სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"
ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"

ნო­დარ ლა­ტი­ბაშ­ვი­ლი დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რია. მან სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა 5 წლის წინ წა­მო­ი­წყო სა­გა­რე­ჯოს ახ­ლოს - აა­შე­ნა ნამ­ჯის სახ­ლი, მა­რა­ნი, და­ა­მუ­შა­ვა მიწა, სა­დაც უკვე მოჰ­ყავს ყუ­რძე­ნი, ხორ­ბა­ლი, ბოსტნე­უ­ლი... ყვე­ლა­ფე­რი აკე­თებს, რომ ამ ად­გი­ლას აგ­რო­ტუ­რიზ­მი გან­ვი­თარ­დეს...

ნო­დარ ლა­ტი­ბაშ­ვილ­მა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შაო ადრე და­ი­წყო. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფერ­მერს საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ზა­ფხულ­ზე წუ­თი­თაც არ შე­უ­ჩე­რე­ბია, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც შე­უქ­მნა. რო­გორ შრო­მობს ის ამ რთულ პე­რი­ოდ­ში და რა გეგ­მე­ბი აქვს, ამა­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ხორ­ბა­ლი, წი­თე­ლი დოლი, შე­მოდ­გო­მა­ზე დავ­თე­სე. ასე­ვე და­თე­სი­ლი მაქვს კარ­ტო­ფი­ლი, ნი­ო­რი, სტა­ფი­ლო, სა­ზამ­თრო, სი­მინ­დი, ლო­ბიო, ბად­რი­ჯა­ნი, მალე პო­მიდვ­რის ჩი­თი­ლებ­საც დავრგავ და კიტრსა და წი­წა­კას დავ­თე­სავ.

ამ ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის­თვის მზად არა­ვინ იყო. არ ვე­ლო­დი ასეთ სირ­თუ­ლე­ებს, თო­რემ კი­დევ რა­მეს დავრგავ-დავ­თე­სავ­დი. ჩი­თი­ლე­ბის სა­ყიდ­ლად თბი­ლის­ში ჩას­ვლა მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა ჯერ აკ­რძა­ლუ­ლია.

- საშ­ვი არა გაქვთ?

- იქ­ნებ რო­გორ­მე ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვა მო­ვა­ხერ­ხო საშ­ვის ასა­ღე­ბად, ძა­ლი­ან ძნე­ლია და­კავ­ში­რე­ბა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი შე­ფერ­ხე­ბა ჩა­კე­ტი­ლი გზა და მუ­შა­ხე­ლია, აყ­ვა­ნა უკვე ძა­ლი­ან ჭირს.

- ბევრ მუ­შას ქი­რა­ობ­დით?

- როცა სა­მუ­შაო დი­დია, ვე­ნახ­ში 10-15 კაცი მიმ­ყავს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ­ჟა­მად ეს არ გა­მო­ვა, ხალ­ხის შეკ­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

- რო­გორ აპი­რებთ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?

- რო­გორც აქამ­დე. სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა დი­დად არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა, რომ პრო­დუქ­ცია გა­მიძ­ვი­როს. გაძ­ვი­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბაა - ტრაქ­ტო­რის და­ქი­რა­ვე­ბა ხომ მჭირ­დე­ბა მი­წის და­სახ­ნა­ვად. მი­ზე­ზად ასა­ხე­ლე­ბენ, რომ ცვე­თა­დი ნა­წი­ლე­ბი დე­ფი­ცი­ტუ­რია, ფუჭ­დე­ბა, ზი­ან­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­სა­ხუ­რე­ბა გაძ­ვირ­და.

- გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით რა ვი­თა­რე­ბაა, ამ დრო­ის­თვის უფრო მეტი საქ­მე გაქვთ ხოლ­მე მოს­წრე­ბუ­ლი?

- ამ პე­რი­ო­დის­თვის სა­ვე­ნა­ხო სა­მუ­შა­ოა, რაც უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს. წლე­ულ­საც გა­სულ თვე­ში უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრო, მუ­შა­ხე­ლი არ მყავს და ვე­ნახ­ში მარ­ტო ვმუ­შა­ობ. არა­და, ახა­ლი ვე­ნა­ხი მაქვს ჩაყ­რი­ლი, თა­ნაც დიდ ფარ­თობ­ზე, ამი­ტო­მაც საქ­მეც მე­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, ვა­და­შიც ვე­ღარ ვე­ტე­ვი.

- რა ყუ­რძე­ნი გაქვთ?

- რამ­დე­ნი­მე ჯიში მაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი, იშ­ვი­ა­თი კა­ხუ­რი ჯი­შე­ბია, არის სი­მო­ნა­სე­უ­ლი, შავი რქა­წი­თე­ლი, კა­ხუ­რი მწვა­ნე და ხიხ­ვი. იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბია სი­მო­ნა­სე­უ­ლი და შავი რქა­წი­თე­ლი.

- ვე­ნა­ხი რა ფარ­თობ­ზეა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 2 ჰექ­ტარ­ზე. ნა­ხე­ვა­რი ჰექ­ტა­რი ძვე­ლი ვე­ნა­ხია, სა­დაც რქა­წი­თე­ლია ჩაყ­რი­ლი. ხორ­ბა­ლი ასე, 3 ჰექ­ტარ­ზეა, სა­დღაც 1 ჰექ­ტარ­ზე - ლო­ბიო, სი­მინ­დი... პა­ტა­რა ბოს­ტა­ნიც მაქვს.

- ამ 5 წე­ლი­წად­ში ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მო­გის­წრი­ათ...

- კი, ავა­შე­ნე ნამ­ჯის სახ­ლი, მა­რა­ნი, სა­დაც ქვევ­რე­ბი 20 ტონა ღვი­ნო­ზეა გათ­ვლი­ლი. წლე­ულს წარ­მო­ე­ბა­საც და­ვი­წყებ, ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხმას ვა­პი­რებ - რქა­წი­თე­ლი და მაღ­რა­ნუ­ლი მექ­ნე­ბა.

- პან­დე­მი­ამ რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- შე­ზღუდ­ვებ­მა საქ­მე გა­მირ­თუ­ლა, თუმ­ცა ის კი ვის­წავ­ლე, რომ გა­ი­სად, ალ­ბათ, უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, სხვა­ნა­ი­რად დავ­გეგ­მავ სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
2

ბარქა გენაცვალე

ლალუკა
0

დაგელოცოს საქმე და მარჯვენა მშვენიერო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"

ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"

ნოდარ ლატიბაშვილი დღეს წარმატებული ფერმერია. მან სამეურნეო საქმიანობა 5 წლის წინ წამოიწყო საგარეჯოს ახლოს - ააშენა ნამჯის სახლი, მარანი, დაამუშავა მიწა, სადაც უკვე მოჰყავს ყურძენი, ხორბალი, ბოსტნეული... ყველაფერი აკეთებს, რომ ამ ადგილას აგროტურიზმი განვითარდეს...

ნოდარ ლატიბაშვილმა საგაზაფხულო სამუშაო ადრე დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს საქმიანობა გაზაფხულზე წუთითაც არ შეუჩერებია, მსოფლიო პანდემიამ პრობლემები მაინც შეუქმნა. როგორ შრომობს ის ამ რთულ პერიოდში და რა გეგმები აქვს, ამაზე თავად გვესაუბრება.

- ხორბალი, წითელი დოლი, შემოდგომაზე დავთესე. ასევე დათესილი მაქვს კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, საზამთრო, სიმინდი, ლობიო, ბადრიჯანი, მალე პომიდვრის ჩითილებსაც დავრგავ და კიტრსა და წიწაკას დავთესავ.

ამ ვირუსით გამოწვეული პრობლემებისთვის მზად არავინ იყო. არ ველოდი ასეთ სირთულეებს, თორემ კიდევ რამეს დავრგავ-დავთესავდი. ჩითილების საყიდლად თბილისში ჩასვლა მჭირდება, მაგრამ ავტომანქანით გადაადგილება ჯერ აკრძალულია.

- საშვი არა გაქვთ?

- იქნებ როგორმე ცხელ ხაზზე დარეკვა მოვახერხო საშვის ასაღებად, ძალიან ძნელია დაკავშირება, ყველაზე მთავარი შეფერხება ჩაკეტილი გზა და მუშახელია, აყვანა უკვე ძალიან ჭირს.

- ბევრ მუშას ქირაობდით?

- როცა სამუშაო დიდია, ვენახში 10-15 კაცი მიმყავს. ბუნებრივია, ამჟამად ეს არ გამოვა, ხალხის შეკრება აკრძალულია.

- როგორ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

- როგორც აქამდე. სხვადასხვა მომსახურება დიდად არ გაძვირებულა, რომ პროდუქცია გამიძვიროს. გაძვირებული მექანიზაციის მომსახურებაა - ტრაქტორის დაქირავება ხომ მჭირდება მიწის დასახნავად. მიზეზად ასახელებენ, რომ ცვეთადი ნაწილები დეფიციტურია, ფუჭდება, ზიანდება. აქედან გამომდინარე, მომსახურება გაძვირდა.

- გასულ წლებთან შედარებით რა ვითარებაა, ამ დროისთვის უფრო მეტი საქმე გაქვთ ხოლმე მოსწრებული?

- ამ პერიოდისთვის სავენახო სამუშაოა, რაც უკვე დასრულებული უნდა იყოს. წლეულსაც გასულ თვეში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო, მუშახელი არ მყავს და ვენახში მარტო ვმუშაობ. არადა, ახალი ვენახი მაქვს ჩაყრილი, თანაც დიდ ფართობზე, ამიტომაც საქმეც მეტია და შესაბამისად, ვადაშიც ვეღარ ვეტევი.

- რა ყურძენი გაქვთ?

- რამდენიმე ჯიში მაქვს გაშენებული, იშვიათი კახური ჯიშებია, არის სიმონასეული, შავი რქაწითელი, კახური მწვანე და ხიხვი. იშვიათი ჯიშებია სიმონასეული და შავი რქაწითელი.

- ვენახი რა ფართობზეა?

- დაახლოებით 2 ჰექტარზე. ნახევარი ჰექტარი ძველი ვენახია, სადაც რქაწითელია ჩაყრილი. ხორბალი ასე, 3 ჰექტარზეა, სადღაც 1 ჰექტარზე - ლობიო, სიმინდი... პატარა ბოსტანიც მაქვს.

- ამ 5 წელიწადში ბევრი რამის გაკეთება მოგისწრიათ...

- კი, ავაშენე ნამჯის სახლი, მარანი, სადაც ქვევრები 20 ტონა ღვინოზეა გათვლილი. წლეულს წარმოებასაც დავიწყებ, ბოთლებში ჩამოსხმას ვაპირებ - რქაწითელი და მაღრანული მექნება.

- პანდემიამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- შეზღუდვებმა საქმე გამირთულა, თუმცა ის კი ვისწავლე, რომ გაისად, ალბათ, უფრო მომზადებული ვიქნები, სხვანაირად დავგეგმავ სამეურნეო საქმეებს. წაიკითხეთ სრულად

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული