მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება
ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“, პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბულ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში მუ­შა­ო­ბას სპე­ცი­ა­ლურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს. მომ­ხმა­რე­ბელს, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბილ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავ­ტო­ნა­წი­ლის შეც­ვლა ან სხვა სერ­ვი­სის მი­ღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, შე­უძ­ლია წი­ნას­წარ და­უ­კავ­შირ­დეს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლისს“, ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­აც მი­ი­ღოს და სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად წი­ნას­წარ ჩა­ე­წე­როს.

რო­გორ მუ­შა­ობს ტო­ი­ო­ტას პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში, რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს და რამ­დე­ნად ზედ­მი­წევ­ნით იცავს „ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ნილ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, - ამ თე­მებ­ზე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი გურ­ჩი­ა­ნი სა­უბ­რობს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტი­უ­რად, მხო­ლოდ 17-დან 27 აპ­რი­ლამ­დე გვქონ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი, მა­შინ, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა იყო აკ­რძა­ლუ­ლი. ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა, რო­მე­ლიც სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და რე­ჟი­მე­ბის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბის­თვის, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის შე­მო­ღე­ბის­თა­ნა­ვე მოგ­ვცა მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ ავ­ტო­სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ არას­რუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ხელ­მძღვა­ნე­ლობს იმ დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი­თა და სტან­დარ­ტე­ბით, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ითხოვს მო­ცე­მულ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვერ მუ­შა­ობთ - რას ნიშ­ნავს ეს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის­თვის“?

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“, ამ­ჟა­მად, მხო­ლოდ 30%-იანი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს. ეს ნიშ­ნავს, რომ ფაქ­ტი­უ­რად, არ არ­სე­ბობს ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ფარ­თო სპექტრი, გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვაც. უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ ამ­ჟა­მად, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს მხო­ლოდ ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს. ეს ნიშ­ნავს, რომ შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ობს მხო­ლოდ ბიზ­ნე­სის 30% და შე­სა­ბა­მი­სად, მუ­შა­ობს კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რაც თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მე­სა­მედ­საც არ შე­ად­გენს.

რა სა­ხის სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს?

მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­კე­თე­ბას და ავ­ტო­ნა­წი­ლის შეც­ვლას, და­ზი­ა­ნე­ბის აღ­დგე­ნას, შე­ღებ­ვას და ა.შ. ანუ, ვთა­ვა­ზობთ ყვე­ლა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბას, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ჯან­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბიც. ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლისს“ ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში. ჩვე­ნი მი­სა­მარ­თი ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლია - აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი, მე-20 კმ. მაგ­რამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი წი­ნას­წარ და­უ­კავ­შირ­დე­ბა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლისს“ და სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად ჩა­ე­წე­რე­ბა. წი­ნას­წარ­ჩა­წე­რილ მომ­ხმა­რე­ბელს ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტექ­ნი­კო­სე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, დათ­ქმულ დროს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რე­ცე­ლე­ბის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

რა სა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს იყე­ნებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას და რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად არის და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

ზედ­მი­წევ­ნით სრულ­ყო­ფი­ლად ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა იმ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რაც გა­ცე­მუ­ლია, რო­გორც ჯან­მოს და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე, ზო­გა­დად, სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის მიერ. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თავს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლისს“, აღი­რი­ცხე­ბა. გარ­და ამი­სა, მას ვუ­ზო­მავთ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ვთა­ვა­ზობთ ხე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას სა­დე­ზინ­ფე­ციო ხსნა­რით. თუ მას არ აქვს პირ­ბა­დე და ხელ­თათ­მა­ნი, ამ ნივ­თებ­საც გა­დავ­ცემთ. ამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­სებს შეკ­ვე­თის ფორ­მას, რის შემ­დე­გაც მას შე­უძ­ლია გა­ვი­დეს გა­რეთ ან ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს სპე­ცი­ა­ლურ მო­საც­დელ სივ­რცე­ში, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და სხვა მომ­ხმა­რებ­ლის­გან გა­მი­ჯვნა. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის არ არის და­საშ­ვე­ბი სერ­ვის­ცენ­ტრში შეს­ვლა, არა­და, პან­დე­მი­ამ­დე, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მას შე­ეძ­ლო სერ­ვის­ცენ­ტრში შეს­ვლა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის პრო­ცე­სის­თვის თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბა. სერ­ვი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხელს აწერს მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი კი გა­მოჰ­ყავს შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს, რო­მელ­საც აც­ვია სპე­ცტან­საც­მე­ლი, უკე­თია პირ­ბა­დე და ხელ­თათ­მა­ნი. რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­მო­ბო­ბილს, სერ­ვი­სის გა­წე­ვამ­დეც და სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, უტარ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

გარ­და ამი­სა, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ ყვე­ლა თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას გაკ­რუ­ლია Covid 19-ის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პოს­ტე­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ჯან­მოს და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, პან­დე­მი­ი­სა და სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში ქცე­ვის ნორ­მებ­სა და მო­თხოვ­ნებს; სა­ვალ­დე­ბუ­ლო დის­ტან­ცი­ის და­სა­ცა­ვად ია­ტაკ­ზე დაკ­რუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პოს­ტე­რე­ბი, რაც გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დი­სას დის­ტან­ცი­ის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. პირ­ბა­დით და ხელ­თათ­მა­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი კი მომ­ხმა­რებ­ლის­გან გა­მიჯ­ნუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ნით. ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლია ისე, რომ მომ­ხმა­რე­ბელს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალ­თან ახლო შე­ხე­ბა არ ჰქონ­დეს. ამით და­ცუ­ლია, რო­გორც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსარ­თხო­ე­ბა.

შექ­მნილ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში ეძ­ლე­ვა თუ არა მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის ან და­რე­ზერ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ ეს აკ­რძა­ლუ­ლია?

მომ­ხმა­რე­ბელს ახ­ლაც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ა­რე­ზერ­ვოს ან შე­ი­ძი­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე, შო­უ­რუმ­ში მის­ვლა და მან­ქა­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია მხო­ლოდ კვი­რა­ში ორ­ჯერ, ორ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნად მის­ვლა შე­უძ­ლია მხო­ლოდ ერთ პირს, რომ­ლის სა­ხელ­ზეც გა­ფორმ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამ პრო­ცესს და­ეს­წრე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლიც, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტით და­ა­დას­ტუ­რებს ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის ფაქტს. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის და­რე­ზერ­ვე­ბას, ამის­თვის მომ­ხმა­რე­ბელს არ სჭირ­დე­ბა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ მის­ვლა - ამ პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­უ­რად. ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სა­რე­ზერ­ვებ­ლად ჩვენ საკ­მა­ოდ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ონ­ლა­ინ მომ­სა­ხუ­რე­ბა გვაქვს.

შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რამ­დე­ნად უმკლავ­დე­ბა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ?

იმის გამო, რომ კომ­პა­ნია სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვერ მუ­შა­ობს, ამ­ჟა­მად მოქ­მედ სერ­ვი­სებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხო­ლოდ მე­სა­მე­დია და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლის­ხმე­ვას არ ვი­შუ­რებთ, რომ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი უზ­რუნ­ველ­ვყოთ ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით. და­ზუს­ტე­ბით შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, რომ პან­დე­მი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ეს ფი­ნან­სუ­რად მძი­მედ აი­სა­ხე­ბა კომ­პა­ნი­ა­ზე, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­შე სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვი­დან არ ავი­რი­დებთ, თუნ­დაც სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დეს. ასე რომ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ არც ერთ თა­ნამ­შრო­მელს ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბის მხრივ პრობ­ლე­მა არ ექ­მნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“, ამ მძი­მე პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ინარ­ჩუ­ნებს.

ეს გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სია და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კომ­პა­ნია თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ით მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ით­ვლის. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“?

ეს არ არის კრი­ზი­სი, ეს ბიზ­ნეს­კო­ლაფ­სია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დრო­ე­ბა უდ­გას მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს. გა­სუ­ლი წლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით 90%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა გვაქვს ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში. ძა­ლე­ბი რომ აღ­ვიდ­გი­ნოთ და გა­სუ­ლი წლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ, ამის­თვის სულ მცი­რე ორ­წლი­ა­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა.

რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის გა­მო­სა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ბიზ­ნე­სი?

შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი საგ­რძნობ­ლად და­სუს­ტდე­ბა. პან­დე­მია რომ გა­და­ივ­ლის, ბიზ­ნე­სის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დი­დად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და მი­ზან­მი­მარ­თულ სა­შე­ღა­ვა­თო პროგ­რა­მებ­ზე. იმე­დია, სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის­თვის კა­ბა­ლუ­რი არ გახ­დე­ბა. პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან რთუ­ლად და­საძ­ლე­ვი აღ­მოჩ­ნდეს ეროვ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კის­თვის. თუ არ ამოქ­მედ­დე­ბა ზედ­მი­წევ­ნით სწო­რად გათ­ვლი­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­შე­ღა­ვა­თო პროგ­რა­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის დიდი ნა­წი­ლი შე­წყვეტს არ­სე­ბო­ბას. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს.

NS

grisha
0

ირაკლი გურჩიანი მარნეულის მერად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო ვითარებაში მუშაობას სპეციალურ რეჟიმში აგრძელებს. მომხმარებელს, რომლის ავტომობილსაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ავტონაწილის შეცვლა ან სხვა სერვისის მიღება ესაჭიროება, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციაც მიიღოს და სერვისის მისაღებად წინასწარ ჩაეწეროს.

