მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლანდიელი მოზარდი გოგონები, რომლებიც ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ - მეორე მსოფლიო ომის უცნობი ისტორიები
ჰოლანდიელი მოზარდი გოგონები, რომლებიც ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ - მეორე მსოფლიო ომის უცნობი ისტორიები

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს ბევ­რი გმი­რი ჰყავს და ამ ომში ჩარ­თულ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია აქვს. ამ სტა­ტი­ა­ში ჰო­ლან­დი­ელ მო­ზარდ გო­გო­ნებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ცდი­ლობ­დნენ სამ­შობ­ლოს დაც­ვას და ქვეყ­ნის ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

19 წლის ჰანი შაფ­თის, 16 წლის თრუ­სი ოვერშტი­გე­ნი­სა და 14 წლის ფრე­დი ოვერშტი­გე­ნის გმი­რო­ბი­სა და მა­მა­ცო­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში უამ­რავ ის­ტო­რი­ას მო­ის­მენთ.

ფო­ტო­ზე - თრუს ოვერშტი­გე­ნი

BBC მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ჰო­ლან­დი­ელ გმი­რებს სი­უ­ჟეტს უძღვნის, სა­დაც გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ებს მათი შვი­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან.

სი­უ­ჟეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ ომმა სამი მო­ზარ­დი გო­გო­ნა ნამ­დვილ, შე­უ­პო­ვარ მებ­რძო­ლე­ბად აქ­ცია. ყვე­ლა­ფე­რი კი 1940 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ფა­შის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ ჰო­ლან­დია და­ი­პყრო.

თრუს და ფრე­დი ოვერშტი­გე­ნე­ბი დები იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც მარ­ტო­ხე­ლა დედა ზრდი­დათ. ის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­ტი­ფა­შის­ტუ­რი გან­წყო­ბის მქო­ნე ქალი ყო­ფი­ლა. ჰანი შაფ­თი კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და მათი მე­გო­ბა­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან იმის გამო გა­მო­აგ­დეს, რომ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ერ­თგუ­ლი არ გახ­და.

ფრე­დი ოვერშტი­გე­ნი

რო­დე­საც ოკუ­პა­ცია და­ი­წყო, მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის სა­მე­ულ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა მცი­რე ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ნი­დერ­ლან­დებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ოკუ­პა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­შიც ამ სამ­მა მო­ზარ­დმა უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მალე მათი როლი უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­და და პირ­და­პირ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩა­ერ­თვნენ.

სა­მიზ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ არა მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლი ნა­ცის­ტე­ბი, არა­მედ ის ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნე­ლე­ბის მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ. რო­გორც BBC-ის სი­უ­ჟეტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გო­გო­ნე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ ახალ­გაზ­რდო­ბით, უცოდ­ვე­ლი, უწყი­ნა­რი გა­რეგ­ნო­ბით, ჰო­ლან­დი­ელ მო­ღა­ლა­ტე­ებს და გერ­მა­ნე­ლებს ტყე­ში იტყუ­ებ­დნენ და ხო­ცავ­დნენ.

შთა­მო­მავ­ლე­ბი იხ­სნე­ბენ, რომ თურ­მე თრუ­სი და ფრე­დი ფლირ­ტის ოს­ტა­ტო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და მათი ფლირ­ტი მხო­ლოდ გა­ღი­მე­ბი­თა და მი­სალ­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჰო­ლან­დი­ა­ში - 1940 წელი

"ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ძა­ლი­ან მორ­ცხვი გო­გო­ნე­ბი ყო­ფი­ლან. ომმა კი მა­მაც ქა­ლე­ბად აქ­ცია“ - ამ­ბო­ბენ თრუს ოვერშტი­გე­ნის შვი­ლე­ბი.

რო­დე­საც დედა 15-16 წლის იყო, მან ეს­რო­ლა ქალს, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად ებ­რა­ე­ლე­ბის სიას აგ­რო­ვებ­და. მახ­სოვს დედა მიყ­ვე­ბო­და, რომ ეს ქალი პარკში და­ი­ნა­ხა, იცნო, მი­უ­ახ­ლოვ­და, რათა ვი­ნა­ო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, სა­ხე­ლი და გვა­რი ჰკი­თხა, შემ­დეგ კი ეს­რო­ლა.

ნა­ცის­ტებს და მათ მომ­ხრე ჰო­ლან­დი­ე­ლებს სჯე­რო­დათ, რომ გო­გო­ნე­ბი ეფ­ლირ­ტა­ვე­ბოდ­ნენ და ტყე­ში მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ, ხოლო როცა გო­გო­ნე­ბის­კენ სა­კოც­ნე­ლად წა­ი­წევ­დნენ, ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი ხო­ცავ­დნენ მათ - იხ­სე­ნებს ფრე­დი ოვერშტი­გე­ნის ვაჟი, რემი დე­კე­რი.

ფო­ტო­ზე: ფრე­დი ოვერშტი­გე­ლი

მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა სქე­მა ერ­თნა­ი­რი არ იყო. ისი­ნი ხო­ცავ­დნენ ნა­ცის­ტებს ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბის დრო­საც იმის­თვის, რომ სწრა­ფად მი­მალ­ვა შეს­ძლე­ბო­დათ.

შაფთს წი­თე­ლი თმე­ბი ჰქო­ნია, რის გა­მოც ის ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი და ამო­საც­ნო­ბი იყო ნა­ცის­ტე­ბის­თვის. ის 1945 წლის 17 აპ­რილს და­ი­ჭი­რეს და დახ­ვრი­ტეს. იმ დრო­ის­თვის გო­გო­ნა 24 წლის იყო. ამ ამ­ბი­დან 18 დღე­ში ჰო­ლან­დი­ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

"და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ის წიგ­ნი გა­დავ­შა­ლე, იქ ეწე­რა გო­გო­ნა­ზე, წი­თე­ლი თმით, ეს ჰანი შაფ­თი იყო. რო­დე­საც ვკი­თხუ­ლობ­დი, დე­დამ ტი­რი­ლი და­ი­წყო და მი­თხრა, რომ ეს გო­გო­ნა მისი მე­გო­ბა­რი იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნე­ლებ­მა მოკ­ლეს. დედა ხში­რად სა­უბ­რობ­და ჰა­ნი­ზე და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომზე. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებ­და ის ფაქ­ტი, რომ თვი­თონ ომს გა­და­ურ­ჩა, ჰანი კი ვერა“, - იხ­სე­ნებს ფრე­დი ოვერშტი­გე­ნის ვაჟი.

ჰანი შაფ­თი - ნა­ცის­ტებ­თან მებ­რძო­ლი გო­გო­ნა წი­თე­ლი თმით

დები ოვერშტი­გე­ნე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს გა­და­ურჩნენ და დიდ­ხანს იცო­ცხლეს. თრუს ოვერშტი­გე­ნი 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ფრე­დი კი ორი წლის შემ­დეგ, 2018 წელს წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან.

"ისი­ნი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. ჰქონ­დათ იმე­დი, რომ მსოფ­ლიო უკე­თე­სი და უფრო ლა­მა­ზი გახ­დე­ბო­და. ეს ნამ­დვი­ლად იყო მათი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი“, - ამ­ბო­ბენ დღეს ამ ქა­ლე­ბის შვი­ლე­ბი.

დებ­მა გა­მოს­ცეს წიგ­ნი სა­ხე­ლად - „არც მა­შინ, არც ადრე და არც არას­დროს.“ წიგ­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს მი­უ­ძღვნეს და სურ­ვი­ლი, რომ ომი აღა­რა­სო­დეს ყო­ფი­ლი­ყო, სა­თა­უ­რით გა­მო­ხა­ტეს. გო­გო­ნე­ბის ამ­ბავს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ალ­თან ჰო­ლან­დი­ა­ში ყო­ველ წელს იხ­სე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშაZ
0

ძეგლი უნდა დაუდგან გოგონებს!!! მაგარია.

ნაან
8

ალბათ არ იცოდნენ მაგათმა ქართველების საყვარელი ანდაზე -,,დათვი რომ მოგერევა ბაბა დაუძახეო"- ჰა? რას იტყვით ქართველო ვაჟკაცებო და ქალბატონბო?

ავტორი:

ჰოლანდიელი მოზარდი გოგონები, რომლებიც ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ - მეორე მსოფლიო ომის უცნობი ისტორიები

ჰოლანდიელი მოზარდი გოგონები, რომლებიც ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ - მეორე მსოფლიო ომის უცნობი ისტორიები

მეორე მსოფლიო ომს ბევრი გმირი ჰყავს და ამ ომში ჩართულ ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური ისტორია აქვს. ამ სტატიაში ჰოლანდიელ მოზარდ გოგონებზე მოგიყვებით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ სამშობლოს დაცვას და ქვეყნის ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლებას.

19 წლის ჰანი შაფთის, 16 წლის თრუსი ოვერშტიგენისა და 14 წლის ფრედი ოვერშტიგენის გმირობისა და მამაცობის შესახებ დღემდე ნიდერლანდების სამეფოში უამრავ ისტორიას მოისმენთ.

ფოტოზე - თრუს ოვერშტიგენი

BBC მეორე მსოფლიო ომის ჰოლანდიელ გმირებს სიუჟეტს უძღვნის, სადაც გოგონების შესახებ ისტორიებს მათი შვილები გვიყვებიან.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ამ ომმა სამი მოზარდი გოგონა ნამდვილ, შეუპოვარ მებრძოლებად აქცია. ყველაფერი კი 1940 წლიდან დაიწყო, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ ჰოლანდია დაიპყრო.

თრუს და ფრედი ოვერშტიგენები დები იყვნენ, რომლებსაც მარტოხელა დედა ზრდიდათ. ის მკვეთრად გამოხატული ანტიფაშისტური განწყობის მქონე ქალი ყოფილა. ჰანი შაფთი კი უნივერსიტეტის სტუდენტი და მათი მეგობარი იყო. მოგვიანებით გოგონა უნივერსიტეტიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ ნაცისტური გერმანიის ერთგული არ გახდა.

ფრედი ოვერშტიგენი

როდესაც ოკუპაცია დაიწყო, მოზარდი გოგონების სამეულმა მიზნად დაისახა მცირე ამოცანების შესრულება. ნიდერლანდებში ჩამოყალიბდა ოკუპაციის საწინააღმდეგო იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომლის მუშაობაშიც ამ სამმა მოზარდმა უდიდესი წვლილი შეიტანა. მალე მათი როლი უფრო აქტიური გახდა და პირდაპირ მოქმედებებში ჩაერთვნენ.

სამიზნეები იყვნენ არა მხოლოდ გერმანელი ნაცისტები, არამედ ის ჰოლანდიელებიც, რომლებიც გერმანელების მხარეს გადავიდნენ. როგორც BBC-ის სიუჟეტშია აღნიშნული, გოგონები სარგებლობდნენ ახალგაზრდობით, უცოდველი, უწყინარი გარეგნობით, ჰოლანდიელ მოღალატეებს და გერმანელებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ.

შთამომავლები იხსნებენ, რომ თურმე თრუსი და ფრედი ფლირტის ოსტატობით არ გამოირჩეოდნენ და მათი ფლირტი მხოლოდ გაღიმებითა და მისალმებით შემოიფარგლებოდა.

გერმანელი ჯარისკაცები ჰოლანდიაში - 1940 წელი

"ისინი ჩვეულებრივ ძალიან მორცხვი გოგონები ყოფილან. ომმა კი მამაც ქალებად აქცია“ - ამბობენ თრუს ოვერშტიგენის შვილები.

როდესაც დედა 15-16 წლის იყო, მან ესროლა ქალს, რომელიც ნაცისტებისთვის გადასაცემად ებრაელების სიას აგროვებდა. მახსოვს დედა მიყვებოდა, რომ ეს ქალი პარკში დაინახა, იცნო, მიუახლოვდა, რათა ვინაობაში დარწმუნებულიყო, სახელი და გვარი ჰკითხა, შემდეგ კი ესროლა.

ნაცისტებს და მათ მომხრე ჰოლანდიელებს სჯეროდათ, რომ გოგონები ეფლირტავებოდნენ და ტყეში მიჰყვებოდნენ, ხოლო როცა გოგონებისკენ საკოცნელად წაიწევდნენ, ახალგაზრდა ქალები ხოცავდნენ მათ - იხსენებს ფრედი ოვერშტიგენის ვაჟი, რემი დეკერი.

ფოტოზე: ფრედი ოვერშტიგელი

მკვლელობის ყველა სქემა ერთნაირი არ იყო. ისინი ხოცავდნენ ნაცისტებს ველოსიპედით გადაადგილების დროსაც იმისთვის, რომ სწრაფად მიმალვა შესძლებოდათ.

შაფთს წითელი თმები ჰქონია, რის გამოც ის ადვილად შესამჩნევი და ამოსაცნობი იყო ნაცისტებისთვის. ის 1945 წლის 17 აპრილს დაიჭირეს და დახვრიტეს. იმ დროისთვის გოგონა 24 წლის იყო. ამ ამბიდან 18 დღეში ჰოლანდიამ თავისუფლება მოიპოვა.

"დაახლოებით 8 წლის ვიყავი, ისტორიის წიგნი გადავშალე, იქ ეწერა გოგონაზე, წითელი თმით, ეს ჰანი შაფთი იყო. როდესაც ვკითხულობდი, დედამ ტირილი დაიწყო და მითხრა, რომ ეს გოგონა მისი მეგობარი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც გერმანელებმა მოკლეს. დედა ხშირად საუბრობდა ჰანიზე და მეორე მსოფლიო ომზე. მთელი ცხოვრება აწუხებდა ის ფაქტი, რომ თვითონ ომს გადაურჩა, ჰანი კი ვერა“, - იხსენებს ფრედი ოვერშტიგენის ვაჟი.

ჰანი შაფთი - ნაცისტებთან მებრძოლი გოგონა წითელი თმით

დები ოვერშტიგენები მეორე მსოფლიო ომს გადაურჩნენ და დიდხანს იცოცხლეს. თრუს ოვერშტიგენი 2016 წელს გარდაიცვალა, ფრედი კი ორი წლის შემდეგ, 2018 წელს წავიდა ამ ქვეყნიდან.

"ისინი ძალიან ძლიერი ქალები იყვნენ. ჰქონდათ იმედი, რომ მსოფლიო უკეთესი და უფრო ლამაზი გახდებოდა. ეს ნამდვილად იყო მათი ცხოვრების მიზანი“, - ამბობენ დღეს ამ ქალების შვილები.

დებმა გამოსცეს წიგნი სახელად - „არც მაშინ, არც ადრე და არც არასდროს.“ წიგნი მეორე მსოფლიო ომს მიუძღვნეს და სურვილი, რომ ომი აღარასოდეს ყოფილიყო, სათაურით გამოხატეს. გოგონების ამბავს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალთან ჰოლანდიაში ყოველ წელს იხსენებენ.