრო დე­ტა­ლუ­რად გვი­თხრათ, რა მოხ­და იმ დღეს?

- იმ სა­ღა­მოს დათო შინ ნას­ვა­მი დაბ­რუნ­და. მე­უღ­ლეს დი­ვან­ზე ეძი­ნა, და­თომ გა­აღ­ვი­ძა, წა­მო­დი, სა­წოლ­ში და­წე­ქიო. ამ გაღ­ვი­ძე­ბის გამო წა­კა­მათ­დნენ. შემ­დეგ და­თომ ბა­ლი­ში აიღო და და­სა­ძი­ნებ­ლად წა­ვი­და ეზო­ში მდე­ბა­რე მა­რან­ში, სახ­ლი­დან 100 მეტ­რის მო­შო­რე­ბით. მას ცო­ლიც მიჰ­ყვა, და­თომ უთხრა, თავი და­მა­ნე­ბეო, ცოლი კი სახ­ლში შეს­ვლას სთხოვ­და. ამის გამო ისევ წა­კა­მათ­დნენ და ამ დროს ცოლს შე­ა­გი­ნა.

ქალი გაბ­რაზ­და. უთხრა, თუ არ წა­მოხ­ვალ, პატ­რულ­ში დავ­რე­კა­ვო. დათო ცოლს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა, უნ­დო­და ტე­ლე­ფო­ნი წა­ერ­თმია, ცდი­ლობ­და ხე­ლი­დან გა­მო­ეგლი­ჯა და ამ ძიძ­გი­ლა­ო­ბი­სას სა­ქამ­რი­დან და­თოს ია­რა­ღი ამო­უ­ვარ­და და ძირს და­უ­ვარ­და. მან ყუ­რა­დღე­ბა ია­რაღ­ზე გა­და­ი­ტა­ნა, ამა­სო­ბა­ში ცოლ­მა ხელი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა, წიხ­ლი ჰკრა ქმარს და სწო­რედ ამ დროს გა­ვარ­და ია­რა­ღი. ერთი ტყვია კე­დელს მოხ­ვდა.

ქალ­მა ის­ტე­რი­კუ­ლი კი­ვი­ლი და­ი­წყო. და­თომ უთხრა, თავი არ მომჭრა, არ დარ­ე­კო 112-ში, თო­რემ ყო­ფას გი­ტი­რე­ბო. სწო­რედ და­თოს ეს სი­ტყვე­ბი დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და მუ­ქა­რად. ამა­სო­ბა­ში ცოლ­მა 112-ში და­რე­კა..." წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
8

ამისთანებს მარტო ცოლებთან აქვთ დიდი გული. "მეგობარმა გოგონამ" ხომ კარგად გაისროლა თანამდებობიდან!

jjj
6

ამ ადვოკატს თუ დავუჯერებთ ცოლია დასაჭერი წიხლი ჩააზილაო.დდდდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ქალმა კივილი დაიწყო... დათომ უთხრა: თავი არ მომჭრა და 112-ში არ დარეკო, ყოფას გიტირებო" - რას ყვება ცინარიძის ადვოკატი ინციდენტის ღამის შესახებ

"ქალმა კივილი დაიწყო... დათომ უთხრა: თავი არ მომჭრა და 112-ში არ დარეკო, ყოფას გიტირებო" - რას ყვება ცინარიძის ადვოკატი ინციდენტის ღამის შესახებ

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე გლდანის ციხეში იმყოფება. პროკურატურის მტკიცებით, 27 აპრილს, ღამით, ნასვამმა ცინარიძემ მეუღლეს, მანანა ბოლოთაშვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით დაემუქრა, რა დროსაც ერთხელ ისროლა.

ცინარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამბობს, რომ მეუღლეზე არ უძალადია. ადასტურებს, რომ მცირე კონფლიქტი მოხდა და ისიც კარანტინით გაღიზიანების გამო...

ბრალდებულის ადვოკატი კახა ხვისტანი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ინციდენტის ღამის ეტალებს ყვება და ამბობს, რომ სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ტყუილია და საზოგადოება მალე ნახავს, რომ ცინარიძე ბრალდებაში გამართლდება.

"დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, მისი მეუღლეც ადასტურებს. დიახ, ნასვამი იყო, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე. სასამართლოს ობიექტურად რომ შეეფასებინა მდგომარეობა, თავიდანვე გამორიცხავდა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

ამ თემის ანგაჟირება მოხდა, მოსამართლემ კი საზოგადოებრივ ინტერესს ვერ გაუძლო. დასჯის მიზნით აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია, მას იმისთვის იყენებენ, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, არ მიიმალოს, მტკიცებულებები არ გაანადგუროს. შემთხვევას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელიც ორჯერ დაჰკითხეს, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და მასრა.

სასამართლოს ალტერნატივად გირაო და ყველა უფლების აღკვეთა შევთავაზეთ - სახლიდან გამოსვლა გარდაუვალი საჭიროების გარდა, ცოლთან მიახლოების უფლების აკრძალვა, პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევა, ყოველდღე გამოცხადდებოდა პოლიციაში, თუმცა მაინც პატიმრობა შეეფარდა, არადა, ბრალი დაუსაბუთებელია.

- იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, რა მოხდა იმ დღეს?

- იმ საღამოს დათო შინ ნასვამი დაბრუნდა. მეუღლეს დივანზე ეძინა, დათომ გააღვიძა, წამოდი, საწოლში დაწექიო. ამ გაღვიძების გამო წაკამათდნენ. შემდეგ დათომ ბალიში აიღო და დასაძინებლად წავიდა ეზოში მდებარე მარანში, სახლიდან 100 მეტრის მოშორებით. მას ცოლიც მიჰყვა, დათომ უთხრა, თავი დამანებეო, ცოლი კი სახლში შესვლას სთხოვდა. ამის გამო ისევ წაკამათდნენ და ამ დროს ცოლს შეაგინა.

ქალი გაბრაზდა. უთხრა, თუ არ წამოხვალ, პატრულში დავრეკავო. დათო ცოლს შეეწინააღმდეგა, უნდოდა ტელეფონი წაერთმია, ცდილობდა ხელიდან გამოეგლიჯა და ამ ძიძგილაობისას საქამრიდან დათოს იარაღი ამოუვარდა და ძირს დაუვარდა. მან ყურადღება იარაღზე გადაიტანა, ამასობაში ცოლმა ხელი გაითავისუფლა, წიხლი ჰკრა ქმარს და სწორედ ამ დროს გავარდა იარაღი. ერთი ტყვია კედელს მოხვდა.

ქალმა ისტერიკული კივილი დაიწყო. დათომ უთხრა, თავი არ მომჭრა, არ დარეკო 112-ში, თორემ ყოფას გიტირებო. სწორედ დათოს ეს სიტყვები დაკვალიფიცირდა მუქარად. ამასობაში ცოლმა 112-ში დარეკა..." წაიკითხეთ ვრცლად

საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"