ავტორი:

"გლობალურ კრიზისზე აშშ-ის მთავრობის პასუხი აბსოლუტური კატასტროფა იყო" - აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 615 ადამიანი გარდაიცვალა

"გლობალურ კრიზისზე აშშ-ის მთავრობის პასუხი აბსოლუტური კატასტროფა იყო" - აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 615 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 309 550-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 1 615 ადამიანი დაიღუპა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 78 795-ს მიაღწია.

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ „აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა“ იყო.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბარაქ ობამამ თავისი ყოფილი ადმინისტრაციის წევრებთან პირად სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ამ გლობალურ კრიზისზე პასუხი საუკეთესო მთავრობების პირობებშიც კი, ცუდი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, რეაქცია აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა იყო,“ - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის აპირებს რაც შეიძლება მეტი დრო დახარჯოს აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად.

„მოახლოებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცალკეულ პიროვნებას ან პოლიტიკურ პარტიას კი არ ვებრძვით, არამედ გრძელვადიან ტენდენციებს, სადაც ეგოისტობა, კლანურობა, განცალკავება და სხვების მტრებად აღქმა ამერიკული ცხოვრების ძლიერი იმპულსი გახდა. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტ დროს დავხარჯავ და რაც შეიძლება ძლიერად ვიბრძოლებ ჯო ბაიდენისთვის,“- აღნიშნა ობამამ.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 279 000-მდე ადამიანი.

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან