სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას
"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას

ადა­მი­ა­ნე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი, ჰქონ­დეთ იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, ამი­სათ­ვის კი სხვა­დას­ხვა სა­ხის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­სა და დი­ე­ტებს მი­მარ­თა­ვენ. წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ვარ­ჯი­ში წლებს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­დე­გი ჯან­სა­ღი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, აი დი­ე­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ფი­ზი­კუ­რად არ იღ­ლე­ბი და შე­დეგ­საც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხე­დავ, თუმ­ცა რამ­დე­ნად ჯან­საღს, ეს სა­ეჭ­ვო სა­კი­თხია...

ბოლო დროს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ყვე­ბი­ან რო­გორ მი­აღ­წი­ეს იდე­ა­ლურ წო­ნას სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ურ­ჩე­ვენ ყვე­ლას, ვი­საც ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლა სურს, ამ დი­ე­ტის დაც­ვას.

პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ მად­ლი­ე­რი კლი­ენ­ტე­ბის ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ ვი­ღა­ცამ 3 დღე­ში 7 კილო და­იკ­ლო, ტექ­სტიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია - რო­გორ ხდე­ბი­ან ქორ­წი­ლის­თვის „ენერ­ჯი სმარტ დი­ე­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბით. პრო­დუქ­ცია რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, თუმ­ცა, რო­გორც ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი თა­ვი­ანთ ვი­დე­ო­ჩარ­თვებ­ში ამ­ბო­ბენ, ის ფრან­გულ-რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა.

ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ასე ბედ­ნი­ე­რად გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ერთ დღეს და­ხუ­რულ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში (GLAM FACTORY) გო­გო­ნას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი ამ დი­ე­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"დი­ე­ტის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს, დღე­ში ორ­ჯერ მქონ­და დი­ა­რეა, მე­ო­რე დღეს 3-ჯერ. მივ­წე­რე რა­ტომ მქონ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი დი­ა­რეა და პა­სუ­ხი “ზუს­ტად ეგ კუ­ჭის აშლა ხელს გი­წყობთ იმა­ში, რომ გახ­დეთ". დღე მე­სა­მე - ისე ცუ­დად და შე­უძ­ლოდ გავ­ხდი, მე­გო­ნა მო­ვი­წამ­ლე, იმი­ტომ, რომ პირ­ღე­ბი­ნე­ბა მქონ­და და ასე­ვე მწვა­ვე დი­ა­რე­აც. არ და­გა­ვი­წყდეთ, არ ვჭამ­დი არა­ფერს, მხო­ლოდ დღე­ში ერთხელ, ისიც მო­ხარ­შულს.

დედა ექი­მი მყავს ️და მი­თხრა, რომ ეს უკვე ამ პრო­დუქ­ტის და­მა­სა­ხუ­რე­ბა იყო, მა­ინც არ და­ვუ­ჯე­რე. დღე მე­ხუ­თე - ისე ცუ­დად გავ­ხდი, რომ დამ­ჭირ­და გა­დას­ხმე­ბი, გა­მო­ვი­ფი­ტე მთლი­ა­ნად, შე­მექ­მნა თირკმე­ლებ­ზე პრობ­ლე­მა. მი­თხა­რით ხალხნო, ადა­მი­ანს დი­ა­რეა რომ გიგ­რძელ­დე­ბა 15-25-40 დღის მან­ძილ­ზე,თან დღე­ში 4ჯერ, ეს ნორ­მა­ლუ­რია ორ­გა­ნიზ­მის­თვის?" - წერ­და გო­გო­ნა.

მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ბევ­რმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა და­წე­რა, თუმ­ცა, რად­გან პოს­ტე­ბი და­ხუ­რულ ჯგუფ­ში და­ი­დო, მათ ანო­ნი­მუ­რად დავ­ტო­ვებთ:

"გა­დავ­წყვი­ტე დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსნა ყვე­ლა­ფე­რი და მო­გიყ­ვეთ ჩემი ძა­ლი­ან ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს დი­ე­ტა ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის აყ­ვა­ვე­ბის ერთ-ერთი ხრი­კია და საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისეთ რეკ­ლა­მას უკე­თე­ბენ, რომ მარ­ტი­ვად შე­ი­ტყუ­ე­ბენ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და და­ა­ჯე­რე­ბენ, რომ ეს პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან კარ­გია.

ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ხავთ ვი­თომ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც ამ კოქ­ტე­ი­ლებ­ზე და­დე­ბი­თად სა­უბ­რო­ბენ და მეც კი, ადა­მი­ანს რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მომ­ხრეა, და­მა­ჯე­რეს რომ ცდად ღირ­და.

სა­ნამ ამ პრო­დუქტს გა­მოვ­წერ­დი და მოხ­მა­რე­ბას და­ვი­წყებ­დი, ზუს­ტად 1 თვით ადრე მო­მი­წია ყო­ველ­წლი­ურ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ და სის­ხლში რაც კი რამე შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მიკ­ვლი­ეს. არც ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი.

ჩა­მო­მი­ვი­და კოქ­ტე­ი­ლე­ბი, 6 დღე დავ­ლიე. და­ვი­კე­ლი 3-4 კილო (სი­თხის ხარ­ჯზე) გა­ვაგ­რძე­ლე ჯან­სა­ღი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში და ამის მი­უ­ხე­და­ვად ეს წონა პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში მო­ვი­მა­ტე. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო - მა­ლე­ვე თავს ვე­ღარ ვგრძნობ­დი კარ­გად, მივ­ხვდი რომ ჩემი ენერ­გი­ის დონე საკ­მა­ოდ და­ე­ცა. და­მე­წყო თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი. ერთ სა­ღა­მოს სა­ვად­მყო­ფო­შიც კი მოვ­ხვდი ამის გამო და ვერ ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და. იქ გა­მი­კე­თეს სის­ხლის ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი მქონ­და და­ვარ­დნი­ლი და მი­თხრეს, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი ოჯა­ხის ექიმ­თან და თა­ვი­დან გა­მე­კე­თე­ბი­ნა დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა.

მა­ლე­ვე ჩა­ვა­ბა­რე ანა­ლი­ზე­ბი და აღ­მოჩ­ნდა რომ:

  • ქო­ლეს­ტე­რი­ნი მაქვს და­ვარ­დნი­ლი, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ამ კოქ­ტე­ი­ლის ერთ-ერ­თმა და­ნა­მატ­მა, დრა­ინ ეფექ­ტმა გა­მო­იწ­ვია (ექი­მის თქმით). ქო­ლეს­ტე­რი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს უამ­რამ და­ა­ვა­დე­ბას და ამის ასა­წე­ვად წა­მა­ლი არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში მიშ­ვე­ლის
  • რკი­ნა მაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი
  • B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი სა­ში­შად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მაქვს სის­ხლში (წა­ი­კი­თხეთ იმ კოქ­ტე­ი­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა, შემ­თხვე­ვით ძა­ლი­ან ბევრ ვი­ტა­მი­ნებს ხომ არ შე­ი­ცავს?)
  • თირკმე­ლე­ბი მა­წუ­ხებს და მა­გა­ზე კი­დევ ცალ­კე გა­მო­საკ­ვლე­ვი ვარ. ღმერ­თმა უწყის რა პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა თირკმე­ლებ­ზეც

სა­ხე­ზე მაქვს აშ­კა­რა სუ­რა­თი: ჩემი სის­ხლის იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ სა­ში­ნე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბამ­დე და სის­ხლის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა ამ პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ! თავ­ბრუს­ხვე­ვას ასე სა­შინ­ლად რომ არ შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნე და იმ დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ ამო­მე­ყო თავი, არც გა­მო­ვიკ­ვლევ­დი მე­ო­რედ სის­ხლს და ვერც მივ­ხვდე­ბო­დი რისი ბრა­ლი იყო ჩემი უე­ნერ­გი­ო­ბა. ამი­ტომ, და­მერ­წმუ­ნეთ 100% აგი­რევთ სის­ხლში მაჩ­ვე­ნებ­ლებს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერც გა­ი­გებთ დიდი ხანი და სის­ხლის ასე­თი ცუდი სუ­რა­თი ძა­ლი­ან ბევრ და­ა­ვა­დე­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს თქვენს ორ­გა­ნიზ­მში. ასე რომ, მარ­თლა გირ­ჩევთ არ გა­ე­კა­როთ და არ გა­რის­კოთ თქვე­ნი ჯანმთე­ლო­ბა, ნუ ჩა­იგ­დებთ თავს საფრ­თხე­ში!" - წერს "ენერ­ჯი დი­ე­ტის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა „ენერ­ჯი დი­ე­ტის“ შე­სა­ხებ ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში, კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც წე­რენ, რომ შე­დეგს ნამ­დვი­ლად მი­აღ­წი­ეს და ცუ­და­დაც არ გამ­ხდა­რან. "მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. საც­დე­ლად 7 დღე მი­ვი­ღე ეს ყვე­ლა­ფე­რი და და­ვი­კე­ლი 4 კი­ლოგ­რა­მამ­დე. არც ცუ­დად ვყო­ფილ­ვარ, არა­ნა­ი­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა, რთუ­ლი კი იყო. გაგ­რძე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ მაგ­რამ ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბაა არაა"

მა­რი­ამ კვა­ში­ლა­ვა პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა და "ფე­ის­ბუქ­ზე" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლე­ბის გვერ­დის - Glam Factory-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ამ ჯგუფ­ში "ენერ­ჯი დი­ე­ტის" შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხეთ.

რო­გორც მა­რი­ამ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო, თა­ვა­დაც მი­ი­ღო ამ კომ­პა­ნი­ის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ უარი თქვა. მი­ზე­ზი დი­ე­ტის უნ­დობ­ლო­ბა იყო და ასე­ვე ის, რომ მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მსგავ­სი პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ჯგუფ­ში გან­ხი­ლულ თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. რო­გორც მან და­წე­რა, და­უ­კავ­შირ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც და­უ­ჯე­რებ­ლად მა­ღა­ლი თან­ხა შეს­თა­ვა­ზა ამ პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის.

"თუმ­ცა ვუ­თხა­რი, რომ მათ მიერ დას­მულ აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბას, რომ უნდა და­მე­დო ფო­ტო­ე­ბი, რო­გორ გავ­ხდი, ვერ შე­ვას­რუ­ლებ­დი, ენერ­ჯის ვე­რაფ­რით დავ­ლევ­დი და მი­პა­სუ­ხეს რომ, არაა პრობ­ლე­მა, თა­ვად გა­მო­მიგ­ზავ­ნიდ­ნენ ფო­ტო­ებს და მე უნდა და­მე­დო, თით­ქოს ჩემი შე­დე­გია. მანდ მივ­ხვდი ყვე­ლა­ფერს, სა­დაც ხმა მი­მიწ­ვდე­ბა ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ არ ენ­დონ და­გე­ბულ ხა­ფანგს!" - წერ­და ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

AMBEBI.GE ტე­ლე­წამ­ყვანს და­უ­კავ­შირ­და იმის გა­სარ­კვე­ვად, რა იცის მეტი, არც ისე უსაფრ­თხო დი­ე­ტის შე­სა­ხებ:

- პირ­ვე­ლად მომ­წე­რა ვი­ღაც ქარ­თველ­მა კაც­მა, კო­ბამ, შემ­დეგ მე­სა­უბ­რა რუსი, ვინ­მე კო­ლია. ეს ქარ­თვე­ლი კაცი კი მე­უბ­ნე­ბა, მე მაგ კო­ლი­ას­თან შე­ხე­ბა არ მაქ­ვსო, მაგ­რამ რო­გორ არ აქვს შე­ხე­ბა, ზუს­ტად ერთი და იგი­ვე რამ შე­მომ­თა­ვა­ზეს. თან­ხაც კი იგი­ვე იყო, მე­ი­ლი მაქვს და შე­მიძ­ლია ისიც კი წარ­ვად­გი­ნო.

- თქვენ რა­ტომ თქვით უარი დი­ე­ტის კოქ­ტე­ი­ლე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თან­ხა შე­მომ­თა­ვა­ზეს, 15 ათა­სი ლა­რის ფარ­გლებ­ში იყო ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამ­ხე­ლა თან­ხას ინფლუ­ენ­სერს არა­ვინ უხ­დის თუ აქ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. მე მი­მუ­შა­ვია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ კომ­პა­ნი­ებ­თან, მაგ­რამ 15 ათას ლარს არა­ვინ იხ­დის ერთ თვე­ში იმა­ში, რომ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გვერ­დი გა­ა­კე­თო. განა ესე­ნი არ გა­და­მიხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ თვი­თონ ფაქ­ტია არა­რე­ა­ლუ­რი" - გვი­თხრა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა თა­ვი­სი ეჭ­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ქარ­თველ ინფლუ­ენ­სე­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ამ კონ­კრე­ტულ პრო­დუქ­ცი­ას არეკ­ლა­მე­ბენ, ერთ-ერ­თია შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც. დაკ­ლე­ბის მსურ­ველ­მა ბევ­რმა გო­გო­ნამ სწო­რედ მისი "ინ­სტაგ­რა­მი­დან" შე­ი­ტყვეს დი­ე­ტის შე­სა­ხებ და შე­ი­ძი­ნეს "ენერ­ჯი" კოქ­ტე­ი­ლე­ბი.

იცის თუ არა ტე­ლე­სა­ხემ, რომ პრო­დუქ­ცი­ას ამ­დე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს და თა­ვად თუ და­უ­ლე­ვია „ენერ­ჯი სას­მე­ლი“ - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- რა თქმა უნდა, მეც და­მი­ლე­ვია და ჩემ შვილ­საც, თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ, არა­ნა­ი­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა არ ჰქო­ნია. მე არ ვარ ამ კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ძა­ლი­ან მალე ყველ­გან გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, რომ ეს კოქ­ტე­ი­ლე­ბი არ არის მავ­ნე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

- პრო­დუქ­ცია რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, არა?

- დიახ, მაგ­რამ მა­გას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან რუ­სუ­ლია, ცუ­დია? შე­ი­ხე­დეთ მა­ღა­ზი­ებ­ში, დახ­ლებ­ზე რამ­დე­ნი რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ტი დევს, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობს.

- თქვენ ასეთ ფორ­მა­ში ყოფ­ნას მხო­ლოდ კოქ­ტე­ი­ლით ვერ შეძ­ლებთ, ვარ­ჯი­შობთ, თავს უვ­ლით...

- რა თქმა უნდა, ზო­გა­დად ბევ­რი ფაქ­ტო­რია იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე.

იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს მსგავ­სი სა­ხის კოქ­ტე­ი­ლე­ბის ურე­ცეპ­ტოდ და ორ­გა­ნიზ­მის გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე მი­ღე­ბა, კი­თხვით გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ ჯაბა ზარ­ქუ­ას მივ­მარ­თეთ. მისი თქმით, კონ­კრე­ტუ­ლად ამ დი­ე­ტის კოქ­ტე­ი­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას არ იც­ნობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე რჩე­ვის მი­ცე­მა შე­უძ­ლია მათ­თვის, ვინც სწრაფ დი­ე­ტებს მი­მარ­თავს:

"და­უდ­გე­ნელ მიქსტუ­რებ­სა და "მცე­ნა­რე­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს" აქვთ ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის პო­ტენ­ცია (ასე­ვე, სხვა­დას­ხვა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვი­საც).

რაც გინ­დათ ის მი­ი­ღეთ, ოღონდ სწო­რი სა­ხე­ლი და­არ­ქვით ამ ყო­ვე­ლი­ვეს - ექ­სპე­რი­მენტს იტა­რებთ სა­კუ­თარ თავ­ზე. დიახ, სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვას არა, ექ­სპე­რი­მენტს. გთხოვთ, სხვებს ნუ მო­უ­წო­დებთ მსგავ­სი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ. თქვე­ნი და­უ­დევ­რო­ბით რამე საფრ­თხე არ მი­ა­ყე­ნოთ.

დი­ე­ტის ეფექ­ტუ­რო­ბას, ისე­ვე რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტი­სას, სჭირ­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბა სან­დო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სან­დო სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს და სან­დო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე უნდა გა­მო­ი­ფი­ნოს!" - ამ­ბობს გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ით არა­ფერს ვამ­ტკი­ცებთ, ჩვენ მხო­ლოდ უკ­მა­ყო­ფი­ლო და კმა­ყო­ფი­ლი მხა­რე­ე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზეთ, რო­გორც ჩანს არც ისე უსაფრ­თხო დი­ე­ტის შე­სა­ხებ. გახ­სოვ­დეთ, სი­ლა­მა­ზე ყო­ველ­თვის არ მო­ი­თხოვს მსხვერ­პლს...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოღონდაცა რააააააააა
12

ინფლუ­ენ­სე­რი ახალი ქართული სიტყვაა თუ ზურაბიშვილის კლასტერია და სხვა რამეს წერდით და თავი ვერ მოაბით გასაგებად რომ დაგეწერათ???

 

რ ე ა ლ ო ბ ა
16

ახალი ამბავი ეხა ბეგაშვილი ფულის გამო, რომ ყველაფერს იკადრებს რააა )))) რას გვანან ეს ქართველი დაბოტოქსებული ქალებიი.. უფფფ რუს ქალება რა ჯობია ბუნებრივი ლამაზები, სადად ჩაცმულები და მაინც ლამაზებიი.... ქართველები კი ცარიელი ბოტოქსი გაშავებული ამ სოლარიუმებით....... ვისაც მოგწონთ შეგარგოთ რაა )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას

"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას

ადამიანები ოცნებობენ, იყვნენ ლამაზები, ჰქონდეთ იდეალური ფორმები, ამისათვის კი სხვადასხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს მიმართავენ. წონაში დასაკლებად ვარჯიში წლებს მოითხოვს, თუმცა შედეგი ჯანსაღი და გარანტირებულია, აი დიეტების შემთხვევაში კი, ფიზიკურად არ იღლები და შედეგსაც რამდენიმე დღეში ხედავ, თუმცა რამდენად ჯანსაღს, ეს საეჭვო საკითხია...

ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" პოპულარული ქართველების გვერდები გამოჩნდა, სადაც ყვებიან როგორ მიაღწიეს იდეალურ წონას სპეციალური დიეტის საშუალებით და ურჩევენ ყველას, ვისაც ჭარბ წონასთან ბრძოლა სურს, ამ დიეტის დაცვას.

პერიოდულად აქვეყნებენ მადლიერი კლიენტების ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ვიღაცამ 3 დღეში 7 კილო დაიკლო, ტექსტიც ხშირ შემთხვევაში გულისამაჩუყებელია - როგორ ხდებიან ქორწილისთვის „ენერჯი სმარტ დიეტის“ საშუალებით. პროდუქცია რუსეთიდან შემოდის, თუმცა, როგორც ქართველი ინფლუენსერები თავიანთ ვიდეოჩართვებში ამბობენ, ის ფრანგულ-რუსული წარმოებისაა.

ალბათ ყველაფერი ასე ბედნიერად გაგრძელდებოდა, რომ არა ერთ დღეს დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში (GLAM FACTORY) გოგონას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ამ დიეტის შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები მოჰყვა.

"დიეტის დაწყებიდან პირველივე დღეს, დღეში ორჯერ მქონდა დიარეა, მეორე დღეს 3-ჯერ. მივწერე რატომ მქონდა ასეთი საშინელი დიარეა და პასუხი “ზუსტად ეგ კუჭის აშლა ხელს გიწყობთ იმაში, რომ გახდეთ". დღე მესამე - ისე ცუდად და შეუძლოდ გავხდი, მეგონა მოვიწამლე, იმიტომ, რომ პირღებინება მქონდა და ასევე მწვავე დიარეაც. არ დაგავიწყდეთ, არ ვჭამდი არაფერს, მხოლოდ დღეში ერთხელ, ისიც მოხარშულს.

დედა ექიმი მყავს ️და მითხრა, რომ ეს უკვე ამ პროდუქტის დამასახურება იყო, მაინც არ დავუჯერე. დღე მეხუთე - ისე ცუდად გავხდი, რომ დამჭირდა გადასხმები, გამოვიფიტე მთლიანად, შემექმნა თირკმელებზე პრობლემა. მითხარით ხალხნო, ადამიანს დიარეა რომ გიგრძელდება 15-25-40 დღის მანძილზე,თან დღეში 4ჯერ, ეს ნორმალურია ორგანიზმისთვის?" - წერდა გოგონა.

მსგავსი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ბევრმა ახალგაზრდა ქალმა დაწერა, თუმცა, რადგან პოსტები დახურულ ჯგუფში დაიდო, მათ ანონიმურად დავტოვებთ:

"გადავწყვიტე დეტალურად ავხსნა ყველაფერი და მოგიყვეთ ჩემი ძალიან ცუდი გამოცდილების შესახებ. ეს დიეტა ქსელური მარკეტინგის აყვავების ერთ-ერთი ხრიკია და საკმაოდ ცნობილი ადამიანები თავიანთი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე ისეთ რეკლამას უკეთებენ, რომ მარტივად შეიტყუებენ ნებისმიერ ადამიანს და დააჯერებენ, რომ ეს პროდუქტი ძალიან კარგია.

ასევე ინტერნეტში ნახავთ ვითომ ექიმებს, რომლებიც ამ კოქტეილებზე დადებითად საუბრობენ და მეც კი, ადამიანს რომელიც მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეა, დამაჯერეს რომ ცდად ღირდა.

სანამ ამ პროდუქტს გამოვწერდი და მოხმარებას დავიწყებდი, ზუსტად 1 თვით ადრე მომიწია ყოველწლიურმა გამოკვლევამ და სისხლში რაც კი რამე შეიძლებოდა, ყველაფერი გამომიკვლიეს. არც ერთი მაჩვენებელი არ ყოფილა არადამაკმაყოფილებელი.

ჩამომივიდა კოქტეილები, 6 დღე დავლიე. დავიკელი 3-4 კილო (სითხის ხარჯზე) გავაგრძელე ჯანსაღი კვება და ვარჯიში და ამის მიუხედავად ეს წონა პირველივე კვირაში მოვიმატე. ყველაფერი აქედან დაიწყო - მალევე თავს ვეღარ ვგრძნობდი კარგად, მივხვდი რომ ჩემი ენერგიის დონე საკმაოდ დაეცა. დამეწყო თავბრუსხვევები. ერთ საღამოს სავადმყოფოშიც კი მოვხვდი ამის გამო და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. იქ გამიკეთეს სისხლის ზედაპირული ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ჰემოგლობინი მქონდა დავარდნილი და მითხრეს, რომ მივსულიყავი ოჯახის ექიმთან და თავიდან გამეკეთებინა დეტალური გამოკვლევა.

მალევე ჩავაბარე ანალიზები და აღმოჩნდა რომ:

  • ქოლესტერინი მაქვს დავარდნილი, რაც კონკრეტულად ამ კოქტეილის ერთ-ერთმა დანამატმა, დრაინ ეფექტმა გამოიწვია (ექიმის თქმით). ქოლესტერინის ნაკლებობა იწვევს უამრამ დაავადებას და ამის ასაწევად წამალი არ არსებობს. მხოლოდ ბალანსირებული კვება და ვარჯიში მიშველის
  • რკინა მაქვს მომატებული
  • B ჯგუფის ვიტამინები საშიშად გადაჭარბებული მაქვს სისხლში (წაიკითხეთ იმ კოქტეილების შემცველობა, შემთხვევით ძალიან ბევრ ვიტამინებს ხომ არ შეიცავს?)
  • თირკმელები მაწუხებს და მაგაზე კიდევ ცალკე გამოსაკვლევი ვარ. ღმერთმა უწყის რა პრობლემა შემიქმნა თირკმელებზეც

სახეზე მაქვს აშკარა სურათი: ჩემი სისხლის იდეალური მდგომარეობა ამ საშინელი პროდუქტის მიღებამდე და სისხლის სავალალო მდგომარეობა ამ პროდუქტის მიღების შემდეგ! თავბრუსხვევას ასე საშინლად რომ არ შევეწუხებინე და იმ დღეს საავადმყოფოში არ ამომეყო თავი, არც გამოვიკვლევდი მეორედ სისხლს და ვერც მივხვდებოდი რისი ბრალი იყო ჩემი უენერგიობა. ამიტომ, დამერწმუნეთ 100% აგირევთ სისხლში მაჩვენებლებს.

სავარაუდოდ, ვერც გაიგებთ დიდი ხანი და სისხლის ასეთი ცუდი სურათი ძალიან ბევრ დაავადებას განავითარებს თქვენს ორგანიზმში. ასე რომ, მართლა გირჩევთ არ გაეკაროთ და არ გარისკოთ თქვენი ჯანმთელობა, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში!" - წერს "ენერჯი დიეტის" მომხმარებელი საკუთარი გამოცდილების შესახებ.

თუმცა „ენერჯი დიეტის“ შესახებ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტის კომენტარებში, კმაყოფილი მომხმარებლებიც წერენ, რომ შედეგს ნამდვილად მიაღწიეს და ცუდადაც არ გამხდარან. "მე ძალიან კმაყოფილი ვარ. საცდელად 7 დღე მივიღე ეს ყველაფერი და დავიკელი 4 კილოგრამამდე. არც ცუდად ვყოფილვარ, არანაირი უკუჩვენება, რთული კი იყო. გაგრძელებას არ ვაპირებ მაგრამ ასეთი საშინელებაა არაა"

მარიამ კვაშილავა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა და "ფეისბუქზე" ძალიან პოპულარული ქალების გვერდის - Glam Factory-ის დამფუძნებელია. ამ ჯგუფში "ენერჯი დიეტის" შესახებ დაწერილი უარყოფითი გამოხმაურების შესახებ ვკითხეთ.

როგორც მარიამმა AMBEBI.GE-ს უამბო, თავადაც მიიღო ამ კომპანიისგან შემოთავაზება, მაგრამ უარი თქვა. მიზეზი დიეტის უნდობლობა იყო და ასევე ის, რომ მოგების სანაცვლოდ მსგავსი პროდუქტის რეკლამა მისთვის მიუღებელია.

ჯგუფში განხილულ თემას გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევარი ჰყავს. როგორც მან დაწერა, დაუკავშირდა რუსულენოვანი მამაკაცი, რომელმაც დაუჯერებლად მაღალი თანხა შესთავაზა ამ პროდუქტის რეკლამირებისთვის.

"თუმცა ვუთხარი, რომ მათ მიერ დასმულ აუცილებელ პირობას, რომ უნდა დამედო ფოტოები, როგორ გავხდი, ვერ შევასრულებდი, ენერჯის ვერაფრით დავლევდი და მიპასუხეს რომ, არაა პრობლემა, თავად გამომიგზავნიდნენ ფოტოებს და მე უნდა დამედო, თითქოს ჩემი შედეგია. მანდ მივხვდი ყველაფერს, სადაც ხმა მიმიწვდება ყველას ვეუბნები, რომ არ ენდონ დაგებულ ხაფანგს!" - წერდა ჟორჟოლიანი.

AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა იცის მეტი, არც ისე უსაფრთხო დიეტის შესახებ:

- პირველად მომწერა ვიღაც ქართველმა კაცმა, კობამ, შემდეგ მესაუბრა რუსი, ვინმე კოლია. ეს ქართველი კაცი კი მეუბნება, მე მაგ კოლიასთან შეხება არ მაქვსო, მაგრამ როგორ არ აქვს შეხება, ზუსტად ერთი და იგივე რამ შემომთავაზეს. თანხაც კი იგივე იყო, მეილი მაქვს და შემიძლია ისიც კი წარვადგინო.

- თქვენ რატომ თქვით უარი დიეტის კოქტეილების რეკლამირებაზე?

- წარმოუდგენელი თანხა შემომთავაზეს, 15 ათასი ლარის ფარგლებში იყო ანაზღაურება. ამხელა თანხას ინფლუენსერს არავინ უხდის თუ აქ ყველაფერი რიგზეა. მე მიმუშავია ძალიან სერიოზულ კომპანიებთან, მაგრამ 15 ათას ლარს არავინ იხდის ერთ თვეში იმაში, რომ "ინსტაგრამზე" გვერდი გააკეთო. განა ესენი არ გადამიხდიდნენ, მაგრამ თვითონ ფაქტია არარეალური" - გვითხრა ჟორჟოლიანმა თავისი ეჭვების შესახებ.

ქართველ ინფლუენსერებს შორის, რომლებიც ამ კონკრეტულ პროდუქციას არეკლამებენ, ერთ-ერთია შორენა ბეგაშვილიც. დაკლების მსურველმა ბევრმა გოგონამ სწორედ მისი "ინსტაგრამიდან" შეიტყვეს დიეტის შესახებ და შეიძინეს "ენერჯი" კოქტეილები.

იცის თუ არა ტელესახემ, რომ პროდუქციას ამდენი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს და თავად თუ დაულევია „ენერჯი სასმელი“ - ამ კითხვებით AMBEBI.GE შორენა ბეგაშვილს დაუკავშირდა:

- რა თქმა უნდა, მეც დამილევია და ჩემ შვილსაც, თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია. მე არ ვარ ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და ძალიან მალე ყველგან გამოქვეყნდება, რომ ეს კოქტეილები არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის.

- პროდუქცია რუსეთიდან შემოდის, არა?

- დიახ, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსულია, ცუდია? შეიხედეთ მაღაზიებში, დახლებზე რამდენი რუსული პროდუქტი დევს, რომელსაც უამრავი ადამიანი ყიდულობს.

- თქვენ ასეთ ფორმაში ყოფნას მხოლოდ კოქტეილით ვერ შეძლებთ, ვარჯიშობთ, თავს უვლით...

- რა თქმა უნდა, ზოგადად ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე.

იმაზე, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მსგავსი სახის კოქტეილების ურეცეპტოდ და ორგანიზმის გამოკვლევის გარეშე მიღება, კითხვით გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას მივმართეთ. მისი თქმით, კონკრეტულად ამ დიეტის კოქტეილების შემადგენლობას არ იცნობს, თუმცა რამდენიმე რჩევის მიცემა შეუძლია მათთვის, ვინც სწრაფ დიეტებს მიმართავს:

"დაუდგენელ მიქსტურებსა და "მცენარეულ საშუალებებს" აქვთ ღვიძლის დაზიანების პოტენცია (ასევე, სხვადასხვა გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამოწვევისაც).

რაც გინდათ ის მიიღეთ, ოღონდ სწორი სახელი დაარქვით ამ ყოველივეს - ექსპერიმენტს იტარებთ საკუთარ თავზე. დიახ, სამედიცინო კვლევას არა, ექსპერიმენტს. გთხოვთ, სხვებს ნუ მოუწოდებთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებისკენ. თქვენი დაუდევრობით რამე საფრთხე არ მიაყენოთ.

დიეტის ეფექტურობას, ისევე როგორც მედიკამენტისას, სჭირდება დადასტურება სანდო სამეცნიერო კვლევებით, რომლებიც სანდო სამეცნიერო ჟურნალებში უნდა გამოქვეყნდეს და სანდო სამეცნიერო კონფერენციებზე უნდა გამოიფინოს!" - ამბობს გასტროენტეროლოგი.

აღნიშნული სტატიით არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ მხოლოდ უკმაყოფილო და კმაყოფილი მხარეების კომენტარები შემოგთავაზეთ, როგორც ჩანს არც ისე უსაფრთხო დიეტის შესახებ. გახსოვდეთ, სილამაზე ყოველთვის არ მოითხოვს მსხვერპლს...

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