პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები
4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები

სი­ახ­ლე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ში, ხში­რად მოჰ­ყვე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი და შიში. ბოლო დროს, ასე­თად 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვა იქცა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნის ირ­გვლივ ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გა­უ­აზ­რე­ბელ შიშს ნერ­გავ­და.

AMBEBI.GE-მ გა­მოჰ­ყო სხვა­დას­ხვა დრო­ის 4 მოვ­ლე­ნა, რა­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეჭ­ვი­თა და ში­შით უყუ­რებ­და/უყუ­რებს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, მათ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი არც ისე სა­ხი­ფა­თოდ და პი­რი­ქით, სა­ჭი­რო­დაც მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ: 5G ტექ­ნო­ლო­გია, ვაქ­ცი­ნე­ბი, ID ბა­რა­თე­ბი და ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია.

  • 5G ტექ­ნო­ლო­გია

უსა­დე­ნო ინ­ტერ­ნეტ­ტექ­ნო­ლო­გი­ის ახალ, მე­ხუ­თე თა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი მის COVID-19-თან კავ­შირს უს­ვამს ხაზს, რაც რე­ა­ლუ­რად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, რომ 5G-ს ასა­მუ­შა­ვებ­ლად სა­ჭი­რო ან­ტე­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია, ცო­ტაც და ადა­მი­ა­ნებს "და­ჩი­პა­ვენ", რომ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­პუ­ლა­ცი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად გან­ზრახ იწყე­ბა და ა.შ.

5G ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ში­შებ­ზე AMBEBI.GE ჩი­კა­გოს ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­უ­რი ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კოსს, გოჩა ხე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

გოჩა ხე­ლაშ­ვი­ლი კო­ლე­გას­თან ერ­თად

- 5G მე-5 თა­ო­ბის მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ას ნიშ­ნავს. ყო­ველ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა თა­ო­ბამ, მო­ბი­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა. მა­გა­ლი­თად, 2G მი­მარ­თუ­ლი იყო ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, 3G ტექ­ნო­ლო­გი­ას სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვა, 4G LTE-მ (Long-Term-Evolution) საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის სიჩ­ქა­რე, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და UBER-ის და მისი მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა 5G-ს და მის წი­ნა­მორ­ბედ 4G-4G LTE-ს შო­რის ქსე­ლის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რეა, არის სიხ­ში­რე­ე­ბის გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნი ანუ გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ქსე­ლის ლა­ტენ­ტო­ბის ფაქ­ტი­უ­რად არარ­სე­ბო­ბა (რაც ნუ­ლო­ვან დაგ­ვი­ა­ნე­ბას ნიშ­ნავს). 5G-ს შე­ეძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მეტი „ტრა­ფი­კის“ გა­ტა­რე­ბა, ნუ­ლო­ვა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბით და გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით.

არ­სე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან შე­და­რე­ბით, 5G ტექ­ნო­ლო­გია, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ დრო­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რა­საც უამ­რა­ვი პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს. მა­გა­ლი­თად, ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ან უმ­ძღო­ლო მან­ქა­ნე­ბი.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის საგ­რძნო­ბი ცვლი­ლე­ბის შემ­ჩნე­ვას დრო დას­ჭირ­დე­ბა. რა­შიც დღეს ვი­ყე­ნებთ მო­ბი­ლურ ტექ­ნო­ლო­გი­ას, ეს თე­ო­რი­უ­ლად უფრო სწრა­ფად უნდა მოხ­დეს, მა­გა­ლი­თად, 2-სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მის გად­მოტვირ­თვას 5-6 წუ­თის ნაც­ვლად 10 წამი დას­ჭირ­დე­ბა

5G რა­დი­ა­ცია მა­ი­ო­ნი­ზე­ბა­დი რა­დი­ა­ცია არ არის, ანუ, ასეთ ელექტრო­მაგ­ნი­ტურ ტალ­ღებს არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი ენერ­გია, რომ დაძ­ლი­ონ მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა ელექტრო­ნებ­სა და ატო­მის ბირ­თვს შო­რის და ატო­მი­დან ელექტრო­ნი გა­მო­ა­ძე­ვონ. სწო­რედ ატო­მებ­ში ელექტრო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა იწ­ვევს ატო­მის ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბას, რაც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­მო­იწ­ვევს ბი­ო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს - მა­გა­ლი­თად, სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

5G რა­დი­ა­ცია ასეთ ცვლი­ლე­ბებს ორ­გა­ნიზ­მში ვერ გა­მო­იწ­ვევს, თა­ნაც, მისი შეღ­წე­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ადა­მი­ა­ნის კან­ში მაქ­სი­მუმ 0.5 მმ-ია, ანუ კანი შიდა ორ­გა­ნო­ებს ასეთ რა­დი­ა­ცი­ის­გან იცავს. ასე­ვე, მიკ­რო და მი­ლი­მეტ­რუ­ლი ტალ­ღე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რი­საა, ვიდ­რე - ხი­ლუ­ლი სი­ნათ­ლის ტალ­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ნა­ირ ზი­ანს არ გვა­ყე­ნებს.

5G რა­დი­ა­ცია ახა­ლი ხი­ლია და ბევ­რი კვლე­ვა მას­ზე არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მსგავ­სი სიხ­ში­რის ტალ­ღე­ბი დიდი ხა­ნია ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მისი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი კვლე­ვაც არ­სე­ბობს" - ამ­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი.

მი­სი­ვე თქმით, არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მო­ტა­ნას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი­სა­გან გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხვდე­ბა.

"ის­ტო­რი­უ­ლად ეს ყო­ველ­თვის ასე იყო. თა­ვის დრო­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ელექტრუ­ლი ენერ­გი­ის და­ნერგვა­საც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ამი­ტომ, ამ­ჟა­მად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი შიში 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მართ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს. ჩვენ გარ­შე­მო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დამ­ცე­მი ან­ტე­ნე­ბი და მათი გა­მოს­ხი­ვე­ბის მა­ღა­ლი სიხ­ში­რე­ე­ბი ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ, ბუ­ნებ­რი­ვად აჩენს შე­კი­თხვებს, ასე­ვე, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი მის გავ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და გა­რე­მო­ზე. თუმ­ცა, ერთი ამ­ბა­ვია ასე­თი ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვე­ბის დას­მა, მე­ო­რეა - უსა­ფუძ­ვლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.

მეც გა­მი­გია ასე­თი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ თე­მა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით შე­მიძ­ლია, ვთქვა, არის ცნო­ბი­ლი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის ფი­ზი­კოს­თა ჯგუ­ფის მი­ე­რაა გა­მოკ­ვლე­უ­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პრეს­ტი­ჟულ ჟურ­ნა­ლებ­ში. ამ ნაშ­რო­მებ­ში აღ­წე­რი­ლია და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ რო­დე­საც მი­ლი­მეტ­რუ­ლი ტალ­ღის სიგ­რძის გა­მოს­ხი­ვე­ბა ადა­მი­ა­ნის კანს ეცე­მა, მისი ოფ­ლის სა­დი­ნა­რე­ბი (რო­მელ­თა ზო­მე­ბი აგ­რეთ­ვე მი­ლი­მეტ­რე­ბია) იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც მცი­რე ზო­მის ან­ტე­ნე­ბი და მათ­გან რა­დი­ა­ცი­ის არეკვლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­ზომ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

გა­ზომ­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ოფ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ოფ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა კი, თა­ვის მხრივ, ადა­მი­ა­ნის სტრე­სის დო­ნე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქე­დან წა­მო­ვი­და კონ­სპი­რა­ცი­ე­ბი, რომ 5G-ის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დე­ბა "ოფ­ლის სა­დი­ნა­რე­ბის ან­ტე­ნე­ბის" გა­ტა­ცე­ბა და ადა­მი­ა­ნის კან­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცია.

არ ვიცი, ესაა თუ არა "და­ჩიპ­ვე­ბის" და "გა­ურ­კვე­ვე­ლი ან­ტე­ნე­ბის" კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. მკი­თხველ­მა თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა იმა­ზე, რომ თით­ქოს მისი კა­ნის კონ­ტრო­ლი მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის მიერ მოხ­დე­ბა... მე ფი­ზი­კო­სი ვარ და მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, ადა­მი­ა­ნის ოფ­ლის და­ნარ­ჩენ "გა­მო­ყე­ნე­ბებს" სა­სა­ცი­ლოდ მი­ვიჩ­ნევ" - გან­მარ­ტავს ჩი­კა­გოს ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­უ­რი ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი გოჩა ხე­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

  • ვაქ­ცი­ნა­ცია

აც­რე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი. საკ­მა­ოდ მძლავ­რია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის, ანუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად აყა­ლი­ბებს ახალ-ახალ ჯგუ­ფებს და მო­უ­წო­დე­ბენ ხალ­ხს, არ აიც­რან. ეს თემა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და დღეს, როცა მსოფ­ლიო COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ წი­თე­ლას გრი­პის თუ სხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

თე­მა­ზე AMBEBI.GE და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- იმუ­ნი­ზა­ცი­ი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა სის­ტე­მა­ტუ­რად აწარ­მო­ებს. ადა­მი­ან­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, როცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ უკონ­ტრო­ლო სახე მი­ი­ღო, ძნე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­კვნენ ტყუ­ილ­სა და მარ­თალ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე­ში შე­ფუ­თულ ტყუ­ილს მო­ი­ცავს.

ვრცელ­დე­ბა ათას­გვა­რი ამ­ბა­ვი - მტკნა­რი სიც­რუ­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნა­წი­ლობ­რი­ვი სი­მარ­თლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლას გვსმე­ნია ვაქ­ცი­ნით ადა­მი­ან­თა "და­ჩიპ­ვის" ზღა­პა­რი, გა­მი­გია, რომ თით­ქოს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბი­დან აკ­ვირ­დე­ბი­ან აც­რილ ადა­მი­ა­ნებს; ან ის, რომ გრი­პის აც­რის გამო გრი­პი და­ე­მარ­თათ და მთე­ლი ზამ­თა­რი ვერ მო­ირ­ჩი­ნეს.

არის ის­ტო­რი­ე­ბი აც­რის შემ­დგო­მი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­იძ­ლე­ბა, სი­მარ­თლის ელე­მენ­ტებ­საც მო­ი­ცავ­დეს, თუმ­ცა, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლის უდა­ვო მე­ტო­ბის შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რამ­დე­ნი აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდე­ბა აუც­რე­ლო­ბა სიკ­ვდი­ლის თუ სა­მუ­და­მო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ზე­ზი!

ეს რომ კარ­გად ავუხ­სნათ ადა­მი­ა­ნებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აცრა-არაც­რის სას­წო­რი ყო­ველ­თვის და ყო­ველ­გან აც­რე­ბი­სა­კენ გა­და­იხ­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად, წი­თე­ლა ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ავა­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბით მძი­მე ტვირ­თად იქცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ასი ათა­სო­ბით მოზ­რდილ­მა ჩა­ი­ტა­რა ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ადრე არ ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, მშობ­ლე­ბი აღარ ივი­წყე­ბენ ერთი და ხუთი წლის პა­ტა­რე­ბის დრო­ულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და შე­დე­გად, წი­თე­ლას მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კი­დევ მცი­რე ძა­ლის­ხმე­ვა, მცი­რე მო­წა­დი­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც წი­თე­ლას მი­მართ აუც­რე­ლია ქვე­ყა­ნა­ში და შე­იძ­ლე­ბა, ამ სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს!

რაც შე­ე­ხე­ბა გრიპს, მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ პო­პუ­ლა­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. შემ­დგომ, სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით ამ ვაქ­ცი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და­ი­წყო და 2019-2020 წლე­ბის სე­ზო­ნის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ 130 000 ადა­მი­ა­ნი აიც­რა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ კი, ჯერ მთა­ვა­რია, ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნას. კა­ცობ­რი­ო­ბა გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ბრძე­ნია და ამა­ზე უარს არ იტყვის" - ამ­ბობს ზა­ხაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან.

  • ID ბა­რა­თე­ბი

რამ­დე­ნი­მე წლის წინ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­მო­ღე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მტკივ­ნე­უ­ლად მი­ი­ღო. ID ბა­რა­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წელს და­ი­ნერ­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი­დან ID ბა­რა­თებ­ზე გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმ მო­ტი­ვით, რომ ის შე­ი­ცავ­და ე.წ. "ეშ­მა­კის კოდს" - 666-ს.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან ხან­გრძლი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ამოქ­მედ­და არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი, უჩი­პო პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის გა­ცე­მის დრო­ე­ბი­თი ნორ­მე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლის გა­რე­შე (ე.წ ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ქა­ღალ­დის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა) შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც რწმე­ნის გამო უარს აცხა­დე­ბენ პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი (ID) მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა­ზე და რომ­ლე­ბიც აღმსა­რებ­ლო­ბი­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს წარ­მო­ად­გე­ნენ.

ID ბა­რა­თე­ბი­სა და მათ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის შე­სა­ხებ, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად სუ­ლა­ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რა:

- ID ბა­რა­თებ­ზე ცრურ­წმე­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად რა­ღაც ნი­შან­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩიპ­ში ინა­ხე­ბო­და და რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი იყო, "ეშ­მა­კის ნი­შა­ნი“ და ა.შ. ამის ფიქ­რის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ელექტრო­ნუ­ლი ჩი­პია, რო­გორც "ფლეშ­კა".

მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ფონ­ში უფრო მეტი ჩი­პია, ვიდ­რე ID ბა­რათ­ში და ასე­თი ბა­რა­თე­ბი აქვს ყვე­ლა სერ­ვისს, რაც შე­იძ­ლე­ბა, გა­დახ­დებ­თან ან ელექტრო­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ასე­თია "მეტ­რო­მა­ნი"

ID ბა­რა­თე­ბი შე­იქ­მნა, რათა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბა­დაა სა­ჭი­რო, სწრა­ფად გა­იც­ვა­ლოს. ას­ლის გა­და­ღე­ბა უფრო ნელი პრო­ცე­სია იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ სა­დღაც ბა­რა­თი ჩადო და ბა­ზა­ში ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბის ვე­რი­ფი­კა­ცია მოხ­დეს.

მე­ო­რეა, რომ ელექტრო­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს, მა­გა­ლი­თად, ხე­ლის­მო­წე­რის­თვის კონ­ტრაქტსა თუ მინ­დო­ბი­ლო­ბა­ზე, ან არ­ჩევ­ნებ­ზე ხმის მი­სა­ცე­მად, ფი­ზი­კუ­რად არ არის სა­ჭი­რო ქა­ღალ­დი და ხელ­მო­წე­რა, რად­გან ეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ვი­ნა­ო­ბის ელექტრო­ნუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ეს ბა­რა­თი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბა, და­წყე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­ფო­ნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი თუნ­დაც, ტე­ლე­ვი­ზო­რით.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ, რაც ტექ­ნო­ლო­გი­ებს ეხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამო­უ­წუ­რა­ვი, უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა - რა და რო­გორ არის, ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ მუ­შა­ობს. პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცუ­ლო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს იმას­თან, თუ რო­გო­რი სა­ხის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გვექ­ნე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი არ­სად არა­ფერს აგ­ზავ­ნის.

ამი­ტომ, მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად ისეთ ადა­მი­ნებ­ზეა გათ­ვლი­ლი, რომ­ლებ­საც ეზა­რე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ან უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან, ეს რო­გორ გა­ა­კე­თონ და ვი­ღა­ცის ნათ­ქვამს ენ­დო­ბი­ან

ძი­რი­თა­დად, ეს ში­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რათა შემ­დეგ ხალ­ხი მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ, მარ­ტი­ვად მი­მარ­თონ ეს ხალ­ხი თუნ­დაც, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­კენ, მო­ა­წყონ აქ­ცია, რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია და ა.შ. ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხე­ი­რის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც იყოს.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა, ძი­რი­თა­დად ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, წა­ი­კი­თხოს ადა­მი­ან­მა და გა­ი­გოს, რა ხდე­ბა, რა დგას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უკან, ინ­გლი­სურ ენა­ზეა. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, ვინც არაა ნა­კი­თხი, ან ზოგ­ჯერ ზარ­მა­ცი და ინ­გლი­სუ­რი არ იცის, კი­თხუ­ლო­ბენ რუ­სუ­ლად, არა­სან­დრო რუ­სუ­ლე­ნო­ვან წყა­რო­ებს აზი­ა­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის იტყუ­ე­ბი­ან" - გვე­უბ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად სუ­ლა­ბე­რი­ძე.

  • ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია

COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ნა­ხა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა, ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სა­მიზ­ნე.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ბათუ ქუ­თე­ლია AMBEBI.GE-ს იმა­ზე ესა­უბ­რა, რის გამო გაჩ­ნდა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­შე­ბი.

- საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რომ და­ი­შა­ლა, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, თუ რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხე­ე­ბი დარ­ჩა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქი­მი­ურ, ბი­ო­ლო­გი­ურ, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ და სხვა ია­რა­ღებ­თან.

ამი­ტომ, აშშ-მა და­ი­წყო პო­ლი­ტი­კა და შექ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, ამ საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის კუ­თხით. დღის წეს­რიგ­ში დად­გა, მსოფ­ლი­ო­ში ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის ქსე­ლის შექ­მნა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბო­და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი და შიდა პრო­ტო­კო­ლე­ბი ისე იქ­ნე­ბო­და აწყო­ბი­ლი, რომ ექ­ნე­ბო­დათ არა მარ­ტო შიდა უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი, არა­მედ, ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კუ­თხი­თაც.

შე­იქ­მნა ეს ლა­ბო­რა­ტო­რია, ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ მა­შინ სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვით, რად­გან პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და რუ­სუ­ლი საფრ­თხე ერთ-ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­ტო­მაც წა­მო­ვი­და კონ­სპი­რა­ცი­ბის თე­ო­რი­ე­ბი, არის ის, რომ სწო­რედ ამე­რი­კის და სე­ნა­ტორ ლუ­გა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მისი შექ­მნა და­ემ­თხვა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ დიდი ნა­ბი­ჯე­ბი და­ი­წყო და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის­კენ, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ა.შ. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო, ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წი­ლი - ში­შე­ბის და­თეს­ვა. მაგ­რამ მხო­ლოდ ში­შის­თვის არ აკე­თებს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სულ პრო­პა­გან­დას მე­ო­რე ხაზი აქვს, რომ­ლი­თაც გე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ასე კია, მაგ­რამ ჩემ­თან თუ იქ­ნე­ბი, შე­მიძ­ლია, ეს ში­შე­ბი გა­გი­ნე­იტ­რა­ლო.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნის დღი­დან­ვე და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, სო­ცი­ა­ლურ­მა მე­დი­ამ ისი­ნი უფრო კარ­გად გა­მო­ა­ჩი­ნა და ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი მის­ცა, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხაზი მა­რა­ო­სა­ვით გა­ე­შა­ლათ, თო­რემ მა­ნამ­დეც მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და ამის ჩაწ­ვე­თე­ბა, თუნ­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში

რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, 2004-2005 წელ­ში რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ჰქონ­და ზე­წო­ლა, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაგ­ვყავ­და, 1999 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კონ­ტექ­სტი ეს იყო. რუსი სამ­ხედ­რო გე­ნერ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, და­სავ­ლე­თი შე­მო­ვა, ნა­ტოს ბა­ზე­ბი შე­მო­ვაო და მსგავ­სი კლი­შე ფრა­ზე­ბი. ეს ლა­ბო­რა­ტო­რია გა­მოდ­გე­ბო­და მათი ნათ­ქვა­მის გა­სა­მარ­თლებ­ლად - აი, ხომ ვამ­ბობ­დით, აქ რა­ღაც ამე­რი­კუ­ლი ბაზა შენ­დე­ბა.

თა­ნაც ეს პრო­ექ­ტი პენ­ტა­გო­ნის კონ­ტროლ­ქვეშ იყო, მათ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, რო­გორც ჩანს, რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში გა­და­წყვი­ტეს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ამა­ზე აე­შე­ნე­ბი­ნათ მთე­ლი ნა­რა­ტი­ვი და ში­შის და­თეს­ვის თე­ო­რია. იქ მერე ჭო­რე­ბის და ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რომ თით­ქოს, ადა­მი­ა­ნებ­ზე აკე­თე­ბენ ექ­სპე­რი­მენ­ტებს, გრი­პის ვირუ­სებს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან აჟო­ნი­ნე­ბენ, თით­ქოს ხალ­ხს როცა სიმ­სივ­ნე ემარ­თე­ბა, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ეს უკვე ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლი, მაგ­რამ ტი­პი­უ­რი საბ­ჭო­თა ტი­პის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის, „კა­გე­ბეს“ ჭო­რე­ბია.

ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი დე­მო­ნი­ზა­ცია იყო, ვი­ნა­ი­დან ეს ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და სხვა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე, რე­გი­ონ­ში ეს ერ­თა­დერ­თი მე­სა­მე დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-ს მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად წარ­მო­ა­ჩენ­და, ამა­ზე და­შე­ნე­ბით კი­დევ ბევ­რი სხვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და კეთ­დე­ბა კი­დე­ვაც.

ზუს­ტი გა­ზომ­ვა ძნე­ლია, ამ­ჟა­მად შემ­ცირ­და თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ამ კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის ნდო­ბა, რა დი­ნა­მი­კაა, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა რე­ა­ლურ­მა საქ­მემ, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლო­ბის გან­ცდა მის­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ამ­ცი­რა ეს სივ­რცე. თუმ­ცა, როცა პან­დე­მია გა­და­ივ­ლის, მერე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გავ­ზო­მოთ, რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აღ­ქმა" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ბათუ ქუ­თე­ლია.

რა­ტომ ეში­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლის, რა გა­ნა­პი­რო­ბებს კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის გა­ჩე­ნას, რო­გორ ვებ­რძო­ლოთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ მე­დი­ა­ექ­სპერტ ზვი­ად ქო­რი­ძეს მი­მარ­თა:

- ეს თე­მე­ბი ახლა, COVID-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მა­გა­ლი­თად, 5G-ის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მწვა­ვე დის­კუ­სია არ იქ­ნე­ბო­და, თემა აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რად­გან მას­ზე დიდი ხა­ნია, სამ­ყა­რო­ში მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ ამის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ად­რეც და ახ­ლაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო 5G ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე გა­დას­ვლას გეგ­მავს.

ხელ­ში რო­გორც სა­ე­რო, ისე კლე­რი­კა­ლურ წრე­ებს უჭი­რავთ "აი­ფონ 11", სხე­დან ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქა­ნებ­ში, რო­მელ­საც აქვს GPRS სის­ტე­მა და გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან იქი­დან, რომ თურ­მე, 5G ტექ­ნო­ლო­გია სამ­ყა­როს ღუ­პავს და ა.შ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლად იყოს ეს ახ­სნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ამას ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და და ახერ­ხებს ყველ­გან მე­დია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­ამ და­აგ­ვი­ა­ნა, არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ღა­ცებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ეს პრო­ცე­სი ად­ვი­ლად მარ­თონ.

როცა ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტია, ად­ვი­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ჯე­რო, რომ თურ­მე, ფარ­დის მიღ­მა შეკ­რე­ბი­ლი უჩი­ნა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­როს მარ­თა­ვენ

ასე­ვე, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა, რომ COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა უნდა შე­ი­მუ­შა­ვონ. მაგ­რამ რო­დე­საც მეც­ნი­ე­რუ­ლი მსჯე­ლო­ბით და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრ-კი­თხვე­ბის გა­რე­შე ას­ტრო­ლო­გი გიხ­სნის, რომ ვაქ­ცი­ნა კა­ტას­ტრო­ფაა და თუ მას გა­ი­კე­თებ, ჩიპს ჩა­გიდ­გა­მენ, რი­თიც შენი მარ­თვა მოხ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნა არ აქვთ, და აქვთ ნდო­ბა მე­დი­ის მი­მართ, რო­მე­ლიც ამ ფორ­მით აწ­ვდის მათ პრო­დუქტს, უჩ­ნდე­ბათ ში­შე­ბი, გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი და შე­იძ­ლე­ბა არ გა­ი­კე­თონ ვაქ­ცი­ნა.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში "მორ­წმუ­ნე" ექი­მე­ბის­გა­ნაც გვსმე­ნია, ვაქ­ცი­ნებს არ ვუ­ჭერთ მხარ­სო. რას ნიშ­ნავს ეს? ვინ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ არ გა­ი­კე­თოს ბავ­შვმა აცრა პო­ლი­ო­მე­ლიტ­ზე, ან ტუ­ბერ­კუ­ლი­ოზ­ზე? ეს ცრურ­წმე­ნე­ბი ძა­ლას არ და­კარ­გავს, რად­გან ასე­თი ტი­პის ში­შებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი არ არის გა­ცე­მუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნებ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრან, რომ ეს ასეა და ორ­ჭო­ფო­ბა არ უნდა იყოს. ასე­ვე, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მი­სას, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შექ­მნას ერ­თი­ა­ნი ფორ­მა და თქვას, რომ სხვა ფორ­მა არ არ­სე­ბობს, ამ ფორ­მით მო­ვა­ხერ­ხებთ ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სწორ რე­გის­ტრი­რე­ბას.

"ჩი­პიც" იდუ­მა­ლი რამ არის, რო­მელ­საც ხან სამი 6-ია­ნის სახე აქვს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში, ხან ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად უნდა ჩაგ­ვიდ­გან ხე­ლის მტე­ვან­ში. ასე­თი მე­სი­ა­ნის­ტუ­რი ხედ­ვე­ბი კი სწო­რედ რუ­სეთს ახა­სი­ა­თებს - იქ მუ­შავ­დე­ბა ასე­თი თე­ო­რი­ე­ბი და მათი მი­წო­დე­ბის ფორ­მე­ბი, რომ ად­ვი­ლად აღ­ქმა­დი იყოს. შემ­დგომ იწყე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას

ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე მძაფ­რად მუ­შა­ობს სწო­რედ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ დო­ნეს, მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მართ ნი­ჰი­ლის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იყე­ნებს და ეთნო-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ გან­წყო­ბებ­თან, რო­მე­ლიც ამ პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­შია კარ­გად აზა­ვებს ბნელ თე­ო­რი­ებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ შეძ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 5G-ც ჩა­ირ­თვე­ბა, ვაქ­ცი­ნე­ბიც გა­მო­ვა, არც არა­ვინ "და­ი­ჩი­პე­ბა", ცხოვ­რე­ბა ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ზომ­ბი­რე­ბის ფორ­მით ჩა­კე­ტონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­ნე­ბა, ახალ თე­ო­რი­ებს შექ­მნი­ან. მათი მთა­ვა­რი მიდ­გო­მა ისაა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი იყოს ჩა­კე­ტი­ლი, გო­ნებ­რი­ვა­დაც, ფი­ზი­კუ­რა­დაც და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, არ შე­ვი­დეს სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში და არ მო­ახ­დი­ნოს ისე­თი თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად, აქვს და რის­თვი­საც ეს ადა­მი­ა­ნი გაჩ­ნდა ამ ქვე­ყა­ნა­ზე" - ამ­ბობს ზვი­ად ქო­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
50

ქართველებს არ აშინებს. ქართველების უინტელექტო, ტვინგამორეცხილ ნაწილს აშინებს (რაც უმცირესობაა ქართველი ხალხის)

ნუცა
27

მე სექსისაც მეშინოდა თუმცა რეალურად საშიში არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები

4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები

სიახლეებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სფეროში, ხშირად მოჰყვება დისკუსიები და შიში. ბოლო დროს, ასეთად 5G ტექნოლოგიის დანერგვა იქცა, თუმცა საქართველოში, სხვადასხვა მოვლენის ირგვლივ ხშირად ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიები, რაც საზოგადოებაში, გაუაზრებელ შიშს ნერგავდა.

AMBEBI.GE-მ გამოჰყო სხვადასხვა დროის 4 მოვლენა, რასაც ქართული საზოგადოება ეჭვითა და შიშით უყურებდა/უყურებს, თუმცა, რეალურად, მათზე მეტი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ისინი არც ისე სახიფათოდ და პირიქით, საჭიროდაც მოგეჩვენებათ: 5G ტექნოლოგია, ვაქცინები, ID ბარათები და ლუგარის ლაბორატორია.

  • 5G ტექნოლოგია

უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის ახალ, მეხუთე თაობასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის ნაწილი მის COVID-19-თან კავშირს უსვამს ხაზს, რაც რეალურად, შეუძლებელია. კონსპირაციული თეორიების მოყვარულები ავრცელებენ ხმებს, რომ 5G-ს ასამუშავებლად საჭირო ანტენები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია, ცოტაც და ადამიანებს "დაჩიპავენ", რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება პოპულაციის შესამცირებლად განზრახ იწყება და ა.შ.

5G ტექნოლოგიაზე, მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ შიშებზე AMBEBI.GE ჩიკაგოს ერთ-ერთი სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო ფიზიკოსს, გოჩა ხელაშვილს ესაუბრა:

გოჩა ხელაშვილი კოლეგასთან ერთად

- 5G მე-5 თაობის მობილური ქსელის ტექნოლოგიას ნიშნავს. ყოველმა წინამორბედმა თაობამ, მობილური ტექნოლოგიის განვითარებაში სიახლეები შემოიტანა. მაგალითად, 2G მიმართული იყო ტექსტური შეტყობინებების ტექნოლოგიის განვითარებაზე, 3G ტექნოლოგიას სხვადასხვა აპლიკაციის განვითარება მოჰყვა, 4G LTE-მ (Long-Term-Evolution) საგრძნობლად გაზარდა მობილური ქსელის სიჩქარე, რამაც შესაძლებელი გახადა UBER-ის და მისი მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება.

ძირითადი განსხვავება 5G-ს და მის წინამორბედ 4G-4G LTE-ს შორის ქსელის გაცილებით მაღალი სიჩქარეა, არის სიხშირეების გაცილებით ფართო დიაპაზონი ანუ გამტარუნარიანობა და ქსელის ლატენტობის ფაქტიურად არარსებობა (რაც ნულოვან დაგვიანებას ნიშნავს). 5G-ს შეეძლება მნიშვნელოვნად მეტი „ტრაფიკის“ გატარება, ნულოვანი დაგვიანებით და გაცილებით მაღალი სიჩქარით.

არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, 5G ტექნოლოგია, გაცილებით ნაკლებ დროში გაცილებით დიდი რაოდენობის მონაცემების გადამუშავების საშუალებას იძლევა, რასაც უამრავი პოტენციური გამოყენება შეიძლება გააჩნდეს. მაგალითად, ხშირად მოიხსენიება დისტანციური რობოტული ქირურგია ან უმძღოლო მანქანები.

ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის საგრძნობი ცვლილების შემჩნევას დრო დასჭირდება. რაშიც დღეს ვიყენებთ მობილურ ტექნოლოგიას, ეს თეორიულად უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, მაგალითად, 2-საათიანი ფილმის გადმოტვირთვას 5-6 წუთის ნაცვლად 10 წამი დასჭირდება

5G რადიაცია მაიონიზებადი რადიაცია არ არის, ანუ, ასეთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ გააჩნია საკმარისი ენერგია, რომ დაძლიონ მიზიდულობის ძალა ელექტრონებსა და ატომის ბირთვს შორის და ატომიდან ელექტრონი გამოაძევონ. სწორედ ატომებში ელექტრონების რაოდენობის ცვლილება იწვევს ატომის ქიმიური თვისებების ცვლილებას, რაც გარკვეული დროის შემდეგ გამოიწვევს ბიოლოგიურ ცვლილებებს - მაგალითად, სიმსივნის განვითარებას.

5G რადიაცია ასეთ ცვლილებებს ორგანიზმში ვერ გამოიწვევს, თანაც, მისი შეღწევისუნარიანობა ადამიანის კანში მაქსიმუმ 0.5 მმ-ია, ანუ კანი შიდა ორგანოებს ასეთ რადიაციისგან იცავს. ასევე, მიკრო და მილიმეტრული ტალღები გაცილებით ნაკლები სიხშირისაა, ვიდრე - ხილული სინათლის ტალღები, რომლებიც არანაირ ზიანს არ გვაყენებს.

5G რადიაცია ახალი ხილია და ბევრი კვლევა მასზე არ არსებობს, მაგრამ მსგავსი სიხშირის ტალღები დიდი ხანია ინდუსტრიაში გამოიყენება და მისი უსაფრთხოების შესახებ უამრავი კვლევაც არსებობს" - ამბობს სამედიცინო ფიზიკოსი.

მისივე თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ახალი ტექნოლოგიის შემოტანას მოსახლეობის ნაწილისაგან გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება.

"ისტორიულად ეს ყოველთვის ასე იყო. თავის დროზე, საზოგადოების ნაწილი ელექტრული ენერგიის დანერგვასაც ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ, ამჟამად საზოგადოების გარკვეული შიში 5G ტექნოლოგიის მიმართ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ჩვენ გარშემო დიდი რაოდენობის გადამცემი ანტენები და მათი გამოსხივების მაღალი სიხშირეები ამ ტექნოლოგიის უსაფრთხოების შესახებ, ბუნებრივად აჩენს შეკითხვებს, ასევე, ჩნდება კითხვები მის გავლენასთან დაკავშირებით ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. თუმცა, ერთი ამბავია ასეთი ლეგიტიმური შეკითხვების დასმა, მეორეა - უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება.

მეც გამიგია ასეთი კონსპირაციული თეორიები. ერთადერთი, რაც ამ თემაზე მეცნიერებაზე დაფუძნებით შემიძლია, ვთქვა, არის ცნობილი ეფექტი, რომელიც ისრაელის ფიზიკოსთა ჯგუფის მიერაა გამოკვლეული და გამოქვეყნებული პრესტიჟულ ჟურნალებში. ამ ნაშრომებში აღწერილია და დამტკიცებულია, რომ როდესაც მილიმეტრული ტალღის სიგრძის გამოსხივება ადამიანის კანს ეცემა, მისი ოფლის სადინარები (რომელთა ზომები აგრეთვე მილიმეტრებია) იქცევიან, როგორც მცირე ზომის ანტენები და მათგან რადიაციის არეკვლის კოეფიციენტის გაზომვა შესაძლებელია.

გაზომვებმა აჩვენა, რომ ეს კოეფიციენტი დამოკიდებულია ოფლის რაოდენობაზე, ოფლის რაოდენობა კი, თავის მხრივ, ადამიანის სტრესის დონეზეა დამოკიდებული. აქედან წამოვიდა კონსპირაციები, რომ 5G-ის მეშვეობით მოხდება "ოფლის სადინარების ანტენების" გატაცება და ადამიანის კანზე მანიპულაცია.

არ ვიცი, ესაა თუ არა "დაჩიპვების" და "გაურკვეველი ანტენების" კონსპირაციული თეორიების საფუძველი. მკითხველმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა იმაზე, რომ თითქოს მისი კანის კონტროლი მობილური ქსელის მიერ მოხდება... მე ფიზიკოსი ვარ და მხოლოდ მეცნიერებაზე ვამახვილებ ყურადღებას, ადამიანის ოფლის დანარჩენ "გამოყენებებს" სასაცილოდ მივიჩნევ" - განმარტავს ჩიკაგოს ერთ-ერთი სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო ფიზიკოსი გოჩა ხელაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

  • ვაქცინაცია

აცრებისადმი საზოგადოების ნაწილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში სკეპტიკურადაა განწყობილი. საკმაოდ მძლავრია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ანტივაქსერების, ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა, რომელიც აქტიურად აყალიბებს ახალ-ახალ ჯგუფებს და მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრან. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს, როცა მსოფლიო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წლებია საქართველოს მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებს ვაქცინაციისკენ წითელას გრიპის თუ სხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ.

თემაზე AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა:

- იმუნიზაციისა და ვაქცინებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა სისტემატურად აწარმოებს. ადამიანთა დამოკიდებულება მნიშვნელოვნადაა განპირობებული ანტივაქსერების აქტივობით. თანამედროვე მსოფლიოში, როცა სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებამ უკონტროლო სახე მიიღო, ძნელია, ადამიანები გაერკვნენ ტყუილსა და მართალში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინფორმაცია სიმართლეში შეფუთულ ტყუილს მოიცავს.

ვრცელდება ათასგვარი ამბავი - მტკნარი სიცრუიდან დაწყებული, ნაწილობრივი სიმართლით დასრულებული. ყველას გვსმენია ვაქცინით ადამიანთა "დაჩიპვის" ზღაპარი, გამიგია, რომ თითქოს, ვაქცინაციის შემდეგ კოსმოსური ხომალდებიდან აკვირდებიან აცრილ ადამიანებს; ან ის, რომ გრიპის აცრის გამო გრიპი დაემართათ და მთელი ზამთარი ვერ მოირჩინეს.

არის ისტორიები აცრის შემდგომი რეაქციების შესახებ, რაც შეიძლება, სიმართლის ელემენტებსაც მოიცავდეს, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია ვაქცინის სარგებელის უდავო მეტობის შესახებ. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენი აუცრელი ადამიანისთვის აღმოჩნდება აუცრელობა სიკვდილის თუ სამუდამო შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზი!

ეს რომ კარგად ავუხსნათ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, აცრა-არაცრის სასწორი ყოველთვის და ყოველგან აცრებისაკენ გადაიხრება.

მაგალითად, წითელა ბოლო წლების მანძილზე ავადობის მნიშვნელოვანი მატებით მძიმე ტვირთად იქცა საზოგადოებისთვის. ასი ათასობით მოზრდილმა ჩაიტარა ვაქცინაცია, რომელიც ადრე არ ჰქონდათ მიღებული, მშობლები აღარ ივიწყებენ ერთი და ხუთი წლის პატარების დროულ ვაქცინაციას და შედეგად, წითელას მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს საქართველოში.

კიდევ მცირე ძალისხმევა, მცირე მოწადინება იმ ადამიანების, ვინც წითელას მიმართ აუცრელია ქვეყანაში და შეიძლება, ამ საშიშ ინფექციაზე საქართველომ გაიმარჯვოს!

რაც შეეხება გრიპს, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ პოპულარობით არ გამოირჩეოდა. შემდგომ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამ ვაქცინის პოპულარიზაცია დაიწყო და 2019-2020 წლების სეზონისთვის ქვეყანაში გრიპის წინააღმდეგ 130 000 ადამიანი აიცრა.

კორონავირუსის წინააღმდეგ კი, ჯერ მთავარია, ეფექტური ვაქცინა შეიქმნას. კაცობრიობა გადარჩენისთვის იბრძვის, ჩვენი მოსახლეობა ბრძენია და ამაზე უარს არ იტყვის" - ამბობს ზახაშვილი AMBEBI.GE-სთან.

  • ID ბარათები

რამდენიმე წლის წინ პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის შემოღება, საზოგადოების ნაწილმა მტკივნეულად მიიღო. ID ბარათები საქართველოში 2011 წელს დაინერგა. საზოგადოების ნაწილი აქტიურად აპროტესტებდა რეგულარული პირადობის მოწმობებიდან ID ბარათებზე გადასვლის გადაწყვეტილებას იმ მოტივით, რომ ის შეიცავდა ე.წ. "ეშმაკის კოდს" - 666-ს.

იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ამოქმედდა არაელექტრონული, უჩიპო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დროებითი ნორმები, რომლის გათვალისწინებითაც პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე და რომლებიც აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენენ.

ID ბარათებისა და მათ გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ზვიად სულაბერიძე გვესაუბრა:

- ID ბარათებზე ცრურწმენები, ძირითადად რაღაც ნიშანთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჩიპში ინახებოდა და რომელიც რელიგიური მოსაზრებებით ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის არასასურველი იყო, "ეშმაკის ნიშანი“ და ა.შ. ამის ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ჩვეულებრივი ელექტრონული ჩიპია, როგორც "ფლეშკა".

მაგალითად, ტელეფონში უფრო მეტი ჩიპია, ვიდრე ID ბარათში და ასეთი ბარათები აქვს ყველა სერვისს, რაც შეიძლება, გადახდებთან ან ელექტრონულ ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, ასეთია "მეტრომანი"

ID ბარათები შეიქმნა, რათა თანამედროვე სამყაროში, მონაცემები, რაც ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და სერვისების მისაღებადაა საჭირო, სწრაფად გაიცვალოს. ასლის გადაღება უფრო ნელი პროცესია იმასთან შედარებით, რომ სადღაც ბარათი ჩადო და ბაზაში ადამიანის ვინაობის ვერიფიკაცია მოხდეს.

მეორეა, რომ ელექტრონული ურთიერთობების დროს, მაგალითად, ხელისმოწერისთვის კონტრაქტსა თუ მინდობილობაზე, ან არჩევნებზე ხმის მისაცემად, ფიზიკურად არ არის საჭირო ქაღალდი და ხელმოწერა, რადგან ეს პირადობის მოწმობა ვინაობის ელექტრონულად დადასტურებას უზრუნველყოფს. ტექნიკური შესაძლებლობებით ეს ბარათი გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, დაწყებული ჩვეულებრივი ტელეფონით, დამთავრებული თუნდაც, ტელევიზორით.

თანამედროვე სამყაროში ყველაფრის შესახებ, რაც ტექნოლოგიებს ეხება, შეიძლება ამოუწურავი, უამრავი ინფორმაციის ნახვა - რა და როგორ არის, ტექნიკურად როგორ მუშაობს. პირადი მონაცემების დაცულობას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ როგორი სახის პირადობის მოწმობა გვექნება, ელექტრონული პირადობის მოწმობები არსად არაფერს აგზავნის.

ამიტომ, მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ძირითადად ისეთ ადამინებზეა გათვლილი, რომლებსაც ეზარებათ ინფორმაციის მოძიება, ან უბრალოდ, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ და ვიღაცის ნათქვამს ენდობიან

ძირითადად, ეს შიშების გავრცელებას ემსახურება, რათა შემდეგ ხალხი მანიპულაციური მიზნებისთვის გამოიყენონ, მარტივად მიმართონ ეს ხალხი თუნდაც, პოლიტიკური პროცესებისკენ, მოაწყონ აქცია, რომელიმე კომპანიის დისკრედიტაცია და ა.შ. ზოგიერთი ჯგუფისთვის ეს შეიძლება, მატერიალური ხეირის მიღების საშუალებაც იყოს.

კიდევ ერთი პრობლემაა, ძირითადად ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, წაიკითხოს ადამიანმა და გაიგოს, რა ხდება, რა დგას ტექნოლოგიების უკან, ინგლისურ ენაზეა. იმ ადამიანების უმეტესობამ, ვინც არაა ნაკითხი, ან ზოგჯერ ზარმაცი და ინგლისური არ იცის, კითხულობენ რუსულად, არასანდრო რუსულენოვან წყაროებს აზიარებენ, რომლებიც რა თქმა უნდა, ყოველთვის იტყუებიან" - გვეუბნება თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე.

  • ლუგარის ლაბორატორია

COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს დაანახა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, რომელიც ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა, ძირითადად რუსული პროპაგანდის სამიზნე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია AMBEBI.GE-ს იმაზე ესაუბრა, რის გამო გაჩნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით შიშები.

- საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული საფრთხეების განეიტრალება. ბირთვული რაკეტებისა და ტექნოლოგიების გარდა, დამატებითი საფრთხეები დარჩა, დაკავშირებული ქიმიურ, ბიოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ და სხვა იარაღებთან.

ამიტომ, აშშ-მა დაიწყო პოლიტიკა და შექმნა ორგანიზაცია, ამ საფრთხეების განეიტრალების კუთხით. დღის წესრიგში დადგა, მსოფლიოში ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელის შექმნა, რომელსაც ექნებოდა მაქსიმალურად თანამედროვე აღჭურვილობა, ურთიერთკავშირი და შიდა პროტოკოლები ისე იქნებოდა აწყობილი, რომ ექნებოდათ არა მარტო შიდა უსაფრთხოება დაცული, არამედ, ერთმანეთთან ურთიერთობის კუთხითაც.

შეიქმნა ეს ლაბორატორია, ერთ-ერთი საქართველოში. ჩვენ მაშინ სურვილი გამოვთქვით, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიმყოფებოდით და რუსული საფრთხე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მთავარი პრობლემა, რატომაც წამოვიდა კონსპირაციბის თეორიები, არის ის, რომ სწორედ ამერიკის და სენატორ ლუგარის ინიციატივით, მისი შექმნა დაემთხვა ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, როდესაც საქართველომ დიდი ნაბიჯები დაიწყო დასავლეთთან ინტეგრირებისკენ, ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი და ა.შ. რუსული პროპაგანდისთვის ძალიან ადვილი იყო, ჰიბრიდული ომის ნაწილი - შიშების დათესვა. მაგრამ მხოლოდ შიშისთვის არ აკეთებს, ამის პარალელურად, რუსულ პროპაგანდას მეორე ხაზი აქვს, რომლითაც გეუბნება, რომ ეს ასე კია, მაგრამ ჩემთან თუ იქნები, შემიძლია, ეს შიშები გაგინეიტრალო.

ლაბორატორიის შექმნის დღიდანვე დაიწყო ეს ყველაფერი, უბრალოდ, სოციალურმა მედიამ ისინი უფრო კარგად გამოაჩინა და ნოყიერი ნიადაგი მისცა, პროპაგანდისტული ხაზი მარაოსავით გაეშალათ, თორემ მანამდეც მუდმივად ხდებოდა ამის ჩაწვეთება, თუნდაც სატელევიზიო საშუალებებში

როდესაც მშენებლობა დაიწყო, 2004-2005 წელში რუსეთს საქართველოზე ჰქონდა ზეწოლა, მაშინ, როდესაც რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან გაგვყავდა, 1999 წლიდან მოყოლებული, კონტექსტი ეს იყო. რუსი სამხედრო გენერლები ამბობდნენ, დასავლეთი შემოვა, ნატოს ბაზები შემოვაო და მსგავსი კლიშე ფრაზები. ეს ლაბორატორია გამოდგებოდა მათი ნათქვამის გასამართლებლად - აი, ხომ ვამბობდით, აქ რაღაც ამერიკული ბაზა შენდება.

თანაც ეს პროექტი პენტაგონის კონტროლქვეშ იყო, მათ მიერ ინიცირებული და დაფინანსებული. ამიტომაც, როგორც ჩანს, რუსულ სპეცსამსახურებში გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, ამაზე აეშენებინათ მთელი ნარატივი და შიშის დათესვის თეორია. იქ მერე ჭორების და ტყუილების გავრცელება, რომ თითქოს, ადამიანებზე აკეთებენ ექსპერიმენტებს, გრიპის ვირუსებს ლუგარის ლაბორატორიიდან აჟონინებენ, თითქოს ხალხს როცა სიმსივნე ემართება, ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა - ეს უკვე ძალიან პრიმიტიული, მაგრამ ტიპიური საბჭოთა ტიპის სპეცსამსახურების, „კაგებეს“ ჭორებია.

ამოსავალი წერტილი დემონიზაცია იყო, ვინაიდან ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ბიოლოგიური და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ. ასევე, რეგიონში ეს ერთადერთი მესამე დონის ლაბორატორიაა, რაც უსაფრთხოების რუკაზე საქართველოს აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად წარმოაჩენდა, ამაზე დაშენებით კიდევ ბევრი სხვა თანამშრომლობის პროექტის გაკეთება შეიძლებოდა და კეთდება კიდევაც.

ზუსტი გაზომვა ძნელია, ამჟამად შემცირდა თუ არა საზოგადოების მხრიდან ამ კონსპირაციული თეორიების ნდობა, რა დინამიკაა, ვერ გეტყვით, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსის დროს ლაბორატორიის მიერ გაკეთებულმა რეალურმა საქმემ, რამაც საქართველოს დაცულობის განცდა მისცა, ბუნებრივია, შეამცირა ეს სივრცე. თუმცა, როცა პანდემია გადაივლის, მერე საინტერესო იქნება გავზომოთ, რამდენად შეიცვალა ლუგარის ლაბორატორიის აღქმა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ბათუ ქუთელია.

რატომ ეშინია საზოგადოებას ტექნოლოგიური წინსვლის, რა განაპირობებს კონსპირაციული თეორიების გაჩენას, როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს მიმართა:

- ეს თემები ახლა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში გახდა აქტუალური. მაგალითად, 5G-ის ტექნოლოგიაზე ალბათ საქართველოში ასეთი მწვავე დისკუსია არ იქნებოდა, თემა აქტუალიზებული რომ არ ყოფილიყო პანდემიის პირობებში, რადგან მასზე დიდი ხანია, სამყაროში მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოშიც, კომუნიკაციების კომისიამ ამის თაობაზე გააკეთა განცხადება ადრეც და ახლაც დაადასტურა, რომ საქართველო 5G ტექნოლოგიაზე გადასვლას გეგმავს.

ხელში როგორც საერო, ისე კლერიკალურ წრეებს უჭირავთ "აიფონ 11", სხედან ულტრათანამედროვე მანქანებში, რომელსაც აქვს GPRS სისტემა და გველაპარაკებიან იქიდან, რომ თურმე, 5G ტექნოლოგია სამყაროს ღუპავს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ პოპულარულად იყოს ეს ახსნილი საზოგადოებისთვის და ამას ყოველთვის ახერხებდა და ახერხებს ყველგან მედია. ამ შემთხვევაში მედიამ დააგვიანა, არ მიაწოდა ინფორმაცია ისე, როგორც საჭიროა, საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია და შესაბამისად, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ეს პროცესი ადვილად მართონ.

როცა ცოდნის დეფიციტია, ადვილია, საზოგადოება დააჯერო, რომ თურმე, ფარდის მიღმა შეკრებილი უჩინარი ადამიანები სამყაროს მართავენ

ასევე, ბევრი ადამიანი ელოდება, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა უნდა შეიმუშავონ. მაგრამ როდესაც მეცნიერული მსჯელობით და ძალიან სერიოზული სახით, სატელევიზიო ეთერში, პრაქტიკულად, ყოველგვარი კონტრ-კითხვების გარეშე ასტროლოგი გიხსნის, რომ ვაქცინა კატასტროფაა და თუ მას გაიკეთებ, ჩიპს ჩაგიდგამენ, რითიც შენი მართვა მოხდება, ადამიანებს, რომელთაც შესაბამისი მეცნიერული ცოდნა არ აქვთ, და აქვთ ნდობა მედიის მიმართ, რომელიც ამ ფორმით აწვდის მათ პროდუქტს, უჩნდებათ შიშები, გაურკვევლობები და შეიძლება არ გაიკეთონ ვაქცინა.

ხშირ შემთხვევაში "მორწმუნე" ექიმებისგანაც გვსმენია, ვაქცინებს არ ვუჭერთ მხარსო. რას ნიშნავს ეს? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ გაიკეთოს ბავშვმა აცრა პოლიომელიტზე, ან ტუბერკულიოზზე? ეს ცრურწმენები ძალას არ დაკარგავს, რადგან ასეთი ტიპის შიშებზე ადეკვატური პასუხი არ არის გაცემული. მაგალითად, ვაქცინებზე სამედიცინო წრეები შეთანხმებულები უნდა იყვნენ და საზოგადოებას უთხრან, რომ ეს ასეა და ორჭოფობა არ უნდა იყოს. ასევე, პირადობის მოწმობის გაცემისას, სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი ფორმა და თქვას, რომ სხვა ფორმა არ არსებობს, ამ ფორმით მოვახერხებთ ქვეყანაში მოქალაქეების სწორ რეგისტრირებას.

"ჩიპიც" იდუმალი რამ არის, რომელსაც ხან სამი 6-იანის სახე აქვს პირადობის მოწმობაში, ხან ვაქცინასთან ერთად უნდა ჩაგვიდგან ხელის მტევანში. ასეთი მესიანისტური ხედვები კი სწორედ რუსეთს ახასიათებს - იქ მუშავდება ასეთი თეორიები და მათი მიწოდების ფორმები, რომ ადვილად აღქმადი იყოს. შემდგომ იწყებენ საზოგადოებით მანიპულირებას

ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მძაფრად მუშაობს სწორედ რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სამოქალაქო განათლების დაბალ დონეს, მეცნიერების მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იყენებს და ეთნო-ნაციონალისტურ განწყობებთან, რომელიც ამ პატარა სახელმწიფოშია კარგად აზავებს ბნელ თეორიებს, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლოს განვითარება.

საბოლოო ჯამში, 5G-ც ჩაირთვება, ვაქცინებიც გამოვა, არც არავინ "დაიჩიპება", ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ზომბირების ფორმით ჩაკეტონ საზოგადოების გონება, ახალ თეორიებს შექმნიან. მათი მთავარი მიდგომა ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩაკეტილი, გონებრივადაც, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად, არ შევიდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტში და არ მოახდინოს ისეთი თვითიდენტიფიცირება, რომელიც რეალურად, აქვს და რისთვისაც ეს ადამიანი გაჩნდა ამ ქვეყანაზე" - ამბობს ზვიად ქორიძე.