ავტორი:

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 5 მაცხოვრებელს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს დე-ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში განუცხადეს.

დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ყველა დაავადებული ინფექციურ განყოფილებაში იზოლაციაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დაავადებულთაგან 14 რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან, ერთი სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი 7 კი სამოქალაქო პირი. ამჟამად კარანტინშია გადაყვანილი 500-მდე ადამიანი.

მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ოკუპირებულ რეგიონში 12-დან 28 მაისამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოცხადდა. დე ფაქტო რეჟიმმა 31 მაისამდე გაახანგრძლივა შეზღუდვებიც.

დახურული რჩება ბავშვთა გასართობი ცენტრები, ატრაქციონები, კაფეები, რესტორნები, აუზები, სპორტდარბაზები და კომპიუტერული კლუბები. 31 მაისამდე სკოლებში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, 10 მაისიდან 31 მაისამდე ე.წ. საზღვარი სრულიად ჩაკეტა რუსეთთან.

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ მეთერთმეტე პაციენტზე - COVID-19-ს მისი მეუღლეც ემსხვერპლა

ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს იწურება