საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა
კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კა­რან­ტი­ნის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა პირ­ვე­ლი ახა­ლი კლას­ტე­რი გაჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი გაჩ­ნდნენ მას შემ­დეგ, რაც შე­ზღუდ­ვე­ბი შემ­ცირ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბიზ­ნესს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ნე­ბარ­თვა მის­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბი კი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­დნენ.

ბოლო ერთ დღე­ში უხან­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში ცხოვ­რობს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იმ 89 წლის მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეა, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი ერთი დღით ადრე და­უ­დას­ტურ­და და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 აპ­რი­ლის შემ­დეგ უხან­ში ეს იყო კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა.

ყვე­ლა ახალ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას მე­დი­კო­სე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ რო­გორც უსიმპტო­მოს. უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი კი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო წყა­როდ მი­იჩ­ნე­ვი­ან, რად­გა­ნაც მათ არ ახა­სი­ა­თებთ კლი­ნი­კუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი, თუმ­ცა არი­ან გა­დამ­დებ­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნეთ­მა COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ამ­ცი­რა, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ჩი­ნეთს ვირუ­სის ახა­ლი ტალ­ღა გა­და­უვ­ლი­და. დღეს კი ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახალ ტალ­ღა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნი­დან ერთი თვის შემ­დეგ ახა­ლი კლას­ტე­რი გაჩ­ნდა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 17 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. დღემ­დე კი ჩი­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის 82 918 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 4 633 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 78 144 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
33

სანამ ვაქცინა არ იქნება,არაფერი გვეშველება

Giorgi sixarulidze
19

ნაცებო წადით დასასვენებლად უხანში არ გინდათ ?! : ) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

ჩინეთის ქალაქ უხანში კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი ახალი კლასტერი გაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ახალი ინფიცირებულები გაჩნდნენ მას შემდეგ, რაც შეზღუდვები შემცირდა და ხელისუფლებამ ბიზნესს საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მისცა, ადამიანები კი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ბოლო ერთ დღეში უხანში გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა და ყველა ინფიცირებული ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი იმ 89 წლის მამაკაცის მეუღლეა, რომელსაც კორონავირუსი ერთი დღით ადრე დაუდასტურდა და აღსანიშნავია, რომ 3 აპრილის შემდეგ უხანში ეს იყო კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა.

ყველა ახალ დადასტურებულ შემთხვევას მედიკოსები ახასიათებენ როგორც უსიმპტომოს. უსიმპტომო ინფიცირებულები კი ვირუსის გავრცელების ყველაზე სახიფათო წყაროდ მიიჩნევიან, რადგანაც მათ არ ახასიათებთ კლინიკურად გამოხატული არანაირი ნიშანი, თუმცა არიან გადამდებნი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვები შეამცირა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთს ვირუსის ახალი ტალღა გადაუვლიდა. დღეს კი ამბობენ, რომ ახალი ინფიცირებულების რაოდენობიდან გამომდინარე, ახალ ტალღაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ შეზღუდვების მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ ახალი კლასტერი გაჩნდა.

საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 17 შემთხვევაა გამოვლენილი. დღემდე კი ჩინეთში ოფიციალურად კორონავირუსის 82 918 შემთხვევაა აღწერილი. პაციენტთა შორის 4 633 გარდაიცვალა, ხოლო 78 144 გამოჯანმრთელდა.

კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა - იგი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ნავარჯიშები და დაკუნთული ადამიანის სხეული - ამერიკელი ექთნის ფოტომ ინტერნეტი შოკში ჩააგდო