როგორ მუშაობს ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საგანგებო ვითარებაში, რა სახის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და რამდენად ზედმიწევნით იცავს „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეკომენდაციებსა და ქვეყანაში დადგენილ უსაფრთხოების წესებს პანდემიის პირობებში, - ამ თემებზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი საუბრობს.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მუშაობა, ფაქტიურად, მხოლოდ 17-დან 27 აპრილამდე გვქონდა შეჩერებული, მაშინ, როცა ავტომობილების მოძრაობა იყო აკრძალული. ავტოტექმომსახურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც სატრანპორტო საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და რეჟიმების დაცვას უზრუნველყოფს. როდესაც საქმე ეხება საგანგებო ვითარებას, ამ შემთხვევაში ავტოტექმომსახურების სფეროს ოპერატიული მუშაობა ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის ობიექტებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვისაც. სწორედ ამის გათვალისწინებით, სახელმწიფომ საგანგებო ვითარების შემოღებისთანავე მოგვცა მუშაობის გაგრძელების უფლება, თუმცა მხოლოდ ავტოსერვისის მიმართულებით. პანდემიის პირობებში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არასრული დატვირთვით მუშაობს, ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ხელმძღვანელობს იმ დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით, რასაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს მოცემულ საგანგებო ვითარებაში.

როგორც აღნიშნეთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სრული დატვირთვით ვერ მუშაობთ - რას ნიშნავს ეს „ტოიოტა ცენტრ თბილისისთვის“?

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ამჟამად, მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად, არ არსებობს ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის ფართო სპექტრი, გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაც. უკვე აღვნიშნე, რომ ამჟამად, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მხოლოდ ავტოტექმომსახურებას უწევს. ეს ნიშნავს, რომ შექმნილ მდგომარეობაში მუშაობს მხოლოდ ბიზნესის 30% და შესაბამისად, მუშაობს კომპანიაში დასაქმებულთა მცირე რაოდენობა, რაც თანამშრომელთა საერთო რაოდენობის მესამედსაც არ შეადგენს.

რა სახის სერვისებს სთავაზობს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს?

მომხმარებელს ვთავაზობთ ავტომობილის ნებისმიერი სახის შეკეთებას და ავტონაწილის შეცვლას, დაზიანების აღდგენას, შეღებვას და ა.შ. ანუ, ვთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას, რაც ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, როგორც ფიზიკური პირები, ასევე, სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტებიც. ტექნიკური მომსახურების მისაღებად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათებში. ჩვენი მისამართი ბევრისთვის ცნობილია - აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. მაგრამ პანდემიის პირობებში უმჯობესი იქნება, თუ მომხმარებელი წინასწარ დაუკავშირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ და სერვისის მისაღებად ჩაეწერება. წინასწარჩაწერილ მომხმარებელს ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები ინდივიდუალურად, დათქმულ დროს, კორონავირუსის გავრეცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით მოემსახურებიან.

რა სახის უსაფრთხოების ზომებს იყენებს საგანგებო სიტუაციაში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელთან ურთიერთობისას და რამდენად სრულყოფილად არის დაცული უსაფრთხოების წესები პანდემიის პირობებში?

ზედმიწევნით სრულყოფილად ვასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაცემულია, როგორც ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, ზოგადად, სამთავრობო უწყებების მიერ. პირველ რიგში, ყველა თანამშრომელი და მომხმარებელი, რომელიც სერვისის მისაღებად მიმართავს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, აღირიცხება. გარდა ამისა, მას ვუზომავთ ტემპერატურას, ვთავაზობთ ხელების დამუშავებას სადეზინფეციო ხსნარით. თუ მას არ აქვს პირბადე და ხელთათმანი, ამ ნივთებსაც გადავცემთ. ამ აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელი ავსებს შეკვეთის ფორმას, რის შემდეგაც მას შეუძლია გავიდეს გარეთ ან ადგილი დაიკავოს სპეციალურ მოსაცდელ სივრცეში, სადაც შესაძლებელია სავალდებულო დისტანციის დაცვა და სხვა მომხმარებლისგან გამიჯვნა. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებელისთვის არ არის დასაშვები სერვისცენტრში შესვლა, არადა, პანდემიამდე, სურვილის შემთხვევაში, მას შეეძლო სერვისცენტრში შესვლა და უსაფრთხოების ნორმების დაცვითა და სპეციალური ეკიპირებით მომსახურების გაწევის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება. სერვისის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს, განახლებული ავტომობილი კი გამოჰყავს შესაბამის ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც აცვია სპეცტანსაცმელი, უკეთია პირბადე და ხელთათმანი. რაც მთავარია, ავტომობობილს, სერვისის გაწევამდეც და სამუშაოების დასრულების შემდეგაც, უტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარების მეშვეობით.

გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ყველა თვალსაჩინო ადგილას გაკრულია Covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელიც შეიცავს ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, პანდემიისა და საგანგებო ვითარებაში ქცევის ნორმებსა და მოთხოვნებს; სავალდებულო დისტანციის დასაცავად იატაკზე დაკრულია სპეციალური პოსტერები, რაც განაცხადის შევსებისას თუ მომსახურების საფასურის გადახდისას დისტანციის დაცვას უზრუნველყოფს. პირბადით და ხელთათმანით აღჭურვილი ჩვენი თანამშრომელი კი მომხმარებლისგან გამიჯნულია სპეციალური მინით. ყველაფერი მოწყობილია ისე, რომ მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ტექნიკურ პერსონალთან ახლო შეხება არ ჰქონდეს. ამით დაცულია, როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსართხოება.

შექმნილ საგანგებო ვითარებაში ეძლევა თუ არა მომხმარებელს ავტომობილის შეძენის ან დარეზერვების შესაძლებლობა, თუ ეს აკრძალულია?

მომხმარებელს ახლაც აქვს შესაძლებლობა დაარეზერვოს ან შეიძინოს ავტომობილი, თუმცა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნებით, მომხმარებელს ადგილზე, შოურუმში მისვლა და მანქანის შეძენა შეუძლია მხოლოდ კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილის შესაძენად მისვლა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს, რომლის სახელზეც გაფორმდება შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ პროცესს დაესწრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელიც, რომელიც თავის მხრივ, შესაბამისი აქტით დაადასტურებს ავტომობილის შეძენის ფაქტს. რაც შეეხება ავტომობილის დარეზერვებას, ამისთვის მომხმარებელს არ სჭირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისვლა - ამ პროცედურის გავლა შესაძლებელია დისტანციურად. ავტომობილის დასარეზერვებლად ჩვენ საკმაოდ მოსახერხებელი ონლაინ მომსახურება გვაქვს.

შექმნილ სიტუაციაში რამდენად უმკლავდება „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სოციალურ პასუხისმგებლობას თანამშრომლების მიმართ?

იმის გამო, რომ კომპანია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ამჟამად მოქმედ სერვისებზე თანამშრომლების მხოლოდ მესამედია დაკავებული. მიუხედავად ამისა, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა თანამშრომელი უზრუნველვყოთ ყოველთვიური ანაზღაურებით. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეს ფინანსურად მძიმედ აისახება კომპანიაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თანამშრომლების წინაშე სოციალურ პასუხისმგებლობას თავიდან არ ავირიდებთ, თუნდაც საგანგებო ვითარება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ასე რომ, პანდემიის პერიოდში „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ არც ერთ თანამშრომელს ანაზღაურების მიღების მხრივ პრობლემა არ ექმნება და რაც მთავარია, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ამ მძიმე პერიოდის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს ინარჩუნებს.

ეს გლობალური კრიზისია და მსოფლიოს ყველა კომპანია თუ ორგანიზაცია პანდემიით მიყენებულ ზარალს ითვლის. რა მდგომარეობაა ამ მხრივ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“?

ეს არ არის კრიზისი, ეს ბიზნესკოლაფსია მსოფლიო მასშტაბით. განსაკუთრებით მძიმე დროება უდგას მცირე და საშუალო ბიზნესს. გასული წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 90%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. ძალები რომ აღვიდგინოთ და გასული წლების მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ, ამისთვის სულ მცირე ორწლიანი თავდაუზოგავი მუშაობა დაგვჭირდება.

როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი ქართული ბიზნესისთვის შექმნილ სიტუაციაში? როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი?

შექმნილ მდგომარეობაში, საქართველოში ბიზნესი საგრძნობლად დასუსტდება. პანდემია რომ გადაივლის, ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა დიდად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო რეგულაციებსა და მიზანმიმართულ საშეღავათო პროგრამებზე. იმედია, საბანკო ვალდებულებების შესრულება ბიზნესისთვის კაბალური არ გახდება. პოსტკრიზისული პერიოდი შესაძლოა ძალიან რთულად დასაძლევი აღმოჩნდეს ეროვნული ბიზნესისა და ეკონომიკისთვის. თუ არ ამოქმედდება ზედმიწევნით სწორად გათვლილი და სამართლიანად შემუშავებული საშეღავათო პროგრამები და რეგულაციები, ეროვნული ბიზნესის დიდი ნაწილი შეწყვეტს არსებობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების შემდგომ პერიოდს ჩვენი ქვეყანა კარგად ორგანიზებული და მომზადებული შეხვდეს.

NS

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ მეთერთმეტე პაციენტზე - COVID-19-ს მისი მეუღლეც ემსხვერპლა

აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს იწურება

საქართველოში 28 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზი