სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 წლის გოგონა საძინებელში შეიყვანა, გახადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა" - ლაგოდეხში ოჯახი 58 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს
"6 წლის გოგონა საძინებელში შეიყვანა, გახადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა" - ლაგოდეხში ოჯახი 58 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს

ლა­გო­დეხ­ში, 6 წლის გო­გოს­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­თვის, ოჯა­ხი 58 წლის მა­მა­კა­ცის დას­ჯას ითხოვს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ reginfo.ge ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 58 წლის მა­მა­კა­ცი ბრალ­დე­ბუ­ლია 6 წლის გო­გოს­თან სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში - სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, რაც 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა. მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით ნა­რი­მა­ნიშ­ვილ­მა საქ­მის გან­ხილ­ვა ისე გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა, რომ ბრალ­დე­ბულს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი, 9 თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა და ის გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ახლა მსხვერ­პლი და ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ ეზო­ში ცხოვ­რო­ბენ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

რო­გორც reginfo.ge წერს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2019 წლის ზა­ფხულ­ში, ლა­გო­დე­ხის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­მა 58 წლის კაც­მა, იმა­ვე ეზო­ში მცხოვ­რე­ბი 6 წლის გოგო, რო­მე­ლიც თა­ნა­ტოლ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და, სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­წოლ­ზე და­აწ­ვი­ნა, ტან­საც­მე­ლი გა­ხა­და, თვი­თო­ნაც გა­ი­ხა­და და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა.

ამ მო­მენ­ტში ოთახ­ში შე­ვი­და მე­ო­რე ბავ­შვი, რო­მე­ლიც გო­გოს­თან ერ­თად თა­მა­შობ­და და მას ეძებ­და. კაცი ბავ­შვებს და­ე­მუქ­რა, რომ არ­სად არა­ფე­რი ეთ­ქვათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ ყო­ფი­ლა ამ გო­გოს მი­მართ კა­ცის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა

ბავ­შვმა დე­დას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა.

2019 წლის 5 ივ­ლისს კაცი და­ა­კა­ვეს. 8 ივ­ლისს ლა­გო­დე­ხის მა­გის­ტრმა მო­სა­მარ­თლემ მას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და და საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. მო­სა­მარ­თლე და­ვით ნა­რი­მა­ნიშ­ვილ­მა საქ­მის გან­ხილ­ვა ისე გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა, რომ ბრალ­დე­ბულს 9 თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვადა ეწუ­რე­ბო­და, ამი­ტომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა.

პა­ტიმ­რო­ბი­დან გთა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­ცე­სი 2020 წლის 8 აპ­რილს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობს და ის სა­სა­მარ­თლო­ში ვერ გა­მო­ცხად­დე­ბო­და. reginfo.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს. პრო­ცეს­ზე ამა­ვე მი­ზე­ზით არ გა­მო­ცხად­დნენ ად­ვო­კა­ტე­ბიც, მა­შინ, როცა ისი­ნი წინა პრო­ცე­სებ­ზე თბი­ლი­სი­დან გურ­ჯა­ან­ში სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ჩა­დი­ოდ­ნენ. პრო­ცეს­ზე არ გა­მო­ცხად­და ბრალ­დე­ბუ­ლის მე­სა­მე ად­ვო­კა­ტიც, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვია.

ორი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა დის­ტან­ცი­უ­რად, მაგ­რამ, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­უ­ბა­რი არ ეს­მო­და და სხდო­მე­ბი გა­და­ი­დო.

საქ­მის გან­ხილ­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის და­კი­თხვა და დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმა. ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ბავ­შვთან მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლო­გი უყ­ვე­ბა, ბავ­შვს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა აქვს და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ის ხში­რად ამ­ბობს, რომ კაცი მას მოკ­ლავს და იმა­ლე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობს და პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მა­თი­ვე თქმით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ის ეზო­ში გა­მომ­წვე­ვად იქ­ცე­ვა და და­ნა­შა­უ­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბას ცდი­ლობს.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 13 მა­ისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

ჩაასიკვდილეთ!!

სუზი
10

ამისთანა მოსამართლეები უნდა გაუშვა უვადოთ მარილზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"6 წლის გოგონა საძინებელში შეიყვანა, გახადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა" - ლაგოდეხში ოჯახი 58 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს

"6 წლის გოგონა საძინებელში შეიყვანა, გახადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა" - ლაგოდეხში ოჯახი 58 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს

ლაგოდეხში, 6 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის, ოჯახი 58 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ reginfo.ge ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი ბრალდებულია 6 წლის გოგოსთან სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მამაკაცი დაკავებული იყო, მაგრამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და ის გირაოთი გაათავისუფლეს. ახლა მსხვერპლი და ძალადობაში ბრალდებული ერთ ეზოში ცხოვრობენ. დაზარალებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

როგორც reginfo.ge წერს, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის კაცმა, იმავე ეზოში მცხოვრები 6 წლის გოგო, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, საძინებელში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ტანსაცმელი გახადა, თვითონაც გაიხადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

ამ მომენტში ოთახში შევიდა მეორე ბავშვი, რომელიც გოგოსთან ერთად თამაშობდა და მას ეძებდა. კაცი ბავშვებს დაემუქრა, რომ არსად არაფერი ეთქვათ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ამ გოგოს მიმართ კაცის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა

ბავშვმა დედას მომხდარის შესახებ მოუყვა.

2019 წლის 5 ივლისს კაცი დააკავეს. 8 ივლისს ლაგოდეხის მაგისტრმა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს 9 თვიანი საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ამიტომ მას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა.

პატიმრობიდან გთავისუფლების შემდეგ, პროცესი 2020 წლის 8 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრალდებულმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და ის სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა. reginfo.ge-ს ინფორმაციით, ბრალდებულის ოჯახს ორი ავტომობილი ჰყავს. პროცესზე ამავე მიზეზით არ გამოცხადდნენ ადვოკატებიც, მაშინ, როცა ისინი წინა პროცესებზე თბილისიდან გურჯაანში საკუთარი მანქანით ჩადიოდნენ. პროცესზე არ გამოცხადდა ბრალდებულის მესამე ადვოკატიც, რომელიც ადგილობრივია.

ორი სასამართლო სხდომა გაიმართა დისტანციურად, მაგრამ, ორივე შემთხვევაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას პროცესის მონაწილეების საუბარი არ ესმოდა და სხდომები გადაიდო.

საქმის განხილვის დასრულებამდე დარჩენილია ბრალდებულის დაკითხვა და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც სააგენტოს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მომუშავე ფსიქოლოგი უყვება, ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ძალადობაში ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა და ის ხშირად ამბობს, რომ კაცი მას მოკლავს და იმალება.

დაზარალებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალდებული საქმის მოგვარებას ცდილობს და პროცესის გაჭიანურება ამას ემსახურება. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ ის ეზოში გამომწვევად იქცევა და დანაშაულის პროვოცირებას ცდილობს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული.