პარტნიორები:
    ავტორი:

    "მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან

    "მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან

    სვანეთში თოვლი მოვიდა. ადგილზე გადაღებულ დღევანდელ ფოტოს სოციალურ ქსელში მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ბაქარ ნიჟარაძე ავრცელებს.

    "მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - წერს ფოტოს კომენტირებისას ნიჟარაძე.

    საქართველოში არამდგრადი ამინდები 11 მაისამდე შენარჩუნდება. ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

    ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

    "ვერ ამოძრავებს კიდურებს, ვერ ყლაპავს..." - ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ქუთაისში ნაადრევად იმშობიარა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

    "ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

    "ცენტრის თითოეული კუთხე-კუნჭული უყვარს, უყვარს ბალახის თითოეული ღერიც კი..." - პაატა იმნაძე სამსახურის ეზოში