მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო გზიდან გადავარდა - დაშავებულია რუსეთის მოქალაქე
დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო გზიდან გადავარდა - დაშავებულია რუსეთის მოქალაქე

მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 126-ე კმ/ზე, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან თხე­ვა­დი აი­რის გა­დამ­ტა­ნი ცა­რი­ე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ვარ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლებ­მა დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კა­ბი­ნი­დან რუ­სე­თის რეს­პუბ­ლი­კის ერთი მო­ქა­ლა­ქე ამო­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.

„მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში შე­მო­ვი­და, რის შემ­დე­გაც, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა.

ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­ნენ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კა­ბი­ნი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა რუ­სე­თის რეს­პუბ­ლი­კის ერთი მო­ქა­ლა­ქე. მა­მა­კაცს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ქვე­და კი­დუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბის მიერ გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა.

ად­გილ­ზე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო გზიდან გადავარდა - დაშავებულია რუსეთის მოქალაქე

დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო გზიდან გადავარდა - დაშავებულია რუსეთის მოქალაქე

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა დეფორმირებული კაბინიდან რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება.

„მომხდარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა, რის შემდეგაც, შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავარია წყალტუბოში - ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან