სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი
"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

"გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, მტერ­ზე ჯავ­რი რო­გორ იყა­როს. ისეთ დარ­ტყმებს აკე­თებს, მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს სა­მუ­და­მოდ უკარ­გავს. ერ­თგუ­ლი მე­სა­ი­დუმ­ლეა. რო­მან­ტი­კას არ სწყა­ლობს, მისი სიყ­ვა­რუ­ლი მი­წი­ერ, ყო­ველ­გვარ "აფეთ­ქე­ბებს" მოკ­ლე­ბულ ემო­ცი­ებს ეფუძ­ნე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ სტა­ბი­ლუ­რი და მუდ­მი­ვია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მსა­ხი­ობ ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ნინა სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად, სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­საც გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან და­ი­წყო.

- ას­ტრო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში კარ­გად ვერ ვერ­კვე­ვი. პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც არას­დროს შე­მიდ­გე­ნია.

- უში­შა­რი ხარ?

- კი, ასეა. ეს თვი­სე­ბა ჩემს ხა­სი­ათ­შია გამ­ჯდა­რი. ზოგ­ჯერ შე­საძ­ლოა, ჩემს სხვა თვი­სე­ბებს "გა­და­ვა­ბი­ჯო" და უშიშ­რო­ბა წინ წა­მოვ­წიო.

- ეს თვი­სე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ეს თვი­სე­ბა მეხ­მა­რე­ბა.

- "ყო­ველ­თვის მუ­ყა­ი­თად შრო­მობს. სა­კუ­თარ საქ­მეს სხვას არას­დროს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს".

- არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად კარ­გი ან ცუდი თვი­სე­ბაა, მაგ­რამ როცა საქ­მეს ვა­კე­თებ, მირ­ჩევ­ნია, ის სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად გა­ვა­კე­თო.

- ვიცი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ.

- (იცი­ნის) დიახ.

- შენი და გი­ორ­გი ტა­ბი­ძის (სა­ნის როლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­ი­წყო?

- წლე­ბია მე და გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, მაგ­რამ ახლო მე­გობ­რე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. სე­რი­ალ­მა უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.

- ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ­ში გა­ი­ცა­ნით?

- ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ მე აკა­დე­მი­უ­რი წელი ავი­ღე, ამი­ტომ გი­ორ­გიმ ჩემ­ზე ადრე და­ამ­თავ­რა.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად და ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე ერ­თმა­ნეთს უფრო მე­ტად მი­ვეჩ­ვი­ეთ, მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­წე­რე­ბი, სა­ერ­თო სა­ნაც­ნო­ბო წრე­ში შეხ­ვედ­რე­ბი და... ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტი იყო, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი გრძნო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

- გი­ორ­გიც რო­მან­ტი­კო­სია?

- კი, მაგ­რამ მგო­ნია, მე მე­ტად რო­მან­ტი­კო­სი ვარ. რიგ სა­კი­თხებ­ზე ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, ერ­თმა­ნე­თის კარ­გად გვეს­მის, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თა­მაშ­ში გეხ­მა­რე­ბათ?

- ორი­ვეს გვეხ­მა­რე­ბა, არა­და, ბევ­რი წყვი­ლის­გან გა­მი­გია, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ერ­თად თა­მა­ში უჭირთ. გი­ორ­გის გვერ­დით მე­ტად გახ­სნი­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ. სა­ნამ კა­მე­რე­ბი ჩა­ირ­თვე­ბა, გავ­დი­ვართ და რიგ სცე­ნებს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, აზ­რებს ვცვლით.

- ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ გი­ლა­პა­რა­კია?

- არა, ახლა პირ­ვე­ლად ვლა­პა­რა­კობ, ბევ­რმა არც იცის. სა­ერ­თოდ, დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მსურს ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვო.

- სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხში­რად არის?

- დიახ.

- სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­შიც?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გა­ო­ცე­ბას და გა­ხა­რე­ბას ხში­რად ვა­ხერ­ხებთ. შე­საძ­ლოა, ეს სუ­ლაც მი­მო­წე­რის დო­ნე­ზე იყოს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თფე­რო­ვა­ნი ნამ­დვი­ლად არ არის. გი­ორ­გიც მო­რი­ე­ლია, ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნიც ერთი გვაქვს....წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისნამი
0

ეს გოგო ვის როლს ასრულებს ჩცდ-ში?

FEOLA
5

გაიხარეთ!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

"გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს. ისეთ დარტყმებს აკეთებს, მასთან ქიშპობის სურვილს სამუდამოდ უკარგავს. ერთგული მესაიდუმლეა. რომანტიკას არ სწყალობს, მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება, სამაგიეროდ სტაბილური და მუდმივია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ნინა ლორთქიფანიძის ზოდიაქოს ნიშანია. ამ ყველაფერთან ერთად, ნინა საჯაროდ პირველად, საკუთარი სიყვარულის ამბავსაც გვიამბობს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღები მოედნიდან დაიწყო.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ამ მეცნიერებაში კარგად ვერ ვერკვევი. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია.

- უშიშარი ხარ?

- კი, ასეა. ეს თვისება ჩემს ხასიათშია გამჯდარი. ზოგჯერ შესაძლოა, ჩემს სხვა თვისებებს "გადავაბიჯო" და უშიშრობა წინ წამოვწიო.

- ეს თვისება მიზნის მიღწევაში რამდენად გეხმარება?

- ყველაზე მეტად, ეს თვისება მეხმარება.

- "ყოველთვის მუყაითად შრომობს. საკუთარ საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს".

- არ ვიცი, ეს რამდენად კარგი ან ცუდი თვისებაა, მაგრამ როცა საქმეს ვაკეთებ, მირჩევნია, ის სხვების დაუხმარებლად გავაკეთო.

- ვიცი, რომ შეყვარებული ხარ.

- (იცინის) დიახ.

- შენი და გიორგი ტაბიძის (სანის როლი შემსრულებელი) სიყვარულის ამბავი "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღებებიდან დაიწყო?

- წლებია მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. სერიალმა უფრო დაგვაახლოვა.

- ერთმანეთი თეატრალურში გაიცანით?

- ჯგუფელები ვიყავით, შემდეგ მე აკადემიური წელი ავიღე, ამიტომ გიორგიმ ჩემზე ადრე დაამთავრა.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ყველაფერი თავისთავად და ძალიან ბუნებრივად მოხდა. სერიალის გადაღებებზე ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ, მეტი ურთიერთობა გვქონდა. მერე სოციალურ ქსელში მიწერები, საერთო სანაცნობო წრეში შეხვედრები და... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთისადმი გრძნობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა.

- გიორგიც რომანტიკოსია?

- კი, მაგრამ მგონია, მე მეტად რომანტიკოსი ვარ. რიგ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ერთმანეთის კარგად გვესმის, ეს სასიამოვნოა.

- თქვენი გრძნობები, გადასაღებ მოედანზე თამაშში გეხმარებათ?

- ორივეს გვეხმარება, არადა, ბევრი წყვილისგან გამიგია, რომ შეყვარებულებს ერთად თამაში უჭირთ. გიორგის გვერდით მეტად გახსნილი, თავდაჯერებული ვარ. სანამ კამერები ჩაირთვება, გავდივართ და რიგ სცენებს ერთად განვიხილავთ, აზრებს ვცვლით.

- ამ თემაზე საჯაროდ გილაპარაკია?

- არა, ახლა პირველად ვლაპარაკობ, ბევრმა არც იცის. საერთოდ, დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა, მსურს ჩემთვის დავიტოვო.

- სასიამოვნო მოულოდნელობები თქვენს ურთიერთობაში ხშირად არის?

- დიახ.

- საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთის გაოცებას და გახარებას ხშირად ვახერხებთ. შესაძლოა, ეს სულაც მიმოწერის დონეზე იყოს. ჩვენი ურთიერთობა ერთფეროვანი ნამდვილად არ არის. გიორგიც მორიელია, ზოდიაქოს ნიშანიც ერთი გვაქვს....წაიკითეთ სრულად